Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის კანონიერ მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის ინფორმაციით, დაზიანდა შენობა, რომელშიც ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული. საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, მელიტოპოლი უკრაინულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს. „წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა“, - აცხადებენ ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციაში. იპნ
  2. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის 10 დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა. ავტორი - გივი ბარამიძე
  3. გერმანიაში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 24 საათით გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები. გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ მოძრაობენ მატარებლები. ავიარეისები არ სრულდება ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასის სულ მცირე 500 ევროთი გაზრდას. 27-29 მარტს დაგეგმილია პროფკავშირების და მთავრობის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. რადიო თავისუფლება
  4. 2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ. Recov.ge-ს მონაცემებით, თებერვალში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასი 840 აშშ დოლარს შეადგენდა. უბნების მიხედვით, კი 2023 წლის თებერვალში ფასები შემდეგი იყო: საბურთალო - 1 005 აშშ დოლარი; ვაკე - 1 651 აშშ დოლარი; გლდანი - 664 აშშ დოლარი; დიდუბე - 794 აშშ დოლარი; მთაწმინდა - 1 315 აშშ დოლარი; ისანი - 901 აშშ დოლარი; ფონიჭალა - 524 აშშ დოლარი; დიდგორი - 685 აშშ დოლარი; სამგორი - 684 აშშ დოლარი; დიდი დიღომი/დიღომი - 691 აშშ დოლარი; ნაძალადევი - 732 აშშ დოლარი; ბაგები - 1 188 აშშ დოლარი; ჩუღურეთი - 811 აშშ დოლარი; კრწანისი - 852 აშშ დოლარი; წყნეთი - 632 აშშ დოლარი. ავტორი: თაია არდოტელი
  5. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ოთხ კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი. „ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  6. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კოკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. „მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით. მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს. კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ. 2022 წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე, წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ შვიდი რეკომენდაცია შესრულდა. ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა. შედეგად, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობის შედეგად, საცალო ბაზარზე მომხმარებელმა, დაახლოებით 250 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა. რეფერენტული ფასწარმოქმნის და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის პირობებში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა. ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
  7. ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა შეიცვალა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდით?“ ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რა დროსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე, ევროპულ მომავალზე და მოქალაქებს 9 აპრილს აქციაზე გასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ავტორი - ლიზი ჩიმჩიური
  8. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების თაობაზე პუტინის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, ძირს უთხრის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძვლებს, ასევე ბირთვული განიარაღების არქიტექტურასა და საერთო ჯამში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას. ამასთან, უკრაინამ მიმართა ბელარუსის საზოგადოებასაც, რომ აღკვეთონ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების განზრახვა. “მივმართავთ G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირს, რომ გააფრთხილონ ბელარუსის ხელისუფლება, საკუთარ ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე თანხმობის შემთხვევაში ბელარუსისთვის სამომავლო შედეგებთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა აღნიშნულ საკითხზე ეფექტურ ქმედებებს ელის დიდი ბრიტანეთისგან, ჩინეთისგან, აშშ-სა და საფრანგეთისგან, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, რომელთაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის თავიდან აცილების მხრივ. “მოვითხოვთ ამ მიზნით გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 25 მარტს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის ივლისში აპირებს. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ არ არსებობს არავითარი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ნეტგაზეთი
  9. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და 38 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა. გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტროიცკოეს საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს 100-მდე მოკლული რუსი სამხედრო. გენშტაბი, როგორც წესი, არ ასაჯაროებს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაკარგებს. რადიო თავისუფლება
  10. ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ მთავრობამ საკანონმდებლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. “მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”, - აღნიშნულია ისააკ ჰერცოგის განცხადებაში. ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს. შეგახსენებთ, ისრაელში საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგი იყო. რეფორმები ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება. ინტერპრესნიუსი
  11. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის წელს დასრულება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა. მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენა აქვს. "ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება. "უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ipn
  12. რა პრობლემები აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურს დღეს?! სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით, სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების მიმართ უთანასწორო მოპყრობა ხორციელდება. დღის ამბები. 337750006_1529447620915825_2881853715609279340_n.mp4
  13. ქართული ოცნება / Georgian Dream ტერორი რამე სხვა თუ გგონიათ, ცდებით, გადალახეთ უკვე ეგ ზღვარი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მთელი სახელმწიფო აპარატი "მანიაკების" დაცვის სამსახურში ჩააყენა. "მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ. მე მაინტერესებს ამ დროს სად არის მთავარი უფლებადამცველი?", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  14. მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ. მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის! , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.
  15. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ის, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ. მან ასევე ისაუბრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 90-იან წლებში მსოფლიომ შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღო ევროკავშირში. „ვნახეთ თბილისში განვითარებული მოვლენები და ბევრს გაუკვირდა ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ასეთი სულიერი შემართება. ეტყობა, არ იცნობენ ქართველ ადამიანებს. უცხოელები რომ არ იცნობენ გასაგებია, მაგრამ ჩვენთანაც უკვირთ ხოლმე ახალგაზრდების გამოსვლა. თითოეულს უნდოდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, რა არის კარგი, არ უნდათ რუსეთი და უნდათ საქართველო ისეთ ადგილას იყოს, სადაც სიკეთე იქნება და განვითარდებიან. რა არის კარგი? - მე მიხარია, რადგან ახალგაზრდა თაობა საუკეთესო თაობაა. ჩვენი თაობაც თუ გაგვახსენდება, გვახსოვს, რომ ჩვენზე გადაიარა საბჭოთა კავშირის ბოლოს რა სიმწარეც ხდებოდა და ჩვენ ვიყავით იმ ამბების მომსწრეები და მონაწილეებიც, თუ რამე სირთულე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდებში ისევ ქართული სული ჩქეფს და ჩვენი ერი არ გადაშენდება. აქ მთავარი ერთი რამ არის, ისინი გამოსულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი უნდოდათ თავისთვის და საქართველოსთვის. ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ, რომ წაიყვანოს ახალგაზრდებს წინ დავაყენებ?! მე გავალ თვითონ და მე და ჩვენი თაობა იქნება პირველი, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ, თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი მაინც დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგვიშვებდნენ, ან დაგაბრუნებდნენ?! შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება პენსიებზე, ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ. საქართველოში რამე, რომ ხდება მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიო ხელისუფლებებში რომ - ეს როგორ ხდება, დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთო. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ მსოფლიოში, ჩვენს საზღვარს გარეთ უცხო ქვეყნის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი ადამიანი მაინც ჰგონიათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს?! ეს ხომ დიდი სისულელეა. საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?! 90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში თუ სხვადასხვა ალიანსში და დღეს რა დღეშიც ვართ, ხომ ხედავთ?! მოლდოვაც ახსენდებათ, უკრაინაც ახსენდებათ და საქართველოში იტყვიან ევროკავშირს და მაშინვე რაღაც უნდა მოხდეს. ქართველი ადამიანი არასდროს არ უნდა დაემორჩილოს იდეოლოგიას. იდეა სხვა არის და იდეოლოგია სხვა. იდეოლოგია კომუნისტებს ჰქონდათ, ფაშისტებს ჰქონდათ და ჩვენ იდეოლოგიის მსხვერპლნი არ უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა იაკობმა. მეუფე იაკობის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება. „ახალგაზრდობას ვთხოვ, შეხედონ, რა ხდება მსოფლიოში. არის საშინელი ომი, ამას ჰქვია პროქსიომი. მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. უნდა დავფიქრდეთ, არის დიდი ჭიდილი. რუსი ცდილობს ტერიტორიაზე დამკვიდრდეს და თან ფიქრობს, ცოტა ხანში ისე გამოფიტავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ხალხი გამოვა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაგით ეშველება რუსეთს. მეორე მხარე ფიქრობს, რომ ცოტა ხანში იარაღის გარეშე დარჩება რუსეთი და ასევე, ხალხი გამოვა და შეცვლის ხელისუფლებას. ეს ომი ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ჯვარი სწერია სხვა ტერიტორიებზეც რომ არ გადავიდეს. ჩვენ არ გვეშინია, თუ მტერი შემოვიდა დავხვდებით როგორც შეგვეძლება, მაგრამ ძალით ისეთ ომში რატომ უნდა ჩაერთო, რომელსაც ამერიკაც ერიდება და ევროპაც. საქართველოს რომ უჭირს, როგორ გვეხმარებიან?! მხოლოდ დემოკრატიისკენ მოწოდებით. ჩემთვის სამარცხვინოა, უკრაინა, სანამ ომს დაიწყებდა ოპოზიციაც შევიწროებული ჰყავდა, ძირითადი ტელევიზიებიც დახურული ჰქონდა და კორუფცია როგორც რუსეთში, ისევე ყვაოდა და ომია და მიიღეს (ევროკავშირში), მოლდოვაც მიიღეს და ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობოებმა, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია. ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება, არ ვიცი ომი, რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ თუ რა არის, ვინ ვის დააკავებს და მაშინვე, ჩინეთმა რა გააკეთა?! ჩავიდა და შეხვდა, რადგან არაფრად არ ჩააგდო, რადგან იმ სასამართლოს წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი და არც რუსეთი. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში, რომ ჩააკითხონ ვინმე გაბედავს დაჭერას?! ვინმეს უნდა არეულობა?! თავისთან, რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ, რომ არ გავიდეს ფულს ხომ მაგაში იხდიან და იარაღითაც ხომ მაგიტომ ამარაგებენ?! ამიტომ, დაფიქრება გვმართებს. კი ვიძახით შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოსო, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ დაწყებულია უკვე და ღმერთმა ქნას, რა ტერიტორიაზეც არის იქაც დამთავრდეს და აღარ გაიშალოს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ipn
  16. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გააფრთხილა ბელარუსი, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგან ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები. „ტვიტერზე“ ბორელმა დაწერა, რომ ეს არის „უპასუხისმგებლო ესკალაცია” და „საფრთხე“ ევროპის უსაფრთხეობისთვის. „ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , - დაწერა ბორელმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ipn
  17. ნატომ რუსეთი მისი "საშიში და უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START -ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა ნატოს სპიკერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
  18. თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა. ავტორი - დავით კუჭავა
  19. ფინანსთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ, 25 მარტს მომზადებულ სიუჟეტს და განმარტავს შემდეგს: სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ, გამოთქმული მოსაზრება - კერძოდ, ციტატა: ,, წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურდებს, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ“, - არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. საჯაროდ, სრული კატეგორიულობით, ვაცხადებთ, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი უფლებამოსილების სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების მკაცრ კონტროლს და პრევენციულ საქმიანობას. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭომ (Council of the European Union) მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს საზღვაო გზით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, იმპორტს ან გადატანას რუსეთიდან ევროკავშირში. შეზღუდვები ვრცელდება 2022 წლის 5 დეკემბრიდან ნედლ ნავთობზე და 2023 წლის 5 თებერვლიდან სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის. აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებასთან ერთად, სანქციების მეცხრე პაკეტით ევროკავშირმა - დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, დაამტკიცა ზღვრული ფასები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნედლ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. აკრძალვის მიზანს წარმოადგენს: გლობალურ ბაზარზე ზღვით რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების შენარჩუნება, ასევე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის აღკვეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ, ნავთობპროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების მკვეთრად შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აკრძალვა ეხება რუსული ნავთობროდუქტების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნებში, თუ აღნიშნული შეძენილია ნავთობის ფასის ზღვარზე ან ზემოთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება, თუ რუსული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები გადაადგილდება არასაზღვაო გზით (სარკინიგზო გზით) ან შეძენილია ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზღვრული ფასის ქვემოთ. საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია ,,ზედე ოილი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. კიდევ ერთხელ, უწყების მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ზემოაღნიშნული მედია საშუალების მხრიდან“,-აღნიშნულია განცხადებაში.
  20. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. „მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი მტკიცებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე და გაუბედაობა დაინახა. ტრამპის მტკიცებით, პუტინი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას სრულად არ ჩაიგდებს ხელში. მან პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეაჩერებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. "როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ. აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ მე, ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს", - განაცხადა ტრამპმა.
  21. საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი. „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახვი იყიდა: რუსეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარის 3 547 ტონა აზერბაიჯანი - 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869 ტონა თურქეთი - 376.6 ათასი აშშ დოლარის 953.3 ტონა ჩინეთი - 43 ათასი აშშ დოლარის 56.5 ტონა ირანი - 23.8 ათასი აშშ დოლარის 42 ტონა ნიდერლანდები - 12.4 ათასი აშშ დოლარის 7 ტონა -0:05 ავტორი: თამარ მუკბანიანი
  22. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტერპრესნიუსი
  23. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ. სლავიანკა პეტროვსკაი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე. „მთელი ის ტექნიკა რაც გადაეცათ, გარდა იმისა, რომ უკრაინელების მოთხოვნით მოხდა, მათ სჭირდებათ და ეს ტექნიკაა რომელსაც უკრაინის არმია ეფექტურად იყენებს“, - განაცხადა პეტროვსკაიამ. იპნ
  24. პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება , - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, პუტინის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას. „მეორე. ის კიდევ ერთხელ აცხადებს დანაშაულში მონაწილეობას. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა“, - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ipn
  25. ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა. "დიახ განცვიფრდებიან, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გასაოცარ ზრდაზე ესაუბრება, ხოლო ევროსტატის სტატისტიკური მონაცემები მაგიდაზე უდევთ, რომელთა მიხედცვითაც: თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს შემთხვევაში მონაცემები გაზრდილია 108 პროცენტით. ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო, 2022 წელს კი მე-8 ადგილზე გადავიდა. ველოდები საქსტატის მონაცემებს 2022 წლის შესახებ. ვნახოთ მერე მაინც რას მოიმიზეზებენ. ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევა უნდა დასრულდეს!.", - წერს ლილუაშვილი.
×
×
  • შექმენი...