Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“, - წერს დანილოვი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. იპნ
  2. გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანელი ინფორმატორების გადაბირებას ახორციელებდნენ. ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. „საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერს გამოცემა. Focus-ის წყაროს ცნობით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით. იპნ
  3. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. "ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავენ. „ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია შევცვალოთ და არც რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ვრჩებით ნატო-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
  4. ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა. „რა მოხდა და არაფერი. მოხდა ის, რაც ნორმალურად ხდება ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკაში. ჩვენ ბოლო კონტაქტი გვქონდა 9 მარტს, როდესაც მან შემატყობინა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, — განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ტვ პირველს“. „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ სამსახურს თითქმის ხუთი წლის განმავლობაში უწევდა. „ურთიერთობა იყო იურიდიულ ფირმას შორის და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება. გასაგებია, რომ მე ტელეეთერებში ყველაზე ხშირად ვჩანდი, მაგრამ მხოლოდ მე არ ვიყავი ერთადერთი ადვოკატი, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა. ეს იყო იურიდიული ფირმის მანდატი, რომელიც ამ ფირმამ გასწია პრაქტიკულად 5 წელი“, — განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. პოლიტიკაში წასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ვიქტორ ყიფიანმა თქვა: „დღეს მე ასეთი გეგმები არ მაქვს“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ყიფიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“. კითხვაზე, კობახიძის მიერ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოცხადება იყო თუ არა მისთვის შეურაცხმყოფელი, ვიქტორ ყიფიანი პასუხობს: „არა, აბსოლუტურად. საერთოდ არ ვანიჭებ მნიშვნელობას ასეთ შეფასებებსა და ხმებს“, — დასძინა მან. იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (წარსულში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“), რომლის უფროსი პარტნიორიცაა ვიქტორ ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების ბოლო განცხადება 28 თებერვალს გაავრცელა. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებდა და იცავს მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში. 13 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ვიქტორ ყიფიანი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარაა. ნეტგაზეთი
  5. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა. „საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რომ ის პირადი, ოჯახური პირობების გამო და ნებაყოფლობით… ადამიანი იცვლის ხოლმე სამსახურს. ერთი სამსახურიდან გადადის მეორეში, გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. მოითხოვა, რომ მას მოხსნოდა უფლებამოსილება და შეუწყდა უფლებამოსილება“, — ამბობს ლევან მურუსიძე. ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია, რადგან მოსამართლეებს ჟურნალისტების გამო მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. მაკა გველესიანი პირველი მოსამართლე არაა, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მანამდე ასევე უვადოდ გამწესებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. მაია სვიანაძის თქმით, მისი წასვლა არც კონკრეტულ საქმეს და არც რამე სახის პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა. ნეტგაზეთი
  6. რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით. პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ ადრე თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ. როგორც პუტინის სიტყვებიდან ჩანს, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს. ასეთი ჭურვები არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს, თავად რუსეთი მათ ასეთად არ მიიჩნევს. თვითონ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს „ასიათასობით ასეთი ჭურვი აქვს“. მაგრამ მოსკოვს უკიდურესად მკვეთრი რეაქცია ჰქონდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე. მან ლონდონს ბრალი დასდო ბირთვულ ესკალაციაში და საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ამასთან, პუტინის ამავე ინტერვიუდან ჩანს, რომ ბელარუსს სარაკეტო კომპლექსი დიდი ბრიტანეთის განცხადებამდე გადასცეს. თვითმფრინავების მოდიფიცირებაც ადრე მოხდა. აშკარაა, რომ საცავის მშენებლობაც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გაგზავნას აპირებს. პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსს ბირთვულ იარაღს კი არ გადასცემს, არამედ საკუთარ იარაღს განათავსებს მის ტერიტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა მოიტანა აშშ-ის მაგალითი, რომელსაც თავისი ბირთვული იარაღი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს განლაგებული. პუტინმა ინტერვიუში ასევე რუსეთისთვის მუქარად მიიჩნია დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის ამუნიციის მიწოდება. მან საბჭოთა ტერმინოლოგია გამოიყენა და მათ „ომის გამჩაღებლები“ უწოდა. პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა უკრაინაზე სამჯერ მეტი ამუნიცია აწარმოოს და რომ რუსეთის ტანკების საერთო რაოდენობა სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის არმიისა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიარაღების წარმოების გაზრდა რაიმე შეზღუდვებს არ გამოიწვევს უკრაინის ეკონომიკისთვის. რადიო თავისუფლება
  7. უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარედ (მეტრო სადგურ „ისანთან“) 26 მარტის 10:00 საათიდან 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფილი საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3, 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქეთევან წამებულის გამზ. 71, 71ბ, 77, 79, 91, 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, მოსკოვის გამზ. 1, 3, 5, 7, 7/1, 9, 11, 13-ში მდებარე შპს „ჯეი 1“ საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, სამგორის ჩიხი 5-ში (ახლ. გ. ნადარეიშვილის ქ. 5, 5ბ), სამგორის ჩიხი 8-ში, სამგორის ქ. 16-ში (16-ის მიმდებარედ) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს „ბრაუნი“-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს „მაილინ გრუპი“-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს. დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე მიმდებარედ არსებული საკვებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ „ისანი“-ს მიმდებარედ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი „ალაზანი“, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს „Uნიქუე შტაყ Hოტელს“, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს „კოკო“, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა“, აწყურის ქუჩაზე – შპს „ვარკეთილი 95“, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ „სოფიო გაბედავა“, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008“, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფილი არამიანცის სახელობის საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებს, მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა. მოსკოვის გამზირის 9ა-ში მდებარე შპს „ბალავარი პროპერტის“ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე სამგორის ჩიხში – შპს „ბარზო“-ს, შპს ,,ნიკორა ტრეიდს“, შპს ,,კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიებს“, სს ,,თბილისის თამბაქოს“, სს ,,ქაშანაურს“, სს ,,კრისტალი 94“-ს, ი/მ ჯანო თოდუას, შპს „სანდოს“, შპს ,,აგროსისტემებს“, ი/მ ზაზა ბუჯიაშვილს, შპს ,,აისბერგს“, შპს ,,ბლიცი 4X4“-ს, შპს ,,შირაქს“, შპს „ჯეოსტარს“, შპს ,,აირსერვისს”, სს ,,თბილისის თამბაქოს“, შპს ,,დაფნას“, შპს ,,სამგორი 94“-ს, შპს ,,სამგორი 2014“-ს, შპს ,,მემონტაჟე ნიკა“-ს. მეველეს ქ. 3-ში – შპს „თბილისი 94“, ი.მ ნუნუ მგელაძე, შპს გიორგი 94“, სს ,,კედარი“, ი.მ ბესიკ აფციაურს, შპს ,,ინვესტიკო ჯგუფი, შპს ,,დოლაბაური 2022“, შპს ,,ლორდსი“, შპს „კოლხიდა“, შპს „ივერია ჰაუსი“, შპს ,,ქართლი უნივერსალ სერვისი“, შპს ,,ნავთლუღი-ავტოსადგომი“, ი.მ მამუკა მახარაძის, ი.მ ამირან ჯანელიძის, ი.მ ნაირა ტუხაშვილის და ი.მ ილია ბაგალიშვილის კომერციულ ობიექტებს, ქეთევან წამებულის გამზირის 67-ში – შპს „თი ბი სი ბანკი“, შპს „ატმია ინთერნეიშენალ ჰოსტელი“. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ორშაბათს, 27 მარტის 10:00 საათიდან და დასრულდება 22:00 სთ-მდე. „თბილისი-ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.
  8. წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეშვიდე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  9. დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ფასების ერთმანეთთან შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს. „პირველად ეს მოხდა 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დავაწესეთ. მაშინვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მეორედ კი ეს მოხდა 15 მარტის შემდეგ, როდესაც რეფერენტული ფასები კიდევ 300 მედიკამენტზე ამოქმედდა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის რამდენიმე მოთამაშემ ონკოლოგიურ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა. ამით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებასაც, მინდა, გამოვეხმაურო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე ოთხ და ხუთ კომპანიას ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზეც ვაცნობეთ კონკურენციის სააგენტოს. სწორედ ასეთ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
  10. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს. „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც. ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ. როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას. დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, - ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას. მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება. წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3) ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს. ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - აღნიშნულია წერილში.
  11. „აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. მათ შორის საუბარია, მიგრაციის ეკონომიკაზე გავლენაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%. “საერთაშორისო ვიზიტორებისგან გენერირებული შემოსავალი გაიზარდა და პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა აღნიშნული შემოსავლის დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტორების, მაგ. რუსეთის მოქალაქეების მიერ არის გენერირებული. რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში თითქმის 9 500 ასეთი ახალი კომპანია დარეგისტრირდა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების ნახევარი ბოლო 9 თვის განმავლობაშია რეგისტრირებული. მიგრაციისა და, ასევე, დანარჩენი მსოფლიოდან დიდი რაოდენობით ტურისტების შემოდინების შედეგად, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა (2021 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით - 183%-ით, პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით - 8%-ით). ამგვარმა აღდგენამ კი განაპირობა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება (მაგ. 2022 წლის მესამე კვარტალში პირველად დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური მაჩვენებელი 2018 წლის მესამე კვარტალის შემდეგ და წინა რეკორდს 387 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა),”- ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში. ავტორი: თაია არდოტელი
  12. დავინახე, გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ, ის სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი თითქოს იყო ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად ოპოზიციას გულშემატკივრობს და მისი ამოცანა ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის დემონსტრირება იყო. „ისეთი განცხადებები იყო, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია, მათ შორის, ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციული გეგემებით, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. მე დავინახე, გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ, ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი თითქოს იყო ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია. მთლიანობაში ის შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის დემონსტრირება იყო პრეზიდენტის ამოცანა. ალბათ, ეს ყველაზე მეტად ჩანდა ამ განცხადებებიდან“, - განაცხადა სარჯველაძემ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი „ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია. „ცოტა მეტი უნდა ვისაუბროთ წინდახედულობაზე და ალბათ, კვალიფიციურობაზეც იმიტომ, რომ ოლიგარქობა მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას არ ნიშნავს, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მიიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს. მან გადასარევად იცის, სად და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ეს არის საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისად არ მგონია, რომ პრეზიდენტს დამატებითი კითხვების დასმის საფუძველი და მიზეზი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, როდესაც ის ამ განცხადებებს მაინც აკეთებს ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ. არ ვიცი, პოზიციების ეს ცვალებადობაც რამ განაპირობა, როდესაც 2018 წელს ის პრეზიდენტად უნდა არჩეულიყო როგორი იყო მისი პოზიცია და დღეს რამ განაპირობა ეს ცვლილება. ალბათ, ამაზე კითხვები უნდა დაუსვათ პრეზიდენტს“,- განაცხადა სარჯველაძემ. მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის განცხადება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე და აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენად შეფასებული აქვს პრეზიდენტს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში, შესაძლოა უწევდეს. „როდესაც თავს ესხმოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამის პასუხად, პრეზიდენტი ისეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, როგორსაც შესაძლოა ის აპირებდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი შესაფასებელია. არ ვიცი, რამდენად შეფასებული აქვს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას, ამ შემთხვევაში, შესაძლოა უწევდეს, თუ აქვს პოლიტიკური ამბიცია და გეგმები“, - განაცხადა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოზიციაში ცვლილება რამ განაპირობა ამის ახსნა ზურაბიშვილს მოუწევს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით. მან ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია. კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოლიგარქია, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია. ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით”. IPN
  13. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. IPN
  14. ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა. ბევრმა არ იცის, რომ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს წინა რიგებში საამაყო საჯარო მოხელესთან ერთად, ჩვენი გუნდის უნიჭიერესი ახალგაზრდა - ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე იდგა, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. "კოკას წარდგენა არ სჭირდება - საზოგადოება კარგად იცნობს როგორც ნიჭიერ პოეტს. მაგრამ ვიცნობდეთ მას როგორც კარგ პოლიტიკოსს და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდას. აქციაზე კოკა დააკავეს და პოეზიის საღამოს დღეს პროცესი დაუნიშნეს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  15. გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
  16. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე, შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. „პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებს კი თათია სამხარაძე კარადაში დახვდათ“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილიც იმყოფებოდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
  17. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ არ აპირებს კომენტარი მისცეს რომელიმე მედიასაშუალებას სალომე კენჭიაშვილის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის უკან დაბრუნების თაობაზე. „მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“, - დაწერა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკის გვერდზე. ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონმა და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილმა უარი თქვა მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. კეკელიძემ რადიო თავისუფლების მიერ სალომესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ თქვა, რომ მზად იყო დაენიშნა მისთვის მარო მაყაშვილის სტიპენდია ერთი წლის ვადით. სტიპენდიის ოდენობა თვეში 100 ლარი იყო. ასევე ნახეთ „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ისაუბრა სალომეს უფროსმა დამ, სოფია კენჭიაშვილმა, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. 2021 წელს მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო. გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია. თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები "ფლირტი იყო". "ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი", - წერს სოფია კენჭიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.
