ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებ