Jump to content
Planeta.Ge

სოჭის აეროპორტთან მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა


რუსეთში, ქალაქ სოჭში ადლერის აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა.

რუსი მაღალჩინოსნების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძრის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

რუსი მაღალჩინოსნები და სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ტელეგრამარხ BAZA-ზე წერენ, რომ ნავთობსაცავის აალება უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახებამ გამოიწვია. ტელეგრამარხი SHOT-იც წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ხანძარი დრონის იერიშის შედეგად გაჩნდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...