-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ნინო თანდილაშვილს მივმართე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ აშენებული და უნებართვოდ მოქმედი ბეტონის ქარხნის შედეგად გამოწვეული პრობლემის შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე. როგორც შალვა კერესელიძე აღნიშნავს, დაახლოებით წელიწადნახევარია, ჯიღაურაში, უკანონოდ, ყველანაირი თანხმობის და ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა და ადგილობრივ მოსახლეობას/მოაგარაკეებს, აწუხებს ბუღი, მტვერი, ხმაური, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას "მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიღაურაში, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო სანერგე მეურნეობა მდებარეობს და სადაც 500 ჯიშის ვაზია გაშენებული და ზოგადად ეს ზონა, საგურამო-ჯიღაურა-ცხვარიჭამიის ზონა, ტურისტულად ძალიან აქტიურია. მათ შორის, გარკვეული ნაწილი მოიცავს დაცულ ტერიტორიებსაც, ტურისტულად და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. დაახლოებით წელიწადნახევარია, ჯიღაურაში უკანონოდ, ყველანაირი თანხმობის და ნებართვის გარეშე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა და ადგილობრივ მოსახლეობას და მოაგარაკეებს, აწუხებს ბუღი, მტვერი, ხმაური და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გასაგებია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საწარმო დააჯარიმა, მაგრამ მიუხედავად ამისა საწარმო კვლავ განაგრძობს უნებართვოდ მუშაობას. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოაგარაკეებმა შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, მაგრამ პრობლემა შემდეგშია: მაშინ როდესაც ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებას აქვს დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით, რამდენადაც არ უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო სტანდარტებს, ასეთ ზონებში დაუშვებელია ბეტონის ქარხნის ჩადგმა და შესაბამისად, არც ნებართვა უნდა გაიცეს. ასე უნებართვოდ წელიწადნახევარია მუშაობს ქარხანა და არ არსებობს, ნუთუ, რაიმე ბერკეტი, რომ ასეთ უნებართვო საწარმოების მიმართ, მხოლოდ ჯარიმით არ შემოვიფარგლოთ? დაექვემდებაროს დემონტაჟს ან აეკრძალოს საქმიანობა. ქალბატონო ნინო, თხოვნა მექნება თქვენთან, როგორც თქვენი დარგის ძალიან დიდ ქომაგს, იქნებ უფრო დეტალურად დაინტერესდნენ თქვენი უწყების შესაბამისი სამსახურები, რაც ხდება ჯიღაურაში და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ სიმახინჯეს. ჯიხური ხომ არ არის უცებ ერთ დღეში აეშენებინა ვინმეს ამხელა ქარხანაა, დროის რაღაც პერიოდში შენდებოდა, ყველა ხედავდა და უყურებს როგორ მუშაობს. ასეთ უკანონო საწარმოებს ვიცით რომ, ჯარიმის გადახდა უღირთ, ნებართვის არ არსებობის ნაწილშიც და თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დამონტაჟების სანაცვლოდაც. აქამდეც არ უნდა მისულიყო ეს პრობლემა და საწარმოსაც ნებართვის გარეშე ფუნქციონირება არ უნდა დაეწყო. სწორედ ამიტომ გთხოვთ, პირადად დაინტერესდეთ და მიიღოთ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.", - წერს შალვა კერესელიძე.
-
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ხარებისა (7 აპრილს) და ბზობის (9 აპრილს) დღესასწაულებზე სამების სახელობის ტაძარში მედიის მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს დაუშვებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა, აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა მიმართონ.
-
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სამართლადამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მას და მის შვილს კონფლიქტი აქვთ. ბექა გრიგორიადისი აღნიშნულს მისი შვილის „გაშავების პროცესს“ უწოდებს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მათ სახლში ლაზარეს მამა რამდენჯერმე მიუვარდა. „მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი“, – ამბობს ის. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებულია, მისი ოჯახის წევრის ცნობით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს 2020 წელს ცესკოსთან აქციაზე, როცა მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. „პუბლიკა“ დაკავებულის მეგობარს ესაუბრა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს დაკავებამდე ლ.გ. იმყოფებოდა მასთან და მისი სახლიდან გასვლის შემდეგ, ნახევარ საათში, სხვა მეგობრის სახლში დააკავეს, მის სახლში კი პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მეგობრის თქმით, პოლიცია ლ.გ. მაისურს და ნიღაბს ეძებდა, თუმცა ვერაფერი ამოიღეს. „პუბლიკა“ ლ.გ.-ს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ბაბუის თქმით, გუშინ, ღამის 12 საათზე მივიდა პოლიცია მათთან სახლში. ორდერის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა. „წაიღეს ტანსაცმელი, ჰუდი და გაფუჭებული ტელეფონი. ჯერ ადვოკატი არ ჰყავს, მისი ოჯახის წევრი მხოლოდ მე ვარ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ დაკავებულის ბაბუამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ერთი პირი, რომელმაც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს, შსს-ს განცხადებით, პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები. „2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა“, – აცხადებს შსს. უწყების მტკიცებით, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. „აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. 7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“, – აცხადებს შსს. პუბლიკა
-
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ბოროტების წინააღმდეგ მორალურად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება შეუძლებელია. ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები მიიწვია უკრაინაში, რათა მათ უშუალოდ ნახონ, რა მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას. „ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური. ეს გეოპოლიტიკას არ ეხება... ეს ხება იმას, რომ მუდამ საჭიროა ადამიანობა და კაცობრიობის დაცვა“, - განაცხადა უკრაინის მეთაურმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის, განაღმვის და რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის. ავსტრიის მედიის ინფორმაციით, ავსტრიის პარლამენტში თავისუფლების პარტიამ უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოგამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადა. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ვოლფგანგ სობოტკას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, FPÖ-ს დეპუტატები იყვნენ ერთადერთი, რომლებიც უკრაინელი ლიდერის გამოჩენას ტაშით არ შეხვდა. ზელენსკის გამოსვლის დასაწყისში ამ ოპოზიციური პარტიის წევრებმა თავიანთ ადგილებზე განათავსეს პლაკატები წარწერებით: „ადგილი მშვიდობისთვის“ და „ადგილი ნეიტრალიტეტისთვის“ და დარბაზი დატოვეს. ავსტრიის ოთხმა საპარლამენტო პარტიამ, როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიციამ, დაგმეს ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი მეხუთე პოლიტიკური ძალის, ავსტრიის თავისუფლების პარტიის საქციელი უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის ბოიკოტის გამო და პროკრემლის ნარატივების გავრცელებისთვის. ipn
-
მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რამდენიმე მეტროსადგურთან პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული. კახა კალაძის თქმით, საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება. „სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. ამას ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძემ აღნიშნული ფაქტის კონტექსტში დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. დედაქალაქის მერის განცხადებით, დეპოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით მზაობას ყოველთვის გამოხატავს. „დეპოლარიზაცია 12 - პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი პირველია. არის მინიშნება გაკეთებული, რომ დეპოლარიზაცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და გამოვთქვით მზაობა, რომ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას მოხდეს დეპოლარიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ ამას სჭირდება მეორე მხარეც, ცალმხრივი ვერ იქნება, მათი მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ რადიკალიზმს, დესტრუქციას. რადიკალიზმი პირველ რიგში აზიანებს მათ, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ. „მოღალატე ჯაშუშები“ - ამ შინაარსის პლაკატები, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, თბილისში რამდენიმე ადგილას გამოაკრეს. ipn
