Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს. ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში იყო ჩადებული. შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიციამ ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ოთხ ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მათ ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში. 1ტვ
  2. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები – თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს. ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს?“ „ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საფუძველი. ვფიქრობ, ჩვენ თავს შევიკავებთ, არც მხარს დავუჭერთ და არც წინააღმდეგი წავალთ. ვფქირობ, ჩვენი ჯგუფი თავს შეიკავებს, ეს არის ბოლო ინფორმაცია, რასაც ვფლობ“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა. ავტორი - თამთა რუხაძე
  3. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე 24 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ.გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, „ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ სკრინები (ფოტოსურათები) და „ფეისბუკის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით აღნიშნული ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს გამოსძალა თანხა". სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ორივე პირი 29 ნოემბერს ბრალდებულის სახით დააკავა. 30 ნოემბერს დაკავებულ ბრალდებულებს საქართველოს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით). სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  4. გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ. „უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხზე კონფერენცია გაიმართა. ცნობისათვის, პარიზში გამართული კონფერენციის მიზანია შექმნას საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმი, რათა უზრუნველყოს საჭირო 800 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინაში გენერატორების, ტრანსფორმატორების, მაღალი ძაბვის ქსელების აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობისა და გაზის ტურბინებისთვის.
  5. წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა. “სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
  6. საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. „3 წლის წინ საქართველო და უკრაინა შეთანხმდნენ უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას. საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში“, - წერს გახარია.
  7. გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი, რათა უკრაინას დაეხმაროს, ზამთარში ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკულ ტერორს გადაურჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საგანგებო კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მის ქვეყანას სჭირდება დამატებითი 800 მილიონი ევრო ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო ენერგო ქსელის ზიანის აღსადგენად. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გათიშვას და ენერგეტიკულ ტერორს დავუპირისპირდეთ. ჩვენი ელექტროსადგურების უმეტესობა დაზიანებულია ან განადგურებულია დაბომბვის შედეგად. ყოველდღიურად ჩვენს ინჟინრებს უწევთ მილიონობით უკრაინელისთვის ელექტროენერგიის გათიშვა სარემონტო სამუშაოებისთვის. ამჟამად ელექტროენერგია 12 მილიონ უკრაინელს აქვს გათიშული. ყოველ დღე ველოდებით რუსეთის მხრიდან ახალ დარტყმებს, ამიტომ გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჯავშანი მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისათვის, პარიზში გამართული კონფერენციის მიზანია შექმნას საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმი, რათა უზრუნველყოს საჭირო 800 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინაში გენერატორების, ტრანსფორმატორების, მაღალი ძაბვის ქსელების აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობისა და გაზის ტურბინებისთვის.
  8. ევროკავშირის გენერალური ურთიერთობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. როგორც Reuters წერს, ბოსნიას სტატუსი ოფიციალურად ხუთშაბათს მიენიჭება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან. ბოსნიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, რის შემდეგაც ევროკავშირმა ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება დაავალა. რეკომენდაციები კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სხვა საკითხებს მოიცავდა. ბოსნიის საკითხი წელს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთადაც განიხილებოდა. თუმცა ივნისში ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა. ოქტომბერში ევროკომისიამ ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, იმ დათქმით, რომ ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს. ამ დროისთვის კანდიდატის სტატუსი ალბანეთს, ჩრდილო მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, უკრაინას, მოლდოვასა და თურქეთს აქვთ. პუბლიკა
  9. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ხმის" წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკა. კომუნიკაცია დეპუტატებს შორის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შედგა. "მიშას თავისუფლება როგორ უნდა მოითხოვოთ?!. სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან?!. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა იმას ვეტყვი", - უთხრა ჯაფარიძემ მანჯგალაძეს. დეპუტატებს შორის საუბრის ამსახველი ვიდეოკადრები "ფორმულამ" გაავრცელა. მანჯგალაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეხებია. მან ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე. "ეს უნდა ვთქვათ - მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის უკრაინაში ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლებითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომელსაც აპირებდნენ, თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია. დიახ, პუტინის მიზნები იყო და არც დაუმალავს - იმპერიის აღდგენა და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით. ამიტომ მშვიდობაა განპირობებული არა თქვენი პოლიტიკით, არამედ მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა", - თქვა მანჯგალაძემ. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტრიბუნაზე ესმოდა ჯაფარიძის რეპლიკები, რის გამოც ჰკითხა, რა არ მოსწონს მის ნათქვამში: "მითხრა, რომ არ მოსწონს, სააკაშვილს რომ ვიცავ. ვუთხარი, რომ კვდება და თუ სხვა ვინმე იქნება ამ მდგომარეობაში, მათზეც გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. რაც მითხრა, იმის გამეორება არ მინდა". ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი არ ეცოდება და ის არის მოსაკითხი, პრეზიდენტობის დროს "რამდენ დედას ჩააცვა შავები". "მე ახლა მანქანაში ვზივარ და პანაშვიდზე მივდივარ - სააკაშვილის პირადი ტყვე იყო ნორა კვიციანი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს - არა ისე სამარცხვინოდ, როგორც სასჯელს იხდის ჩვენი პრეზიდენტი. მე მრცხვენია, რომ ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტის გვყავდა. რაც უნდა ის გაუკეთებია. კისერი მოუტეხია. მე არ მეცოდება", - ამბობს ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში. სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.
  10. უკვე ათ დღეზე მეტია საქართველოში მოქმედებს დადგენილება, რომელიც არეგულირებს ძალადობის მსხვერპლისა და ფემიციდის მსხვერპლი ქალების არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან, მსხვერპლს, რომელმაც ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადისგან ვერ მიიღებს სათანადო ანაზღაურებას, მაშინ მსხვერპლს ეძლევა საშუალება სახელმწიფოსგან მოითხოვოს კომპენსაცია. ვის და როდის შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია? „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის“ თანახმად, სახელმწიფოსგან კომპენსაცია შეუძლია მოითხოვოს მსხვერპლმა, რომელმაც ძალადობის შედეგად მიიღო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი. კომპენსაცია ასევე შეუძლია მოითხოვონ ფემიციდის მსხვერპლი ქალის არასრულწლოვანმა შვილებმა. სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზიანის ანაზღაურება ვერ ხდება დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ. ანუ, სანამ მსხვერპლი სახელმწიფოს მიმართავდეს კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით, მანამდე, კომპენსაციის გაცემის წესის თანახმად, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა სასამართლომ დაადგინოს დანაშაულის ჩამდენი პირის, ანუ მოძალადის მიერ მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მსხვერპლმა, პირველ რიგში, სასამართლოს გზით უნდა მოსთხოვოს მოძალადეს ზიანის ანაზღაურება. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მოძალადემ მსხვერპლს ზიანი უნდა აუნაზღაუროს, მაგრამ მოძალადე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ანუ, მისგან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურება, მაშინ მსხვერპლი უკვე სახელმწიფოს მიმართავს კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით. სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა მსხვერპლს შეუძლია ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 3 წლის განმავლობაში. რამდენია სახელმწიფოსგან გასაცემი კომპენსაციის თანხა? თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მსხვერპლისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა სასამართლომ მოძალადეს შესაძლოა განუსაზღვროს ულიმიტოდ, დაწყებული, მაგალითად 500 ლარიდან, დამთავრებული ათობით ათასი ლარით. თუმცა, სახელმწიფოსგან გასაცემი კომპენსაციის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს. ანუ, კომპენსაციის გაცემის წესის თანახმად, სახელმწიფომ მსხვერპლს შესაძლოა გადაუხადოს მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადე მსხვერპლს გადაუხდის მოთხოვნილი თანხის 40%-ს მაინც, მაშინ მსხვერპლს აღარ აქვს უფლება მოსთხოვოს სახელმწიფოს დარჩენილი თანხის კომპენსაცია. ანუ, თუკი დანაშაულის ჩამდენი პირისგან ამოღებული თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის 40%-ზე ნაკლებია, მხოლოდ მაშინაა სახელმწიფო უფლებამოსილი, გასცეს კომპენსაცია შესავსები თანხის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. ვინ გასცემს კომპენსაციას და რა დოკუმენტებია საჭირო კომპენსაციის მისაღებად? კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოა. აქ არის ინფორმაცია ყველა იმ დოკუმენტის შესახებ, რაც ძალადობის მსხვერპლმა და ფემიციდის მსხვერპლი ქალის შვილებმა უნდა წარადგინონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კომპენსაციის მისაღებად. ირმა ალადაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სრულყოფილად ჩაბარებული დოკუმენტაციის პირობებში, მსხვერპლს შესაბამისი კომპენსაცია დაერიცხება მაქსიმუმ 4 თვის ვადაში: „თავდაპირველად სააგენტო ამოწმებს მსხვერპლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. თუკი დოკუმენტაციაში დაფიქსირდება გარკვეული ნაკლოვანებები, განმცხადებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ სრულად შეავსოს კომპენსაციის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. სააგენტომ სრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს კომპენსაციის გაცემის ან კომპენსაციაზე უარის თქმით გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან მაქსიმუმ სამ თვეში მსხვერპლს პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება შესაბამისი კომპენსაცია“. რა შენიშვნები აქვს სახალხო დამცველის ოფისს? ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შემოღების ვალდებულება საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2017 წლიდან აქვს, როდესაც საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირება, თუმცა, ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დადგენილების მიღება წლების განმავლობაში გაჭიანურდა და მისი შემუშავება მხოლოდ ხუთი წლის თავზე გახდა შესაძლებელი. კომპენსაციის გაცემისა და განსაზღვრის წესის მნიშვნელობაზე წლების განმავლობაში მიუთითებდა სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში და წერდა, რომ მსხვერპლთა მხარდაჭერისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო დროული და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესის მიღება. ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე გვეუბნება, რომ პირველ რიგში, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი დაადგინა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის ოფისს დამტკიცებულ დოკუმენტთან გარკვეული შენიშვნები მაინც რჩება: ეკატერინე სხილაძე „მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის გაცემის წესის სამუშაო ვერსიის შემუშავების პროცესში სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო, საბოლოოდ, ჩვენი მოსაზრებები არ იქნა გათვალისწინებული. ეს მოსაზრებები მეტწილად ეხება პროცედურულ საკითხებს, მაგალითად, საკითხი, რომელიც ეხება აღუსრულებლობის შემთხვევას. ამ დადგენილების მიხედვით, თუკი დამნაშავე მსხვერპლს გადაუხდის მოთხოვნილი თანხის 40%-ს მაინც, მაშინ სახელმწიფო აღარ ერთვება კომპენსაციის გაცემის საკითხში. ანუ აღარ ფარავს დარჩენილ თანხას. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ დარჩენილი თანხა ყველა შემთხვევაში აანაზღაუროს“. არაერთი სახელმწიფო უწყება, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავებაში. როგორც ირმა ალადაშვილი გვეუბნება, განხილვის პროცესში სწორედ მხარეების შეჯერებული პოზიცია იყო, რომ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მექანიზმი ზიანის 40%-ამდე ანაზღაურების შემთხვევაში ამოქმედებულიყო: „სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ ვარიანტზე შევჯერდით. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში, თუკი დანაშაულის ჩამდენი პირი თუნდაც მინიმალურ თანხას გადაუხდის მსხვერპლს, სახელმწიფო კომპენსაცია პროცესში აღარ ერთვება. თუმცა, ჩვენ ეს ვარიანტი არ ავირჩიეთ. პირიქით, ჩავთვალეთ, რომ მსხვერპლებზე მორგებული, მოქნილი მექანიზმი უნდა შეგვემუშავებინა. რა თქმა უნდა, არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ დღეს კომპენსაციის გაცემის საუკეთესო წესი გვაქვს, რადგან ზოგადად, მსოფლიოში, კომპენსაციის გაცემის წესი ახლად დანერგილი მექანიზმია, ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნის წესი იდეალური არ არის და ამ პროცესში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული გამოწვევები. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი წესი იდეალურია. მუშაობა კვლავ გაგრძელდება, პრაქტიკაც დაგროვდება, ვნახავთ, აღსრულების პროცესში რა გამოწვევები შეიძლება შეგვხვდეს და მომავალშიც, ყველანი ერთად, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს წესი დაიხვეწოს და მივიღოთ იდეალურთან დაახლოებული მექანიზმი“. კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაცია. სწორედ მათ იმუშავეს კომპენსაციის გაცემის წესის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე. ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის პრაქტიკა შეისწავლეს. მათ შორის იყო სალომე იჩქითიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი. როგორ სალომე გვეუბნება, ევროპის ქვეყნებში მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის პრაქტიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვადასხვა ქვეყანა კომპენსაციის გამცემ სხვადასხვა უწყებას ირჩევს, მათ შორის, ზოგ ქვეყანაში კომპენსაციას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგან იუსტიციის სამინისტრო, ან სპეციალურად შექმნილი ფონდები: „თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მსხვერპლთათვის კომპენსაციას ყველა ევროპული ქვეყანა არ გასცემს. კომპენსაციას გასცემს, მაგალითად, ჰოლანდია, ესპანეთი, მონტენეგრო, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ფინეთი. ყველა ქვეყანა განსხვავებულ მიდგომას ირჩევს. აქვთ განსხვავებული კრიტერიუმები. შეიძლება ითქვას, რომ ერთი კონკრეტული ქვეყნის მოდელი არ გადმოუღია საქართველოს. უფრო მეტად ამ წესს ჰიბრიდული მოდელი შეიძლება ეწოდოს. ის, რომ კომპენსაცია გონივრულ ვადაში უნდა იყოს გაცემული, ის, რომ თანხა უნდა იყოს ადეკვატური, ვფიქრობთ, ეს წესი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა, შემდგომში, პრაქტიკა უკეთ გამოაჩენს, რეალურად როგორ დაინერგება ეს წესი და მოითხოვს თუ არა გადახედვას“. რას ფიქრობენ კომპენსაციის გაცემის მექანიზმზე უფლებადამცველები? თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, წლებია იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონია პრაქტიკაში არც ერთი საქმე, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა მოძალადისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს. მისი თქმით, „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის“ კანონის მეჩვიდმეტე მუხლი, რომელიც მსხვერპლს აქამდეც აძლევდა საშუალებას, რომ მოძალადისგან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, პრაქტიკაში არ მუშაობს, რამდენადაც მოძალადე, მით უმეტეს, როდესაც ის მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით, უმეტესწილად ხდება გადახდის უუნარო. თამარ გაბოძის თქმით, რეალურად, საქართველოში ძალიან ცოტა პრეცედენტია, როდესაც დაზარალებულები მოძალადისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ახლა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამოქმედდა მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის დამატებითი მექანიზმი, თამარ გაბოძე ფიქრობს, რომ იმ საქმეებზე, რომლებიც ამის საშუალებას იძლევა, ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით: თამარ გაბოძე „გვესმის, რომ შესაძლოა, ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, რამდენადაც, იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიმართო კომპენსაციის მოთხოვნით, მანამდე გავლილი უნდა გქონდეს ის პირველი ეტაპი, როდესაც ჯერ მოძალადისგან უნდა მოითხოვო კომპენსაცია. შესაძლოა, პროცესი საკმაოდ გაჭიანურდეს, თუმცა, რამდენადაც ახლა ინერგება ეს მექანიზმი პრაქტიკაში, იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ამ მას მოქნილად და მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებულად აამოქმედებს, რომ კომპენსაციის მოთხოვნამ არ დაკარგოს აზრი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება ნამდვილად იყოს მორგებული მსხვერპლის უფლებებზე, სახელმწიფომ გაითვალისწინოს მსხვერპლის განსაკუთრებული საჭიროებები და რეალურად ხელი შეუწყოს ამ მუხლის პრაქტიკაში ამუშავებას. რეალურად, კომპენსაცია ეს არის დარღვეული უფლებების ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობა. უმრავლეს შემთხვევაში, მსხვერპლებს ადგებათ იმ დონის ფიზიკური, მორალური თუ ემოციური ზიანი, რომ შეუძლებელია, თუნდაც სოლიდური თანხით მოხდეს მათი უფლებების აღდგენა. ეს არის ძალიან მიზერული და ძალიან სიმბოლური რამ, რომ გარკვეულწილად, მსხვერპლებს აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მათ ამის საშუალება მისცეს“. ეკა ქობესაშვილს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს იმედი აქვს, რომ კომპენსაციის გაცემის წესი ეფექტიანად იმუშავებს და მსხვერპლებს მიეცემათ საშუალება მცირედით მაინც აინაზღაურონ ის ზიანი, რაც მათ მოძალადეებისგან მიადგათ: ეკა ქობესაშვილი „მსხვერპლებს აქამდეც შეეძლოთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლოს წესით, თუმცა, ახლა ამას დაემატა ზრუნვის სააგენტოც, როგორც დამხმარე რგოლი. მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ თუ დამნაშავე პირისგან ვერ მოხდება თანხის ამოღება, მაშინ ეს ვალდებულება გადადის სახელმწიფოზე, რაც ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ დადებით ჭრილში. ჩვენი ბენეფიციარების საქმეებზე აუცილებლად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს და იმედს ვიტოვებთ, რომ დადგენილებაში არსებული ჩანაწერები ეფექტიანად აღსრულდება“. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, უწყებისთვის კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით, ჯერჯერობით, არავის მიუმართავს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ კომპენსაციის გაცემის წესის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია მსხვერპლებს არ აქვთ, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლებსა და ფემიციდის მსხვერპლი ქალების ოჯახებს, რათა მათ კომპენსაციის მიღების უფლებით ისარგებლონ. ნინო თარხნიშვილი რადიო თავისუფლება
  11. დღევანდელი დებატები ევროპარლამენტში შეეხება საქართველოს ევროპულ მიმავალს, ამიტომ მოქნილები უნდა ვიყოთ და ვისაუბროთ ყველა ძირითად საკითხზე. ბევრი საკითხია და მათგან უმთავრესებზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, დებატებზე საუბარი შეეხება დეოლიგარქიზაციასაც და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც. „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა ამ საკითხზე გადის, პეტრას აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ამას სულაც არ ნიშნავს. „სულაც არა, მაგრამ ეს ექსტრა საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
  12. საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე წელმაც, 2021 წლის მსგავსად, ნაცვლად კონკრეტული საქმის კეთებისა ერთმანეთთან დაპირისპირებაში განვლო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი რეკომენდაციების ჯეროვნად შესრულების მიზნით, სახელმწიფოსგან ითხოვს ყველა ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდირებასა და მაღალი ლეგიტიმაციის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბებას. "შედეგად მივიღეთ ის, რომ დაგვრჩა ძალიან ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება ჩვენი მოსახლეობის, თუ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, ხელისუფლება აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს და მათი დასუსტებით ცდილობს ერთპარტიულ მარწუხებში მოქცევას კერძოდ: ქართულმა ოცნებამნმიიღო ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემულ რეკომენდაციებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის აღარ არის საკმარისი ძალადობის, ზეწოლის, დაშინების მეთოდები და სწორედ ასეთი ცვლილებებით, პრაქტიკულად უკვე დაიწყეს მომავალი არჩევნების გაყალბებაზე მუშაობა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ შემფასებელთა რეკომენდაციების გათვალისწინება, თუ რეალურად გსურთ რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ჩვენმა გუნდმა სამუშაო ჯგუფში წარადგინა მოსაზრებები, შეგვექმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომლის ხელმძღვანელი მაღალი ლეგიტიმაციით იქნებოდა არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ. ოცნებამ კი, წარმოგვიდგინა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს სახით, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ არა ბრძოლის, არამედ ბრძოლის ხელშეწყობის ფუნქციებით არის აღჭურვილი და რომელიც ვერანაირად ვერ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციის მოთხოვნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს მათ მიერ შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. აღნიშნული წარმოადგენს საკრებულოების შანტაჟს მასზედ, რომ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი დაამტკიცონ ისე, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას საკრებულოების მიმართ, ასეთ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა, უნდა ითვალისწინებდეს გაზრდილი შემოსავლების სწორ განაწილებას, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც რეალურად მთასა თუ ბარში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. გაზრდილი შემოსავლების დიდი ნაწილი უნდა დაიხარჯოს არა მხოლოდ პოლიტ. პროგრამებზე და პარტ. აქტივის შენახვაზე, არამედ ისეთი პრობლემების მოგვარებაზე როგორიცაა: წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირება, უშუქო სოფლების პრობლემების მოგვარება, ინტერნეტიზაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ა.შ. მოგიწოდებთ, 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე იმოქმედეთ სახელმწიფოებრივად და იფიქრეთ მოსახლეობიდან წამოსული წუხილების, და პრობლემების მოგვარებაზე, იფიქრეთ ქვეყანაში უკიდურესად რთული დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაზე, ქართული გენოფონდის შენარჩუნებაზე, იფიქრეთ უიმედობის და უპერსპექტივობის გამო მიგრაციის მაღალი დონის შემცირებაზე, ხალხისთვის ხელმისაწვდომ და შედეგის მომცემ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე, შეეშვით კორუფციული გზით გამდიდრებას, ქვეყნის და ხალხის ძარცვას და იფიქრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.", - წერს შალვა კერესელიძე.
  13. პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს. ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა რუსეთის სარაკეტო იერიშებს ომის დანაშაული უწოდა. კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი არაერთი დარტყმის შედეგად, 12 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის დანაკლისს განიცდის. ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა სჭირდება ელექტროგენერატორები, ისევე როგორც ჯავშანტექნიკა და ჯავშანჟილეტები სამხედროებისთვის. კონფერენციას ესწრება უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი. შეხვედრაზე უნდა შეიქმნას უკრაინის საერთაშორისო დახმარების კოორდინაციისთვის აუცილებელი სისტემა, რათა კიევმა ზამთრის პერიოდში აუცილებელი დახმარება სწრაფად და შეფერხების გარეშე მიიღოს. ავტორი - ლევან ახალაია
  14. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის დაბლოკილი თანხის ნაწილის გადაცემას დათანხმდა, სანაცვლოდ კი, ბუდაპეშტი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე დადებულ ვეტოს მოხსნის. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჩეხეთმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიკროფინანსური დახმარების გადაცემაზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრებიდან, აღნიშნული ფინანსური პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი გამოდიოდა. თავის მხრივ, ევროკავშირს დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთისთვის განკუთვნილი 7,5 მილიარდი ევროს გადაცემა და ამის მიზეზად ბრიუსელში ასახელებდნენ „ბუდაპეშტის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას“. ასევე, გაყინული იყო უნგრეთისთვის განკუთვნილი 5,8 მილიარდი ევრო, რომელიც ქვეყანას „კოვიდ-19“-ის შედეგების აღმოსაფხვრელად უნდა მიეღო. 12 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს წევრები დაბლოკილი თანხის 6,3 მილიარდ ევრომდე შემცირებას დათანხმდნენ, აგრეთვე, დაამტკიცეს უნგრეთის მიერ წარმოდგენილი გეგმა „კოვიდ-19“-ის ზიანის აღმოსაფხვრელი ფონდიდან 5,8 მილიარდი ევროს გახარჯვის თაობაზე. თუმცა, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, უნგრეთი დაფინანსებას იმ პირობით მიიღებს, თუ კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებებს გაატარებს. 1ტვ
  15. ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. „ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭერს სამ ახალ სახელმწიფოს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც დაემატნენ გაფართოების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. გაფართოებას აქვს პირდაპირი ზეგავლენა ევროპის მთელი კონტინენტის სტაბილურობაზე, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს გაფართოების სანდო პერსპექტივა თითოეული ქვეყნისთვის. მეორე მხრივ კი ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე ვალდებულება და იმოქმედონ რეფორმების გასატარებლად, დაიცვან ჩვენი ღირებულებები, თანხვედრაში იყვნენ ჩვენს პოლიტიკასთან“, – განაცხადა ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა. ავტორი - ლევან ახალაია
  16. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის აღდგენის ძალისხმევას მარშალის გეგმას ადარებს და აცხადებს, რომ ეს იქნება კაცობრიობის ამოცანა. ამის შესახებ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა. „დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება უნდა გაუწიოს. ჩვენი მიზანია ამ პლატფორმის სწრაფად შექმნა უკრაინის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება“, – განაცხადა შოლცმა. ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად გერმანიაა, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან. უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა და კონკრეტული მხარდაჭერა „დიდ შვიდეულში“ ჩვენს თავმჯდომარეობას წითელ ხაზად გასდევს. ეს ვლინდება სხვადასხვა ასპექტში, პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და სამხედრო კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ამას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – განაცხადა შოლცმა. როგორც „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, „დიდი შვიდეული“ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის პლატფორმას შექმნის. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  17. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შვიდი მაღალი გამავლობის მანქანა „პიკაპი“, 3 ყველგანმავალი „კვადროციკლი“, სამი დრონი, თხილამურებისა და სათხილამურო აღჭურვილობის – 40 და სამძებრო აღჭურვილობის 12 ერთეული კომპლექტი გადასცა. აღნიშნული დახმარება გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ, ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი. 2023 წლიდან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. დაგეგმილია ინციდენტების მართვის სისტემების განვითარება, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება, ასევე ხელი შეეწყობა სამაშველო სამსახურის დაახლოებას ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან. ახალი სასწავლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო აამაღლებს მეხანძრე-მაშველების ცოდნასა და უნარებს, ასევე ხელს შეუწყობს კარგად მომზადებულ მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას პროექტის, „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში უწევს. აღნიშნული პროექტი UNOPS-ის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
  18. მიხეილ სააკაშვილის საკითხი წმინდად ჰუმანიტარულია, ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ორივე ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მოისმინონ საკუთარი სახალხო დამცველის ვერდიქტი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თავიდან იყოს არიდებული მდგომარეობის გართულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა. ევროპარლამენტარის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში გარდაიცვლება, ეს პოლიტიკური კატასტროფა იქნება“. „იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, 12 პუნქტია შესასრულებელი, მათ შორისაა დამოუკიდებელი სასამართლო. როგორც ვხვდები, სწორედ ამ პუნქტის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსია სააკაშვილის ევროპაში ან სადმე სხვაგან გადაყვანის თაობაზე. ამ შემთხვევაში ალბათ მოხდება ფოკუსირება შესასრულებელ პუნქტებზე, სხვა შემთხვევაში დებატები ალბათ ერთ ადგილას გაიყინება. რაც შეეხება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს, არ ვაქცევდი ამას პირობად. ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი გადაიჭრება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ასე არაა. ბევრი სხვა საკითხია, რომელიც უნდა შესრულდეს, ეს არ არის გარდამტეხი, მაგრამ ეს იქნებოდა სიგნალი, თუნდაც ჩვენთვის, ღრმა კონფლიქტის გადაჭრის, პოლიტიკური ატმოსფეროს დეპოლარიზების. ევროპარლამენტში შესაძლოა, ბევრ თემაზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ ყველანი ერთიანები ვართ სურვილში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი პოლიტიკურ მხარეებს შორის. ვიდრე ეს ქეისი რჩება ისე, როგორც არის, დაბრკოლებას ქმნის დიალოგისა და დეპოლარიზაციისთვის“, – განაცხადა გალერმა. ამასთან, მიხეილ გალერის თქმით, სავარაუდოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადდა, ცვლილებები შევა. „კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ აქცენტს ვაკეთებ ამ საქმის მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე. ჩემთვის ესაა გადამწყვეტი. რაც შეეხება რეზოლუციას, ანგარიშის ტექსტში სავარაუდოდ ცვლილებები იქნება. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, არის შესწორება, რომელიც ეხება იმას, უნდა დაეკისროს თუ არა პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს „ევროპის სახალხო პარტიის“ იდეაა. სხვა საკითხებზე მეტ-ნაკლებად შეთანხმებულები ვართ, ამ საკითხზე მეტი აზრთა სხვადასხვაობაა, თუ როგორ შევეხოთ ამ პიროვნებას. „ევროპის სახალხო პარტია“ უფრო მეტად უჭერს მხარს ამ შესწორებას, ვნახოთ. ჩვენ ამ საკითხს კენჭს იმიტომ კი არ ვუყრით, რომ ქართული საზოგადოების რეაქციას ველოდებით. ყველა მოქალაქემ თავად უნდა შეაფასოს, როგორ ვუყურებთ ამ საკითხს. „ევროპის სახალხო პარტიაში“ ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილებების მიმღებია საქართველოში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ამ საკითხის გადაჭრა კი შესაძლოა, ერთ-ერთი ასპექტი იყოს რეკომენდაციების შესრულების“, – განაცხადა გალერმა. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
