Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.547

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა ნათესავი, საქართველომ კი პატრიოტი დაკარგა“ - ზაზა მესხს გლოვობენ

3 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული, ზაზა მესხის სიკვდილი დადასტურდა. „ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის! დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა - ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა! როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა - მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით,

შალვა კერესელიძე - რატომ გააჩერეთ ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელება 2019-2020 წლებში დაიწყო ჩემი ინიციატივითა და პრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერით

მინდა გამოვეხმაურო უშუქო სოფლების პრობლემებს ხევსურეთში. მართლაც, ძალიან ძნელია ადამიანებისთვის ასეთ ყოფაში ცხოვრება. თუმცა, ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება ხელისუფლებასთან, საინტერესოა, რატომ გააჩერეთ 2019 წელს დაწყებული ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომელიც გასულ წელს პრაქტიკულად უნდა დასრულებულიყო და ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სრულად უნდა მოგვარებულიყო?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, შალვა კერესელიძე წერს.

შსს - ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამ

ბექა ლილუაშვილი -  „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესები (ვიდეო)

„არავისთან დასამტკიცებელი ჩვენ არ გვაქვს და მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს ორი პარტია: „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესი პარტიები არიან. იცით რა არის ამის მაგალითი? დღეს განიხილება გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი, რასაც „ოცნება'' აკეთებს და ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, თავადვე ადასტურებს იმას, რომ უვარგისები არიან. ამას რატომ ვამბობ ახლა იცით? 2011 წელი მახსენდება, ზუსტად იგივე კანონში „ნაცებმა'' მსგავსი კანონები შემოიტანეს. ამას ვამბობთ,

ეუთო - ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში და მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა

ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები

დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება

დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს კი ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში

შარლ მიშელი პოსტზე რჩება, EU ორბანის პრეზიდენტობას იცილებს

შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა. “მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”. შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე

EU შეშფოთებას გამოთქვამს “ოცნების” ლიდერების კომენტარების გამო მოსამართლეების მიმართ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო განცხადებით ეხმაურება საქართველოში სასამართლო რეფორმის საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს. პიტერ სტანოს განცხადებით, მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმა, რომელიც მათ შორის შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თანხვედრაში იქნება ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ანგარიშსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. მისივე თქმით, ეს ასევე

„ნიდერლანდებიდან მოტყუებით გადმოარიცხინეს 128 ათასი ევრო“ — ბრალდებულია 7 პირი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო. გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენ

„EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციის ღალატია" - 26 NGO

26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია. როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში "შავი არწივი" იბრძოდა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლ

მწვანე საღამოები ბოტანიკურ ბაღში - ტონინო გუერას სახელობის ღონისძიება

6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ქართული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ წიგნის  „არგონავტიკა, მედეა მითი და ისტორია“  და  ტონინო გუერას რომანის   „თბილი წვიმა“  პრეზენტაცია გაიმართება.   გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს

კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იპნ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი. როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავ

ოლექსი დანილოვი - რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი - შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია. „თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინ

სამინისტრო - პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში საქართველოდან 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების ს

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს

მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტ

ბერდია სიჭინავა - “ოცნების” გასაბჭოება დაწყებულია!"

დღეს, იურიდული კომიტეტი “ოცნებამ” გადააქცია “შულავერის კომიტეტად”, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის წევრებს შეუზღუდა საკანონმდებლო ინიცირების უფლება, კერძოდ უარი თქვა ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტის “ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის ფედერაცის გავლენებისგან დაცვის შესახებ” განხილვაზე, როცა ამის პირდაპირი საკანონმდებლო ვალდებულება გააჩნდა, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ოცნება” იღ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

„იმედი მაქვს, კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა“ — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს. პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საგამოძიებო სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროპულ ქვეყნებს აფარებს, იქიდან გეგმავს საქართველოში არეულობას: „კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება. „ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ. gur

საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანის არმიამ და სწრაფი რეაგირების დაჯგუფებამ ფრანგულ მხარეს გარანტიები მისცეს, რომ ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სუდანში საფრანგეთის 250 მოქალაქე ცხოვრობდა. საფრანგეთთდან ერთად, სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. შეგახსნებთ, მანამდე დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელა ა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კმ-ში, ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელი პანტიანში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.    

მაკა ჩიჩუა: 3 წელია სამინისტრო შვილისთვის თერაპიის დაფინანსებაზე უარს მეუბნება

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ შვილისთვის ადრეული განვითარების ცენტრში შესაბამისი თერაპიის დაფინანსებას ითხოვს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მესამე წელია უარს ეუბნება. ამის შესახებ მან დღეს, 27 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა. მაკა ჩიჩუას თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა განცხადებით, მაგრამ უშედეგოდ: “თემო დამყავს ადრეული განვითარების ცენტრში. აბსოლუტური უფლება მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი შევიტანო, რომ და

„დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ — 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

3 ივნისს 21:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერებით შეიკრიბებიან: „30 მაისიდან მოყოლებული „ჯიუტებს“ ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს „ჯიუტის“ წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ,“ — ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების გ
×
×
  • შექმენი...