-
პარაოლიმპიურ კომიტეტს დათი ქოქრაშვილი სტუმრობდა. ფოტოებზე დათი ეტლით მოფარიკავე გოგონებთან, ასევე პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, რატი იონათამიშვილთან ერთად არის გადაღებული. "დღეს პარალიმპიურ კომიტეტში და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დათი ქოქრაშვილს ვუმასპინძლეთ. მოხარული ვართ, რომ დათი დღეიდან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა! გვჯერა, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ" - წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა, რის მერეც გერმანიაში გაფრინდენ, სადაც ბავშვმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა. დათი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. ამბები
-
პაციენტმა უნდა იმკურნალოს უსაფრთხო გარემოში, ხარისხიან პირობებში, რისკები, რაც უკავშირდება სარემონტო პირობებში მიმდინარე კლინიკურ პროცესებს, არ არის მისაღები - გარდამავალ ეტაპზე დეტალურ გეგმას გავაცნობთ თანამშრომლებს, ვფიქრობთ, ყველასთვის მისაღები იქნება ის სამომავლო პერსპექტივა, რაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან „რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებს გაესაუბრონ და გასცენ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან და საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით. „რესპუბლიკური საავადმყოფო" არის მთავარი საავადმყოფო და ყველაზე მძლავრი რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. მან სამომავლოდ უნდა აიღოს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს ფუნქცია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის კომპლექსური უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში. მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" უნდა შეიქმნას მომავალი და ეს მომავალი არის სწორედ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში,"- განაცხადა გაბუნიამ. იპნ
-
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება. მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ. „რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიერ მონათლული რუსული კანონი, სინამდვილეში სულ არ არის რუსული და როგორი „ფეიკი“ დაალაგეთ თქვენ, ამაზე ველაპარაკებით, საათანხევრიდან, შეიძლება, 5 წუთის განმავლობაში. უამრავი სხვა თემაა და ეს არ არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, ე.წ. „ფეიკ“ კამპანია, რომელსაც ალაგებს „ნაცმოძრაობა“ და მისი დამკვეთები, პატრონები, რიგ შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიის სხვა წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე, ამ თემასაც ვეხებით. ამიტომ, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ“ კამპანიებს ეძღვნება ის. რაღაც ნაწილში, როდესაც საერთო თემებსა და გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ამ თემასაც, მათ შორის, ვეხებით“,- განაცხადა მდინარაძემ. ინტერპრესნიუსი
-
ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეებზე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი. „რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით, რა გამოიკვეთება, რა დადგინდება, რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა ინფორმაციაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში იყო შემოსული, მიმიდინარეობს მოკვლევა და მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. კითხვაზე, ხედავს თუ არა „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის ბრალეულობას და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ქალბატონები, რომლებიც საუბრობენ, მოხსენიებული იყვნენ მოსყიდულებად, სახალხო დამცველმა აღნიშნა: „ბრალეულობის საკითხს ჩვენ არ ვიხილავთ, ჩვენ ვიკვლევთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას. მათი ჩვენებები და განცხადებები იწვევს რაღაც ტიპის უნდობლობას, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“.
-
ლევილის მამულის ბაზაზე ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ჩამოყალიბდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მოცემული ცვლილების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება 2023 წლის 8 მარტს გამოიცა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების სანოტარო აქტის პირობების შესაბამისად, შატოს პირველ სართულზე დაგეგმილია ისტორიული სივრცის მოწყობა, რომლის ნაწილშიც განთავსდება ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი. შატოს მეორე სართულზე კი მოეწყობა ნოე ჟორდანიას კაბინეტი. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკა-მედიათეკის, საგამოფენო და სარეზიდენციო სივრცეების მოწყობაც. ახალი მუზეუმისათვის შექმნილია კონცეფციის სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები არიან: ტიერი ბერიშვილი – ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე, პირველი რესპუბლიკის კვლევის ცენტრის – ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი; ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; ირაკლი იაკობაშვილი – საქართველოს პარლამენტის არქივის ხელმძღვანელი; ოთარ ჯანელიძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოლოგიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ვახტანგ ცინცაძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის თბილისის სექტორის ხელმძღვანელი; დიმიტრი სილაქაძე – სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების სპეციალისტი; სტივენ ჯონსი – პროფესორი, ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი; კრისტინ ფაღავა-ბულე – ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი; 2021 წლიდან დღემდე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ლევილის მამულში განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ: დასრულდა ლევილის მამულის (4 ჰა) გალავნის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია-კონსერვაცია და ლევილის მამულის გუშაგის სახლის (რომელშიც დიდხანს ცხოვრობდა ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე) სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო და გრძელდება ლევილის მამულის პარკის აღდგენა და კეთილმოწყობა, შეკეთდა სხვენის სახურავი, ჩატარდა ინვენტარიზაცია. ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს კონსტრუქციების სიმყარის კვლევა, მზადდება გამაგრების პროექტი და შატოს აზბესტისგან გაწმენდის, მისი სხვენისა და სახურავის სრული რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები. ლევილის მამულში განთავსდება ქართული ოდასახლი, რომლის პროექტის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე. ოდასახლში მოეწყობა დარბაზული სივრცე კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, გაიხსნება ქართული ტრადიციული სუვენირების მაღაზია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თანამშრომლობით მოძიებულია ოდისთვის საჭირო ხის მასალა, რომლის შრობის დასრულებისთანავე დაიწყება მისი დამუშავება. 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ლევილის მამულში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიების გამართვა. ლევილის მამულის სრული რეაბილიტაცია, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. -
შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მსჯავრდებულები „გაზპრომბანკის“ ციურიხის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელები არიან, მათ შვიდი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ვლადიმირ პუტინის მეგობრის, ცნობილი მევიოლინის, სერგეი როლდუგინისთვის ანგარიშების გახსნისას არასაკმარისი შემოწმებების ჩატარებაში. სერგეი როლდუგინი ცნობილია მეტსახელით „პუტინის საფულე“. მსჯავრდებულების სახელები არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ მათგან სამი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი – შვეიცარიის. ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც „ბიბისი“ წერს, მუსიკოსმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 30 მილიონი დოლარი განათავსა ისე, რომ არ წარუდგენია სარწმუნო განმარტებები ფულის წარმომავლობის შესახებ. შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან, უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან დახურონ ისინი, თუ მათ აქვთ ეჭვები ფინანსების მფლობელთან ან თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ირაკლი ცირეკიძემ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა, მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი. დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მივმართავთ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის ან/და მისი რომელიმე თანამშრომლის სახელის გამოყენებით მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ცირეკიძემ. პალიტრა
