Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს რუსეთს, შეეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია უარი თქვას აგრესიაზე და შობის წინ დაიწყოს თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. "ჩვენ კი რუსეთს ვთავაზობთ, გადადგას კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ არის დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი, შობა იულიანეს კალენდრის მიხედვით. ეს არის დრო, როდესაც ნორმალური ადამიანები ფიქრობენ მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. მე ვთვლი, რომ რუსეთი უნდა შეეცადოს მაინც, დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია აგრესიაზე უარის თქმა. სწორი იქნება ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან", - თქვა მან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებისთვის ვიდეომიმართვის დროს, როდესაც ისაუბრა იმ სამი ნაბიჯის შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, დააჩქარებენ უკრაინაში მშვიდობის დადგომას. "თუ რუსეთი უკრაინიდან თავის ძალებს გაიყვანს, მაშინ ის ასევე უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების საიმედო დასრულებას. მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს რუსეთმა ეს ახლა - ქრისტესშობის დღესასწაულის დროს“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს დამატებით ორი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვებით, თანამედროვე ტანკებით, არტილერიით, ჭურვებით და ასევე, შორი მოქმედების იარაღით დახმარება სთხოვა.­ radio tavisupleba
  2. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე. "ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს. აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ", - წერია 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში. კომერციული ბანკების ზედამხვედელი უწყება აცხადებს, რომ შემუშავდა დებულება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს: "აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას. დამატებით, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ". მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ირანის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალი სანქციები თეირანის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითმ საპროტესტო აქციების ჩახშობისა და რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპატარების მიწოდებისთვის. შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა იმ დრონების წარმოებასთან დაკავშირებულ ირანულ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
  3. ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული იქნება Airbus A321 ტიპის ახალი ავიახომალდი, რომელიც გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობითა და დაახლოებით 50 სამგზავრო ადგილით მეტი აქვს, ვიდრე Wizz Airi-ის სტანდარტულ თვითმფრინავებს. ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი მიმართულებებით ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 229 ლარი იქნება. Wizz Air-ის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია. თბილისი. 13 დეკემბერი, 2022 წელი ქუთაისში მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის მიმართულებებზე უკვე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება. "მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ თვითმფრინავს ამატებს. რაც საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის 5 ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, დამატებით ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქში იმოგზაურონ, ასევე საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ," - განაცხადა თამარ არჩუაძემ. ბოლო რამდენიმე წელია (პანდემიური 2020, 2021-ის გარდა), Wizz Air საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, Wizz Air ჯამურად ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს. radio tavisupleba
  4. დმიტრო კულებას თქმით, კიევისთვის მიუღებელია კრიტიკა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით დასავლეთისგან ისმის. მისი თქმით, უკრაინისთვის მორალის კითხვა არ არის საჭირო. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ამასთან, კულებამ უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე განახორციელა თუ არა უკრაინამ რუსულ სამხედრო ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშები. საქმე ეხება გასულ კვირას ენგელსისა და რიაზანის აეროდრომებზე თავდასხმას. „მე არ მესმის, რას ნიშნავს ფრაზა – „უკრაინა ცეცხლს ეთამაშება“, პუტინი მოვიდა ჩვენთან, რომ გაგვანადგუროს, როგორც სახელმწიფო, როგორ ერი. თუ თქვენთან ბინაში მოვა მკვლელი და თქვენს მოკვლას ეცდება და მეზობელი ქალი იტყვის: „ცეცხლს ნუ ეთამაშები, ნუ პროვოცირებ“, მაშინ ალბათ თქვენ იტყოდით, რომ ეს მეზობელი ჭკუაზე ვერ არის“, – განაცხადა კულებამ. ავტორი - ლევან ახალაია
  5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ. „დღეს ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99 პროცენტი კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით. სემეკ-მა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მინდა, მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი, თუ მათი მხრიდან მომხმარებელთა უფლებები დაირღვევა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკ-ის ცნობით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის პირველ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად, მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.
  6. საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.
  7. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა. „გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს სავარაუდოდ არ გამოიყენებს, რადგან მას სიცოცხლე უყვარს. „მე ის მინახავს და მინახავს მისი სიცოცხლის სურვილიც. მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. ის ძალიან გრძელ მაგიდასთანაც ამიტომ ზის. მას „კოვიდის“ თუ რაღაცის ეშინია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას სიკვდილის ეშინია. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზადაა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ის ხვდება, რომ თუ ის ამ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსგან გადადგმული პირადად მისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ. 1ტვ
  8. წელს არ გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტრადიციული, დიდი პრესკონფერენცია. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამასთან ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მაინც მოახერხებს ჟურნალისტებთან გასაუბრებას“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამას ყოველთვის აკეთებს, მათ შორის უცხოეთში ვიზიტების დროსაც. უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით შვიდჯერ იმყოფებოდა: ერთხელ ირანში და ექვსჯერ - დსთ-ს ქვეყნებში. ნოემბერში გამოცემა "РБК" წერდა, რომ კრემლში ვერ ჩამოყალიბდნენ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენციის თარიღთან დაკავშირებით და მასზე გავლენას ახდენს უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკა. ასევე უცნობია, შედგება თუ არა ფედერალური საბჭოსადმი პუტინის ყოველწლიური მიმართვა. „აუცილებელია დაზუსტება", - განაცხადა პესკოვმა. მანამდე მან თქვა, რომ ამისთვის მზადება "დიდი ხნის წინ დაიწყო". რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია 2001 წლიდან იმართება, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა. ის მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს არ ჩატარებულა. „პირდაპირი ხაზი“ ვლადიმირ პუტინთან არ შედგა მხოლოდ 2004 წელს, ხოლო 2020 წელს ის დიდ პრესკონფერენციასთან ერთად ჩატარდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ პროსამთავრობო მედია პუტინის ხალხთან ურთიერთობის ხანგრძლივობას და მისდამი დასმული შეკითხვების რაოდენობას ითვლის ხოლმე. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, ფედერალური კრების წინაშე საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და ხედვების შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარდგეს. რადიო თავისუფლება
  9. ხვალ, ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს - ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება დამატებითი სტიმული მისცეს ჩვენს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყოს, მათ შორის, კომპრომისი შეიძლება გაუადვილდეთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა და ყველაზე მეტი დრო სწორედ ომბუდსმენის საკითხის განხილვას დაეთმო. „უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ ის პოზიტიური თემები, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ანაკლიის პორტის საკითხის გადაწყვეტა ძალიან პოზიტიური ამბავია, ასევე უდავოდ მისასალმებელია ისიც, რომ პორტების მიმართულებით დაიხარჯება კონკრეტული თანხები. აგრეთვე, ჩვენ საუბარი გვქონდა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს და ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება თემა. იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახური უფრო მოქნილი პროექტი, მაგალითად, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 1 თვე გაიარონ სამხედრო მომზადება და ამ პროექტის შედეგად ჩვენ მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში გვეყოლება 100 ათასზე მეტი მომზადებული რეზერვი. მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა არის უდავოდ მისასალმებელი ფაქტი, რომლითაც სარგებლობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ასევე, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ასევე კომპენსაციებთან დაკავშირებით და ასევე, საუბარი გვქონდა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხში მილიარდზე მეტი ლარის დახარჯვა ამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე, სიახლე გახლავთ ისიც, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობაში იქნება აიტი მიმართულების ჰაბი. ჩვენ ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე დიდი დრო სხვა საკითხებთან შედარებით ამ მიმართულებას დაეთმო. ხვალ ჩვენს კოლეგებს ჩვენს პოზიციას გავაცნობთ და ამის შემდეგ საზოგადოების წინაშე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რაც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული იმისათვის, რომ ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს და იმისათვის, რომ იქნებ რამენაირად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება. ვნახოთ, ხვალ გარკვეული პოზიციები გამოიხატება და შემდგომ მოგახსენებთ ამის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ. იპნ
  10. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8283 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  11. ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა. ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა. შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს. ნორა კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.
  12. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია. "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურებთ სრულიად განსხვავებულ აღმოსავლეთის სამეზობლოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალზე გთავაზობთ გავაგრძელოთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა. გაფართოების პროცესის პარალელურად, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - აღნიშნა მან.
  13. ღარიბაშვილის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავისი მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე საუბრობს კორუფციის აღქმის ინდექსზე დაყრდნობით, რომელიც ბოლო 10 წელია თითქმის არ შეცვლილა. "კორუფციის აღქმის ინდექსი იკვლევს ხალხის აღქმას კორუფციასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი „წვრილმან კორუფციასთან“ (ქრთამი პოლიციას, ქრთამი უმაღლესში და ა.შ.) შეხებით ყალიბდება, რომელიც დიდი ხანია ქვეყნისთვის სისტემურ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. დღეს ქვეყნის სისტემური გამოწვევა პოლიტიკური, ელიტური კორუფციაა, რომელიც ხალხის უშუალო აღქმის და შესაბამისად, ოცნების მიერ მოშველიებული კვლევების მიღმაა. ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის უკანონო შეღავათები ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, ცალკეული პირებისთვის პარტიისადმი ლოიალობის თუ ფულადი შემოწირულობების სანაცვლოდ. მაგ.: სახელმწიფო ტენდერები, რომელიც ლაგდება პოლიტიკური ნიშნით; სახელმწიფო ქონების მიზერულ ფასად გასხვისება საკუთარი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე (ღარიბაშვილის ცოლზე გასხვისებული ტყე). ამ ყველაფერს პირდაპირი ნეგატიური ეფექტი აქვს რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე უხარისხო და საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურის, გაჭიანურებული და ჩავარდნილი პროექტების, სახელმწიფო (ხალხის) ქონების დატაცების და ა.შ. სახით. ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია ამომრჩევლის მოსყიდვა და უზარმაზარი შავი ფული პოლიტიკურ პროცესში, რაც ქვეყანას უსპობს ცვლილების და განვითარების შესაძლებლობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყო საჭირო, სხვა ქმედით ნაბიჯებთან ერთად, რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტოს შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა ანტი-კორუფციული, პირველ რიგში კი კორუფციის გამოძიების ფუნქცია. ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაცია. ეს არის OECD- ის რეკომენდაცია წლებია. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა. ამას ჰქვია პოლიტიკური თაღლითობა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  14. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდობ, რომ ეს იდეა შენარჩუნებულია. ეს არ გახლავთ ახალი იდეა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ იდეას, მაგრამ მე გამოვდიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულის შეთავაზებით: ეს მოედანი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, ის ეთანხმება თურქეთში გაჟღერებულ განცხადებებს, რომ რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთი სჭირდებათ უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ავტორი - ლევან ახალაია
  15. „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტში აგორებულ კორუფციულ სკანდალში გახვეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები ტოვებენ. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაუსჯელობასთან ბრძოლას“, რომლის საპატიო წევრები იყვნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგერინისმა და ავრომოპულოსმა არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოში თანამდებობები უკვე დატოვეს. ორგანიზაციის დამფუძნებლის პიერ ანტონიო პანცერის წინააღმდეგ კი ანტიკორუფციული გამოძიება მიმდინარეობს. მას ბრალად სდებენ ქრთამის სანაცვლოდ უკანონო ლობიზმში მონაწილეობას კატარის სასარგებლოდ. პანცერი არის სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ყოფილი წევრი, ევროდეპუტატი და წარსულში ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ასევე ბრალი წარუდგინეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის. 1ტვ
  16. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ქვეყნის ბმას ევროკავშირთან. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ე.წ. ქონექთივითს, ანუ ქვეყნის ბმას ევროკავშირთან, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ურთიერთობები თუ პოლიტიკური კავშირები. ამის საპირწონედ მისასალმებელია ე.წ. შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი, რომლის დაფინანსებაც თუ დაიწყება, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ამის გარდა, განსაკუთრებით ახლა, როცა რეგიონში განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად შედეგობრივად ვზრდიდეთ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას და პოლიტიკურ ნაწილში ხელისუფლება გამოდიოდეს პირდაპირ დამაზიანებელი განცხადებებით, პირდაპირ ურტყამდეს ჩვენს პარტნიორებს, პოლიტიკურად გზას იჭრიდეს და იმ ტოტს იჭრიდეს, რომელზეც თვითონ ზის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. მისივე თქმით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. ავტორი - კესო ქაფიანიძე
  17. ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა და მათ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს. გამოძიების ცნობით, რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ხერსონსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში. ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ხერსონში რამდენიმე მრავალსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხერსონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქის მიმართულებით ცეცხლი სავარაუდოდ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გახსნეს. ავტორი - ლევან ახალაია
  18. საქართველოს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეიცლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 დეკემბერს ისაუბრა. "ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქციური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ... ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან [ზურა ჯაფარიძემ] ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქციური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ არ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნისთვის, რა უნდა იყოს?!." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუშაობენ "თავდაცვის კოდექსზე", რომელშიც სხვა ცვლილებებიც შევა. მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მოხდება - პროგრამა იქნება 6, 8 ან 11 თვიანი. გარდა ამისა, სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 23 წლამდე იქნება. მათ წელიწადში ერთთვიანი სამხედრო მოსამზადებელი კურსის გავლის შემთხვევაში სწავლის დამთავრების შემდეგ რეზერვის სტატუსი მიენიჭებათ. 2017 წელს პარტია "გირჩმა" დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომლებსაც არ უნდოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა. მოქმედი კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. radio tavisupleba
