დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა.
უწყების ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული.
mcm.ge
საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა ე.წ. ამერიკული კანონის თარგმანის და, ასევე პირველი ვერსიის უკან გაწვევაზე.
ამის შემდეგ დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან. "ქართული ოცნების" განცხადებით, უმრავლესობა მას ჩააგდებს.
საზოგადოებრივი პროტეს
,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტრუმნენ.
ეს იყო შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. მაყურებელმა დღეს პროექტის მონაწილეები სულ სხვა კუთხით დაინახა. ემოციებით ატირებული ახალგაზრდებისა და მოხუცების სიხარულის ცრემლები გაერთიანდა.
ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ემოციური ვიდეო:
prime time
ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს აღმაშფოთებლად მკაცრ განაჩენად აფასებს.
„დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ბლოკში აცხადებენ,, რომ ევროკავშირი სო
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, მწერალი ზახარ პრილეპინი დაშავდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პროპაგანდისტის მძღოლი, ხოლო თავად პრილეპინი დაშავებულია.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
1tv
„ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს“,- ამის შესახებ „ტვიტერში“ ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს.
ამით კინზინგერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის საქართველოში ვიზიტზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და საბაჟო სამსახური მხოლოდ ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ოჯახ
Cannes 2023-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.
რიგით 76-ე კინოფესტივალი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ჟიური, რომელსაც შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი თავმჯდომარეობდა, მაროკოელი რეჟისორის, მერიამ ტუზანის, ფრანგი მსახიობი დენის მენოშეს, ბრიტანელ-ზამბიელი სცენარისტ და რეჟისორ რუნგანო ნიონის, ამერიკელი მსახიობების, ბრი ლარსონის და პოლ დანოს, ავღანელი ავტორის ატიკ რაჰიმის, არგენტინელი რეჟისორის, დამიენ სზიფრონის და ფრანგი რეჟისორის, ჯულია დუკარნაუს შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული
უკრაინამ სამხრეთით, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, კონტრიერიშის აქტიური ფაზა დაიწყო, იტყობინებიან ამერიკული „ეი-ბი-სი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინული ძალების გააქტიურებაზე წერენ რუსი „სამხედრო ბლოგერებიც“. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ ზაპოროჟიეში, ორეხოვას რაიონში, რუსული ძალები აქტიურ თავდაცვაში არიან.
რა ვიცით ამ დროისთვის
მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები, – ზელენსკისთან დაახლოებული პირი და სამხედროები, –
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ. ეს ნომრებია:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი ვითარებისთვის
რუსული ძალები „მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.
"მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომის მიდამოში ღამის შეტევის დროს მტერმა გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე ირანული წარმოების დრონები. აეროდრომის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკას გარკვეული ზიანი მიადგა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაბომ
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6153 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6057 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8136 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებუ
ევროპის კავშირის საბჭომ სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს, შარშან თებერვალში უკრაინაში მისი არმიის შეჭრის გამო.
ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
საბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვი
გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, - აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შ
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანმა საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბრიფინგის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რომ ბრიუსელში წევრობის მსურველთაგან ევროკავშირის პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას ელიან, თუმცა დაამატა, რომ ესმის, საქართველო სპეციფიურ სიტუაცია.
რაც შეეხება საქართველოს გზით რუსეთის მიერ
საქართველოში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი იმყოფება. ის თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა.
შესწორება: თავდაპირველად მასალაში შეცდომით აღნიშნული იყო, რომ ქვემოთ მოცემული ციტატა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ეკუთვნოდა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც
სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნ
უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, F-16-ებს უკრ
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ავტობუსი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სივასიდან სტამბოლში გადაადგილდებოდა.
თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იოზგათის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.
ავტორი - ნიკა მუხიგულაშვილი
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები იკლებს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 77,71 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 72,74 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო. 26 დეკემბერს ამერიკული ნედლი ნავთობი 75,57 დოლარი ღირდა, Brent-ი კი 80,85 დოლარი.
ამასთან, მსოფლიოში საწვავის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Saudi Aramco-მ მის ფლაგმან Arab Light ნავთ
საპენსიო სააგენტოს 6 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
ვინ ნიშნავს საპენსიო სააგენტოს დირექტორს?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგ
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.
„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარა
"როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული კეთილდღეობა სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს, აქ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამისად უნდა დავნერგოთ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა, ამ საკითხებს "ოცნება" გაურბის, რადგან თავად პოზიტიური ცვლილებების შეთავაზების რესურსი აღარ აქვს."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeo