ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის ერთი უბნის ბინადართა გასაჭირს საქართველოს სხვა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია.
ორიოდე კვირის წინ, ფუთელმა თამთა პერანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერის ანაბეჭდი, რომლიდანაც და პუბლიკაციის ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდანაც ირკვეოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზების და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობისას, კლდეების და ნიადაგის სიღრმეებში გახშირებულ