-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე თავისი წარმომადგენელი დანიშნა. ის გახდა ჰასან იბრაგიმოვი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის"მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ რაზმის მეთაური უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა. ამ დანიშვნის შესახებ რამაზ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში განაცხადა. 2020 წელს იბრაგიმოვმა სწორედ კადიროვის ხელიდან მიიღო ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - რესპუბლიკის მეთაურის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი. მანამდე კადიროვმა სეპარატისტულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც" დანიშნა თავისი წარმომადგენელი. მისი რჩეული გახდა როსტოველი ბიზნესმენი რამზან მუდაროვი. როგორც კადიროვის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებიდან ირკვევა, მუდაროვი ამ თანამდებობაზე საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული. აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა. ნოემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია. რამზან კადიროვი, რომელზეც უკრაინამ ძებნა გამოაცხადა, იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი. რადიო თავისუფლება
-
საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავს - საქსტატი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა კი ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 საათს, ხოლო კაცებისთვის 4.7 საათს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 საათს, ხოლო კაცებისთვის 4.7 საათს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მცირდება. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 4.2 საათს ხარჯავს. ქალები ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 3.9 საათს ხარჯავენ, რაც 0.9 საათით ჩამორჩება კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს (4.7 საათი). საკუთარ თავზე ზრუნვასა და თავის მოვლასთან დაკავშირებული აქტივობებიდან ყველაზე მეტი დრო ძილს და მასთან დაკავშირებულ აქტივობებს ეთმობა. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებლი 9.1 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში 9.0 საათი. საკვებისა და სასმელის მიღებას ქალები 1.5 საათს, ხოლო კაცები 1.6 საათს უთმობენ. პირადი ჰიგიენისა და თავის მოვლის აქტივობებზე დახარჯული დრო კი ორივე სქესისთვის ერთნაირია და 1 საათს შეადგენს. რაც შეეხება ბავშვზე ზრუნვას, ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია საქართველოში მცხოვრები დედების 80.2%, რაც 2.1-ჯერ აღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს (37.6%). bm.ge -
მძიმე და ემოციური ვიდეო გურიიდან - „ლანჩხუთმა თავისი გმირი ჩაიხუტა“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის ომში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას, მშობლიურ სოფელში, ბიძის გვერდით ხვალ, 10 დეკემბერს დაკრძალავენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ, იგივე ჯაბა ხოფერიას ცხედარი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ, რის შემდეგაც ცხედარი წუხელვე გურიაში გადაასვენეს. 25 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა და საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ჯამბულათ ხოფერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა. სამშობლოში გადმოსვენებამდე თანამებრძოლები მას კიევში გამოემშვიდობნენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა. ჯერ უცნობია როდის მოხდება ბახმუტთან დაღუპული კიდევ 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება. რუსულ აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, ბოლო მონაცემებით 33 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პრაიმ თაიმი -
საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. „მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინაშეც არიან უკრაინელები, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთონ რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა. ავტორი - ლევან ახალაია
-
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ). ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. -
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი მიმართული იქნება სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. „საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიkურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკიდურესად სერიოზული გავლენა მოახდინა ევროპისა და რეგიონის სტაბილურობაზე. საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ომი და კარგად ესმის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების ფასი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედეგობას ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებით, სტაბილურობითა და მდგრადობით თავდაცვის სფეროში, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის საშუალებით. ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში. ეს დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას და მოხმარდება სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო, მობილობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს რელევანტური, არალეტალური შეიარაღების მიწოდებით, მარაგებითა და მომსახურებით, ასევე ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობას. ახალი დახმარების პაკეტით საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება 30 მლნ ევროს გადააჭარბებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში. გასულ წელს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 13 მლნ ევრო შეადგინა, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სამედიცინო მარაგების შესაძენად, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღნიშნული დახმარება განხორციელების ეტაპზეა. ქართული მხარის მიერ ახალი დახმარების შესახებ თხოვნა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მიიღო, რაზეც ერთსულოვანი თანხმობა განაცხადა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტი ხელს უწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
-
მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს" უთხრეს, რომ ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ და ცეცხლის გაჩენის შემდეგ მოხდა გაზის ბალონების აფეთქება. ამასთან, სააგენტო "რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი შესაძლოა, მიზანმიმართულად გააჩინეს. OBI იმ უცხოურ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი არ თქვეს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებაზე. radio tavisupleba -
მედიის ცნობით, აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ინფორმირებულ, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ სააგენტოები Reuters-ი და Associated Press-ი. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 19.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. -
საქართველოს ხალხის უხვი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისადმი ცხადყოფს, თუ ვის მხარეს არიან, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა მედიის კითხვაზე პასუხად. შეკითხვის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ არ სცემენ პასუხს, ვინ მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში. „ჩემი აზრით, ნათელია, ვის მხარესაა საქართველოს ხალხი და ეს არის უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიის თავისუფლებისა და მთლიანობისთვის, იბრძვის არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს ის ყველაფერია, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან თავიანთი გამოცდილებიდან, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობა წაერთმია, თქვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი წაერთმია. როდესაც საქართველოს ხალხი უხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ნათელია ,რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 დეკემბერს მედიასთან კომენტარში კითხვაზე, ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხა: მე ვარ საქართველოს მხარეს. 6 დეკემბერს ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს. „ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს. ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან. ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა და დაამატა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. მან თქვა, რომ არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის. კასიანოვის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა და თქვა, რომ ანდრი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი - საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ. დანარჩენი, მამუკა მდინარაძის თანახმად, მხოლოდ წვრილმანი და საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელი მესიჯები იყო. radio tavisupleba
-
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. „კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება. კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ - ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა. შედეგები შთამბეჭდავია - ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
-
უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე - რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნაბიჯით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და „თბილისელებსაც ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ“. „გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა. ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
-
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. „შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას - დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა. დროის გამოყენების გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორების მისაღებად. მსოფლიოს მასშტაბით სწორედ დროის გამოყენების გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს აუნაზღაურებელი შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ქვეყანაში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ქვეყანაში ზრუნვის შრომის ღირებულებასა და საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ დისკურსს ბიძგს მისცემს. „ასევე, იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები მოახდენს საჯარო პოლიტიკის ინფორმირებას, ქალებისა და გოგოების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილის შესამცირებლად და ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადასანაწილებლად როგორც ქალებსა და კაცებს, ისე საზოგადოებას, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის“, - აღნიშნა კაორი იშიკავამ. გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა. ipn
-
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები. შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და უნდა იყოს მზად, აიღოს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.
-
პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს. როგორც მედია იუწყება, ამავე საქმეზე საერთო ჯამში, დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის საქართველის ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ორი ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია ატარებს. ამასთან, „ევროპოლი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის ჯამში, 61 ადამიანია დაკავებული. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც იყვნენ ძირითადად სირიისა და თურქეთის მოქალაქეები, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაჰყავდათ. „ევროპოლის“ ცნობით, ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ. საერთო ფულადი ნაკადი 16 მილიონ ევროდ ფასდება. ავტორი - ლევან ახალაია
-
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე აკრძალულია ან აკრძალვის პროცესშია. ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე“, ასევე, „წარმოადგენს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგს“. ავტორი - ლევან ახალაია
-
