Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფება მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. რუსული სააგანტო „ტასი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ლავროვმა მიიწვია, რათა განიხილონ რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი და რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებშია. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ადანაშაულებენ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში, რასაც თეირანი და მოსკოვი უარყოფენ. ირანმა, რომლის წინააღმდეგაც საერთაშორისო სანქციები მოქმედებს, მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ დაასრულა რუსეთისგან სუ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა. რადიო თავისუფლება
  2. „ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ეხმაურება „ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მორიგ სიტყვიერ თავდასხმას მასზე. ნაკაიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას მისი „დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს”. „ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ბრალს მდებს, ჩემი 20-წლიანი საქმიანობის გამო, რომელიც მუსლიმი თემისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ჩემი საქმიანობა „ქართული ოცნებისთვის” ნამდვილად არის პრობლემატური. რატომ? მხოლოდ ფაქტები: 2013 – 2021 წლები – ქართულ ოცნებას არ გაუვიდა, მუსლიმებისთვის შეეზღუდა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროსა და ბუკნარის მეჩეთებში შესვლა; 2013 წელი – ქართულმა ოცნებამ სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით, მოხერხა სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთი, რომელიც, 2 თვის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანვე დავაბრუნებინეთ; 2014 წელი – სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები მშვიდობიანად ითხოვდნენ ისტორიული შენობის დაბრუნებას, პოლიციამ სასტიკად სცემა შეკრებილი ადგილობრივები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა, რითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენა. „ქართული ოცნება” დღემდე, დისკრიმინაციულად, არ გასცემს ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მაგრამ 2017 წლიდან მუსლიმი თემი სახელდახელოდ მოწყობილ მეჩეთში მაინც აღავლენს ლოცვას. ქალაქ ბათუმის მერმა კი, ცინიკურად, ბაირამის დღესასწაულზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემა დისკრიმინაციულად შეფასდა. „ქართულ ოცნებას” აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე; ის, რომ უმცირესობებს საქართველოს პარლამენტში პირველად ჰყავთ მათი პრობლემების გამჟღერებელი; ასევე ღიზიანდება საქართველოს უმცირესობებში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზრდით”, – წერს ის. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით. „მინდა ძალიან მძიმედ შევაფასო ის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს ამ თემით სპეკულირებას, მათ შორის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას. სინამდვილეში, რეალობა არის სხვა. ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით. მასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფას მუსლიმურ თემს. ტარიელ ნაკაიძე თავისი საქმიანობით უპირისპირდება მუსლიმური თემის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ. 22 მარტს, „ხალხის ძალის” წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტარიელ ნაკაიძეს ასე მიმართა: „20 წელია მე შენ გიცნობ და ვიცი, რომ შენ ხარ აგენტი”. სუბარის თანამოაზრემ და რუსული კანონის კიდევ ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძე კი თავს დაესხა დეპუტატს და ზურგში მიკროფონი ჩაარტყა. ამას მოჰყვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია”აქვს. პუბლიკა
  3. „პალიტრა მედია“ სიცურეს უწოდებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ 27 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მედიაჰოლდინგს „კეზერაშვილი აფინანსებს“. დღეს, 28 მარტს კი „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე. მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები. მედიაჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან. პუბლიკა -0:0
  4. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ქალების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს იმას, რაც ახლა, ამ დღეების განმავლობაში ხორციელდება მსხვერპლი ქალების წინააღმდეგ. ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება სავარაუდო მოძალადის წახალისებას ცდილობს. ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იხსენებს ასევე იმ პერიოდს, 2016-17 წლებს, როდესაც მისი და ცნობილი ქალების წინააღმდეგ ვიდეოების გავრცელება მოხდა. "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი სახის კამპანიები ქალების წინააღმდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდებს საეჭვოდ ემთხვევა და არასოდეს არ ხდება სხვა მაღალჩნოსნების მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს. შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალების რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა. -0:0
