Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. 7 დეკემბრის დილით გერმანიის პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ულტრამემარჯვენე მოძრაობის სულ მცირე 25 წევრი გადატრიალების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 3000 სამართალდამცველი, რომლებმაც გაჩხრიკეს 57 ეჭვმიტანილის დაახლოებით 137 ობიექტი და საცხოვრებელი სახლი გერმანიის 4 პროვინციაში, ასევე ავსტრიის საკურორტო ქალაქ კიცბიუელსა და იტალიის ქალაქ პერუჯაში. „ფედერალური პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს მოძრაობა „რაიხსბიურგერებთან“ დაკავშირებულ ტერორისტულ ქსელთან მიმართებით. არსებობს ეჭვი, რომ მზადდებოდა შეიარაღებული თავდასხმა ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებზე“, - დაწერა ტვიტერში გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა. 25 დაკავებულს შორის სამი შეთქმულების მხარდამჭერის სტატუსითაა. მათ რიცხვშია რუსეთის მოქალაქე ქალი. როგორც გერმანიის გენერალური პროკურატურის პრესრელიზშია ნათქვამი, იგი ორგანიზაციის წევრებს გერმანიაში მყოფ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან კავშირის დამყარებაში ეხმარებოდა. ამ ცნობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ გერმანიაში გადატრიალების მოწყობაში ეჭვმიტანილები „ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ მათგან ვერ მიიღეს მხარდაჭერა“. მოძრაობა "რაიხსბიურგერები" 1980-იან წლებში აღმოცენდა. მისი მონაწილეები არ აღიარებენ გერმანიას და თავს "გერმანული რაიხის" მოქალაქეებად თვლიან. ისინი თავად ქმნიან ალტერნატიულ პირადობის მოწმობებს და არარსებული იმპერიის მართვის მოწმობებს. გერმანიაში მოძრაობას დაახლოებით 21 ათასი მხარდამჭერი ჰყავს. გერმანული Die Zeit-ის თანახმად, მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ ტიურინგიაში, ბად ლობენშტეინში მდებარე ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატული გვარის წარმომადგენლის, პრინც ჰაინრიხ XIII-ის სანადირო სახლში, რათა განეხილათ გადატრიალების გეგმები. გამოცემის ცნობით, მათი სამხედრო ლიდერი იყო გადამდგარი გერმანელი მედესანტე ოფიცერი რიუდრიგ ფონ პ., რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრე გერმანელი „კომანდოსები“, მათ შორის სპეცდანიშნულების სარდლობის მოქმედი ოფიცრები. დაკავებულებს შორის გერმანული მედია ასევე ასახელებს გერმანიის პარლამენტის ყოფილ წევრს პრორუსული „ალტერნატივა გერმანიიდან“ და ერთ-ერთ ბერლინელ მოსამართლეს. როგორც Bild-ი პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, „გერმანიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და საკუთარი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის დაგეგმვის მიზნით", ამ საბჭოს წევრები 2021 წლის ნოემბრიდან რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. RADIO TAVISUPLEBA
  2. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, ხანდაზმულთა 4.7% ერთჯერადად, 10 წუთის ხანგრძლივობით, ვერც ერთ დღეს ვერ ახერხებს ფეხით სიარულს, ან სხვა ზომიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებას. მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდში სოციალური კონტაქტების სიხშირე მკვეთრად შემცირებულია - თითქმის მესამედი (31.1%) განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს/ახლობლებს. „კვლევაში მონაწილე ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ფიზიკურ აქტივობებს ყოველდღიურად ახორციელებს (42.5%), მეხუთედზე მეტი კი კვირაში ორი (10.8%), ან სამი დღე (11%). როგორც ჩანს, გამოკითხულთა 4.7% ერთჯერადად, 10 წუთის ხანგრძლივობით, ვერც ერთ დღეს ვერ ახერხებს ფეხით სიარულს, ან სხვა ზომიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებას. გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულარულად დადიოდა ფეხით (46.4%); მეოთხედი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა (25.3%), ხოლო მეხუთედზე მეტი - მანქანით/ძრავიანი ტრანსპორტით (22.9%). 12% აღმოჩნდა, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ხოლო 4.6%-მა მიუთითა, რომ გადაადგილების ჩამოთვლილ ფორმებს არ იყენებდა. თუკი გამოკითხულთა დაახლოებით, მეხუთედი პანდემიამდელ სიტუაციაში მეგობრებს/ახლობლებს ყოველდღე, თითქმის ამდენივე კვირაში 2-4-ჯერ, ან დაახლოებით, კვირაში ერთხელ ხვდებოდა, პანდემიის პერიოდში სოციალური კონტაქტების სიხშირე მკვეთრად შემცირებულია - თითქმის მესამედი (31.1%) განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს/ახლობლებს, ხოლო მეხუთედზე მეტი მიუთითებს, რომ ამას მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ ახერხებს. პანდემიის პერიოდში ყოველდღიურ სოციალურ ურთიერთობებში მხოლოდ დაახლოებით, 6% ერთვებოდა, ხოლო კვირაში 2-4-ჯერ - 8%-მდე. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ზედა ასაკობრივ ჯგუფში, სხვებთან შედარებით, იმ ხანდაზმულთა წილი უფრო გაზრდილია, ვინც პანდემიამდელ მდგომარეობაში მეგობრებს/ახლობლებს არასდროს, ან თითქმის არასდროს ხვდებოდა: 65-70 წლის - 6.8%, 71-75 წლის - 6.3%, 76-80 წლის - 9.5%, 76-80 წლის - 12.6%,”-აღნიშნულია კვლევაში. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობას (61.5%) სახლში ინტერნეტზე რეგულარული წვდომა არ აქვს, 37.7%-ს კი აქვს. „იშვიათია კომპიუტერისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გამოიყენებენ სატელევიზიო პროგრამების ან ფილმების ყურების მიზნით. ჯამურად თითქმის 30%-ია იმ რესპონდენტთა წილი, ვისაც ელექტრონული მოწყობილობა/კომპიუტერი არ აქვს (14.5%) ან ელექტრონული მოწყობილობების/კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევებს არ ფლობს (13%). იმ ხანდაზმულთა შორის კი, ვისაც სახლში ელექტრონული მოწყობილობა აქვს და მისი გამოყენებაც შეუძლია (ასეთია დაახლოებით, 70%), უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მსგავს აქტივობას საერთოდ არ უთმობს დროს (0 საათი - 59.4%). კვლევაში მონაწილე პირთა ჯამურად 21.2%-მა მიუთითა, რომ, ჩვეულებრივ, დღეში 1-3 საათით იყენებს კომპიუტერს ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, ხოლო 8.3% დღეში 4-7 საათს უთმობს. გამოკითხულთა 4.6%-ს ტელეფონზე ან სხვა დასარეკ აპარატზე წვდომა არ აქვს. იმ რესპონდენტთა შორის კი, ვისაც სატელეფონო ან ვიდეო ზარისთვის საჭირო მოწყობილობა გააჩნია (ასეთია 95.4%), მესამედი (33.6%) ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან სასაუბროდ და/ან სოციალური ურთიერთობებისთვის კვირის განმავლობაში 1-5 ზარს ახორციელებს, მეხუთედი კი - 6-10 ზარს (20.8%). გამოკითხულთა 15.9% ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს სატელეფონო ან ვიდეო ზარით კვირის განმავლობაში 11-20-ჯერ ეკონტაქტება. რაც უფრო მზარდია განხორციელებული ზარების რაოდენობა, მით მცირდება რესპონდენტთა წილი”,-აღნიშნულია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 65-85 ასაკის 1000-მა რესპონდენტმა. მათი მეოთხედი თბილისის მცხოვრებია, თითქმის 40% სხვა ურბანულ დასახლებაში ცხოვრობს, ხოლო 35% - სასოფლო ტიპის დასახლებაში. რესპონდენტები სქესობრივი ნიშნით თანაბრად არიან გადანაწილებულნი: ქალი - 50%, კაცი - 50%. კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ. იპნ
  3. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების სერია გაისმა დნიპროსა და ზაპოროჟიეში. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ირანული დრონების მოძრაობა დაფიქსირდა პოლტავას, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქების ცაზე. ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:05 საათზე, დნიპროში ახალი აფეთქებების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ოლქის თავზე უკრაინელებმა 5 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს. პალიტრანიუსი
  4. ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს - სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გრიპის ვირუსის მკვეთრი მატება ჯერ დადასტურებული არ არის, ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს. „ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება პირდაპირი განსაზღვრა, თუ რომელია გრიპი, კორონავირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას ექიმი სჭირდება. სამივე ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხველა და ყელის ტკივილი. გარკვეული განსხვავებაა ტემპერატურის თვალსაზრისით. კორონავირუსის ამ ვარიანტს არ ახასიათებს ხშირი მაღალი ტემპერატურა. სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება. იაშვილის კლინიკაში, პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში გაზრდილია, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა ხშირი ხდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
  5. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 17 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 14 დრონი Shahed-136, 1 აპარატი Орлан-10 და კიდევ 2 უპილოტო აპარატი, რომელთა სახეობა ზუსტდება. უკრაინის გენშტაბი არ აკონკრეტებს, რომელ ოლქებში მოხდა დრონების განადგურება. ერთ-ერთი ოლქი დნეპროპეტროვსკია, რაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. რეზნიჩენკოს თანახმად, გასულ ღამით, რუსებმა ოლქს შეუტიეს 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რვავე თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. უკრაინის კიდევ ერთი ოლქი, სადაც წუხელ რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, ზაპოროჟიეა. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად, ორ სოფელში დაინგრა 3 სახლი და 18 დაზიანდა და დაიჭრა 3 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო. სტარუხის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 33 საავიაციო დარტყმა და 75 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა ქალაქებში კრამატორსკსა და კრივოი-როგში და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ სტეპნოეში. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 22 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 4 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 ადგილი. რადიო თავსიუფლება
  6. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
  7. ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო. როგორც „ბიბისი“ წერს, ორდღიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ კომპანიები Trump Corporation დაTrump Payroll Corporation მათ წინააღმდეგ წაყენებულ ჩვიდმეტივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. საუბარია კომპანიების მიერ ტოპ-მენეჯერებისთვის არაოფიციალური შეღავათებით უზრუნველყოფაზე, როგორებიც არის: ძვირადღირებული ავტომობილები, ძვირადღირებული სკოლების გადასახადები. ამით კომპანიები აკომპენსირებდნენ შედარებით დაბალ ხელფასებს და ამცირებდნენ გადასახადების ჯამს, რომელიც უნდა გადაეხადა. „13 წლის განმავლობაში Trump Corporation დაTrump Payroll Corporation სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს აჯილდოებდა გულუხვი პრივილეგიებითა და კომპენსაციებით, მიზანმიმართულად მალავდა შეღავათებს საგადასახადო ორგანოებისგან“, – განაცხადა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ალვინ ბრეგმა. სასამართლო პროცესის დროს არც ტრამპი და არც მისი ოჯახის წევრები ბრალდებულები არ ყოფილან. როგორ მოსალოდნელია, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილ ორგანიზაციას 1,6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იანვარში მიიღებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“. ყოფილი პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 1ტვ
  8. აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მტკიცედ არის მზად, უზრუნველყოს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის, – ამის შესახებ ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „რუსეთიდან განხორციელებული დარტყმები იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობის გათბობას, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამას ჩვენ ზამთრის იარაღად გამოყენებას ვუწოდებთ. ეს არის უკრაინაში ყოველდღიური რეალობა. ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რისი გადატანა უწევს უკრაინელებს ყოველდღე მათი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა ბლინკენმა. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან დრონებით დარტყმები სამ რუსულ აეროდრომზე განხორციელდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  9. 10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა. მოგვიანებით ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის ისევ უფასო იქნება. ავტორი - მაია ბუთბაია
  10. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა „შეშფოთებას“ იწვევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას. „როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემის არსებითი გაუმჯობესება შემდეგი არჩევნების სამართლიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისთვის, წარმოადგენს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ამგვარად ჩატარებული არჩევნები წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ წყაროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უვარგისად ჩატარებული წინა არჩევნები და ხელისუფლების პირდაპირი იერიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“. ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ყურადსაღებია, რომ ეს ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. მისივე თქმით, აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა. ამასთან, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს. „როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ ჰყოფნის ძალადობის, ზეწოლის, მოსყიდვის რესურსი და ახორციელებენ ცვლილებებს, რომლებიც არჩევენების გაყალბების პირდაპირ რისკებს და მექანიზმებს შეიცავს. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა. შემფასებელთა აზრით არ არის უზრუნველყოფილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებისთვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩო, ხმების გადათვლის სათანადო მექანიზმები და მათი გამოყენების არეალი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის გაზრდის საკმარისი საფუძვლები. გაუგებარია არჩევენების მიმართ სანდოობის განმსაზღვრელი მოქმედი კონვენციური საშუალებების, საკონტროლო ფურცლისა და მარკირების გაუქმების საფუძვლები. არჩევნებზე დამკვირვებელთა შეზღუდვის დაწესებისთვის შემოღებული საფუძვლები და სხვა. როგორც მოგეხსენებათ. ჩვენ წარმოვადგენთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლის მსვლელოვის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდეთ „ქართულ ოცნებას“, ყველა საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვა სათანადოდ მომხდარიყო, თუმცა როგორც შემფასებლებმაც აღნიშნეს, მსგავსი არ განხორციელდა. მოვუწოდებთ „ოცნებას“, ცვლილებების პროექტში შემფასებელთა ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს, თუ მათ რეალურად სურთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები. შეწყვიტოს პროცესი, რომელსაც დღეს არჩევნების გაყალბებისა და არალეგიტიმურად ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ახორციელებს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
  11. ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მკაფიოდაა აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. ბექა ლილუაშვილის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან. "როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემის არსებითი გაუმჯობესება, შემდეგი არჩევნების სამართლიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისთვის, წარმოადგენს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორებისთვის, ამგვარად ჩატარებული არჩევნები წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს და დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ წყაროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უვარგისად ჩატარებული წინა არჩევვნები და ხელისუფლების პირდაპირი იერიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართულებით. ქართულმა ოცნებამ, მიიღო ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“ - ცვლილებები არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ყურადსაღებია, რომ ეს ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა. "როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ ყოფნის ძალადობის, ზეწოლის მოსყიდვის რესურსი და ახორციელებენ ცვლილებებს, რომელიც შეიცავს არჩევენების გაყალბების პირდაპირ რისკებს და მექანიზმებს. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, ის პრობლემური საკითხები, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე რაც ლეგიტიმურობის წყაროა. შემფასებელთა აზრით არ არის უზრუნველყოფილი - ელექტრონული საშუალებების გამოყენებისთვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩო, ხმების გადათვლის სათანადო მექანიზმები და მათი გამოყნების არეალი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის გაზრდის საკმარისი საფუძვლები. გაუგებარია - არჩევენების მიმართ სანდოობის განმსაზღვრელი მოქმედი კონვენციური საშუალებების, საკონტროლო ფურცლისა და მარკირების გაუქმების საფუძვლები. არჩევნებზე დამკვირვებელთა შეზღუდვის დაწესებისთვის შემოღებული საფუძვლები და სხვა" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", განახორციელოს შემფასებელთა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ცვლილებების პროექტში, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. "ჩვენ, როგორც მოგეხენებათ წარმოვადგენთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლის მსვლელოვის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდეთ ქართულ ოცნებას, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ მომხდარიყო ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. თუმცა როგორც შემფასებლებმაც აღნიშნეს, მსგავსი არ განხორციელდა. ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას, განახორციელოს შემფასებელთა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ცვლილებების პროექტში, თუ მათ რეალურად სურთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. შეწყვიტოს პროცესი, რომელსაც დღეს უკვე ახორციელებს არჩევნების გაყალბებისა და არალეგიტიმურად ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა
  12. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. „ყველას, ვინც განაგრძობს ამ ამანათების გაგზავნას და ჩვენი საელჩოების დატერორებას, ვთხოვ, მოდუნდეს, არ დახარჯოს თავისი დრო და ფული საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო ეს უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს შეშინებას ან შეჩერებას“, – განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, გასულ კვირას მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო გზავნილი ასაფეთქებელი მოწყობილობით. პირმა, რომელმაც გზავნილი მიიღო, აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო. მომდევნო დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მიიღეს ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო. უცნაური ამანათები ასევე მიიღეს უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში და ჩეხეთში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  13. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი შეძლებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის შესახებ მან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ განაცხადა. “სრულიად დარწმუნებული ვარ იმის აუცილებლობაში, რომ ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობებით, განაგრძოს უკრაინის დახმარება. ევროკომისიამ ამ მხრივ წინადადება გააკეთა: 18 მილიარდი სასწრაფოდაა საჭირო და რაც შეიძლება მალე უნდა იქნას შეთანხმებული. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ყველა, 27-მა წევრმა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ”, - განაცხადა შოლცმა. კანცლერმა ასევე აღნიშნა რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობა, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა. “კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც, ერთიანი მიდგომა გვჭირდება”, - აღნიშნა შოლცმა. მისი თქმით, სამიტზე სანქციების საკითხში პოზიციების დაახლოება განიხილებოდა. ამავდროულად, კანცლერმა აღნიშნა, რომ სანქციების მხრივ ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები განსხვავდება. იპნ
  14. საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, გაუქმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრი კასიანოვთან დღეისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. როგორც საელჩოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ანდრი კასიანოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, საელჩოში დარეკეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. რადიო თავისუფლება შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცდილობს. დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ანდრი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მაშინ, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლაპარაკობდა. "მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ", - განაცხადა კასიანოვმა. დღევანდელ ბრიფინგზე ანდრი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს. რადიო თავისუფლება
  15. ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას, - ამის შესახებს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს. მისი თქმით, დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. "აღნიშნული წარმოადგენს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს, რომ დაამტკიცონ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი ისე, რომ მასში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული. საკანონმდებლობა ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, „ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს, მათ დასუსტებისა და ერთპარტიულ ვერტიკალში მოქცევას.", - წერს ელეონორა არჩაია.
  16. უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის ფონზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დროებითი აკრძალვა მოეხსნას თუ არა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰაი ვარგამ დაადასტურა თავისი მთავრობის პოზიცია, რომ ის არ ემხრობა უკრაინისთვის სესხის მიცემას. მინისტრებმა, რომლებიც უნგრეთთან ჭიდილში არიან, 6 დეკემბერს გადაწყვიტეს, დღის წესრიგიდან მოხსნან ნებისმიერი გადაწყვეტილება 7,5 მილიარდი ევროს თაობაზე ევროკავშირის ფონდებიდან, რომლებიც უნგრეთისთვის არის განკუთვნილი. უნგრეთი უკრაინის ფინანსურ დახმარებას ბლოკავს იმის იმედით, რომ უზრუნველყოფს საკუთარ დაფინანსებას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ბრიუსელში „გაიმართა ძალზე ემოციური დებატები, რომელშიც გააკრიტიკეს ბუდაპეშტი, მაგრამ უშედეგოდ“. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც თბილი ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უკრაინისთვის 18-მილიარდიანი დახმარების გარდა ბლოკავს ასევე გლობალურ საგადასახადო შეთანხმებას. ევროპის კომისია ნოემბერში გამოვიდა წინადადებით, უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევრო დაბლოკილი დარჩეს იმის გამო, რომ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო რეფორმების გატარება კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. რადიო თავისუფლება
  17. ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) 8 დეკემბრიდან ტელეკომპანია „დოჟდის“ არა მხოლოდ სამაუწყებლო ბადიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიის სატელევიზიო პროგრამებზე წვდომა შეიზღუდა Youtube-ის პლატფორმაზე. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა Delfi-ს ეთერში განაცხადა, „დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტების ლატვიაში დარჩენის საკითხს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები მიიღებენ. აბოლინშმა დაამატა, რომ „დოჟდთან“ დაკავშირებული ამბავი ზაფხულიდან მოყოლებული, არხისთვის ლიცენზიის მიცემის დღიდან გაიწელა. მისი სიტყვებით, ლიცენზიის მიღების შემდეგ „დოჟდი“ გახდა ლატვიური და არა რუსული მაუწყებელი და შესაბამისად ლატვიის კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა დაეცვა. მათ შორის უნდა უზრუნველეყო პროგრამების თარგმანი ლატვიურ ენაზე. ტელეარხი ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა სექტემბრიდან, მაგრამ დეკემბრამდე არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება. აბოლინშის თქმით, მას შემდეგ, რაც ეთერში რუსული არმიის მისამართით გაჟღერდა სიტყვები „ჩვენი არმია“, საბჭო არხის ხელმძღვანელობას ესაუბრა. აბოლინშის მიხედვით, "დოჟდის" თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ შეეძლოთ „ჩვენი არმია“ ეწოდებინათ იმ ქვეყნის არმიისთვის, საიდანაც არიან წარმოშობით და რომლის მოქალაქეებიც არიან. აბოლინშმა ასევე თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, საბჭოს სხდომაზე, სადაც დარღვევას განიხილავდნენ, „დოჟდის“ ხელმძღვანელობა თარჯიმნის გარეშე მივიდა და თავისი პოზიციის რუსულ ენაზე გამოხატვას სთავაზობდა. ეს შემთხვევა, რომელიც ორჯერ მოიხსენია აბოლინშმა "დელფის" ეთერში, მისი შეფასებით, ნათლად ცხადყოფს იმას, რომ „დოჟდის“ ხელმძღვანელობას ლატვიის კანონების შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვს. აბოლინში მიიჩნევს, რომ ეს ქმნის სერიოზულ რისკს იმისა, რომ ამ არხის მხრიდან დარღვევები განმეორდება. 18 ივლისის შემდეგ, როცა „დოჟდმა“ რიგის სტუდიიდან დაიწყო მაუწყებლობა, არხი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს, ორი დარღვევის გამო: ეთერში ნაჩვენებ რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, რუსეთის არმიას კი „ჩვენი არმია“ უწოდეს. მესამე დარღვევად კი იქცა ჟურნალისტ ალექსეი კოროსტილიოვის გამოთქმა, რომელიც რუსული არმიისადმი დახმარების მოწოდებად შეფასდა. „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ მაშინ განმარტა, რომ წამყვანმა აზრი უხერხულად გამოხატა და არასწორად გაუგეს. ალექსი კოროსტილიოვი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც არხისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, „დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. „მედუზასთან“ ინტერვიუში სინდეევამ განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ მოელოდა. „ამისთვის მზად არ ვიყავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი [ლატვიის ხელისუფლება] ამას არ იზამდნენ“, - განაცხადა მან. სინდეევა ამბობს, რომ ახლა არხი საკაბელო ქსელიდან შემოსავალს დაკარგავს. რაც შეეხება ლატვიის დატოვებას, მისი თქმით, "დოჟდის" წარმომადგენლები ამაზე „დიდი ხანია“ ფიქრობენ. გამოცემა РБК-სთან საუბარში სინდეევამ თქვა, რომ არხი ეცდება ლიცენზია მოიპოვოს სხვა ქვეყანაში. „დოჟდთან“ დაკავშირებით კომენტარი კრემლშიც გააკეთეს. „ყოველთვის ვიღაცას ჰგონია, რომ სხვაგან უკეთესია, ვიდრე სახლში და ყოველთვის ვიღაცას ჰგონია, რომ სადღაც თავისუფლებაა და სახლში არ არის თავისუფლება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და ხაზი გაუსvა მსგავსი ილუზიების სიმცდარეს. ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ მხოლოდ „დოჟდი“ „დაისაჯა“, სხვა რუსული დამოუკიდებელი გამოცემები, რომელთა რედაქციებიც ლატვიაში გადავიდა, მუშაობას განაგრძობენ. ლატვიაში ლიცენზიის გაუქმების შემდეგ "დოჟდის" ფეისბუკის გვერდზე მაყურებლებისადმი მიმართვის ტექსტი გამოჩნდა - რედაქცია მომხმარებლებს და გულშემატკივრებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მანამდე აბოლინშს მიმართა თხოვნით, არ გაეუქმებინათ „დოჟდისთვის“ ლიცენზია, „ვინაიდან არხი რჩება დამოუკიდებლად და სანდო ინფორმაციის ერთ-ერთ მცირერიცხოვან წყაროდ, რომლითაც რუსი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას რუსულენოვანი მოსახლეობისთვის“. არხს მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მან განაცხადა, რომ ტელეარხის მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს და „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ეკატერინა კოტრიკაძის პოზიცია „აბსოლუტურად ომის საწინააღმდეგო და პროუკრაინულია“. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 2008 წელს მოსკოვიდან დაიწყო. 2014 წელს, ლენინგრადის ბლოკადის შესახებ გამოკითხვის შემდეგ, სატელიტური და საკაბელო ოპერატორების უმეტესობამ არხი სიიდან ამოიღო. 2021 წელს „დოჟდი“ „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანეს. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა „დოჟდი“. ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედიის მსგავსად, ის იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ომის დაწყების შემდეგ ორასზე მეტი რუსი ჟურნალისტი და ოცზე მეტი გამოცემა ლატვიაში გადავიდა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოთქვა შეშფოთება რუსული მედიის ლატვიაში გადასვლის გამო. როგორც უსაფრთხოების სამსახური ირწმუნებოდა, მათმა მუშაობამ, სადაზვერვო სამსახურის თქმით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ლატვიის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებას და შეიცავდეს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის მუშაობასთან. რადიო თავისუფლება
  18. ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკავშირის ფინანსური დახმარების გადადებისა ან ჩაშლის უფლება მივცეთ. ამას გავაკეთებთ, ასე თუ ისე”, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. დომბროვსკისის თქმით, გამოსავლის ძიებაზე მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება და ევროკავშირი შეასრულებს უკრაინისადმი მიცემულ პირობებს. გამოსავლის შესაძლო ვარიანტებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისინი უკვე განსაზღვრა. “ეს ორი ვარიანტია - სესხების გარანტირება შეიძლება ევროკავშირის ბიუჯეტიდან იყოს, ან ეს შეიძლება წევრი სახელმწიფოების გარანტიები იყოს. ეს ორი შესაძლებლობაა”, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. სხდომაზე კენჭი ეყარა ევროკავშირის ეკონომიკურ კანონმდებლობაში სამ შესწორებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის აღნიშნული სახსრების გადაცემას. სხდომის განმავლობაში უნგრეთმა პირველი შესწორება დაბლოკა, რომელსაც ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ამავდროულად, მიღებულ იქნა ორი დანარჩენი ცვლილება, რომლებსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. დომბროვსკისი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში იპოვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების უკრაინისადმი გადაცემა უკვე 2023 წლის იანვარში დაიწყოს. იპნ