ოცნება დიდი ხანია საზოგადოებას აჩვევს კანონის სათავისოდ განმარტებას. უფრო მეტიც, როცა კანონში საერთოდ არაფერი წერია, მაშინაც ბედავენ, შავზე თეთრის მტკიცებას. ახლა ამ მეთოდებით გმირებს მიადგნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლში მართლაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლის შემთხვევაში, მაგრამ კანონი არაფერს ამბობს რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ იბრძვი (და აი ამით სარგებლობს ახლა ოცნება). "მაგრამ, კანონს სჭირდება გონივრული განმარტება, რასაც ოცნება მიზანმიმართულად არ აკეთებს. ცალსახაა, რომ ტოლობის ნიშანი ვერ იქნება იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლას, რომელიც საქართველოს მტერია და იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლას შორის, რომელიც საქართველოს მტრის წინააღმდეგ იბრძვის, მითუმეტეს, როცა საქართველოს მოქალაქის მხრიდან ამ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა საქართველოს მტრის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს ემსახურება. ეს შესანიშნავად იცის კობახიძემ და ამიტომ წავიდა მტრის განმარტების წიაღსვლებში (ხვალ იტყვი, რომ მტრის წინააღმდეგ არ იბრძვიან, რომ კანონი მარტივად გამოიყენონ). ოცნების დღევანდელი განცხადება მოქალაქეობის ჩამოართმევასთან დაკავშირებით პოლიტიკურად რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს შემდეგს: საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჩამოართვან მოქალაქეობა, რომლებიც საქართველოს მტერს ებრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამაში ფულად ანაზღაურებას ვინ იღებს და ვინ არა. ფულადი ანაზღაურება გმირობას ვერ აკნინებს, მითუმეტეს როცა სიცოცხლეს დებ სასწორზე. კობახიძე ვერანაირი ფულის სანაცვლოდ ვერ იბრძოლებდა. ჩვეულებრივი მუქარაა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, რაზეც კობახიძემ განმარტა: „პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. მეორე - ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის. ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც იბრძვის ენთუზიაზმისთვის, იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის პატივისცემას იმსახურებს. ერთი სიტყვით კი არ ვაფასებ, დეტალურად გიფასებთ, მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოღონდ დეტალებში შევდივარ. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია“, - აცხადებს კობახიძე. ჟურნალისტის კითხვას, „ენთუზიაზმისა და იდეის გარეშე უკრაინაში საბრძოლველად ვინ მიდის“, კობახიძე პასუხობს: „მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვინმე მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც გუშინ გამოვლინდა, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება, უკრაინაში ჩაყვანა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ, რაღაც ზღვარი არის გასავლები და ჯობია, ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. ანუ, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე. როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე - ენთუზიაზმთან, იდეასთან და ა.შ. ეს არის სხვა რამე. ამიტომ, აქ უნდა გაივლოს ზღვარი“, - აცხადებს კობახიძე. კობახიძის თქმით, თითოეული "თითოეული ქართველის დაღუპვა არის ტრაგედია" და "სიბინძურეა", როცა ამით "ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას". "როდესაც ამითაც კი ახერხებენ ვიღაცები სპეკულირებას და პოლიტიკური ქულებისთვის ამ ყველაფრის გამოყენებას, ეს არის სიბინძურე. მაგალითად, თავისუფლების მოედანზე გუშინ, რა პერფორმანსიც ჩაატარეს, ეს არის სიბინძურე. ეს ადამიანები სიბინძურეს ვერ მოიშლიან, მათი გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს სიმშვიდით უნდა შევხვდეთ და სათანადოდ ვუპასუხოთ“ , - აცხადებს კობახიძე. იპნ
-
ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში". სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის, „ბასიჯის“ წევრი დანით დაჭრა. თავად აქტივისტმა განაცხადა, რომ ის "საჩვენებელ პროცესზე გაასამართლეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გარეშე". უფლებადამცველები შიშობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გარეშე ირანის ხელისუფლება გააგრძელებს საპროტესტო აქციების მონაწილეების სიკვდილით დასჯას. 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირანის დედაქალაქ თეირანში ქურთისტანის პროვინციიდან სტუმრად ჩასული ქალი, 22 წლის მაჰსა ჟინა ამინი, "მორალის პოლიციამ" დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა ბრალდებით, რომ თავსაფარი წესის მიხედვით არ ეკეთა. ამინი იქ ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ნოემბერში აქციების ინტენსივობამ იკლო, თუმცა დროდადრო ძლიერდება ადგილებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და ახალ მსხვერპლზე საპასუხოდ. ირანის ხელისუფლებამ გარკვეული დათმობების შესახებ განაცხადა, მათ შორის ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში უქმდება „მორალის პოლიცია“, რომელიც სამოსის ისლამური წესით ტარებასაც უწევდა ზედამხედველობას. თუმცა აქციებს ძალის გამოყენებით მაინც ახშობენ. უფლებადამცველების თანახმად, 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400-ზე მეტი მომიტინგე და რამდენიმე ათეული სამართალდამცველი დაიღუპა. დააკავეს დაახლოებით 18 ათასი ადამიანი. 11-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. რადიო თავისუფლება
-
„New York Times“-ის ათასზე მეტმა ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა. გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New York Times-ს 40 წელია არ ახსოვს. არ არის ცხადი, როგორ იმოქმედებს გაფიცვა სარედაქციო საქმიანობაზე. რედაქციის წარმომადგენელმა AP-ის უთხრა, რომ გაზეთის საქმიანობაში ჩაებმებიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟურნალისტები, რომლებიც არ არიან პროფესიული კავშირის წევრები. გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ, განაცხადა, რომ თანამშრომლებს შესთავაზეს ხელფასების დაუყოვნებლივ გაზრდა 5,5%-ით და შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, სამ-სამი პროცენტით. პროფესიული კავშირი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ გაუზარდონ 10%-ით. რადიო თავისუფლება -
ხორვატიამ თანხმობა მიიღო, შენგენის ზონის ნაწილი გახდეს 2023 წლის იანვრიდან. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა. გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში. ცნობაში არაფერია ნათქვამი შენგენის ზონის წევრობის სხვა კანდიდატების, რუმინეთის და ბულგარეთის შესახებ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში რუმინეთის გაერთიანებას არ ეთანხმებოდა ავსტრია, ხოლო ბულგარეთისას - ნიდერლანდი. შენგენის ზონაში, რომლის შიგნით გადადგილება საპასპორტო კონტროლის გარეშე ხდება, ევროკავშირის წევრი 26 ქვეყანა, ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია შედიან. შეთანხმება 1999 წელს შევიდა ძალაში. სულ შენგენის ზონის ტერიტორია 4,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია.