  5. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ვაჟებმა, 17 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის."ამის შესახებ ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის რესპუბლიკელმა მინისტრმა, აჰმედ დუდაევმა, განაცხადა. არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მიენიჭათ კადიროვებს სამახსოვრო ნიშანი. დუდაევმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და "მიჰყვებიან ბაბუის“, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმად კადიროვის „ცნებებს“. როგორც სახელმწიფო სააგენტოს "ჩეჩნეთი დღეს" ვებგვერდი იტყობინება, სამახსოვრო ნიშნები ახალგაზრდა კადიროვებს წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსლან ალხანოვმა და „როსგვარდიის“ ჩეჩნეთის განყოფილების უფროსმა, შარიპ დელიმხანოვმა, გადასცეს. თავად რამზან კადიროვი იყო პირველი, ვისაც 2015 წელს ჩეჩნეთში მიენიჭა სამკერდე ნიშანი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამორჩენისთვის". ამის შემდეგ, ჯილდო, მიიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელის მშობლიურმა დეიდამ, უმან იბრაგიმოვმა და პოლიციის ორმა ოფიცერმა. მათ 2019 წლის სექტემბერში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უსაფრთხოების ძალებს, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუხსნეს. 25 მარტს რამზან კადიროვი დააჯილდოვეს მედლით „რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველი.“ ანალოგიური მედალი გადაეცა რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს აიმან კადიროვას (რამზან კადიროვის დედას) და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმატ-ჰაჯი კადიროვს (რამზან კადიროვის მამას, გარდაცვალების შემდეგ). კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მას არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უფლებადამცველები კადიროვს აკისრებენ პასუხისმგებლობას ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში. radio tavisupleba
  6. 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს. „30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია, შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  7. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  8. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია. "ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართულია სისტემურ ძალადობაში - ადამიანებზე, ორგანიზაციებზე, მედიებზე, ელჩებზე, პარტნიორებზე თავდასხმა, მათი ჩაგვრა, ბულინგი, ტერორი, შუღლის გაღვივება. დღეს ამ პარტიას სხვა რესურსი, გარდა ძალადობისა, არ გააჩნია. უბრალოდ გასულ დღეებს გადახედეთ: ჯერ ევროკავშირის დროშა დაწვეს; მერე ერთმანეთის მიყოლებით პარლამენტში დეპუტატები ცემეს; მერე პროპაგანდისტის დასაცავად დაზარალებულს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს; ახლა „პალიტრას“ ესხმიან თავს; თავისივე ჩაფლავებული საგარეო პოლიტიკის გამო, ნორვეგიის ელჩი დაიბარეს და საელჩოსთან აქცია მოუწყვეს. ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი სახელმწიფოსგან, რომელიც თვითონ უნდა იყოს ჩვენი დაცვის გარანტი. ცემენ ან თავს ესხმიან ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც დაგვიცავს. მოძალადე რეჟიმები როგორ ამთავრებენ, გვინახავს. ამჯერად სოლიდარობა TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews-ს.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
  9. რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მინსკში აცხადებენ, რომ ბელარუსი ზარალს განიცდის სანქციებისგან, ზეწოლისგან და დასავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან. ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებით, ეს არ არის სიახლე არაბირთვულ და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, რაც მიუთითებს ნატო-ს „ერთობლივი ბირთვული მისიების“ პრაქტიკაზე. „ამ გარემოებებისა და მათგან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონიერი შეშფოთებისა და რისკების გათვალისწინებით, ბელარუსი ახორციელებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ინახება აშშ-ის 150-ზე მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მათი შესაძლო გამოყენებისთვის მომზადებულია 250-ზე მეტი თვითმფრინავი“, – აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ავტორი - გივი ბარამიძე
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით ეხებოდა. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
  11. უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ორგანიზატორები მოუწოდებენ, შეუერთდნენ მასობრივ სოლიდარობის მსვლელობას. „უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ძალადობით მართული ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს. ქალების ბრძოლა გრძელდება!“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები. მიმართვაში ასევე აღნიშნულია: პუბლიკა
  12. იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია. იპნ
  13. გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გადაადგილდება ის ბრიტანული ტანკით. „სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული „ჩელენჯერი 2“-ის ტანკის დატესტვა. ასეთი ტანკები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს“, - წერს რეზნიკოვი. ცნობისათვის, უკრაინამ გუშინ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი, გაერთიანებული სამეფოსგან კი - „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მიიღო. იპნ
  14. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თანამდებობა მან დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. „დავწერე განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვიტე. დღეიდან აღარ ვარ კლინიკური დირექტორი“, - განაცხადა პაპავამ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ. იპნ
  15. პარტია "საქართველოსთვის" - ქალთა გაძლიერების პლატფორმა, სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე. planeta.ge გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლების პროპაგანდისტის დაცვას, მსხვერპლის დისკრედიტაციას და პოტენციური მსხვერპლების დაშინებას. თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან. ოცნებამ უარი თქვა იმ პროგრესზე, რასაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მივაღწიეთ. უფრო მეტიც, იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადის და არა მსხვერპლის დასაცავად. სოლიდარობას ვუცხადებთ თათია სამხარაძეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
  16. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შეუძლია. მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან მარტივად შეძლებს პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებს, რაც ომს დაასრულებს. ტრამპის თქმით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება. „ის, რასაც ახლა აშშ-ის ხელისუფლება აკეთებს ძალიან საშიშია. შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედარებითაც პირველი და მეორე მსოფლიო ომები თამაშად გამოჩნდება. ეს დაუჯერებელია, რადგან ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ. ეს თუ არ მოხდება, მე მას 24 საათში გადავწყვეტ“, - განაცხადა ტრამპმა. IPN
  17. საქართველოს პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია პრეზიდენტი რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უფლებადამცველის, თათია სამხარაძის მიმართ პროპაგანდისტური არხის POSTV-ის და მისი მფლობელის, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას. სალომე ზურაბიშილმა თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, არამედ ხელს აფარებს. „იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა, “- თქვა მან. publika
  18. თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა. განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შედარებით ქირის ღირებულება 5.1%-ით გაიზარდა და 13.1 დოლარს მიაღწია. 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით კი გასაქირავებელი ფასი 125%-ით არის გაზრდილი. მიმოხილვის ავტორები 2023 წელს თბილისში ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასის ზრდას პროგნოზირებენ. „ჩვენი განახლებული პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით“, - აცხადებენ მიმოხილვის ავტორები. გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა (+24% თ/თ) და 261 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების ამონაგები წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) გაიზარდა და 12.2%-ს გაუტოლდა. ამონაგები ეროვნულ ვალუტაში არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს (12.48%) მცირედით ჩამორჩება. bm.ge
  19. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ტენდენციურია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტშიც პრეზიდენტის გამოსვლა, სავარაუდოდ, ტენდენციური იქნება. „ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას, რასაც ობიექტურად იტყვის, ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამაზეც ვიტყვით“, – განაცხადა მდინარაძემ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება.
  20. ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიონში“ 2021 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი საფრანგეთის ტოპ 14-ში 55 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო თავად 20 წლის ნინიაშვილის ანგარიშზე 12 ჩატარებული მატჩი და 7 ლელოა. გასულ წელს ნინიაშვილმა „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ავტორი - ბექა ბლიაძე
  21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. გელა გელაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს.
  22. „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა. „შპიგელის“ ცნობით, საუბარია საბრძოლო მანქანის 18 ერთეულზე. ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გერმანიის ხელისუფლება დიდხანს განიხილავდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, არა მარტო თავად დადო კიევისთვის მათი მიწოდების პირობა, არამედ შესაბამისი ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცა. პოლონეთის პირველი „ლეოპარდები“ უკვე უკრაინაშია — მინისტრი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემენ რა არის „ლეოპარდ 2“ და რატომ სჭირდება უკრაინას „ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა. კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს. უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა. უკრაინა და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება კონტრშეტევით ბრძოლებში. ტანკების მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს. ნეტგაზეთი
  23. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 2022/23 წლის ანგარიშში, დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებსაც მიმოიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო წარსულში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”; და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა წაუყენეს. ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნეტგაზეთი
  24. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი ვებგ­ვერდ www.ongo.ge -ზე გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ვებგ­ვერ­დის მფლო­ბელს, ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს მი­მარ­თავს. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თქვენს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ვებგ­ვერ­დზე 2023 წლის 27 მარტს, 16 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე გან­თავ­სდა სტა­ტია შემ­დე­გი სა­თა­უ­რით: "კე­ზე­რაშ­ვი­ლი პა­ლიტ­რა მე­დი­ას აფი­ნან­სებს“. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს და არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტი, თით­ქოს ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს­გან არის მი­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს. "პა­ლიტ­რა მე­დია“, მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, არას­დროს ყო­ფი­ლა მარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მიერ, ის ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა სწო­რი და უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია. ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და ცი­ლის­წა­მე­ბას. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და მის­თვის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს "ფეიკ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ეყ­რდნო­ბი­ან სხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მე­დი­ე­ბი და მო­ახ­დე­ნენ ყო­ველ­გვა­რი გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნუ­ლის გავ­რცე­ლე­ბას. თუმ­ცა, ე.წ. სან­დო წყა­როს მოშ­ვე­ლი­ე­ბით, სხვი­სი და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით, სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი სტა­ტია, ვერ მი­აღ­წევს მი­ზანს. თქვე­ნი ვებგ­ვერ­დის მიერ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, ირ­ღვე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ქარ­ტი­ის შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბი: პრინ­ცი­პი 1.ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ტი­ვი უნდა სცეს სი­მარ­თლეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბას – მი­ი­ღოს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია; პრინ­ცი­პი 3. ჟურ­ნა­ლის­ტმა უნდა გა­დას­ცეს ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ იმ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მელ­თა წყა­რო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია; პრინ­ცი­პი 11. ჟურ­ნა­ლის­ტმა უმ­ძი­მეს პრო­ფე­სი­ულ და­ნა­შა­უ­ლად უნდა მი­იჩ­ნი­ოს შემ­დე­გი ქმე­დე­ბე­ბი: ფაქ­ტის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბა; ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ქრთა­მის, სა­ჩუქ­რის ან სხვა სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის სა­ნაც­ვლოდ; ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აი­ღოთ თქვე­ნი ვებგ­ვერ­დი­დან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სტა­ტია, მო­ახ­დი­ნოთ თქვენ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოთ სწო­რი, უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით, მივ­მარ­თოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს“.
  25. უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც. სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში. შალვა რამიშვილი ამჟამად 52 წლისაა. გოგოები კი, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, მასზე, სულ მცირე, 20 წლით უმცროსები არიან. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი ან შალვა რამიშვილთან მუშაობდნენ, ან ეძებდნენ სამსახურს. როგორც ისინი ამბობენ, შალვა რამიშვილი მათგან სამსახურის სანაცვლოდ სექსს ითხოვდა. მაგალითად, ერთ-ერთი გოგო, რომელმაც რამიშვილთან საუბრის ჩაწერა მოახერხა, ანანია გაჩეჩილაძეა. აღნიშნული საუბარი 2018 წელს შედგა. მაშინ შალვა რამიშვილი 47 წლის იყო, გაჩეჩილაძე — 22-ის, შალვა რამშვილზე 25 წლით უმცროსი. ჩანაწერში ისმის, რომ რამიშვილი მას ირიბად სთავაზობს „მამაშვილურად მოფერებას“ და „რა*ამ დადგომას“. მას შემდეგ, რაც სამხარაძემ ღიად გააკრიტიკა რამიშვილი ფეისბუკზე, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელსა და ფიზიკურ სივრცეში აგრესიული, შეურაცხმყოფელი კამპანია დაიწყო. ქალს აგინებდნენ, მის შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტებმა პოლიციაც კი გამოიძახეს. სამხარაძესა და სხვა ქალებს, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, მხარდაჭერა არ გამოუცხადა სახელმწიფოს არცერთმა შტომ, გარდა პრეზიდენტისა. მეტიც, შალვა რამიშვილის კრიტიკაზე საუბრისას გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ იგი „ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის წინააღმდეგი“ არის. შალვა რამიშვილი 2005 წელს მართლაც არის გასამართლებული გამოძალვის ბრალდებით. ნეტგაზეთი ამ სტატიაში მიმოიხილავს, თუ როგორ განუდგა სახელმწიფო თათია სამხარაძეს. „იკვეთება დანაშაულის ნიშნები“ 25 მარტს „პოსტ ტვ-ის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელეკომპანია ირწმუნებოდა, თითქოს მიაკვლიეს ბინას, სადაც ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე იმყოფებოდნენ. „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ განაცხადა, რომ თითქოს ჰყავდა წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჩიქოვანმა სამხარაძეს თავისუფლება აღუკვეთა. ამის შემდეგ ბერიძემ პოლიცია გამოიძახა. უკვე 26 მარტს „პოსტ ტვ-ის“ სხვა გადაცემაში მან ახსნა, თუ რატომ დარეკა 112-ში. მისი თქმით, თითქოს სადარბაზოში ყვირილის ხმა გაიგო. ადგილზე მივიდა პოლიცია, სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია „იმედიც“ იყო. „პოსტ ტვ-ის“ მიერ გავრცელებული ცნობა უარყვეს როგორც ჩიქოვანმა, ისე სამხარაძემ. ჩიქოვანმა თქვა, რომ ბერიძე მის სახლთან რამდენიმე საათით ადრეც იყო მისული. მას შემდეგ, რაც კარი არ გაუღეს, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ბერიძემ „პოლიციაში ცრუ დასმენა განახორციელა“. მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარყო შალვა რამიშვილის ტელევიზიის ბრალდებები, მათ შორის, მისი გატაცებისა და მასზე ძალადობის შესახებ ცნობა. მომხდარში დანაშაულის ნიშნებს ხედავს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლონდა თოლორაია. იგი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ იშვიათად ახსენდება ასეთი მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია – „რომელშიც ჩართულია მედია, სახელმწიფო უწყებები, პარლამენტის წევრები — ისინი, ვინც, წესით, მსხვერპლის უფლებების სადარაჯოზე უნდა იდგნენ“. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, თუ საიდან ჰქონდა ჟურნალისტს ეს ინფორმაცია, ახორციელებდა თუ არა რესპონდენტის თვალთვალს და ჰქონდა თუ არა ადგილი ადევნების ნიშნებს. თოლორაია დასძენს, რომ იქნება ეს შსს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თუ პროკურატურა, განცხადებები აუცილებლად უნდა გაკეთდეს „იმიტომ, რომ რაც გარედან ჩანს, ეს არათუ არაჯანსაღი და ამორალურია, არამედ კანონდარღვევის ნიშნები იკვეთება.“ ლონდა თოლორაია „ყველაზე სამწუხაროს“ უწოდებს ამ შემთხვევას, რადგან, მისივე შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოს მართლაც კარგი კანონმდებლობა აქვს, თუმცა ეს საქმე აჩვენებს, რომ კანონის არსებობის პირობებშიც კი ძალადობის მსხვერპლი ქალი დღეს არის სრულიად დაუცველი. ლონდა თოლორაია. ფოტო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ცნობაზე, ან ცრუ დასმენისა თუ სხვა შესაძლო დანაშაულის შესწავლის მიზნით. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სიახლის შემთხვევაში გაგვაგებინებდნენ. „ეს არის მძიმე დიაგნოზი, დიდი სირცხვილი“ „ძალიან მძიმედ შევაფასებდი, ზუსტი სიტყვის პოვნაც კი მიჭირს, იმდენად ამაზრზენი ისტორიაა“, — ამბობს ნეტგაზეთთან პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომლის მორალური განადგურება პირადი ცხოვრების შანტაჟის გზით სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სცადეს. ბესელიამ მას შემდეგ მმართველი გუნდი დატოვა და ყოფილ თანაგუნდელებსაც დაუპირისპირდა. ის დასძენს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა, ვისზეც ძალადობენ, შინაგანი საყრდენი და ძალა იპოვოს საკუთარ თავში, ხოლო „მოძალადემ იგრძნოს, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის და იარაღს — სისტემას, რომელსაც იყენებს, მას არანაირი შედეგი არ აქვს.“ ეკა ბესელია. ფოტო: პირადი ფეისბუკი „მადლობა ოცნებას“ და „სირცხვილი“ ხელისუფლებას — შეფასებები რამიშვილიდან პრეზიდენტამდე „ოცნება“ თავიდანვე ღიად ამბობდა, რომ არ სჯეროდა რამიშვილის წინააღმდეგ გახმიანებული ბრალდებების. მაგალითად, მაკო ჯაბუას ისტორიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის რამიშვილთან დაკავშირებით ბრალდებები დამაჯერებელი არ არის. ეს ყველაფერი მან „ფაშიზმის კამპანიას“ დაუკავშირა. „ფაშისტური კამპანია“ მმართველი გუნდის ახალი „მესიჯბოქსია“. „ოცნების“ ამ დამოკიდებულებას მალევე გამოეხმაურა თავად შალვა რამიშვილი და პარტიას მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ „ცილისწამების კამპანიაა“. რაც შეეხება უშუალოდ თათია სამხარაძეზე თავდასხმას, 27 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ კულტურის ამჟამინდელ და იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ის მომხდარზე. წულუკიანმა თქვა, რომ არ იცის, ვინაა თათია სამხარაძე, თუმცა დასძინა, რომ დღეს საქართველოში ქალი კანონით „კბილებამდე შეიარაღებულია“, თავისი უფლებები რომ დაიცვას. „არ შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის გვარად, სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი“, – თქვა მან. დღის ბოლოს სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. მან გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვა: ილუსტრაციაში გამოყენებულია ნინა ბაიდაურის ფოტო. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...