-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გარკვეული დათქმით მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეზოლუციის მეხუთე შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა. გარდა ამისა, დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი ჩანაწერი მოხვდა. ამ შემთხვევაში შესწორების ავტორია ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. „{ევროპარლამენტი} ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც შეეხება ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით; ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“,- ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა. იპნ
-
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა. რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა. შეგახსენებთ, გუშინ, 13 დეკემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე დებატები გაიმართა, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოში შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. გაკეთდა მოწოდებები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ.
-
აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გამოფენის, „საქართველო და შეერთებული შტაბები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ გახსნაზე განაცხადა. დეგნანის განცხადებით, აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, შეენარჩუნებინა სიმტკიცე და ქვეყანაში დაემკვიდრებინა სტაბილური დემოკრატია. „30 წლის წინ, საბჭოთა რეპრესიებისგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ და მანამდე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა სიმტკიცე გადაწყვეტილებაში, დაემკვიდრებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ამ ძალისხმევაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ პარტნიორები ვიყავით და დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი ეს გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს ამ ძალისხმევაში. აქ არის ჩვენი სამხედროების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად გადიან წვრთნებს, ჩვენი ლიდერების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აქ არის ქართველი და ამერიკელი ხალხის ფოტოები. ამ მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით. ჩვენ ვიხსენებთ განვლილს და ასევე ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ“, – განაცხადა დეგნანმა. ექსპოზიცია საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება და ასახავს ორი ქვეყნის ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე. ავტორი - სალომე თორაძე
-
ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესზე თავად სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა. აბრამიშვილის თქმით, კლინიკაში შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს შესაბამისი გამართვა სჭირდება. რაც შეეხება ხაჭაპურიძის კითხვას, მან ითხოვა განმარტება, რატომ ვერ ჩართეს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად მაშინ, როდესაც კლინიკა ტექნიკით აღჭურვილია. „რატომ არ მოხდა ჩართვა? ზოგადად, ჩართვა ხდება ხოლმე მანქანიდან, ქუჩიდან. ნებისმიერი სიტუაციიდან ვერთვებით ხოლმე ადვოკატები, პროკურორები. რა არის მიზეზი, რომ ვერ ჩაერთო ჩვენგან 1 კილომეტრის მოშორებით, კლინიკა „ვივამედში“ მყოფი პატიმარი, რომლის დაცვას, ბადრაგირებას უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახურის დაცვის სამსახური, სადაც განთავსებულია უამრავი ტექნიკა. როდესაც სააკაშვილის სანახავად შევდივართ, გვაჩვენებენ და გვეუბნებიან, რომ რთავენ [კამერებს]. კლინიკა აღჭურვილია ტექნიკით. გუშინ იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და რაღაც კადრების გავრცელებით იმუქრება. თუ ამდენი ტექნიკაა, რა არის მიზეზი, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. იპნ
-
კახა კალაძე სააკაშვილზე - ეს არის სიმულირება - ჭამოს, დალიოს და წონაში არ დაიკლებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია - ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია. როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია ეს სამწუხაროა, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია. პოლიტიკოსებმა ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა ჩვენ საქმეს მივხედოთ“,- აღნიშნავს კალაძე. როგორც კალაძე განმარტავს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. „ეს არის სიმულირება. ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში. პოლიტიკოსებმა ან საკითხზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ“,- აღნიშნა კალაძემ. როგორც კალაძე განმარტავს, ის მიესალმება შეთავაზებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართავს ითვალისწინებს. „ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვინც ამ პროცესში ჩაერთვებიან. შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რაც მნიშვნელოვანია. სააკაშვილის შემთხვევაშიც ასე იქნება“, - აღნიშნავს კალაძე. -
„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს. საზღვაო ქვეითი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. საზღვაო ქვეითი მიმდინარე წლის მარტში, მარიუპოლის დაცვისას დაიჭრა მძიმედ და რუსეთის ტყვეობაშიც იმყოფებოდა. ფოტო: FC SHAHTAR ბათუმელები
-
პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა. „სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ შობა, უფრო თავმდაბალი საჩუქრებით და მოდით, დანაზოგი უკრაინელ ხალხს გავუგზავნოთ, რომელსაც ეს სჭირდება“, - აღნიშნა პაპმა. პონტიფიკოსმა უკრაინელებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი მშივრები არიან და სცივათ, ბევრი კი ექიმებისა და ექთნების ნაკლებობის გამო იღუპება. "მოდით, არ დავივიწყოთ ისინი. დიახ, აღვნიშნოთ შობა მშვიდობით, უფალთან, მაგრამ გულებში უკრაინელებთან ერთად"- დასძინა პაპმა ფრანცისკემ. ინტერპრესნიუსი
-
თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. როგორც კალაძე აღნიშნავს, „ბოლო დღეებში საოცარ განცხადებებს ვისმენთ“. „ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, საოცარი განცხადებები ისმის. მაშინ, რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა? მაშინ, რა საჭიროა მისი შესრულება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღესბათან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ მაშინ, ჩვენ ჩვენ გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ”,- აღნიშნავს კალაძე.
