ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მესამე დღეა გაგრის მუნიციპალიტეტში დაკარგულ რუსეთის მოქალაქე ქალს ეძებენ.
როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, თვითმხილველების თქმით, მოსკოველი ტურისტი, რომელიც სოფელ ალახაძიში ისვენებდა, 9 ივლისს, მდინარე ბზიფის დინებამ გაიტაცა.
მის ძებნაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლებიც არიან ჩართული, რომლებიც ზღვაში კატარღებით გადიან. მათ მუშაობას შტორმი და ზღვის მღვრიე წყალი აფერხებს.
აფხაზ