  19. უკრაინაში რუსეთის პრიორიტეტული ამოცანა, როგორც ჩანს, კვლავაც არის წინ წაწევა დონეცკის ოლქის სიღრმეში, მაგრამ რუსეთის ჯარები დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ ამის მიღწევას უახლოესი თვეების განმავლობაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ანგარიშში. „უახლოეს ხანებში რუსეთის სტრატეგია სავარაუდოდ ვერ მიაღწევს ამ მიზანს: ძალზე ნაკლებად არის სავარაუდო, რომ რუსეთის ჯარებს ამჟამად უნარი შესწევთ, შექმნან ეფექტიანი დამრტყმელი ძალა, რომელიც ამ რაიონების ხელში ჩაგდებას შეძლებდა“, - წერია ანგარიშში. ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთის სახმელეთო ჯარებს გაუჭირდებათ რაიმე წარმატების მიღწევა ოპერატიული თვალსაზრისით. 8 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა მორიგი განცხადება, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი არის დონბასისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობის „დაცვა“. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა შენიშნავს, პესკოვის სიტყვები იმას მეტყველებს, რომ რუსეთის მიმდინარე მინიმალური პოლიტიკური მიზნები უცვლელი რჩება. „როგორც ჩანს, რუსეთი კვლავაც ცდილობს, კონტროლი გაავრცელოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მთელს ოლქებზე“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში. radio tavisupleba rad
  20. ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია. „ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი. სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია უკვე და ის პროგრესი, რაზეც ვისაუბრე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება და მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მიმართა, რომ ახალი წლიდან მეტი აქტიური მუშაობაა საჭირო. „მინისტრები ყველა მოტივირებული ვართ, რომ ყველა ეს პროექტი შესრულდეს. ჩვენი დაპირება შესრულდეს და იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე დავპირდით ჩვენ ხალხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ipn
  21. ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და ქვეყანას არბიტრაჟში უჩივლეს. „ყველას კარგად მოეხსნება, რომ, ჯერ კიდევ, 20016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ეს პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც მივმართეთ, განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, სამჯერ, ოთხჯერ და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები აქვთ ინვესტორებისგან მოზიდული 20-25 მლნ დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. ითხოვდა გზების, რკინიგზის მიყვანას. ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო. ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. და რატომ? უჩვილეს ქვეყანას არბიტრაჟში და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივ გამდიდრების და ძარცვის იდეა. რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
  22. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი ჩვენი თანამონაწილეობით განხორციელდება, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტრო ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად ემზადება. „ყველას კარგად მოეხსნება, რომ ჯერ კიდევ 20016 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ეს პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ღიად ვსაუბრობდით, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც მივმართეთ, განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, სამჯერ, ოთხჯერ და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები, დაახლოებით 20-25 მლნ. აქვთ ინვესტორებისგან მოზიდული. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. ითხოვდა გზების, რკინიგზის მიყვანას. ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ? უჩივლეს ქვეყანას არბიტრაჟში და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივ გამდიდრების და ძარცვის იდეა. რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
  23. ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. „ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ესწრებით ხოლმე შეხვედრებს ოჯახებთან, იმ დღეებში როდესაც ჩვენ გვიწევს რამდენიმე ოჯახთან შეხვედრა, იქ ძალიან დიდი ყურადღებით ვიწერთ ყველა კითხვასა და თხოვნას და ვასრულებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა გმირების მიმართ. პირადად მე ეს კვალიფიკაცია მივეცი ამ ბიჭებს და ვთქვი, რომ არიან გმირები. ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი. მზაობა ჩვენ გვაქვს, რომ შევხვდეთ ამ ხალხის ოჯახის წევრებს,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი, მინისტრის თქმით, ეს კითხვა არ არის რელევანტური. „ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ, ეს შეცვლის რამეს? თქვენ როგორ ფიქრობთ არის? თქვენ ფიქრობთ, საზოგადოების რაიმე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არაა? არ გპასუხობთ [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე] იმიტომ, რომ არ მიიჩნევს დროულად ამ კითხვას. კითხვა უნდა იყოს რელევანტური. არცერთი ლიდერისგან მე პირადად არ მომისმენია ეს შეფასება, რომ იქ ვინც იბრძვის, იბრძვიან ფულის გამო. შეიძლება ასეთი შემთხვევა იყოს, ყველგან ხდება, ეს ნორმალურია. ახლა აკეთებთ ამის არასწორ ინტერპრეტაციას“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ipn
  24. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის. „ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი ოფიციალური მომართვა, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნა - პირობები თბილისში კარგად არის ცნობილი - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა გონჩარმა.
  25. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო გეგმის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მთლიანი ინვესტიცია კი 2.3 მილიარდ ევროს შეადგენს.
×
×
  • შექმენი...