გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.
მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი.
„ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფ