-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ამერიკული Cargill-ის შემდეგ კანადური Viterra - რუსეთის მარცვლეულის ბაზარს კიდევ ერთი უმსხვილესი ტრეიდერი ტოვებს. რით არის განპირობებული კომპანიების გასვლა რუსეთიდან, რომელიც მარცვლეულის კომპანიებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ დაუტოვებიათ და როგორ აისახება ტენდენცია საქართველოზე, „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ტრენდი ყალიბდება. ეს უკვე ცალსახად ჩანს, რომ ისედაც პოლიტიზებული რუსული ხორბლის ბაზარი მეტად ექცევა ამ გავლენის ქვეშ. ადრე იყო ორი ოლქის სტავროპოლისა და როსტოვის გუბერნატორების შეთავაზება, რომ 20%-მდე შეზღუდულიყო უცხოელების პირდაპირი მონაწილეობა კომპანიებში, რომლებიც ხორბლის ექსპორტს ახორციელებენ. ეს რა თქმა უნდა, არასწორია და ცხადია იწვევს დიდ პრობლემებს. ახლა, ამის პირდაპირი ვიზირება რუსეთის პრეზიდენტმა მოახდინა და ამან გამოიწვია კომპანიების გასვლა რუსეთიდან, რაც ხდება პირველად და ომის დაწყების შემდეგაც კი არ მომხდარა. უფრო და უფრო რთული ხდება რუსეთის ბაზარზე ოპერირება. ეს ცხადია, პრობლემაა, როგორც გლობალურ ჭრილში, ასევე საქართველოსთვისაც. ამ ტენდენციითა და ტრენდით უფრო ცენტრალიზებული ხდება ბაზარი და მეტ სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ, რაც ისედაც არ არის იშვიათი რუსეთის მხრიდან. უფრო და უფრო იმატებს რისკი, რომ გადაწყვეტილებას ბიზნესი კი არა, სრულად სახელმწიფო მიიღებს. ამის მცდელობაა ახლა. აქ ისევ მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ბალიში შევქმნათ, მარაგების სახით. ამისთვის მზადება რომ აუცილებელია, ამითაც ცალსახა გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევების სანაცვლოდ, რომელიც რუსეთში ახლა მიიღება და სავარაუდოდ, ტრენდის სახეს მიიღებს მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბაზარი, უფრო და უფრო აქტიურად უნდა ემზადოს", - განაცხადა სილაგავამ. მისი თქმით, ხორბლის მარაგთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივი ფერმერების თვითუზრუნველყოფის 10%-დან 50%-მდე ზრდაც. ავტორი: თამარ მუკბანიანი
-
ჟოზეფ ბორელი - ევროპა მზადაა, უკრაინის გამო ტაბუ დაარღვიოს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა Der Standard-ს განუცხადა. "საკუთარი თავის დასაცავად და რუსი აგრესორის მოსაგერიებლად, უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან იარაღი უსარგებლოა ჭურვების გარეშე", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ტაბუ დაარღვიოს. ”ევროკავშირმა აჩვენა, რომ ესმის, რაზეა საუბარი და რომ ის მზად არის, დაარღვიოს ტაბუ, საჭიროების შემთხვევაში. ერთი წლის წინ, ჩვენ დავაფინანსეთ ლეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი მიწოდება ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხნენ. შემდეგ, შემოდგომაზე დავიწყეთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები ჩვენს მიწაზე და ახლა კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ვდგამთ: ერთად ვმუშაობთ, რათა უკრაინას მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, რომელიც მას ასე სჭირდება“, - განაცხადა ბორელმა. ინტერპრესნიუსი -
იენს სტოლტენბერგი - ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ნატო-ს 30-ვე მოკავშირემ განახორციელა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ფინეთი ბევრ სარგებელს მოუტანს ალიანსს. ამასთან, სტოლტენბერგმა ოპტიმიზმი გამოხატა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით. „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის განაცხადის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესში იქნება. მოუთმენლად ველი, რაც შეიძლება მალე მივესალმო შვედეთს, როგორც ნატო-ს ოჯახის სრულუფლებიან წევრს“, - დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. ის ნატო-ს წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. იპნ -
“ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება”
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება. “ეს თემა, როგორც მოსკოვში, ასევე ერევანზე მაღალ დონეზე განხილვის საგანია. ვფიქრობთ, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება”, – თქვა ზახაროვამ 30 მარტის ბრიფინგზე. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება/სტატუტი სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. მისი რატიფიცირების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერევანში ჩასვლის შემთხვევაში, სომხეთში მას დააპატიმრებენ. სომხეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა პროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებისა და მისი იურისდიქციის რეტროაქტიულად აღიარების შესახებ. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება რომში 1998 წელს მიიღეს და ძალაში 2002 წელს შევიდა. სომხეთმა ქარტიას ხელი 1999 წელს მოაწერა, თუმცა ის დღემდე რატიფიცირებული არაა. ნეტგაზეთი -
„მოლოტოვის“ სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პაიტმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 31 მარტს მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას უკამყოფილა მოჰყვა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, აქტივისტების მრიდან. წინასწარი პატიმრობის შესახებ ცნობას ისინი შეძახილებით „რუსებო“ დახვდნენ. სასამართლოს გარეთ მობილიზებულია პოლიციის კორდონი. გრიგორიადისი 29 მარტს, თბილისში, მეგობრის სახლში დააკავეს. გაჩხრიკეს იგივე სახლი. შსს ლაზარე გრიგორიადისს ედავება 7-8 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს. ამ თემაზე წაიკითხეთ: რა ვიცით “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტზე პროკურატურის ცნობით, “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაში ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება netgazeti
-
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს, როგორც „უკიდურესად ტენდენციურს, რომელსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა“. პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას მოუსმინა, რომლის შემდეგაც ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა რეგლამენტით გათვალისწინებული 10-წუთიანი გამოსვლებით ისარგებლეს და მისი მოხსენება შეაფასეს. პრეზიდენტის მოხსენებით, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა ოპოზიცია, რადგან მათი პოზიციები ხელისუფლების კრიტიკასთან მიმართებით დაემთხვა. გამოსვლით უკმაყოფილოა „ქართული ოცნება“ – სახელისუფლებო გუნდს სალომე ზურაბიშვილისგან ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია. მდინარაძე დაინტერესდა, პრეზიდენტის აზრით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე როგორ უნდა დაეზღვია საქართველოს თავი და ისევ ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი, რომ 2008 წელს „მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა“. მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტმა ასევე ხელი შეუწყო „არა რუსულ კანონს“ ნარატივს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ და ნარატივს კანდიდატის სტატუსის არმონიჭებაზე, რომელიც, მდინარაძის თქმით, „არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით“. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები ეწინააღმდეგება მისი ამომრჩევლის პოზიციებს და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მას „მოღალატეს და აგენტს“ ეძახდა რამდენიმე წლის წინ. მდინარაძე ამ შეკითხვებზე პასუხს პრეზიდენტის დასკვნით სიტყვაში ელოდებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა დასკვნითი სიტყვით არ ისარგებლა. პუბლიკა
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. „ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – განაცხადა მან. ის დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პუბლიკა
-
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ გამოთქმულ მის ბრალდებებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. კობახიძე ამბობს, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი. „მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსსა და მის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა“ ცდილობდა პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის „ფორმულა 2“ გახდა. განსხვავება ამ ორის მაუწყებლობას შორის არსებითად აღარ არის. ეს ამყარებს ეჭვებს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ უკვე არაერთხელ გააჟღერა „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ ბრალდება დავით კეზერაშვილის მხრიდან „პალიტრა ჰოლდინგის“ დაფინანსებაზე. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანია მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.
-
ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე წერს, სადაც ქალაქ ბუჩას ოკუპაციიდან გათავისუფლების წლისთავს ეხმაურება. „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000 ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქი გახდა. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით“, - წერს ზელენსკი. ინტერპრესნიუსი
-
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთის მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. ამის იქით ალბათ კომენტარი არც არის საჭირო. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, - განაცხადა კობახიძემ. იპნ
-
32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი, რასაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მოჰყვა. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, 84 წლის წინ დაიბადა ამ გამარჯვების ავტორი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა. ესაა დღეს ჩვენი ვალი და მისია საქართველოს წინაშე. , რასაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მოჰყვა, - ამის შეხაებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია წერს. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, 84 წლის წინ დაიბადა ამ გამარჯვების ავტორი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. "გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა. ესაა დღეს ჩვენი ვალი და მისია საქართველოს წინაშე.", - წერს გახარია.
-
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს აღნიშნა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ. პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი. ასეთი მაგალითები სულ ახლახან გვაჩვენა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა და ადრე, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ. ამდენად, ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას. დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს. თავის მოტყუება აღარ შეიძლება! ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე, ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ვუსურვებ სხვა მრავალ გამარჯვებას!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. -
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი "მეორე ფრონტის "თემაზე ერთ ენაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ რამდენსაც არ უნდა ეცადონ, გაავრცელონ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. „თუ გადავხედავთ ევროპულ რეკომენდაციებს, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია. რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა? რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა? რამ გაყო გენდერული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა? რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ, თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე. ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთნ? ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მან, ამასთან, აღნიშნა, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა, შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. „საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია! თუ აქამდე ვისაუბრე თქვენ მიერ ბოლო პერიოდში არჩეულ ბუნდოვან და ჩემთვის, ხალხისთვის გაუგებარ გზაზე, იმდენი მესმის, რომ თქვენთვისაც, როგორც ამას ხშირად აღნიშნავთ, გაუგებარია ჩემი საუბარი და მიზანი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. IPN
-
„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, - ასე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ხელისუფლება გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათ არ განახორციელეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა და საგარეო კურსიდანაც გადაუხვია. „თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას. „ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. IPN
-
ზურაბიშვილი: თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“. -
31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა. მან საკუთარი მოხსენების დაწყებამდე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ბუჩას ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. „სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. 31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა. „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ - ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამიტომ დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე. 2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებდა. ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
-
ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. „ევროპულ გზას თქვენ მმართველი პარტია ერთხმად ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდით, ამიტომ ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების განმწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამავდროულად, სასამართლო რეფორმა, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია, ჩიხშია შესული. „თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას. „ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პალიტრა
-
უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია. „დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს - მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას. იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე! ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
-
იაპონია რუსეთში ფოლადის, ალუმინისა და საფრენი აპარატების ექსპორტს კრძალავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში, ქვეყანაში ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთების, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, გემების ძრავები და ოპტიკური მოწყობილობები, ექსპორტი განახორციელონ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძალვა 7 აპრილს ამოქმედდება. ინტერპრესნიუსი -
გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ, დაახლოებით, ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება, მანამდე კი შესწავლილ იქნა ევროპის საუკეთესო გამოცდილება. „კორუფცია ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, შესაბამისად, ადამიანს კორუფციის პირობებში უჩნდება უნდობლობა საჯარო სექტორის მიმართ. ამგვარად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. როცა 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. იმ რეფორმების შედეგია ის შედეგები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ, დაახლოებით, ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ. რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. მანამდე ჩვენ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ასევე ის რეკომენდაციები, რომლითაც შეფასებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროები და ზუსტად ამ კონცეფციაზე ავაგეთ ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. ის პასუხობს ყველა საერთაშორისო ნორმას და კონვენციის ვალდებულებებს. ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლავთ ის, რომ პარლამენტის წინაშე წარვადგინოთ კორუფციის წინააღმდეგ წინადადებები. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით. პარლამენტთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. აქ ძალიან კარგი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროსაბჭომ, იგივე ექსპერტების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩვენ რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დავიწყებთ აღნიშნული კონცეფციის მომზადებას. მეორე ძირითადი მიმართულება ეს გახლავთ ანტიკორუფციული სტრატეგიული გეგმის შედგენა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი. შესაბამისად, მას წინ უნდა ახლდეს მნიშვნელოვანი კვლევები და სამუშაოები. ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება ევროპულ ქვეყნებში და პირველ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რაზეც დავიწყებთ მუშაობას ეს არის კორუფციის შეფასების დოკუმენტი, რომელიც გახდება საფუძველი სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრა ეროვნულ ანტიკორუფციულ გეგმაში“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა. ipn
-
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები. ipn -
გიორგი გიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 პიანისტი, მათგან სამი საპრიზო ადგილი ერგო: იუკინე კუროკის (ბრინჯაო), გიორგი გიგაშვილსა (ვერცხლი) და კევინ ჩენს (ოქრო). აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი, ხვალ კი – გამოვლინდებიან სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები. ფინალი მოიცავდა სამ ეტაპს. 24 მარტს, პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა შეასრულა ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიო ჩელოსა და კლარნეტისთვის: მეორე ეტაპზე კი – დაუკრა მოცარტის მე-20 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (რე მინორი. K. 466): დასკნით ტურში კი, იგი მსმენლის წინაშე წარსდგა სერგეი პროკოფიევის მე-3 საფორტეპიანო კონცერტით (დო მაჟორი Op. 26): მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტის, არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსი 1974 წლიდან არსებობს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში. ფოტო გარეკანზე: Yoel Levy netgazeti -
იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო — TI
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელთაგანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოაჩინა. მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს „სზ ჯგუფის” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია. თერჯოლის მერის პირველ მოადგილე მანუჩარ რობაქიძეს კი, TI-ს განცხადებით, 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარე სახლისა და მიწის ოთხი ნაკვეთის თანამესაკუთრე, რომელთა ჯამური ფართობიც 8,101 კვადრატული მეტრია. ანგარიშის მიხედვით, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, რომლის 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ორგანიზაციის განცხადებით, არ აღნიშნა, რომ შპს „აგროჯორჯიიას” 25% წილის, შპს „ზედაზენი იმერეთის” 95% წილისა და შპს „ბერტა იმერეთის” 100% წილის მფლობელია და ამ უკანასკნელის დირექტორი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია და არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. პუბლიკა -
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ მათ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ФСБ-ის მტკიცებით, გერკოვიჩი რუსული სამხედრო თავდაცვის კომპლექსის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. უწყებას არ დაუსახელებია კომპლექსის სახელწოდება ან ადგილმდებარეობა, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. ФСБ-ს არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია. The Wall Street Journal-ის განცხადებით, ევან გერშკოვიჩი უსაფუძვლოდაა დაკავებული და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ. გამოცემის განცხადებით, ისინი კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს და ითხოვენ მათი სანდო და ერთგული რეპორტიორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. პუბლიკა -
საკურიერო კომპანია Wolt კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვასა და უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. Wolt-ის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ „პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პარტნიორობის ფორმატი სასურველია.“ ამავე განცხადებაში საუბარია კომპანიის პრეტენზიებზე პროტესტში მონაწილე კურიერების მიმართ: Wolt კიდევ ერთხელ სთავაზობს პროტესტის მონაწილე კურიერებს შეხვედრას მცირე ჯგუფებად. მათივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ მოთხოვნებზე, რაც კურიერებს აქვთ – ტარიფების და მანძილის დათვლის პრობლემაზე, თუმცა საუბარი არ არის მენეჯმენტის შეცვლაზე. მათივე თქმით, ვოლტთან პარტნიორობის დაწყებისთანავე, ყველა პარტნიორ კურიერს უფორმდება სადაზღვევო პოლისი. სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ, კურიერებმა უნდა წარადგინონ სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტაცია და კომპანია მათ ზარალს უნაზღაურებს. Wolt-ის კურიერებმა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპლიკაციის გათიშვისა და პროტესტის უწყვეტობის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ისინი ერთობლივად, კურიერთა კონფერენციაზე შეთანხმდნენ. მათი მოთხოვნებია: ანაზღაურების ზრდა; ჯანმრთელობის დაზღვევა; შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება; კოლექტიური შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. კერძოდ, რაც შეეხება ანაზღაურებას, მათი მოთხოვნაა – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე. ახლანდელი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრს. უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილების შესახებ კურიერები დღეს ქალაქის სხვადასხვა წერტილში მსვლელობას აპირებენ -„რათა ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და გავაგებინოთ ყველა კურიერს, ვისაც აქამდე ხმა ვერ მივაწვდინეთ”. კურიერები უკვე 2 თვეზე მეტია, ამ მოთხოვნებით აქციებს პერიოდულად მართავენ. პუბლიკა