  19. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სთხოვს, გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. ამის შესახებ მან ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს. “თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ?” , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ცდილობდნენ, რეგიონზე ზეგავლენას, მაგრამ სწორედ ევროკავშირია უდიდესი ინვესტორი და უახლოესი პარტნიორი. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ჩნდება კითხვა, რა გაიმარჯვებს - ავტოკრატია და უძლიერესის კანონი თუ დემოკრატია და კანონის უზენაესობა. “თქვენ ამ ბრძოლის ხილვა დასავლეთ ბალკანეთშიც შეგიძლიათ”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. იპნ
  20. „რუსთავი არის კარგი მაგალითი, რეალურად რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებით მოვიდა, ისიც ვერ მოუხერხებია, რომ წყალმომარაგების პრობლემა არ იყოს ამხელა ქალაქში.'' ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. ვიდეო იცილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2014994972022429
  21. ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ახალგაზრდებს გავუზიარე გამოცდილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში განვიხილეთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. შემდეგშიც აქტიურად გავაგრძელებ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია", - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი
  22. "რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვდგით ფეხი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა,მას შემდეგ ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები, ვიმუშაოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და პროდუქტიულად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია წერს. "ეს რამე თავის მოსაწონებელი, განსაკუთრებული არ გახლავთ და ამიტომ არ ვამბობ,ეს უბრალოდ ჩვენი აუცილებელი ვალდებულებაა. ვიცით ასევე რომ, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტის საკრებულოებში ოპოზიციურმა ფრთამ მოიპოვა უმრავლესობა,მათ შორის დიდ საკვანძო ქალაქებში. ჩვენს გუნდს რამდენიმე ქალაქში უკვე ჰყავს საკრებულოს თავმჯდომარე,რომ არა მმართველი ხელისუფლების არნახული რეპრესიები და უმსგავსო მოქმედებები მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. იმის თქმა მსურს მეგობრებო რომ, ორგანიზაცია "ქართულმა ოცნებამ" რახან გუნდურად დიდი ვერაფერი ჩამოგვათალა,მაშინ დაიწყო,არც მეტი არც ნაკლები საქართველოს კანონმდებლობის ხელყოფა(!!!) მიდგნენ მოდგნენ და თვითმმართველობის კოდექსში,რამდენიმე მუხლი პირდაპირ სათავისოდ მიუსადაგეს არსებულ რეალობას. დასჭირდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა?! გადააკეთეს და მოირგეს კანონი; დასჭირდათ ბიუჯეტის მიღების პროცესში მერზე პასუხისმგებლობის არიდება?! შეიტანეს შემდგომი ინიციატივა: თუ ბიუჯეტი ჩავარდება მერის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება... დგება,არ გაგეცინოთ და საკრებულოების პასუხისმგებლობის საკითხი.", - წერს დავით შენგელია. მისივე განცხადებით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და მეტიც, ძირითადი დარტყმა საკრებულოს კისერზე გადაატაროს. "ოცნების ინიციატივის არსიც,ოპოზიციური საკრებულოების თავზე "დამოკლეს მახვილის" აღმართვაში მდგომარეობს. აღსანიშნავია ყველაზე მთავარი: ოცნების მიერ დაინიცირებული ეს საკანონმდებლო ცვლილება,პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან,წინააღმდეგობაშია ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან. ყოველივე ამის მერე უბრალოდ დაუჯერებელია და წარმოუდგენელი ამ ხელისუფლების კურსსა და ევროპას შორის რაიმე პარალელების გავლება! პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს მმართველ გუნდს,უარი თქვას მათივე ინიცირებული კანონმდებლობის მიღებაზე,რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიულ პრინციპებს ისე, ევროპულ რეკომენდაციებს.", - აცხადებს დავით შენგელია.