  18. ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. შეხვედრის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური არხების მეშვეობით „პირდაპირ შევატყობინე, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი მსურს”. გამოცემის თქმით, ზელენსკიმ პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისთვის შუამავლობისა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის თხოვნით მიმართა. ამავდროულად, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოხატა ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ ადგილზე “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” უნდა იყოს. იპნ
  19. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი 2023 წელს ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. პირ­ველ ამ­ხა­ნა­გურ მატჩს ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დი 25 მარტს, მონ­ღო­ლე­თის ნაკ­რებ­თან ითა­მა­შებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მონ­ღო­ლეთს პირ­ვე­ლად ხვდე­ბა. მატ­ჩი ერ­თგვა­რი მო­თელ­ვაა კი­დევ უფრო დიდი სა­ფეხ­ბურ­თო ზე­ი­მის წინ, რო­მე­ლიც 28 მარტს შედ­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტის მე­ო­რე მატჩს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პირ­ველ ტურ­ში ნორ­ვე­გი­ას უმას­პინ­ძლებს. ორი­ვე მატ­ჩი ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი დი­ნა­მო თბი­ლი­სის ბა­ზა­ზე მზა­დე­ბას აგ­რძე­ლებს და ბა­თუმ­ში 24 მარტს გა­ემ­გზავ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია შე­უ­ერ­თდა და 22 მარ­ტი­დან გუნდთან ერ­თად და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. "ნა­პო­ლის" მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბზე - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შან­სებ­ზე AMBEBI.GE ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს აჩი არ­ვე­ლა­ძეს ესა­უბ­რა: "ბოლო დროს ხვი­ჩა­ზე იმ­დე­ნი კარ­გი და­ი­წე­რა, ძნე­ლია, რამე ორი­გი­ნა­ლუ­რი ვთქვა, უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ გვყავს ქარ­თვე­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვი­ჩა უნაკ­ლოა". - ამ­ბობს და უჭირს მისი, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის ვინ­მეს­თან მარ­ტი­ვად შე­და­რე­ბა. "მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, მას წარ­მა­ტე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო, კი­დევ, მი­ნი­მუმ ისე თა­მა­ში, რო­გორც ახლა თა­მა­შობს. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უფრო და უფრო მაგ­რად ითა­მა­შებს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­საც და სა­დაც იქ­ნე­ბა, მათ გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც მუდ­მი­ვად გა­ა­ხა­რებს. ხვი­ჩა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, სწრა­ფი, ჭკვი­ა­ნი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს კომ­პო­ნენ­ტი, რი­თაც ის გა­მორ­ჩე­უ­ლი არ არის. ზო­გა­დად, იშ­ვი­ა­თია ხოლ­მე ფეხ­ბურ­თელს ასე ერ­თად ჰქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თე­ლებს ახა­სი­ა­თებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვი­ჩა უნაკ­ლოა. ცნო­ბი­ლია, რომ ის ბევ­რს მოს­წონს და ბევ­რს უნდა, თა­ვის გუნდში ჰყავ­დეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იტა­ლი­ა­შია და, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლა­საა. მან ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა მა­რა­დო­ნას სტა­დი­ონს და ქა­ლაქს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ ფეხ­ბურ­თი და აღ­მერ­თე­ბენ ამ სპორ­ტს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე უყ­ვართ და აფა­სე­ბენ ხვი­ჩას. ჩემი შვი­ლის ხნი­საა და ისიც მა­ხა­რებს, რომ ასე­თი კარ­გი, ზრდი­ლი და ემო­ცი­უ­რი ბი­ჭია, ასე წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს, ეს არაა მარ­ტი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი გვყავს ქარ­თვე­ლებს. დღეს ხვი­ჩას ბევრ ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს ადა­რე­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­სი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით, ვინ­მე ერთ კაცს პირ­და­პირ არ ჰგავს, ვი­ნა­ი­დან ის ისეთ პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს, რომ ასე­თი გა­რე­მარ­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სხვა­ნა­ი­რი სტი­ლი­სა­ნი არი­ან - უფრო სწრა­ფე­ბი, უფრო მოძ­რა­ვე­ბი. ხვი­ჩას თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აქვს, რაც მის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას უფრო უს­ვამს ხაზს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე მარ­ტი­ვად მას ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ. ხვი­ჩა გუ­ტის­ნა­ირ გო­ლებს არ იტანს, შე­იძ­ლე­ბა მის­ნა­ი­რი გა­და­ცე­მე­ბი ჰქონ­დეს (მაგ. ქუს­ლით), მაგ­რამ გუ­ტის პო­ზი­ცი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბევ­რი გოლი არ აქვს. გუტი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი და „რეალ მად­რი­დის“ ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი იყო, დიდ გუნდში დიდ­ხანს თა­მა­შობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუტი შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს. ახ­ლა­ხან მა­ი­სუ­რი გა­უგ­ზავ­ნია და გა­ა­ხა­რა ხვი­ჩა. მოკ­ლედ, გუტი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და ის რომ მო­გე­წო­ნე­ბა, გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ნაკ­რებს, მონ­ღო­ლე­თი სათ­ვა­ლავ­შიც არ არის, მთა­ვა­რია ნორ­ვე­გი­ის თა­მა­ში. სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებ­თან ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმ იმე­დით ვართ, რომ ეს თა­მა­ში უნდა მო­ვი­გოთ, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა გუნდს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო 2 ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­აკ­ლდა. ერთი ჰა­ლან­დია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ნორ­ვე­გი­ის, შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლა­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ“. ნანა ფიცხელაური
  20. 25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მისი მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს გმობენ. განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიიჩნევენ, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიზნად ისახავს, ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. „ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე იყო და დღემდე აქტიურად მუშაობს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 22 მარტს “ხალხის ძალის” წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტარიელ ნაკაიძეს ასე მიმართა: “20 წელია მე შენ გიცნობ და ვიცი, რომ შენ ხარ აგენტი”. ხელმომწერების თქმით, სუბარის თანამოაზრე და რუსული კანონის კიდევ ერთი ინიციატორი ვიქტორ ჯაფარიძე კი თავს დაესხა დეპუტატს და ზურგში მიკროფონი ჩაარტყა, რასაც მოჰყვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ტარიელ ნაკაიძეს “მძიმე რეპუტაცია”აქვს. „ტარიელ ნაკაიძე, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისგან განსხვავებით, პარლამენტის ტრიბუნას ხშირად იყენებს ადამიანის უფლებების დასაცავად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და ლგბტქი ადამიანების გამოწვევებზე სასაუბროდ. უმცირესობების უფლებები არის იმ ევროპული ღირებულებების ნაწილი, რომელიც სიღრმისეულადაა დაცული ევროკავშირში და ჩვენი ტრადიციის ორგანული ნაწილია. ხელისუფლების მიერ წარმოებული სიძულვილის ენა და საზოგადოების გახლეჩაზე ორიენტირებული პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებას, შეუქცევადად აღრმავებს პოლიტიკურ ველზე არსებულ პოლარიზებას და აზიანებს მრავალფეროვან და პლურალისტურ გარემოს“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ტარიელ ნაკაიძეს და მოუწოდებენ უმრავლესობის წევრებს, შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დამცველ ადამიანებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობის პლატფორმა პანკისის სათემო ორგანიზაცია პლატფორმა სალამი მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო Სოლიდარობის მეზუემი სოლიდარობის თემი იორმუღანლოს სათემო ცენტრი ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი თბილისი პრაიდი საფარი საქართველოს სასამართლოს გუშაგი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG ქვიარ ასოციაცია – თემიდა თანასწორობის მოძრაობა უფლებები საქართველო ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მწვანე ალტერნატივა მწვანეები პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHR რაჭის სათემო ორგანიზაცია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  21. „გადაწყვეტილების მიმღებია ქართველი ხალხი და ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ 2 კვირის წინ, როდესაც საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე გამოვიდა მშვიდობიანი პროტესტით ევროპული არჩევანის დასაცავად“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან” ინტერვიუში დადებითად უპასუხა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ასევე დასძინა, რომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, თუ სად მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები და მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში ივანიშვილი. დეგნანმა თქვა, რომ ის ახალქალაქში იმყოფებოდა და პრეზიდენტის ინტერვიუ არ უნახავს. კითხვაზე, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის კონტექსტში ხედავს თუ არა დეოლიგარქიზაციის და ბიძინა ივანიშვილის როლს, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ სტატუსის მიღება დამოკიდებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. „ეს დამოკიდებულია ყველაზე, პარტნიორებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობაზე, რეფორმებზე, რომლებიც დღეს არ დაწყებულა და გარკვეული პროგრესი სახეზეა, თუმცა უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პროექტი, არამედ მთლიანად საქართველოს მოქალაქეების პროექტია. ყველამ უნდა შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის არა — ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად შესრულებაზე. ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და იმედია, რომ ხელისუფლება მოუსმენს ხალხს“, — განაცხადა დეგნანმა. ის ასევე გამოეხმაურა ფაქტს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეწყალება. „ეს მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. და აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია სივრცის შევიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ერთი და იგივე ხედვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდებოდეს ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რაც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“, — განაცხადა დეგნანმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს ღია საკითხია“. ნეტგაზთი
  22. უმრავლესობის დეპუტატებით დაკომპლეტებული ანტიდასავლური მოძრაობის ერთერთ ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს საკუთარი თანამებრძოლი დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, სოსო ტყემელაძეა. ხუნდაძის თანაგუნდელი დავით კაჭარავა კი რაგბის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეა, საიდან გადაყენებასაც რაგბის გულშემატკივრები პეტიცით ითხოვენ. პუბლიკა
  23. მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო. „ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში… მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის ასეთ შეურაცხყოფას, ჩვენ არ ვაპატიებთ ამ სიკვდილსა და დაზიანებებს. ცალ-ცალკე მინდა, მივესალმო ყველა ჩვენს მეომარს, ვინც მტერს საპასუხო დარტყმებს აყენებს. ვინც არკვევს იმ პოზიციებს, საიდანაც ჩვენი ქალაქები იბომბება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
  24. კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორც გზამკვლევი, ევროკავშირის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად მიიღება გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი. „გასული დღეების განმავლობაში მქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტი ახალციხეში, ახალქალაქში და, შესაბამისად, არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა პრეზიდენტის ინტერვიუ. გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც საქართველოს ასი ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიდა და მშვიდობიანად დააფიქსირა თავისი ძალიან მკაფიო არჩევანი ევროპისკენ, ეს იყო თბილისში, ეს იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხალხის არჩევანი იყო, რომ ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო, გვინდა ევროპა და კარგად დავინახეთ, რა ძალა აქვს ხალხის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორც გზამკვლევი, ევროკავშირის მიერ. ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ეს არის ის რეფორმები, რაც დღეს არ დაწყებულა და დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთელი საქართველოს, მისი მოქალაქეების პროექტი და უმჯობესია, რომ, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე. შესრულდეს 12 რეკომენდაცია, რაც მთავარია, არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად. ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და ეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ავტორი - თამარ წიკლაური, თამარ მუშკუდიანი
  25. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში[1] და დაადგინა, რომ:[2] ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა ⮚დარღვევების მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია[3] შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%). მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია. 2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%). 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა. დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს,[4] 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა. 2022 წელს უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ. მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება,[5] რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს. 2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი - 8 ტიპის დარღვევა აქვს ზურაბ ხაჩიძეს, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და მისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა; საყურადღებოა, ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია. რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი. საგანგაშოა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების მითითებასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა. თუ 2019 წელს უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ში ვხვდებოდით ამ ტიპის დარღვევას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა (იხ. ცხრილი). როგორც ცხრილი გვიჩვენებს, წინა წელთან შედარებით დარღვევების 7 კატეგორიიდან 6-ში გაუარესებული მაჩვენებელი გვაქვს. ოჯახის წევრების მონაცემებთან ერთად, ბოლო ოთხი წელია ყოველწლიურად იზრდება ხელშეკრულებებთან და საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის არ/არასწორად მითითების შემთხვევები. საგანგაშოდ მიგვაჩნია, თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის უპასუხოდ დატოვება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ია, მაშინ როცა 2019 წელს 11% იყო. თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების წარდგენისას ინფორმაციის მასშტაბურად დამალვა/არ მითითება ან არასრულად წარდგენა, გარდა იმისა რომ კანონის პირდაპირი დარღვევაა, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან გარე მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელებას. ამასთან, მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ არ ქვეყნდება ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევის მასშტაბის შესახებ. ბიუროს ანგარიშიდან შეუძლებელია გავარკვიოთ რამდენი და რა ღირებულების უძრავი ქონება არ მიუთითა თანამდებობის პირმა (მაგალითად, აგარაკი თუ ავტოფარეხი ან სხვენი, ერთი ქონება თუ რამდენიმე და ა.შ.). ⮚არცერთი მიმართვა პროკურატურას 2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არც ერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან. სამწუხაროდ, საქართველოში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის გამოსავლენად.[6] 6 წლიანი მონიტორინგის შედეგად ჯამში პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გაიგზავნა, მაშინ როცა წლიდან წლამდე იზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, სავარაუდო შემთხვევათა სია. პროკურატურაში გაგზავნილ დეკლარაციათა დაბალი რაოდენობა და შესაბამისი რეაგირების არ ქონა მონიტორინგის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს. 2017-2022 წლებში მონიტორინგის შედეგად სულ 2268 დეკლარაცია შემოწმდა; აქედან დარღვევა აღმოჩნდა 1487-ში (65%), საიდანაც 1264 დეკლარანტი დაჯარიმდა. პროკურატურაში გაგზავნილი საქმეების დაბალი რაოდენობა შესაძლოა მეტყველებდეს: ერთი მხრივ, კორუფციული დარღვევების გამოვლენის პოლიტიკური ნების არ არსებობაზე; და მეორე მხრივ, დაკავშირებული იყოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის ხასიათის (არა არსებითი თუ არსებითი) დისკრეციულად გადაწყვეტასთან. ამის კარგი ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში, დარღვევების ტიპების აღწერისას, ვკითხულობთ, რომ „უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 44%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება…“. 2022 წლის ანგარიშშიც, დარღვევების კატეგორიის ნაწილში ბიურო კვლავ იყენებს ტერმინის „გამორჩენილი იყო.“[7] გაუგებარია, როგორ ადგენს ბიურო, რომ თანამდებობის პირს უბრალოდ „გამორჩა“ დეკლარაციაში უძრავი ქონების მითითება და არ ცდილობდა, მაგალითად, მის დამალვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარღვევა დადასტურდა 2022 წელს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შემოწმებული დეკლარაციების 95%-ში. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ დეკლარაციების მონიტორინგით დაკავებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამომძიებელ ჟურნალისტებს მაღალი სიზუსტით შეუძლიათ სარისკო დეკლარაციების გამოვლენა. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურომ უკეთ უნდა გამოიყენოს ეს რესურსი და მონიტორინგი დაიწყოს, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც. ⮚ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ძირითადი მიზანი არ არის ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშების მიხედვით, მონიტორინგი კანონით განსაზღვრული ორი ძირითადი მიზნიდან[8] მხოლოდ ერთს – დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას ემსახურება. 