"8 წლის ემილის მამა, თომას ჰენდი შვებით შეხვდა ქალიშვილის გარდაცვალების ამბავს, რომელიც, სავარაუდოდ, ჰამასის ტერორისტებმა* გაიტაცეს" - წერს Daily Mail.
მისი შვილის მდგომარეობის შესახებ ორდღიანი გაურკვევლობის შემდეგ მამამ გამოცემას განუცხადა, რომ ასეთი ამბები მისთვის ერთგვარი შვება იყო, რადგან ახლა მან იცის, რომ მის პატარა გოგონას არ აწამებენ და ყველაფერი დამთავრებულია.
ემილის ოჯახმა ორი დღის განმავლობაში არ იც
აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს.
„ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რე
უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.
79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
იპნ
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილ
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს.
ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბოლო დ
სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
„იმედის” განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 24 იანვარს გაიმართა.
პარტიის ყრილობა, სადაც ეს ყოველივე ოფიციალურად გაფორმდება, 1-ლ თებერვალს ჩატარდება.
პუბლიკა
თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.
"სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექ
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრივანი, რომლითაც ჩამოაბრძანეს, რამდენიმე წუთის წინ დაჯდა.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს ოატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
ცნობისთვის, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის ს
თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და
„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – 2 ივნისს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება.
აქცია-კონცერტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მხარდასაჭერად და ჯარიმების თანხის შესაგროვებლად გაიმართება.
ვინ იმღერებს აქცია-კონცერტზე:
გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
შოთა საგანელიძე;
Moku Moku;
წერილი;
Kordz;
Mechanical Rainbow;
ლექს სენი & თი
ჩვენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ დამოუკიდებლად. ერთნაირი წარსულის, დნმ-ისა და დანაშაულებების მქონე, ახლა თითქოს გახლეჩილმა პარტიებმა, ჯერ თავად გადაწყვიტონ და დააფიქსირონ აზრი გაერთიანებაზე.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/992397738940908/
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.
დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხა
6-წლიანი პაუზის შემდეგ, მოდის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური შოუ კვლავ გაიმართა - Victoria's Secret თავის ანგელოზებთან ერთად დაბრუნდა.
ქართველებისთვის კი ეს განსაკუთრებული იმით იყო, რომ ისტორიაში პირველად ყველაზე ბრჭყვიალა და შთამბეჭდავ შოუზე ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა.
წელს VS დიდი დაბრუნებისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და ყველა დროის ვარსკვლავი შეკრიბა.
„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ პოლიციამ პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავა.
ბუაძის თქმით, მიზეზი სამთავრობო არხებზე: იმედზე, პოსტივიზე, სამთავრობო ონლაინმედია „კვირაზე“ ასული ვიდეოა, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და რომელშიც, არხის მტკიცებით, კასრაძე და კაძელაშვილი „ძალადობრივ გეგმაზე“ ლაპარაკობენ.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
პუბლიკა
უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარ
საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა ე.წ. ამერიკული კანონის თარგმანის და, ასევე პირველი ვერსიის უკან გაწვევაზე.
ამის შემდეგ დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან. "ქართული ოცნების" განცხადებით, უმრავლესობა მას ჩააგდებს.
საზოგადოებრივი პროტეს
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, მწერალი ზახარ პრილეპინი დაშავდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პროპაგანდისტის მძღოლი, ხოლო თავად პრილეპინი დაშავებულია.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
1tv
„ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს“,- ამის შესახებ „ტვიტერში“ ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს.
ამით კინზინგერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის საქართველოში ვიზიტზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და საბაჟო სამსახური მხოლოდ ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ოჯახ
Cannes 2023-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.
რიგით 76-ე კინოფესტივალი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ჟიური, რომელსაც შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი თავმჯდომარეობდა, მაროკოელი რეჟისორის, მერიამ ტუზანის, ფრანგი მსახიობი დენის მენოშეს, ბრიტანელ-ზამბიელი სცენარისტ და რეჟისორ რუნგანო ნიონის, ამერიკელი მსახიობების, ბრი ლარსონის და პოლ დანოს, ავღანელი ავტორის ატიკ რაჰიმის, არგენტინელი რეჟისორის, დამიენ სზიფრონის და ფრანგი რეჟისორის, ჯულია დუკარნაუს შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ. ეს ნომრებია:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი ვითარებისთვის
რუსული ძალები „მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.
"მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომის მიდამოში ღამის შეტევის დროს მტერმა გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე ირანული წარმოების დრონები. აეროდრომის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკას გარკვეული ზიანი მიადგა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაბომ