Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.581
  • comments
    0
  • views
    767.583

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

Რა სჭირდებათ ქართველ მაშველებს და რატომ ახსენდება ისინი სახელმწიფოს მხოლოდ ტრაგედიებისას (ვიდეო)

Რა სჭირდებათ ქართველ მაშველებს და რატომ ახსენდება ისინი სახელმწიფოს მხოლოდ ტრაგედიებისას - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები გიორგი ჭანტურია და ვიკა ფილფანი საუბრობენ საქართველოში სამაშველო სისტემის მდგომარეობაზე, მაშველების საჭიროებებზე და იმაზე, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს სამსახურს გამართული მუშაობისათვის. ვიდეო:   

ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას რუსებმა ორეხოვო დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.

ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა

ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით ხუთმა სატვირთო ავტომობილმა თურქეთ-სომხეთის საზღვარი იღდირის პროვინციაში უკვე გადაკვეთა. ბოლოს საზღვარი 1988 წელს გაიხსნა, მაშინაც მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.   ავტორი - თამთა რუხაძე

ჰოლივუდის ექსპროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნეს კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში

ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც Reuters-ი იტყობინება 20 დეკემბერს, ახალი ვადით მას 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა უაინსტინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და ორ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში რუსული წარმომავლობის მოდელის მიმართ 2013 წელს. ქალის ვინაობას არ ამხელენ. მთლიანობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში უაინსტინის წინააღმდეგ ოთხი ქალი

ჰერჩინსკის ცნობით, EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ. ევრო გაყინა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და ლიდერები შეეცდებიან, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადაიტანონ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ. პუბლიკა

ჰერჩინსკი: ხელისუფლებას გადავეცი პოზიცია, რომელიც 27-მა ქვეყანამ შეათანხმა ბრიუსელში

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკ

ჰერჩინსკი: ვადასტურებ EU-ის მხარდაჭერას NGO-ების მუშაობის მიმართ საქართველოში და მის გარეთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა, დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები. დღეს, 27 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ NGO-ების არსებითი ჩართულობი

ჰერჩინსკი 9 ნაბიჯზე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები NGO-ების ჩართულობისთვის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის წევრობისთვის საჭირო 9 ნაბიჯის შესასრულებლად ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა იმუშაოს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებში უნდა მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 2024 წლის 29 იანვარს პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში არ მიიწვეს საქართველოში მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთა

ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს. ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს". გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს. IPN

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს - ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი.   ipn

ჰელსინკის კომისია: წარმოდგენილია ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”. განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნა

ჰელსინკის კომისია: საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ოცნება“ ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა

„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“,- წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში. აქამდე, 31 ივლისს, ჰჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდა. პუბლიკა

ჰელსინკის კომისია: მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს მომავალს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე, კომისიის წარმომადგენლები, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ ვეისი და დაფნა რენდი. განცხადებაში ასევე ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები და MEGOBARI ACT, რომლის ინიციატორიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვ

ჰელსინკის კომისია: თუ სახდეპი დაადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება. თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. პუბლიკა

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჰელსინკის კომისიის ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი

ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მს

ჰელსინკის კომისია - უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა

უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა

ჰელსინკის კომისია - საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს გ

ჰელსინკის კომისია - თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. „ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქა

ჰელსინკის კომისია - დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის

დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემო

ჰელსინკის კომისია - ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი

ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. "ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგან

ჰელსინკის კომისია - აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას

აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას”

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს. კონსერვატორიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მუსიკოსს და კონსერვატორიელს!, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 

ჰამასის ტყვეობიდან შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა.  კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა.  აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღი

ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია. IDF-ს განცხადებით, ჰამასის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ისამ აბუ რუკბეჰი ღამით ღაზაზე საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, აბუ რუკბეჰი  პასუხისმგებელი იყო ჰამასის უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. IDF-ს განცხადებით, აბუ რუკბეჰმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
×
×
  • შექმენი...