-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ხარჯები დააკმაყოფილა, რისი მოთხოვნაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან არსებობდა. დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით 8.8 მილიარდ ევროს შეადგენენ. “ამ ფულით უკრაინა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას შეძლებს. მნიშვნელოვანია უკრაინას იმდენ ხანს ვეხმარებოდეთ, რამდენიც საჭიროა”, - გამოცემის თანახმად, ამის შესახებ გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამმა პოლიტიკოსმა ერთობლივი განაცხადება გააკეთა. იპნ
-
პარტია ,,საქართველოსთვის’’ პარლამენტის წევრებმა ბექა ლილუაშვილმა და მიხეილ დაუშვილმა შეხვედრა გაიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეფასდეს 12 რეკომნდაციის შესრულების პროცესი. "მთავარი გზავნილები შეხვედრიდან: 1. პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ყველა ოპო. პარტიამ და არ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი პროცესს, მიუხედავად იმისა, რამდენად მაღალია ალბათობა მათი კრიტიკულლი შეფასებების გათვალიწინების - ჩვენ ვხედავთ რას და რა ხარისხით ითვალისწინებს ხელისუფლება. 2. კრიტიკული მიმართლებებია - მართლმსაჯულება, სასამართ₾ო სისტემა, ანტიკორუფციული მიმართულება და არჩევნები; 3. დეპოლარიზაციის დასრულება ორმხრივი პროცესია, ხელისუფლებამაც უნდა გადადგას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები. ამ ხალხს ვუსმენდი და გუშინწინ ჩვენი ჩატარებული ბრიფინგი გამახსენდა, თუ არ გინახავთ, ლინკი აქაა: https://fb.watch/jA1T2ZPwDv/", - წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-
უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, ომი უკრაინაში არის შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. „არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
-
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და სამხედროები შესაბამის მომენტს ელოდებიან. მინისტრი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევა აპრილი-მაისში დაიწყება. ამის შესახებ რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა რეზნიკოვს ჰკითხა, როდის ნახავენ „ლეოპარდის“ ტიპის გერმანულ ტანკებს ფრონტზე. „თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების თანახმად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენ ძალიან სველი მიწა გვაქვს, შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხოიანი მანქანების გამოყენება. ვფიქრობ, ჩვენ მათ აპრილში ან მაისში ვიხილავთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა. თავდაცვის მინისტრის თქმით, უკვე 2023 წელს მსოფლიო უკრაინისთვის ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს იხილავს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ყველაფერი ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა. მან ასევე ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ მყოფ სამხედროებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დაღლილები არიან. „რა თქმა უნდა, ისინი დაიღალნენ. ომი ერთ წელზე მეტია გრძელდება. ეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთული პროცესია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სამხედროების როტაციას. თუმცა ეს ომია: ცხოვრების სტანდარტები განსხვავებულია, პირობები განსხვავებულია. მაგალითად, მე შემიძლია დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათით დავიძინო. ეს უკვე ჩვევად იქცა“, -აღნიშნა რეზნიკოვმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები განიცდიან საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობას. „ისინი ასევე დაიღალნენ. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ. ჩვეულებრივ, ისინი კარგავენ ყოველდღიურად, სულ მცირე, 500 სამხედროს მოკლულებით და დაჭრილებით“, – განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიას“ სოლიდარობას უცხადებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მმართველი პარტიიის წარმოწყებულ კამპანიას განცხადებით ეხმაურებიან. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. „ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე, რასაც ასევე ეწირება საქართველოს გრძელვადიანი საგარეოპოლიტიკური ეროვნული ინტერესები. კამპანია, რომელიც დაიწყო პალიტრა ჰოლდინგის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ან ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება; დეპოლარიზაციის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს გააღრმავოს პოლარიზაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა ქართული ოცნებისა და მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მხრიდან. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისა და მომავლის წინაშე და უარი თქვას დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმის განხორციელებაზე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზაციისთვის, შეასრულოს ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავლის მიღწევა. ხელმომწერი ორგანიზაციები ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) დემოკრატიის ინდექსი – საქართველო (DIG) დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) Მედიის ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) Საქართველოს ატლანტიკური საბჭო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) სამოქალაქო იდეა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) უფლებები საქართველო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) მწვანე ალტერნატივა -
ლიტერატურული პრემია „საბა“ ბექა ქურხულის წიგნის „უკრაინული დღიურების“ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსში ბექა ქურხულის წიგნის მიღებაზე უარი თქვა. კონკურსის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ავტორი და გამომცემელი, მწერლებმა – არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა კი, სოლიდარობის ნიშნად, თავიანთი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. „საბამ“ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერა და რომელშიც ხსნიან თავიანთ გადაწყვეტილებას. „საბას“ წერილს, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერეს, უცვლელად გთავაზობთ.