  19. პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირს გაფართოების, სტაბილიზაციის და ასოციაციის პროცესი. მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „სლოვაკეთს სჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული ოჯახის წევრი. პირველად მოხდება, როდესაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნება ნახსენები ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენი კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, გაფართოება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიისთვის, ეს მნიშვნეოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს იქნება ძლიერი ბიძგი, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააგრძელონ ქვეყნის რეფორმირება ევროპული გზით“, – განაცხადა სტანჩიკმა. ავტორი - ლევან ახალაია
  20. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა. „ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას”, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. ინტერპრესნიუსი
  21. ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, კორუფციის სკანდალის შემდეგ, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილზე ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ანა ფოტიგას განცხადება მიკერძოებულია და ეჭვს იწვევს. „ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება და ის არ არის ერთადერთი, ეჭვს იწვევს ზოგადად ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს ერთი მხრივ, გამოძიების და მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ,“ - განაცხადა ვოლსკიმ. კითხვაზე: ხომ არ სურს იმის თქმა, რომ ფოტიგასაც კორუფციასთან აქვს კავშირი, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არ უთქვამს. „თქვენ შთაბეჭდილებები რაც დაგრჩათ, ნაკლებად მაინტერესებს. რაც ვთქვი, ის ვთქვი,“ - განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თვალს უსწორებს პასუხისმგებლობას, თუმცა, მისივე თქმით, სააკაშვილი ვალდებულია მიიღოს მკურნალობა, რაც მას აქვს დანიშნული. „მე არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ პასუხისმგებლობას ადამიანის, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი, ადამიანები, ჯარისკაცების ცხედრები და რომელიც დღეს თქვენ გაფინანსებთ. არ ვიცი ერთმანეთთან თუ უკავშირებთ ამას ყველაფერს. ჩვენც ვაკვირდებით ყოველდღიურად (მის მდგომარეობას). მთავარი თემა უნდა გამომდინარეობდეს არამარტო ლოგიკიდან, არამედ საექსპერტო დასკვნებიდან. სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით პოლიტიკურ ველზე მისი თანაპარტიელები და რადიკალური ოპოზიცია პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება თვალს უსწორებს, არსებობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელიც სრულფასოვნად ემსახურება პატიმრებს, მათ შორის, სააკაშვილს. სააკაშვილი კიდევ ვალდებულია მიიღოს მკურნალობის ის დანიშნულება, რომელიც არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიერ აუცილებლად მიჩნეული. ეს არის ფაქტი. არსებობს მკურნალობის პროცედურა და კვების გარკვეული რაციონი, რომელსაც უნდა იღებდეს პატიმარი სააკაშვილი. ამის იქით დასკვნები წაიკითხეთ, არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამდენი უნდა ილაპარაკონ ჯანმრთელობის ექსპერტების სანაცვლოდ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
  22. ნიდერლანდები მზად არის, შექმნას ახალი, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა. მისი თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს. სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და ასევე სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთზე. „მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის. ამას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, - აღნიშნა ვოპკე ჰუკსტრამ. შეგახსენებთ: ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საჭირო იქნება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით ახალი ტრიბუნალის შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რომელიც არის აგრესიის დანაშაული, დაუსჯელი არ დარჩეს. ინტერპრესნიუსი
  23. პრემიერ-მინისტრის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია - ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის მაშინ, როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. მათივე თქმით, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, „მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას“. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. მან ასევე წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია. გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება ყველა ცრუ განცხადებაზე. ADC-ს სურს გამოყოს რამდენიმე ყველაზე დრამატულად მცდარი და შეცდომაში შემყვანი პუნქტი პრემიერ - მინისტრის გამოსვლაში: მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას. სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო. დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, ნაღდი ფულის სახით ბიუჯეტიდან ან სხვა სახელმწიფო სახსრებიდან მაშინ, როდესაც მან უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში. მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მან 2020 წლის თებერვალშიც კი თქვა, რომ „ორ კვირაში“ გამოაცხადებდა ხელახალი ტენდერის გეგმებს. პრემიერ- მინისტრი ახლა მხოლოდ იმის გამო ლაპარაკობს, რომ პროექტზე დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც ფარდას ხდის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებას ამ პროექტის შეწყვეტაში. ანაკლიის ტრაგედიაზე და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი. საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მითუმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ. პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა). დაბოლოს, პრემიერმა ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC მუდმივად ცდილობდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მისცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი გროშის დახარჯვის გარეშე შეუძლია მოაგვაროს დავა, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოილაპარაკებდა ADC-თან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციისა და დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  24. პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. „საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  25. ბატონი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო პოპულისტურ-დემაგოგიური. არბიტრაჟს რომ ახსენებს, სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხაზარაძე-ჯაფარიძემ „5 წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდეს პროექტი, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს საარბიტრაჟო სასამართლოში 1.5 მილიარდს საქართველოს ედავებიან. ქემოკლიძემ მაგალითად სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის არსებული კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავის, „ნამახვანჰესის“ გარშემო მომხდარი მოვლენები მოიყვანა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით ხელისუფლებამ „ქარს გაატანა“. „მაგალითად, „ნამახვანჰესის“ 850-მილიონ დოლარიანი ინვესტიცია რომ ქარს გაატანეს, სხვათა შორის, ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ის კომპანია რომ საარბიტრაჟო დავას ახორციელებს დღეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს ვისი პასუხისმგებლობის ზონაა? რეალურად, ელექტროენერგიის იმპორტზე რომ ხარ გადასული და შენი ჯიბიდან ფულს უხდი რუსებს და მათზე დამოკიდებული რომ გახდი ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ამ დროს კი, 850-მილიონიანი ინვესტიცია სუფთა ფულად და ათასობით ადამიანის დასაქმების საშუალება რომ ქარს გაატანე, კომპანიამ რომ საარბიტრაჟო დავა დაიწყო შენ წინააღმდეგ, ეს ვისი პასუხისმგებლობის ზონაა, ხაზარაძის და ჯაფარიძის? შერჩევითი სამართალი აქვთ და ამ ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ სელექტიურად იღებენ რაღაც ქეისებს და პოპულისტურ-დემაგოგიური პრიზმით ცდილობენ საზოგადოებას მიჰყიდონ“, - განაცხადა ქემოკლიძემ. მისივე შეფასებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიზანი იყო ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, თუმცა, როგორც ქემოკლიძე აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. „როგორც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მთელი ჩემი სამსახური იყო ფოკუსირებული იმაზე, რომ უსაფრთხოების განზომილებაში, ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ეს პროექტი უნდა აშენებულიყო. გახარიას მხრიდან მიზანი და ამოცანა იყო ძალიან მკაფიოდ დასმული, რომ „კახა, გააკეთე ყველაფერი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. დაველაპარაკოთ ამას, შენ მანდატი გაქვს და იმოქმედე“. შესაბამისად, ჩვენც ვმოქმედებდით და მეორე ინვესტორი, რომელიც გაცილებით, 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო, პირდაპირ ამბობდა, რომ „მომეცით გარანტია სახელმწიფოს მხრიდან“. პრემიერი ეუბნებოდა, რომ ეს გარანტია მათ აქვთ, შესაბამისად, ის მოელაპარაკებოდა დანარჩენ კერძო ინვესტორებს და ეს პროექტი განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს გარიგება აქეთ მხარეს მყოფ კერძო ინვესტორებთან ვერ შედგა, რადგან მათ, როგორც ჩანს, საკუთარი პირობები წამოაყენეს. ივანიშვილის პოზიცია როგორი იყო, წარმოდგენა არ მაქვს. მე ფაქტებით და იმით ვმსჯელობ, რასაც საკუთარი თვალით და მოქმედებებით ვაკვირდებოდი. არ ვამბობ, რომ მას პოზიცია არ ექნებოდა. პარტიის თავმჯდომარე იყო და მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები საბოლოო ჯამში, ალბათ, მასთანაც გადიოდა. რაც არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით. ივანიშვილს არ შევხვედრივარ, არ მისაუბრია ამ თემაზე. მე მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გახარიას ვესაუბრებოდი და მისი მხრიდან ვხედავდი მკაფიო მზაობას - ისევე, როგორც ამერიკელები ხედავდნენ მკაფიო მზაობას. იმაზე ვერ გესაუბრებით, რაც ჩემი მზერის მიღმაა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ექნებოდა საკუთარი პოზიცია, მაგრამ იმ დროის მონაკვეთში, როდესაც პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად ვმუშაობდი, არ მაქვს იმის განცდა ვინმესგან ინსტრუქცია მოდიოდა, რომ ეს პროექტი არ გააკეთო. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იმის დამოუკიდებლობა და ხედვა, რომ ეს პროექტი სწორად განხორციელებულიყო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. IPN
×
×
  • შექმენი...