Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8287 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  2. ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც. შესაბამისი მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ. მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, რომელთა აქტიური საქმიანობა ახლა იწყებს კვლავ აღდგენას, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ დონეს მიაღწევს 2025 წლისთვის. ახალმა აკრძალვებმა კი შეიძლება, დააფრთხოს ტურისტები და ინვესტორები, შიშობენ ტურისტული ფირმების წარმომადგენლები. ხელისუფლება აცხადებს, რომ კოდექსის ახალი რედაქცია, რომლის მიზანია „ინდონეზიური ფასეულობების გაფრთხილება“, ძალაში შევა სამ წელიწადში. კანონსაწინააღმდეგო სექსის შესახებ დაბეზღება შეუძლიათ მხოლოდ ეჭვმიტანილების მშობელს ან შვილს. ინდონეზიაში აკრძალულია ოჯახური ღალატი. ქორწინების გარეშე სექსის გარდა, ახალი კანონი კრძალავს ასევე შავ მაგიას, ხელისუფლების შეურაცხყოფას, ოპოზიციური იდეების გამოთქმას და ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციების გამართვას. უფლებადამცველები ახალი კოდექსის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი და მიიჩნევენ, რომ შესწორებები კოდექსში ზღუდავს „მსოფლიოში სიდიდით მესამე დემოკრატიულ ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებებს“. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, EIU-ს დემოკრატიის ინდექსის თანახმად, ინდონეზია 52-ე ადგილზეა და „არასრულყოფილ დემოკრატიად“ მიიჩნევა. ახალი კოდექსის საპასუხოდ ქვეყანაში შედგა მცირე საპროტესტო აქციები. რადიო თავისუფლება
  3. სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა სასამართლო პროცესში მონაწილეობას თავად მიხეილ სააკაშვილი - მის ადვოკატებს სურთ, რომ დისტანციურად მაინც ჩაერთოს სასამართლოს მსვლელობისას. ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც განიხილავს სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის ან გადავადების საკითხს - ესაა გიორგი არევაძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.
  4. საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო ინსტიტუტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 10 ოქტომბერს მიმართა წერილობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ბედს გადაწყვეტს. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, დასკვნაში დადებითად არის შეფასებული რამდენიმე ცვლილება, კერძოდ: შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის; ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად; დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში; "მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას", - აღნიშნულია დოკუმენტში. აქვეა ჩამოთვლილი საარჩევნო საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით არაა შესული ცვლილებების პროექტში: საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია; შემზღუდავი ბინადრობის ცენზის მოთხოვნები საპრეზიდენტო და საპარლამენტო კანდიდატებისათვის და სხვა არასათანადო კრიტერიუმები ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშვებადობაზე; დამატებითი ასპექტები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმართულებით; დებულებები ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე საარჩევნო კამპანიების მიზნებისათვის; მაღალი ზღვარი საარჩევნო შემოწირულებებისათვის, რაც გავლენას ახდენს თანასწორი საარჩევნო გარემოს არსებობაზე; მედიაკამპანიების რეგულირების შემდგომი დახვეწა; ჩარჩოს გაძლიერება საარჩევნო დავების მოსაგვარებლად ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველსაყოფად; ხმების გადათვლისა და გაუქმების მექანიზმები; ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისათვის მიმართული ზომები. შესაბამისად, ვენეციის კომისია და ODIHR იმეორებენ თავიანთ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეფასების დოკუმენტი მოიცავს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის: საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის არსებითად ღია, კონკურენტული და მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ასახავს კანონმდებლობაში მოცემულ ძირითად პრინცებსა და გარანტიებს; პარტიის მიერ დანიშნული წევრებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგ-სერტიფიცირების მოთხოვნების გაფართოება და სერტიფიკატების ვადის გასვლის დადგენა იმისთვის, რომ შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ უახლესი ინფორმაციის შესახებ ტრენინგები; სამართლებრივი კრიტერიუმებს განმარტება იმაზე, თუ რომელ საარჩევნო უბნებზე იქნება გამოყენებული ელექტრონული საშუალებები; სულ ცოტა გარდამავალი პერიოდისთვის მაინც, ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება იმ უბნებისთვის, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული საშუალებები, როგორც რეგულარული უბნები ან სულ ცოტა, მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა ამ უბნებისთვის. დროულად მოხდეს ამომრჩევლების ინფორმირება, თუ ხდება უბნების შერწყმა ან ამომრჩევლების გადაწერა ახალ საარჩევნო ლოკაციებზე; კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისთვის, კონვენციური საშუალებების (ისეთის, როგორიც არის საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის გამოყენება და იმ ამომრჩევლის მარკირება, რომელმაც ბიულეტენი გამოიყენა) შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება ელექტრონული საშუალებები, და კანონში მკაფიოდ მითითება, რომ ელექტრონულ და ხელით დათვლას შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელით დათვლას. მკაფიოდ განმარტება, რომ ტერმინი “ელექტრონული კენჭისყრა და დათვლა”, რომელიც კანონპროექტშია გამოყენებული, ეხება იმ სპეციალურ ქაღალდის ბიულეტენებს, რომლებიც სკანირდება და ითვლება ელექტრონულად და არა ელექტრონული კენჭისყრის მანქანების გამოყენებას; ყველა რელევანტური უწყების ძალისხმევის კონსოლიდირება შეზღუდული გადაადგილების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ადგილების ადაპტირების მიმართულებით, და უზრუნველყოფა, რომ ადაპტირებული საარჩევნო შენობები ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლებიც ჯერ არ არის ადაპტირებული; განხილულ იქნეს შეზღუდვების გაფართოება სულ ცოტა ბოლო ორი არჩევნებისთვის პარტიასთან აფილირებულ დამკვირვებლებზე; უფრო სრულყოფილი და სისტემატური რეგულაციის შემოღება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის წინა ერთობლივ მოსაზრებებში გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად; საარჩევნო კოდექსის 77(2) მუხლის ქვეშ საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა და განხილვის ვადების მეტად გაფართოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში ამ ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი საწყის ეტაპზევე, თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში. დადებითად არის ასევე შეფასებული ის, რომ ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა კოლეგებს წარუდგინეს ალტერნატიული კანონპროექტი. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ "სამართლიანი არჩევნების" გამორიცხვა პროცესიდან, როგორც "მიკერძოებული ორგანიზაციის", "ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც, „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე.“ რადიო თავისუფლება
  5. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაცვლის საფუძველზე უკრაინაში დაბრუნდა ოთხი ოფიცერი, 46 სერჟანტი და რიგითი. რადიო თავისუფლება
  6. თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. „ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს 6 დეკემბრეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს. "უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - თქვა კასიანოვმა საელჩო გამართულ ბრიფინგზე. უკრაინაში ომს საქართველოს 33 მოქალაქე ემსხვერპლა. 5 დეკემბერს მათ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "საწყალი ბიჭები" უწოდა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ფრონტზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიჰყავთ. უკრაინაში მებრძოლებმა ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს. რადიო თავისუფლება
  7. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა. სლავიანსკში ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. „ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა ყველას, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს. „ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების წელია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დროა. ყველა ხედავს, ვინ არიან უკრაინელი დამცველები. ვიღაცამ საკუთარ თავს მსოფლიოს მეორე არმია უწოდა, თუმცა ყველა ხედავს, ვის უჭირავს პირველი ადგილი. ყველა ხედავს თქვენს სიძლიერეს, გამძლეობას, თქვენს უნარებს, თქვენს სტანდარტებს, უკრაინის სტანდარტებს“, – განაცხადა ზელენსკის ვიდეომიმართვაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  8. სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „ნამდვილად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან მიიღო შეთავაზებები, რომლებიც არსებითად არის პასუხი სომხური მხარის შეთავაზებებზე. შეიძლება ითქვას, რომ განიხილება შეთავაზებების მესამე პაკეტი. ვფიქრობ, ახლა სწორი იქნება, ამას დოკუმენტი ვუწოდოთ. ვინაიდან ეს დეტალები გამოქვეყნებას არ ექვემდებარება, არ შემიძლია, ამაზე ხმამაღლა საუბარი და გასაჯაროება“, – განაცხადა დეპუტატმა. ედუარდ აგაჯანიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წლის ბოლომდე შეხვედრა შედგეს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  9. საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატისა და სამხედრო მიმართულებით ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს. „ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატისა და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა. აღნიშნული ცვლილებებისა და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეგიონის სხვა ქვეყნებისათვისაც სტიმული იქნება და, ამავდროულად, დაიცავს რეგიონს რუსეთის გეოპოლიტიკური ძალისხმევისგან. „ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპიზაცია. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის. კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავის მსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საჯარო დისკუსია „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ შალვა პაპუაშვილისა და მისი თანხმლები დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
  10. უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის საომარი მოქმედებების 286-ე დღეს ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია. ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა 2 719 სასწავლო დაწესებულება, აქედან 332 მთლიანად დანგრეულია. გაერო-ს მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 702 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, მათგან 424 ბავშვი. გაერო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არის მხოლოდ აღრიცხულ და დადასტურებულ მსხვერპლთა რაოდენობა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  11. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი. მათივე ცნობით, შედეგად 200 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ. „თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წ####ბი პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით. მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით, პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის“, – აცხადებენ საელჩოში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  12. ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად სრული დატვირთვით ემზადება, – ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თავდამსხმელი „მაკრატელას“ ურტყამს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს 21 წლის ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობა აწუხებდათ. კვარაცხელიას ნოემბრის დასაწყისიდან წელის მწვავე ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი და სერია „ა“-ს ბოლო სამი ტური გამოტოვა. იტალიური გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას საქართველოში კარგად უმკურნალეს. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  13. რუსეთში, კურსკის აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვაიტი ავრცელებს. მისი თქმით, დარტყმის შედეგად ცეცხლი მოედო ნავთობის შემგროვებელ ავზს. სტაროვაიტის ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე საგანგებო და სპეციალური სამსახურები მუშაობენ. კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რიაზანისა და სარატოვის ოლქებში ორ აეროდრომზე თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რუსული მხარის მტკიცებით, დარტყმები უკრაინული დრონებით განხორციელდა. რაიზანის ოლქში მდებარე აეროდრომზე დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი სამხედრო, სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომზე იერიშის შედეგად კი, ორი თვითმფრინავის კორპუსი დაზიანდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  14. ძვირფასო ჯარისკაცებო, ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი, მჯერა ჩვენი გამარჯვების, - ამ სიტყვებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. „ძვირფასო ჯარისკაცებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებო და ვეტერანებო! ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს. ვამაყობ, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი. მჯერა თითოეული თქვენგანის და ჩვენი გამარჯვებას. გულწრფელად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, დაჭრილ ჯარისკაცებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ყველას, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებშია - ძალა და გამძლეობა, შთაგონება და სიხარული, გამარჯვებული მსოფლიო! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზალუჟნიმ. მისი თქმით, ამ დღეს, პირველ რიგში, დაღუპულ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე ფიქრობს და ის გზა უდგას თვალწინ, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა. „ეს არის მეომრების გზა, ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს წინ გამარჯვებისკენ, ამ გზაზე არ რჩება ადგილი შიშისა და სასოწარკვეთისთვის. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და მოვუსპო სურვილი, ოდესმე მომავალში ხელყოს ჩვენი თავისუფლება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. იპნ
  15. ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს და ეს ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. მან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ. გმადლობთ თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი. დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!“ - წერს ზელენსკი „ფეისბუქზე“.
  16. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა. „უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა. IPN
  17. სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების თხოვნა სრულად გამართლებულია, რადგან უკრაინამ 1993 და 2008 წლის ომებში საქართველოს დიდი ჰუმანიტარული, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია. „ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს. ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან. ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა. მისივე თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა, არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ კი „მოიშორა მოძველებული შეიარაღება და მიაწოდა უკრაინას“. „ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით - მოიშორა და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მათი უტილიზაციისთვის. ამას ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს. დიდი ოცეულის სამიტზე თავის გამოსვლაში, რომელიც ახლა G-19-ის სამიტად გადაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აგრესიით, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტერორიზმის შეწყვეტით. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც მოგვაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ირანული დრონები“, - განაცხადა კასიანოვმა.
  18. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იცის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც საქართველოს გვერდით დგას. „ჩვენ ვიცით და მადლიერი ვართ იმისთვისაც, რომ უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ დაჩქარდებოდა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისთვის ჩვენ მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა ამ ფარგლებში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ძველი ხედვის ნაშთი, რასაც ერქვა გეოგრაფიული მიდგომა, საქართველო ევროპა იყო, თუ არა, ეს დისკუსია დამთავრებულია და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა. შემდეგი ეტაპი არის ის სტატუსი, რაც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ პირველ ეტაპზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცი, რომ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, როგორც მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში, რაც დაწყებულია – ჩვენი ევროპისკენ ინტეგრაციის გზა, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სურვილი. ეს პროცენტი არ შეცვლილა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც მხარს დაგვიჭერს. მინდა, გამოვხატო საქართველოს მადლიერება, რათა არა მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ ვიტყოდი, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე პოლონეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი. მაგალითად, 1921 წელს, როცა ჩვენი ოფიცრები სტამბულიდან წამოიყვანა, აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო, ის ოფიცრები, რომლებიც გამოექცნენ სწორედ იმდროინდელ რუსულ აგრესიას და რუსულ ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორია და ეს არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს, დარწმუნებული ვარ, ერთიან მომავალს ევროპაში. პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს, როგორც ახსენა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ გვერდით იდგა პოლონეთი და ძალიან სწორად შეაფასა იმდროინდელი საფრთხე მომავლისთვის, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღესაც პოლონეთი დგას ჩვენ გვერდით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არის პოლონელი და 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს ამ მისიაში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამ ყველაფრისთვის და ჩვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით სრულყოფილი წევრი გაერთიანების, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის. ამისი იმედი გქონდეთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