-
რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან და ელიან თუ არა, რომ ის კვლავ გააკეთებს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს. ამასთან მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად არაობიექტურია. „ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე“,- განაცხადა მდინარაძემ. იპნ
-
სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან: - მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პირები. პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება. ipn -
სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობებს ტოვებენ. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს. გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის 31 მარტიდან აღარ იქნება ომბუდსმენის მოადგილე და მან ამის შესახებ ლევან იოსელიანი არჩევის დღიდან ჩააყენა საქმის კურსში. „მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა“, – წერს ბურჯანაძე. ამავე პოსტში მან შეაჯამა აპარატში მისი საქმიანობა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს. „62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა – ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ. ყოველთვის ვიამაყებ – რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი. დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი. 2018 წელს დავისახე მიზნად რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ გამომივიდა“, – წერს ის. ბურჯანაძის თქმით, სად გააგრძელებს მუშაობას, ამას მოგვიანებით გაასაჯაროებს. „ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო. რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება“, – წერს ის. წასვლის გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს არც ეკატერინე სხილაძე, რომელიც ომბუდსმენის აპარატში 9 წელზე მეტხანს მუშაობდა. ის აღნიშნავს, რომ რჩება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. „მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ. არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს“, – წერს ის და მადლობას უხდის აპარატის თანამშრომლებს. ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად 7 მარტს აირჩია. ჯერჯერობით უცნობია მისი პოზიცია მოადგილეების წასვლაზე და ასევე ის, ვის წარადგენს ის ახალ მოადგილეებად. publika
-
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ დაკავებულ პირს, რომელიც პოლიციის მტკიცებით სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, „გზას აცდენილია“ და ის დაკავშირებული იყო გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან. „მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ – ეს იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ეს იყო ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, რომ გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დაკავებულის „დროასთან“ კავშირს უარყოფს თავად ელენე ხოშტარია. შსს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები. „პუბლიკა“ დაკავებულის მეგობარს ესაუბრა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს დაკავებამდე ლ.გ. იმყოფებოდა მასთან და მისი სახლიდან გასვლის შემდეგ, ნახევარ საათში, სხვა მეგობრის სახლში დააკავეს, მის სახლში კი პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მეგობრის თქმით, პოლიცია ლ.გ. მაისურს და ნიღაბს ეძებდა, თუმცა ვერაფერი ამოიღეს. „პუბლიკა“ ლ.გ.-ს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ბაბუის თქმით, გუშინ, ღამის 12 საათზე მივიდა პოლიცია მათთან სახლში. ორდერის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა. „წაიღეს ტანსაცმელი, ჰუდი და გაფუჭებული ტელეფონი. ჯერ ადვოკატი არ ჰყავს, მისი ოჯახის წევრი მხოლოდ მე ვარ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ დაკავებულის ბაბუამ. publika
-
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ან პირადად დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, ან ონლაინრეჟიმში ჩაერთვება აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც „როსატომის“ მხარდაჭერით აშენდა. ავტორი - სალომე თორაძე
-
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან. უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქი და ხარკოვი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ავტორი - სალომე თორაძე
-
მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია. ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა ქალმა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება! არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა! აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი! ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