-
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა. ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს. „როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომისიის წევრმა, იულვა იოჰანსონმა. ევროკომისია და ევროპარლამენტი უკვე დიდი ხანია, მხარს უჭერენ რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში შეყვანას. მათი შეფასებით, ორივე სახელმწიფო შენგენის ზონაში შესვლისთვის აუცილებელ ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა, ავსტრიასა და ნიდერლანდებში მიაჩნიათ, რომ რუმინეთსა და ბულგარეთში მესაზღვრეები და სხვა სახელმწიფო მოხელეები კვლავაც მიდრეკილი არიან კორუფციისკენ და არსებობს საფრთხე, რომ ისინი ევროზონაში არალეგალ მიგრანტებს ქრთამის სანაცვლოდ შეუშვებენ. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნიდერლანდებისა და ავსტრიის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი. რუმინეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა რუმინეთში ევროსკეპტიკოსების რიცხვს გაზრდის. რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში შესვლას 2011 წლიდან ცდილობენ. ამჟამად, შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა, ასევე ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. ავტორი - ლევან ახალაია
-
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. კობახიძის თქმით, ეს არის ამ თემის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური კუთხით საუბარი კი არ სურს. „ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. თავდაცვის ძალები ძირითადად უკავშირდება სუვერენიტეტს, არამოქალაქე რომ ჩაირიცხოს, არ მგონია, ასეთი რამ სადმე ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკურად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. თავიდან ამბობდნენ, რომ არ ხდება თანხების სანაცვლოდ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა საბოლოოდ გამოაშკარავდა სხვა რამ და ახლა ამბობენ, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.
-
მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს. ჩვენ არავის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, კანონმდებლობით რაც არის განსაზღვრული. თუ ვინმე ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია. არ გამორიცხოთ ისიც, იყოს მოცემულობა, რომ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში ეუბნებოდნენ, გაგაწევრიანებთო და არ აწევრიანებდნენ. ეს გასარკვევია. არავის უთქვამს, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ან ამის უფლება გვაქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოვართვათ. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, თავიანთი შეგნებით მიდიან და იბრძვიან. არიან ადამიანები, ვინც ერთვებიან კონფერენციებზე კიევიდან, პოლიტიკური პარტიების შეკრებებში მონაწილეობენ, ახდენენ მოწოდებებს და სხვადასხვა საკითხის მენეჯმენტით არიან დაკავებული. ამას რომ აკეთებენ და ფაქტად გისახელებთ, ეს ვის უქმნის დისკომფორტს ან პრობლემას? ბატონი მამულაშვილი თუ ამ საქმითაა დაკავებული და ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ახდენს დაორგანიზებას გარკვეული საკითხების, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. ესეც არის შემდგარი ფაქტი, რომ ადამიანებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ რაღაც დაპირებებს აძლევს, ესეც ფაქტია, რა არის გასაკვირი, თუ ამას თვითონვე ადასტურებენ?“ – განაცხადა ოხანაშვილმა. ავტორი - მანანა დევაძე
-
მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში12 წელია იმყოფება. გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის გამო თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა. „სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი ოპერაციის შედეგად 2008 წელს ტაილანდის დედაქალაქში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. ორი წლის შემდეგ მისი აშშ-ში ექსტრადიცია განხორხორციელდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანები იქნებიან მომავალ წელსაც და ქვეყანაში იმ დროისთვის ომი დასრულებული იქნება. „ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს, ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან. მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს”, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.