2017-2021 წლების ბიუროს ანგარიშებში არაფერია ნათქვამი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ. მისასალმებელია, რომ წელს პირველად ბიუროს ანგარიშში მითითებულია, მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტების რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბიურომ გამოავლინა „თანამდებობრივი შეუთავსებლობის 70 შემთხვევის ფაქტი, რაზეც განხორციელდა შესაბამისი რეაგირება.“ თუმცა, რაოდენობასთან ერთად, ბიურომ უნდა მიუთითოს რომელ პირებთან მიმართებით დაადგინა თანამდებობრივი შეუთავსებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ „თანამდებობრივი შეუთავსებლობა“ ფართო ცნებაა, აუცილებელია მიეთითოს კანონის კერძოდ რომელი მოთხოვნის დარღვევა დადგინდა. გარდა ამისა, ბუნდოვანია წინადადება შესაბამისი რეაგირების განხორციელებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა სახის ზომა მიიღო ბიურომ თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით. ⮚დამოუკიდებელი კომისია ბიუროს 2022 წლის მონიტორინგი, გასული წლების ცუდი პრაქტიკის მსგავსად, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული რაოდენობის ნახევარს შეეხო, რადგან დამოუკიდებელი კომისია[9] არც 2021 წელის ბოლოს შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრობაზე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა განაცხადი, აკადემიური წრის არცერთ წარმომადგენელს არ გამოუხატავს დაინტერესება. რაც შეეხება 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ძალისხმევით მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა კოორდინაცია და შედეგად, შეიქმნა დამოუკიდებელი კომისია. 2023 წლის მონიტორინგისთვის კომისიის მიერ დამატებით 317 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეირჩა. დასკვნა და რეკომენდაციები 2022 წლის მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზიანია. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ექვსი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. თანამდებობის პირები მასობრივად არღვევენ დეკლარაციის შევსების წესებს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო ჯარიმით ან გაფრთხილებით შემოიფარგლება. ყურადღების მიღმა რჩება ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათ შორის სავარაუდო უკანონო გამდიდრების შემთხვევები. 2022 წელს ბიუროს პროკურატურისთვის არცერთი შემთხვევა არ გაუგზავნია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საქართველოს მთავრობას, მათ შორის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიუთითებს დეკლარაციების არსებული მექანიზმის ნაკლოვანებებზე და მათი აღმოფხვრის გზებს სთავაზობს: საჭიროა გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები; განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა; საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია. [1] 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, საჯარო სამსახურის ბიურო, დეკემბერი 31, 2022, ხელმისაწვდომია აქ. [2] უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების წილი გამოთვლილია იმ დეკლარაციების გარეშე, რომლებზეც საჯარო სამსახურის ბიურომ საანგარიშო წლის განმავლობაში მონიტორინგი შეწყვიტა (არ დაასრულა). შესაბამისად, წინამდებარე კვლევაში მოყვანილი პროცენტული მაჩვენებლები მცირედით განსხვავდება ბიუროს მონიტორინგის ანგარიშებში არსებული მონაცემებისგან. [3] დეკლარაციების უმეტესობა (285) ელექტრონულად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა, დანარჩენი კი (61) დასაბუთებული განაცხადის საფუძველზე. [4] პირი, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული, საქართველოს კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 19, ხელმისაწვდომია აქ. [5] საიდუმლო თანამდებობის პირთა გამოკლებით. [6] OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring under the OECD Istanbul Anti-Corruption Action Plan, p. 136, ხელმისაწვდომია აქ. [7] 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, საჯარო სამსახურის ბიურო, დეკემბერი 31, 2022, გვ.4, ხელმისაწვდომია აქ. [8] შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილება №81, მუხლი 2, ხელმისაწვდომია აქ. [9] კანონით გათვალისწინებულია, რომ ყოველ წელს უნდა შემოწმდეს დეკლარაციების სრული რაოდენობის 10%, საიდანაც 5% შეირჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო დანარჩენი 5% – დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც ყოველწლიურად ღია კონკურსის შედეგად კომპლექტდება სამოქალაქო საზოგადოების 3 და აკადემიური წრის 2 წარმომადგენლით.
×
×
  • შექმენი...