-
კობახიძე - ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა დავით კეზერაშვილის მიერ, კეზერაშვილმა თავის დანაშაულებსა და თავის ტელევიზიას მიხედოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შალვა რამიშვილზე ხდება პოლიტიკური მიზნით და მოტივით ნაკარნახევი შეტევა. „მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი. „პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის „პოსტივის“ ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი. რაც შეეხება ზოგადად ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, – „ამდენი ქალის მოსყიდვა შეძლო კეზერაშვილმა?“ – კობახიძემ აღნიშნა: „ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“. -
ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში დილიდან შეხვედრებს მართავენ. როგორც შეხვედრაში მონაწილე მხარეები აცხადებენ, მათი სასაუბრო თემა ევროკომისიის 12 პუნქტი და საქართველოში აქტუალური პოლიტიკური პროცესებია. პირველი ჯგუფი, რომელსაც ევროსტრუქტურის წარმომადგენლები შეხვდნენ, „ნაციონალური მოძრაობაა“. როგორც ფრაქციის წარმომადგენლებმა, თინა ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს, ისაუბრეს როგორც 12 პუნქტზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. ბეჟაშვილმა ხაზი გაუსვა სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს, ანტიკორუფციული, დეოლიგარქიზაციისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფი უკვე შეხვდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციის წევრებსაც – გიორგი ვაშაძეს, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას. ხათუნა სამნიძის თქმით, ისაუბრეს იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიციაზე თავდასხმებსა და რუსულ კანონზე, რომელიც ხელისუფლებამ აღარ მიიღო, თუმცა ოპონენტებს მაინც აგენტებად იხსენიებს. შეხვედრა შედგა ასევე „გირჩის“ წევრთან, ჰერმან საბოსთან, რომელმაც ევროკომისიის 12 პუნქტსა და ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტების წევრებს შეხვდნენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები დაინტერესდნენ, როგორ მიდის დეოლიგარქიზაციის საკკითხი და სასამართლოს რეფორმები. ოხანაშვილის თქმით, იმსჯელებენ და ევროპულ სტანდარტთან თავსებად კანონებს მიიღებენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია „ლელოსთან“, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან აუდიენციაც. პუბლიკა -
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი ფასი არ აქვს იმას, რას ამბობს ევროპარლამენტი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხზე არაფერი უთქვამთ. კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და შესაბამისად, ეს საკითხი არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ, მათ მსგავსი [პოლიტპატიმრებზე] არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“,- განაცხადა კობახიძემ. მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება. „12 პუნქტის შესრულება ჩვენი ვალდებულებაა. ორი კანონპროექტის მიღებაა დარჩენილი. დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის გარეშე ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით. ეს ყველაფერი გაგრძელდება, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ორი კანონპროექტია მისაღები და ეს კანონებიც სათანადო დროში იქნება მიღებული. ივნისის ბოლომდე ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა Amnesty International-ის წლიურ ანგარიშს, სადაც მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას საქმეცაა ნახსენები. კობახიძის თქმით, არიან ადამიანები, ვისაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და „საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, პოლიტიკური სპეკულაციაა“. „რეალურად ყველამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები და შესაბამისად, საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, პოლიტიკური სპეკულაციაა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. მთავარი არის სიმართლე, გავლენიანი არის მხოლოდ სიმართლე. ამ ქვეყანაში ფასი აქვს სიმართლეს და არა ამა თუ იმ გამოცემას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იპნ
-
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური უარყოფს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ქმნის. ნიკა გილაურმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა. გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური პარტიას ქმნის და ამ პარტიაში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე იქნებიან. ნიკა მელიამაც და ხატია დეკანოიძემაც ეს ინფორმაცია მედიასთან და სოციალურ ქსელში უარყვეს. პუბლიკა
-
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს კიევ-პეჩორის ლავრა სამუდამოდ უნდა დატოვონ. მანამდე, ბერებმა მორწმუნეებს მოუწოდეს ლავრაში ერთობლივი ლოცვისთვის მისულიყვნენ. შეგახსენებთ, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია 29 მარტამდე უნდა დატოვონ. უკრაინის მთავრობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია. იპნ
-
ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს. შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან 6,549,941 ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა. შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი”, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული. შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მფლობელებისა და დირექტორის ცვლილებები შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, იგი უმთავრესად სამშენებლო და ელექტროფიცირების საქმიანობას ეწევა. თავდაპირველად კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან დადიანი იყო, დირექტორის პოზიციას კი ნუგზარ რობაქიძე იკავებდა. ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” 2015 წლის დეკემბერში დაუკავშირდა - იგი უსასყიდლოდ გახდა შპს-ს 30% წილის მფლობელი . 2016 წლის მარტში ალეკო ხვისტანმა კომპანიაში წილი 50%-მდე გაზარდა და ასევე დაიკავა დირექტორის პოზიციაც. 2021 წლის დეკემბერში ხვისტანმა საკუთარი 50% წილი მეუღლეს, მაია ჭელიძეს გადასცა. მაია ჭელიძე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (1992-1995, 1995-1999 და 1999-2004) წევრის, ივერი ჭელიძის შვილია. ამჟამად შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” 50/50 წილებს მაია ჭელიძე და ბონდო ომიანიძე ინაწილებენ, დირექტორი კი ისევ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანია. საიდუმლო შესყიდვები კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძის შვილი ოთარ ჯაფარიძე, ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის მაისამდე სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმდა, ამჟამად კი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ორ საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000070 და GEO170000381) გაიმარჯვა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ ჩანს ამ ორი ტენდერის ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, თუმცა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასი 2,017,789 ლარი იყო. 2017-2019 წლებში შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000600, GEO170000744, GEO180000391, GEO180000491, GEO190000434), ხუთიდან სამ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, ორჯერ კი კონკურენტთან შედარებით დაბალი თანხა შესთავაზა. ჯამურად შეთავაზებული ფასების მოცულობამ 11,059,287 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხუთივე ტენდერის სტატუსი შეჩერებულია ეტაპზე: “წინადადებების მიღება დასრულებულია” და აღარ იკითხება შემდგომი პროცედურები. შესაბამისად უცნობია, საბოლოოდ მიიღო თუ არა ხელშეკრულებები კომპანიამ, თუმცა სავარაუდოა, რომ ხუთივე შემთხვევაში სამუშაოები შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” შეასრულა. პოლიტიკური შემოწირულებები ალეკო ხვისტანი და შპს “ელექტრო სერვის მოტაჟის” 50% წილის მფლობელი ბონდო ომიანიძე მსხვილი პოლიტიკური შემწირველიც არიან, მათ ჯამში 230,000 ლარის შეწირულება აქვთ გაღებული: ალეკო ხვისტანმა 2014-2020 წლებში, პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ჯამში 110,000 ლარი შესწირა. ბონდო ომიანიძემ 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი, 2020 წელს კი პარტია “ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა დასკვნა და რეკომენდაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს “ელექტრო სერვის მონტაჟის” ჩართულობა სახელწიფო შესყიდვებში კითხვის ნიშნებს აჩენს. მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა -
„რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ ეხება მხოლოდ ქალებს. გაცილებით მძიმე რამე ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კანონმორჩილი ადამიანი ხარ თუ არა, თუ სისტემას დასჭირდა შენი განადგურება, ის მოგაკითხავს...“ სოფო ხორგუანი სტუმრად დიანა ტრაპაიძესთან „დღის ამბებში“ 338219675_746667890261244_794173371575529849_n.mp4
-
როდესაც ამბობენ, ახალგაზრდებმა უნდა გაიყვანონ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს, ამაზე სულ პროტესტი მაქვს. დიახ, ისინი უნდა იყვნენ ზურგში, მაგრამ იმ სიბინძურეს, რასაც ახლა ვუყურებ, ამ პროცესში მათი გასვრა არ მინდა. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ შემდეგ მოსულ თაობას ამასთან შეხება არ დასჭირდეს, - ამის შესახებ სოფო ხორგუანმა დიანა ტრაპაიძესთან "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა. 337854261_800282538283682_1794982112266065220_n.mp4
-
მეგობრებო, მოქუჩდით უნდა ვიტრაბახო! გული რომ გაგიჩერდება ისეთი ამბავია, ჩემი უფროსი ძმის Zaza Kutubidze და უმცროსი დაიკოსს თამარ ბერძენიშვილი , შვილმა ,, გადარია დუნია” Mari Kutubidze მსოფლიოს პირველი ხუთეულის ყველა უნივერსიტეტმა არამარტო მიიღო, გრანტები და სიკეთეებიც დააყარა: ჩიკაგოს უნი, ჰარვარდი, პენსილვანია, ვაშინგტონის სენტ ლუისის უნი, კოლუმბიის უნი, ნიუიორკის უნი. მარი ირჩევს ჰარვარდს! სსიპ – ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ ! კიდევ უამრავი წარმატებული და განათლებული ახალგაზრდა გაგეზარდოთ! მარტო #წინევროპისკენ ?!იმის იქით- ოკეანის გაღმაც ,,გადირია მსოფლიო” ! ამათთვის მინდა, ეკუთვნით და აუცილებლად ექნებათ ღირსეული სამართლიანი ქვეყანა! _ წერს სოციალურ ქსელში ლალი კუტუბიძე. მარიამ კუტუბიძე
-
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართული არის, განსაკუთრებით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ. მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება. „ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. „ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. ერთი თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, ჩინეთმა ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. ავტორი - ლევან ახალაია
-