-
საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პრინცესა ვიქტორია საქართველოს დღეს, 29 მარტს ეწვია. ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს, დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით გვირგვინოსან პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.
-
ბერდია სიჭინავა - რა ხდება ქალაქ რუსთავში და რას აკეთებს რუსთავის მერია? (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდიასიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას "რა ხდება ქალაქ რუსთავში და რას აკეთებს რუსთავის მერია?" ავრცელებს: 338875831_793312465695059_7718520248122699248_n.mp4 -
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალს შემოიტანს, სამინისტროს ამ თემაზე მეტი დრო და მეტი კონსულტაცია სჭირდება. საუბარია პრეპარატზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებმა აღიარეს. პრეპარატი იშვიათი გენეტიკური დაავადების – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება. „იმედთან“ ინტერვიუში გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია იშვიათი დაავადებები და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 30 მილიონამდე გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ პრეპარატს, გაბუნია განმარტავს, რომ რაკი პრეპარატი ახალია – მასზე მეტი კონსულტაციაა საჭირო. გაბუნია ასევე საუბრობს სპეციალურად შექმნილ საბჭოზე, რომელმაც იშვიათი დაავადების მქონე პირთათვის სერვისის მიწოდებაზე უნდა იმუშაოს. მისი თქმით, საბჭოს აკომპლექტებს მრავალპროფილური ექსპერტთა ჯგუფი, მათ შორის, სახალხო დამცველისა და სამინისტროს წარმომადგენლები. „საბჭო, რომელიც ჩამოყალიბდა, შეეხება იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სერვისებისა და ახალი მედიკამენტების ქვეყანაში დანერგვის პროცესების თაობაზე რეკომენდაციების მომზადებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. მედიკამენტები, რომელიც ქვეყანაში დაინერგება, ახალი მედიკამენტები, უნდა იყოს, ცხადია, უსაფრთხო, პირველ რიგში; ეფექტური და გამართლებული უნდა იყოს ის დანახარჯი, რომელსაც ქვეყანა ამ მიმართულებით გაიღებს და მან უნდა შეასრულოს ის მიზანი, რა მიზნითაც ეს მედიკამენტი გამოუშვა ფარმაცევტულმა კომპანიამ“, – დასძენს ის. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საქართველოში სპეციალური პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. 2021 წელს პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით) აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. პრეპარატი, რომელიც ბავშვებმა 18 წლამდე რეგულარულად, ინიექციურად უნდა მიიღონ, ძალიან ძვირი ღირს. ნეტგაზეთი
-
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვა საქართველოში აქონდროპლაზიის პრეპარატი. საერთაშორისოდ აღიარებული წამალი საქართველოში არც შემოაქვთ და არც აფინანსებენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტია მშობლები არაერთი წერილით, განცხადებითა და აქციით ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით, 17-მდე ბავშვს აქვს. ზოგადად კი, დაახლოებით 25 ათას შემთხვევიდან 1-ში ვლინდება. გენის მუტაციის გამო აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებს უვითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხერხემლის გამრუდება, ფეხების გახრა და სხვა არაერთი გვერდითი ჩვენება, რასაც თან ახლავს ქრონიკული ტკივილი. 2021 წელს პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით) აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. პრეპარატი, რომელიც ბავშვებმა 18 წლამდე რეგულარულად, ინიექციურად უნდა მიიღონ, ძალიან ძვირი ღირს. დღეს, 29 მარტს, მშობლები კვლავ მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოითხოვეს მინისტრთან შეხვედრა. თუმცა, კვლავ უშედეგოდ. მშობელთა აქცია ჯანდაცვის სამინისტროს წინ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი ქრონიკული ტკივილი, გაწელილი ლოდინი, ბულინგი – პირადი ისტორიები ერთ-ერთი მშობელი, რომელიც დღეს აქციაზე მოვიდა, ნიკოლოზ ქინქლაძეა. მის 12 წლის შვილს აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს. ნეტგაზეთთან საუბარში კაცი ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა წამლის დაფინანსებაა, რომელსაც მრავალწლიანი კვლევების შემდეგ ავტორიზაცია მისცა აშშ-ისა და ევროკავშირის მარეგულირებელმა. ის დასძენს, რომ გარდა ოფიციალური ცნობებისა, მშობლები ასევე იცნობენ უცხოელი ოჯახების ისტორიებსაც. მათგან იციან, რომ პრეპარატი იმდენად ეფექტურია, რომ წელიწადში 6-სანტიმეტრიანი ზრდის საშუალებას იძლევა. „ეს სახელმწიფოსთვის არანაირად არ არის ასტრონომიული თანხა. წელიწადში 200 ათასი ევრო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, დიდი თანხაა, მაგრამ სახელმწიფოსთვის, იმ ფონზე, როდესაც 770 მილიონით გაიზრდა ამ წლის ბიუჯეტი, 7-8 მილიონ ლარზეა საუბარი. წელიწადში ეს არაფერია ბიუჯეტისთვის. საუბარია იშვიათ დაავადებაზე, ერთეულ ბავშვებზე, დაახლოებით, 17-მდე“, – ამბობს ის. სხვა მშობლების მსგავსად, ქინქლაძის ოჯახისთვის დრო დიდი ფაქტორია, რადგან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ე.წ. ზრდის ზონები მალე ეხურებათ — ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 18 წლამდეა წამალი ეფექტური. აქციაზე შვილთან ერთად მოვიდა ნაცი ოჩხიკიძეც, რომელიც ამბობს: ქალი გვიყვება, რომ რაც მალე მიიღებს ბავშვი წამალს, მით უკეთესი ეფექტი იქნება. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ბავშვი განიცდის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი ფეხებში, სიმძიმე, დაღლილობა და სხვა. ნაზი ოჩხიკიძე შვილთან ერთად. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი დღეს, 29 მარტს, საღამოს, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური საბჭოს შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, განიხილავენ აქონდროპლაზიის პრეპარატის დაფინანსების საკითხსაც. ნეტგაზეთს საბჭოს შეხვედრის დანიშვნა დაუდასტურეს სამინისტროში, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისას უწყებამ თავი შეიკავა. რაც შეეხება მშობლებს, ერთ-ერთი მათგანი სალომე გაბელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მალე მშობლებთან სამინისტროს წარმომადგენელი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც მათ, სავარაუდოდ, ეტყვის, თუ რამდენი მშობელი შეძლებს საბჭოს სხდომაზე დასწრებას. ნეტგაზეთი
-
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი POSTV-ის ჟურნალისტის ნათია ბერიძის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით დაიწყება გამოძიება, შეიძლება გამოძიება სხვა მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებული ნებისმიერი სიუჟეტის მიმართაც დაიწყონ. „POSTV-ის ჟურნალისტს აბრალებდნენ ცრუ დასმენას… ეს რომ ასე იყოს, ჟურნალისტს თუ დააბრალებთ ამ შემთხვევაში ცრუ დასმენას, ნებისმიერი თქვენი სიუჟეტი დაისჯება ცრუ დასმენის შესაბამისი მუხლით. აი წარმოიდგინეთ, მაგალითად, ნებისმიერი დაბრალება პოლიტიკოსების მიმართ, შეიძლება, შეფასდეს როგორც ცრუ დასმენა და დაისაჯოს. მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერებში მოსმენილი საუბარი მისთვის მიუღებელია, მაგრამ ის მხარს ვერ დაუჭერს „სასამართლოს გარეშე გასამართლებას“. „ყველა ქალს ვუჭერ მხარს, ვინც არის რეალური მსხვერპლი. რომელიც განიცდის დევნას, შევიწროებას, ძალადობას, აბსოლუტურად ყველას და არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს. რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ადამიანების გასამართლების თქვენს მცდელობას, მე ამას არ ვეთანხმები“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს. პუბლიკა
-
რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების მიზეზად თავად ალექსეი მოსკალიოვის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სოციალურ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები დაასახელა. მოსკალიოვს ბრალად „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ წაუყენეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე მოსკალიოვის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრეს. 30 დეკემბერს სამართალდამცველებმა მისი სახლი გაჩხრიკეს იმ მიზეზით, თითქოს ალექსეი რუსული არმიის დისკრედიტაციას ეწეოდა სოციალურ მედიაში. მოსკალიოვს ბრალი წაუყენეს და პროკურატურამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. თავად ალექსეი ბრალს არ ეთანხმება, თუმცა სასამართლოში არ გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბრალდების მხარე ასევე ამტკიცებს, რომ მოსკალიოვმა შინაპატიმრობის პირობები დაარღვია და სასამართლოს წინა ღამით სახლიდან გაიპარა. სასამართლომ კი გადაწყვეტილება მსჯავრდადებულის არყოფნაში გამოიტანა. მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში ალექსეი მოსკალიოვს შინაპატიმრობა შეეფარდა, მისი ქალიშვილი მაშა, რომელსაც მარტო ზრდიდა, ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. 12 წლის მაშამ ომის საწინააღმდეგო სურათი სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილზე გასული წლის აპრილში დახატა. ნახატზე რუსული რაკეტები მიმართული იყო უკრაინული ოჯახის წინააღმდეგ. ნახატზე დატანილი იყო წარწერებიც: „არა ომს“ და „დიდება უკრაინას“. ამის გამო სკოლამ პოლიცია გამოიძახა. რუსული დამოუკიდებელი ტელეგრამ-არხის SOTA-ს ცნობით, მისკალიოვის ადვოკატმა მაშას მიერ მამამისისთვის დახატული სურათები გამოაქვეყნა. არხის თანახმად, ასევე იყო მაშას წერილიც, რომელსაც თან ერთვოდა ბოლოში მიხატული გულის ნიშანი და მინაწერი: „მამა, შენ ჩემი გმირი ხარ“. პუბლიკა