  19. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, სამოქალაქო დაწესებულებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“. ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის მისამართით განხორციელებული მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, მოლდოვის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოცვივდა. ავტორი - სალომე თორაძე
  20. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეროვნულ პოლიციასთან ერთად, პოლტავის ოლქში, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვით ღონისძიებას აწარმოებს. საუბარია, მგარსკის მამათა მონასტერზე, კრემენჩუკისა და ლუბენსკის ეპარქიაზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვითი ღონისძიება უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ტარდება. ავტორი - სალომე თორაძე
  21. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს კარგ პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. „მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ასევე, შევა ნატო-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს, რათა ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
  22. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს, შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს. მათივე ცნობით, 38 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვისა და ვოლგოდონსკის რაიონებიდან აფრენილმა რვა თვითმფრინავმა გაუშვა, „კალიბრის“ ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის ფლოტმა, კიდევ ათი ფრთოსანი რაკეტა კი, შავი ზღვის რაიონიდან იყო გაშვებული. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთო ჯამში უკრაინის ენერგოსისტემის მთლიანობა სარაკეტო თავდასხმების შედეგად არ დარღვეულა, თუმცა კიევის, ვინიცისა და ოდესის ოლქებში, გარკვეულ წერტილებში დაზიანება ფიქსირდება. რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში სისტემის დასაბალანსებლად ავარიული გათიშვა გამოიყენეს. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „მინდა მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვით ძალებს, ჩვენს ენერგეტიკოსებსა და ჩვენს ხალხს. საჰაერო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. ენერგეტიკოსებმა უკვე დაიწყეს ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენი ხალხი არასდროს დანებდება“, – განაცხადა ზელენსკიმ. mcm.ge
  23. ინტერპოლმა უარი უთხრა რუსეთს ჟურნალისტების ალექსანდრე ნევზოროვისა და ანდრეი სოლდატოვის, ბლოგერ ვერონიკა ბელოცერკოვსკაიასა და ყოფილი პოლიციელის, ოლეგ კაშინცევის, ექსტრადიციაზე. ყველა მათგანი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და იძებნა რუსეთის არმიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცნობების და ყალბი ახალი ამბების გავრცელების მუხლით. გამოცემა „აგენტურის“ თანახმად, ინტერპოლი ამ პირების დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ვინაიდან სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არსებობს პასუხისმგებლობა ფეიკებისა და არმიის დისკრედიტაციის მუხლებით, ინტერპოლი არ მიიჩნევს შესაძლებლად რუსეთის მოთხოვნით ექსტრადიციის განხორციელებას. ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვს რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ გავრცელებული კომენტარების გამო. ჟურნალისტმა ამ თავდასხმას "მიზანმიმართული" უწოდა და აღნიშნა, რომ სამხედროთა მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე ომის დანაშაულად უნდა ჩაითვალოსო. ანდრეი სოლდატოვი არის გამომძიებელი ჟურნალისტი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ის დამოუკიდებელ მედიაში ხშირად აშუქებდა სპეცსამსახურების რეაქციას რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებზე. ვერონიკა ბელოცერკოვსკაია პოპულარული ბლოგერია. მისი მთავარი თემებია სოციალური ცხოვრება და კულინარიული რეცეპტები. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბელოცერკოვსკაიამ დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში, იგი გახდა პირველი ბლოგერი, ვისაც აპრილში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა და ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ოლეგ კაშინცევი პოლიციის გადამდგარი მაიორია. უკრაინაში ომის დაწყებამდეც იგი საჯაროდ იცავდა კრემლის კრიტიკოს პოლიტიკოს, ალექსეი ნავალნის. შემდეგ კი აქტიურად გამოდიოდა უკრაინაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ. უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტს ხელი მოაწერა ახალ კანონს სიყალბისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ. ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ, გათვალისწინებულია 30-დან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმა. რუსეთის მოქალაქეების აქციისკენ მოწოდება კი 50 000-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით ისჯება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“. ამ მუხლებით ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რუსეთში ამ მუხლით უკვე რამდენიმე ათეული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული რადიო თავისუფლება
  24. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ბრეგაძის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით პაემნებისთვის სრულწლოვანი პატიმრები 60 ლარს, არასრულწლოვანი პატიმრები კი, 30 ლარს იხდიან, რაც ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად გაუქმდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი", ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის; იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.
  25. მინდა პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება - ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო სოლიდარულია უკრაინასთან. „საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა, იცის, რომ ჩვენი მომავალი ერთია. მთელი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, არ შეიძლება, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭიროს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა. მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება. ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
×
×
  • შექმენი...