შარლ მიშელის თქმით, მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა. მისივე თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესი საგრძნობ და დადებით შედეგს მოუტანს მოლდოვის მოქალაქეებს. „მოლდოვა სულ უფრო ხშირად ხდება მტრული რუსული დაზვერვის სამიზნე. ბოლო თვეებში რუსეთი და მისი დაქვემდებარებულები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას და ამისთვის იყენებენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, ახდენენ საპროტესტო აქციების ინსცენირებას და სხვა ძირისგამომთხრელ ქმედებებს მიმართავენ. ჩვენ ვგმობთ დესტაბილიზაციის ამ მცდელობებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა. მიშელმა ასევე მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, გააგრძელონ რეფორმების გატარება. კერძოდ, მან ახსენა სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია. ამასთან, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია მოლდოვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს ზაფხულში წარადგენს. მისივე თქმით, ეს იქნება „არსებითი და წონიანი“ დახმარება. ავტორი - ლევან ახალაია
-
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურებიან, რომლებიც მათივე განცხადებით, სექსუალურ შევიწროებას ეხება. ოპოზიციური წევრები საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის „პოსტ-ტვ“-ს დამფუძნებელი და წამყვანი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და მისი თავმჯდომარე დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა მათ ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია ან განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის პოზიცია, რომლებიც შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით ცდილობენ ამ ქალების დამცირებასა და შეურაცხყოფას. ჩვენთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ამ საკითხს ეხება. ამ პროცესში აუცილებელია ფაქტების ობიექტური გამოძიება, ქალების მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება, რათა ეს გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, რომლებთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ზოგადად საბჭო არ გაითვალისწინებს ჩვენს მოწოდებებს და შეინარჩუნებს დუმილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ ის იმართება ქართული ოცნებისა და პოსტ-ტვ დირექტივებით და ნებისმიერი მოქმედება მათ მიერ განხორციელებული იქნება ფორმალური და მოჩვენებითი. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ პროცესებში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბჭოს კარგად გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბწოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას უერთდებიან შემდეგი პარტიები: პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი - ნინო წულაძე; პრაქცია „ლელო პარტინიორობა საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი -ვახტანგ სურგულაძე; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ნინო კვიტაიშვილი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ბარბარა ჯიმელი სულაშვილი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ლილე ლიპარტელიანი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - ანა გოგოლაძე; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი - სოფო ჯაფარიძე; ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი - სალომე კობალაძე;
-
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ბ.ტ. 2023 წლის 14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ხ.-მ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 23 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ლ.ხ. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე მხილებული იქნა 1974 წელს დაბადებული გ.ქ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ქ.-მ, 2020 წლის სექტემბერში, სხვა პირისადმი მესაკუთრეობითი დამოკიდებულების მოტივით, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და მოახდინა მიმოწერის ამსახველი ფოტოების, ე.წ. „სქრინშოთების“ გადაღება. მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, გ.ქ. კუთვნილ მობილურ ტელეფონში მათ უკანონოდ ინახავდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი მიმოწერის საიდუმლოება. გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი -გარდაბნის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პალიტრა
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა დღეს გაიმართება. ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
-
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, პრინციპულ და სამართლიან ნაბიჯად აფასებს. „გვაქვს საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, სამშაბათს, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. "ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარებული აქვს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის გერმანიაში, ბელგიასა და ისლანდიაში. იპნ
-
შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ინფორმაციით, გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. -
უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებს ბახმუტი მამაცურად უჭირავთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეპიცენტრად რჩება 4 ქალაქი: ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა და მათი შემოგარენი, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 57 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბახმუტს, გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქზე შტურმს განაგრძობენ, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებს ბახმუტი მამაცურად უჭირავთ და მრავალრიცხოვან შეტევებს იგერიებენ. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა. რადიო თავისუფლება