  23. "მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. "მოვუწოდებთ „ოცნების“ ხელისუფლებას, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას. დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. აღნიშნული წარმოადგენს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს, რომ დაამტკიცონ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი ისე, რომ მასში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული. ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ინსტიტუტების გამართულად მუშაობა, მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, „ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს, მათი დასუსტებისა და ერთპარტიულ ვერტიკალში მოქცევის მიზნით" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ დაინიცირებული საკანონმდებლობა ცვლილება წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები. "2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე არაერთხელ გახდა ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელთაგან რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ხელისუფლებამ დაკარგა ერთპარტიული ძალაუფლება. შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, „ოცნებამ“, ცესკოს დახმარებით, წინა მოწვევის საკრებულოებს დაამტკიცებინა მომდევნო წლის ბიუჯეტები, სხდომებზე გამოუცხადებლობით მოაწყო საბოტაჟი და შექმნა ხელოვნურ კრიზისი, დაიწყო საარჩევნო შედეგების გადაწერა ადამიანების მოსყიდვით, დაშანტაჟებითა და გადაბირებით, რასაც პირდაპირ ახალისებდა მმართველო პარტიის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებით მოირგო საკუთარ თავზე. დაინიცირებული საკანონმდებლობა ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
  24. სწორია, რომ მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით. ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, როგორიცაა საქართველო, მიიღეს ეს ლტოლვილები და მათი რიცხვი იქ ძალიან მაღალია. სხვადასხვა შეფასებით, ეს 100 000-ს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქნის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ლატვიისთვის ნათელია, რომ ეს ხალხი არა ომის, არამედ მათი ომში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან და ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს. ამასთან, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში არსებობენ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას იმით, რაც ხდება. „მობილიზაცია შედგა, მაგრამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო. ეკონომიკური თვალსაზრისით - ბევრი სანქცია მხოლოდ ახლა შედის ძალაში, რადგან მათ ჰქონდათ გარდამავალი დებულებები. ის, რომ ერთგვარი ტექტონიკური რხევები იწყება საზოგადოების ერთ დონეზე, არ ნიშნავს, რომ მათ მიაღწიეს სათანადო მიწისძვრის დონეს“, - აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა. იპნ
  25. ანდრეი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო ის გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის რწმუნებულის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ომში მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და მშვიდობას შეინარჩუნებენ. "კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და გამიზნული იმისათვის, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. პირდაპირ ეს მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს. მათ უნდათ და ეს თქვა კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში ანუ ომში ამ შემთხვევაში. როცა რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ა.შ. უკრაინას, ხომ გესმით, რომ განსაკუთრებული მოლოდინი განსაკუთრებული სამხედრო ტექნიკის თუ იარაღის მიწოდების საქართველოს მხრიდან ობიექტურად არ გააჩნიათ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს როგორც მხარე კონფლიქტში, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო ის გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო. მან თქვა მთავარი სათქმელი და მიზანი იყო ის, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როცა 30 ათასზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს უდიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას და პირველი ნომერი იყო ამ მიმართულებით და ყველა ვამაყობდით ამით, 400 - ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი და თანაავტორია, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომელიც შეეხება ჰააგას და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ერთი მხრივ საქართველო პოლიტიკურ მხარდაჭერას სრულად და აბსოლუტურად უცხადებს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს შესაძლებლობის ზღვარზე ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ვერ დაფიქსირდება ოკუპირებული ქვეყანა, უკრაინის შემდეგ ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო მხარდამჭერად, კონფლიქტის მხარეს ამ ომში ვერ დაფიქსირდება. ეს არის მიზანი და სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ მეგობარი ქვეყნის უკრაინის, რომ სოხუმში უნდა შევისეირნოთ, სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ და საქართველო ჩაერთოს ომში. გენერატორებზე პირველად მესმის. ჩემი აზრით, ეს არის სასპეკულაციოდ შემოგდებული თემა, რომელმაც უნდა შეფუთოს მათ შორის, ასეთმა მეორეხარისხოვანმა ბევრმა თემამ მთავარი მიზანი, რაც თქვა ამ კაცმა. ეს თემა პირველად მესმის და ამას გავარკვევ, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი თემა, მთავარი არის პირდაპირი მოთხოვნა რაც გაახმოვანა კასიანოვმა, რომ საქართველო ჩაერთოს მხარედ, დანარჩენი დეტალებია, რაშიც პრობლემა არ არის რეალურად, თუკი ჰუმანიტარულ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას უწევს მაქსიმუმს, არც აქ (გენერატორებით დახმარებაში) იქნება პრობლემა დამერწმუნეთ,"- განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე, „პრობლემა არ არის," რამდენად ნიშნავს იმას, რომ გენერატორებს მიაწვდიან, მდინარაძე პასუხობს, რომ "თუ არის საშუალება და ჰუმანიტარულ მიზნებში ჯდება, კი ბატონო". „მეასეხარისხოვან თემაზე რომ მიტრიალებთ კითხვას მეოთხედ, რომელზეც გეუბნებით, რომ ინფორმაცია არ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო კონფლიქტში მხარედ დაფიქსირება თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას და პრობლემას წარმოადგენს გენერატორი,"- განაცხადა მდინარაძემ. იპნ
×
×
  • შექმენი...