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა. როგორც მედია წერს, ზელენსკი ისტორიაში, მეორე უცხოელი ლიდერია, რომელსაც ახალი ზელანდიის პარლამენტისთვის ოდესმე მიუმართავს. უცხო ქვეყნის მთავრობის ერთადერთი მეთაური, რომელმაც ახალი ზელანდიის პარლამენტს ზელენსკიმდე, 2011 წელს სიტყვით მიმართა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო. ზელენსკიმ ახალ ზელანდიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშვიდობას და გაერთიანდეს იმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გარშემო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე წარადგინა. უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისგან გამოწვეული გარემოსდაცვითი ზიანი, წლების განმავლობაში, მილიონობით ადამიანს შეეხება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის თავდასხმებმა ოკეანეები დააბინძურა და დაზიანდა 7,4 მილიონი ჰექტარი ტყე. ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობამ პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით 3 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამასთან, ოფიციალური უელინგტონი სანქციებს დაუწესებს იმ ირანელ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში არიან ჩართულნი. „უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არ იყო განსაზღვრული გეოგრაფიით, ეს არ იყო განსაზღვრული ისტორიით ან დიპლომატიური კავშირებითა თუ ურთიერთობებით - ჩვენი მოსაზრება მარტივი იყო: ჩვენ საკუთარ თავს დავუსვით კითხვა „რა იქნებოდა უკრაინის ადგილზე ჩვენ რომ ვყოფილიყავით“ - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა. იპნ -
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ვიხილეთ დებატები, რომელიც ევროპისგან დაცლილი იყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენ ვიხილეთ დებატები ევროპარლამენტში, რომელიც თავისი არსით ევროპისგან დაცლილი იყო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებენ. მისივე შეფასებით, არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ. „ევროპარლამენტში გამართული დებატები დაცლილი იყო ევროპისაგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, იმის პარალელურად, რაც „ამ ჯგუფის მხრიდან ევროპარლამენტში ხდებოდა“, ევროპულმა საბჭომ მიიღო ანგარიში, სადაც აღნიშნულია პროგრესი, რაც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით განიცადა. „სხვაობა არის როგორც ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და იმ ევროპარლამენტარებს შორის. სხვაობას ევროპარლამენტართა ამ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისეთივეა როგორც ცა და დედამიწა - არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. იპნ -
დღეს, 14 დერეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. კემბერს, ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერია (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი). 13 დეკემბერს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. ტექსტში მოხსენიებული არიან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. რეზოლუცია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დეოლიგარქიზაციის ქვეთავში ლაპარაკია კერძო ინტერესების გადაჭარბებულ ზეგავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქვე ნახსენებია არა "ოლიგარქი", არამედ "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი" ბიძინა ივანიშვილი. არაფერია ნათქვამი სანქციებზე, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეკომენდაციად არის მითითებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე. ამასთან რეზოლუციის პროექტში შესულია ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხიც. „[ევროპარლამენტი] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებით, მიუხედავად ამ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი არსებითი შეკითხვებისა და კერძოდ, ვადებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით“. რადიო თავისუფლება
-
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. „პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალები მოდის, მაგრამ ვეცდები, დავიწყო პოზიტიურით. როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით და მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად და მისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ქართველების ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დაძლიონ განსხვავებები“, – განაცხადა მიქსერმა. მისივე თქმით, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ამასთან, როგორც მიქსერმა აღნიშნა, გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს. „ზოგიერთი მიმართულებით, წლების განმავლობაში, შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. მაგალითად, მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება, თუმცა როცა მიდგება საქმე საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის დემონსტრირებაზე, ვიწროპარტიული მოსაზრებები და პირადი ანტაგონიზმი ჯერ კიდევ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეროვნული მიზნები. ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა დამაზიანებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი 12 რეკომენდაცია აღქმული უნდა იყოს, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს მთავრობამ ის საუკეთესოდ უნდა გამოიყენოს. გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს: პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიათავისუფლების უზრუნველყოფა, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. კომპლექსური რეფორმების სისტემური შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. მიქსერის თქმით, ერთი კონკრეტული საქმე, რომელსაც ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებდა თვალს, არის ახალი სახალხო დამცველის არჩევა. „მინდა, კომენტარი გავაკეთო, თუ როგორ წარიმართა პროცესი აქამდე, თუმცა ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ საბოლოო შედეგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროცესი. მინდა, გავიხსენო ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ერთი განცხადება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეს ეხება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქმე არ პასუხობს კრიმინალური კანონის ფუნდამენტურ პრინციპებს. ასეთი განცხადება მიუთითებს რამდენიმე საკვანძო სფეროში არსებულ პრობლემებზე. ესენია: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ასევე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის საჭიროება“, – განაცხადა მიქსერმა. ევროპარლამენტარი სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო. „კიდევ ერთი ცნობილი საკითხი არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება საკითხზე და კეთდებოდა მოწოდებები, რომ სააკაშვილს შეძლებოდა საზღვარგარეთ მკურნალობა. ბოლო შემაშფოთებელი ცნობების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ეს საკითხი ახლა უფრო მწვავეა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი თემაა, ამიტომ, მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ განვიხილავთ მის გათავისუფლებას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მიზანი არ არის ამ საქმის სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა. ავტორი - სალომე თორაძე
-
ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. „საქართველო ეკუთვნის ევროპას. ამ ქვეყანას ევროპასთან აშორებდა საბჭოთა რუსეთი. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციას უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც“, – განაცხადა ევროდეპუტატმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი. „სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი პუნქტი ჩამოვთვალო: პირველი – პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეებს შორის; მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა; მესამე – საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას; მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები; დაბოლოს, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. 1ტვ
-
ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს, რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ დახმარება ამ მიზნის მიღწევაში. „ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. ეს მოხდა კოსოვოს აღიარების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ უარი უთხრეს საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე. ევროპას რომ მაშინ უფრო ძლიერი პოზიცია დაეჭირა ამ ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, აგვერიდებინა ეს აგრესიული ომი უკრაინაში. რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ, მას შემდეგ, რაც მისი ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ასევე, საქართველო ასოცირებული ტრიოს ნაწილია. მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ერი და ხალხი რჩება. ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან ახლა. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
მედიის ცნობით, კიევში ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა. ავტორი - სალომე თორაძე -
თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობაზე დასაქმებული დაღამეს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთახში ათევდნენ. „ბიჭები ხაშურიდან იყვნენ და აგვისტოდან მშენებლობაზე მუშაობდნენ. ღამით ელექტროღუმელს რთავდნენ და ისე თბებოდნენ. სავარაუდოდ, ერთს კართან ახლოს ეძინა, მან ხანძრიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეძლო, ორი კი, ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს ობიექტზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტორი - ჟანა დიდებაშვილი -
უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ. „ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურად დაუღუპნენ. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ერთ-ერთი დაღუპული გადაყვანილია კონსტანტინოვსკის პროზექტურაში. ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ. ისინი გმირები არიან, ვაჟკაცები არიან, სიცოცხლე გაწირეს სხვა ბიჭების გადასარჩენად", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით ქუქჩიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 36 ქართველია დაღუპული.
-
გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში შეტანილ შესწორებებს. ზარქუას ასევე ჰკითხეს სვენ მიქსერთან დაკავშირებით, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში და სწორედ სვენ მიქსერის მიერ არის მომზადებული ანგარიში, სადაც კომპრომისული შესწორებები შევიდა, თუმცა, ზარქუამ სვენ მიქსერზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე „ფასიანი ლობისტები“ არიან, ხოლო ევროპარლამენტში პროცესები გამჭვირვალე არ არის და „იქაც აქვთ გამოწვევები“. „ბოდიში, ვერ მოვუსმინე, რადგან გუშინ მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ვინც დაინახა რეფორმები, რასაც საქართველო ატარებს და ამაზე თუ იყო საუბარი, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, მაგრამ იქ სადაც იყვნენ ფოტიგები, კუბილიუსები, კიდე ქალბატონ რაისას ვეძახი, ამისთვის არ მიყურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცი, იქ რაზე იქნებოდა საუბარი. გვარები ვინც დაგისახელეთ ევროპარლამენტიდან, ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები არიან და ამ განცხადებას აქვს საფუძველი - ევროპარლამენტის ვიცე- სპიკერი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ანუ იქ მაინც და მაინც გამჭვირვალე პროცესები არაა, იქაც არის გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ობიექტურად მიმოიხილავს, მნიშვნელოვანია, ხოლო ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ბოდიშს გიხდით, ეს არის ჩემი პოზიცია. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, EPP, რომლის წევრებიც არიან, არ მიყურებია, მაგრამ ვიცი, რა პოზიციებიც ექნებოდათ, კუბილიუსი ჩვეულებრივი ფანკლუბის წევრია სააკაშვილის, ისევე როგორც ფოტიგა, დამფუძნებელია ის ამ ფანკლუბის, დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, ვინც არიან. ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანა არის "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მხარდაჭერა, რომელიც პარტნიორი იყო მათი, სიამტკბილობაში იყვნენ, როცა აქ ტირანია იყო, ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატიის შუქურაა სააკაშვილი”, - განახადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხზე დებატები გაიმართა ევროპარლამენტარებმა განიხილეს ესტონელი ევროპარლამენტარის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. დებატების დროს ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოში შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის გაკეთდა მოწოდებები, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა. კომპრომისულ ვარიანტში ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. იპნ
-
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო. მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.
-
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა საზოგადოებას დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ ამცნო — საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ; სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ. მსგავსი: ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება კალიფორნიაში, ლოურენს-ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში, პირველად ისტორიაში, სინთეზის რეაქციებით მკვლევრებმა იმაზე მეტი ენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ასეთი რეაქციების ჩასატარებლად არის საჭირო. გრანჰოლმის განცხადებით, ეს მიღწევა გზას გაუხსნის წინსვლას ეროვნულ თავდაცვასა და სუფთა ენერგიის მომავალს. „ეს გახლავთ საეტაპო მიღწევა ლაბორატორიის მეცნიერთათვის, რომლებმაც მთელი თავისი კარიერა მიუძღვნეს სინთეზის აალების რეალობად გადაქცევას; თავის მხრივ, ეს საკვანძო მოვლენა კიდევ უფრო მეტი აღმოჩენის საფუძველი გახდება. ეს მიღწევა ისტორიის წიგნებში ჩაიწერება“, — აღნიშნა გრანჰოლმმა. პრესკონფერენციაზე გრანჰოლმის გვერდით იდგა თეთრი სახლის სამეცნიერო მრჩეველი არატი პრაბჰაკარიც, რომელმაც სინთეზის რეაქციის მიღწევას „წარმოუდგენელი საინჟინრო სასწაული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს გახლავთ „ნათელი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია შეუპოვრობას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სინთეზის რეაქციებით ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელი გახდება თითქმის შეუზღუდავი ოდენობის, ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგია, რომელიც ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და ენერგიის სხვა ტრადიციულ წყაროებს. სინთეზის საშუალებით წარმოებული ენერგიით სახლებისა და ბიზნესის მომარაგებამდე ჯერ ალბათ მრავალი წელი გვაშორებს, მაგრამ მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამის მიუხედავად, მიღწევა უზარმაზარია. მსგავსი: ბრიტანეთში „ხელოვნური მზის“ ექსპერიმენტმა ბირთვული სინთეზით ენერგიის მიღებაში ახალი რეკორდი დაამყარა — #1tvმეცნიერება „თოფის გასროლას ჰგავს. უნდა ვისწრაფოდეთ სინთეზის ენერგიის სისტემების ხელმისაწვდომობისკენ, რითაც კლიმატის ცვლილებასაც შევებრძოლებით და ენერგოუსაფრთხოებასაც გავაუმჯობესებთ“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლაზმის მეცნიერებისა და სინთეზის ცენტრის დირექტორი, სინთეზის კვლევების ერთ-ერთი პიონერი, დენის ვაიტი. სუფთა ენერგიის დადებითი ბალანსი მოუხელთებელი მიზანი იყო, რადგან სინთეზი იმდენად მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე მიმდინარეობს, რომ მისი კონტროლი წარმოუდგენლად რთულია. სინთეზი შემდეგნაირად მუშაობს — წყალბადის ატომებს ერთმანეთს ისეთი ძალით აჭერს, რომ ისინი ერთიანდებიან და ჰელიუმს წარმოქმნიან, რა დროსაც უზარმაზარი ოდენობის ენერგია და სითბო გამოიყოფა. სხვა ბირთვული რეაქტორებისგან განსხვავებით, ამ დროს არ წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები. სინთეზის კვლევები ათეულობით წლებია მიმდინარეობს და ამ საქმეში მილიარდობით დოლარი დაიხარჯა; შედეგები ხშირად ამაღელვებელი იყო, მაგრამ სინთეზი წამის განმავლობაშიც არ გრძელდებოდა. ლოურენს-ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის აალების ეროვნულ მოწყობილობაში, სადაც ეს მიღწევა მოხდა, მეცნიერებმა 192 ლაზერი და მზის ცენტრში არსებულზე მრავალჯერ მაღალი ტემპერატურა გამოიყენეს, რათა სინთეზის უკიდურესად ხანმოკლე რეაქცია წარმოექმნათ. ლითონის პატარა ქილაზე ლაზერებმა უზარმაზარი სიცხე მიმართეს. შედეგად კი მიიღეს სუპერცხელი პლაზმური გარემო, რომელშიც შესაძლებელია სინთეზის მიღწევა. მსგავსი: ჩინეთის „ხელოვნურმა მზემ“ პლაზმის სინთეზის მსოფლიო რეკორდი მოხსნა — #1tvმეცნიერება როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი რიკარდო ბეტი, რომელიც ლაზერული სინთეზის სპეციალისტია, ამბობს, რომ ჯერ დიდი დროა იქამდე, ვიდრე ამ გზით მდგრად ელექტროდენს მივიღებთ, მაგრამ ამ მიღწევას ადარებს მომენტს, როდესაც ადამიანებმა პირველად ისწავლეს, რომ ნავთობისგან ბენზინის გამოხდას და შემდეგ მის აალებას აფეთქების წარმოქმნა შეეძლო. სუფთა ენერგიის დადებითი ბალანსის მიღწევა თავად სინთეზის რეაქციას ეხება და არა ენერგიის იმ მთლიან რაოდენობას, რაც ლაზერებისა და პროექტის მოქმედებისთვის დაიხარჯა. იმისათვის, რათა სინთეზი ღირებული იყოს, საჭიროა, რომ მან გაცილებით მეტი ენერგია წარმოქმნას და თანაც დიდხანს. ვარსკვლავების ფიზიკის კონტროლი უკიდურესად რთულია. ვაიტის განცხადებით, ამ წერტილამდე მიღწევა იმიტომ იყო რთული, რადგან საჭირო იყო, რომ საწვავი უფრო ცხელი ყოფილიყო, ვიდრე მზის ცენტრი. საწვავს კი სულაც არ სურს ცხელად დარჩენა — მას სითბოს გაჟონვა და გაციება სურს. ამის შენარჩუნება უკიდურესად რთული გამოწვევაა. სინთეზის კვლევებში წინსვლას უზარმაზარი რესურსები და ძალისხმევა სჭირდება. მეცნიერთა კიდევ ერთი მიდგომა წყალბადს პლაზმად გარდაქმნის, ელექტრულად დამუხტულ აირად, რომელსაც შემდეგ ვეებერთელა მაგნიტებით აკონტროლებენ. ამ მეთოდს საფრანგეთში იკვლევენ 35 სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობით. პროექტს International Thermonuclear Experimental Reactor-ი ჰქვია. შარშან, ამ პროექტებზე მომუშავე ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ამ პროცესში გადამწყვეტად საჭირო მაგნიტების მიმართულებით. მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
-
ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. „ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების მიერ. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ბევრი ტყუილი ითქვა ნატო-ს, ევროკავშირის წინააღმდეგ. არაფერია, თუ არა სამარცხვინო ტყუილი, თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. მედია თავისუფლება უარესდება. ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა გასაოცარ დემოკრატიას, სინამდვილეში კი, მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მიშას გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზეზით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
ევროკავშირის საბჭო - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს. „ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა იყო აღიარებული და ამ ქვეყნებს მიენიჭათ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები იქნება შესრულებული. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია დოკუმენტში. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს რეფორმის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, როგორც ეს ხაზგასმული იყო 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომაზე. „ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ევროკავშირის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 1ტვ -
ვრცელდება ცნობები, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინაში მეომარი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება. უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა. რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 35 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.