რუსეთში, ქალაქ სოჭში ადლერის აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა.
რუსი მაღალჩინოსნების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძრის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.
რუსი მაღალჩინოსნები და სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ტელეგრამარხ BAZA-ზე წერენ, რომ ნავთობსაცავის აალება უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახებამ გამოიწვია. ტელეგრამარხი SHOT-იც წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერ