Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი 7-9 მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ამ განზრახვის რეალიზებას ლაზარე გრიგორიადისის საქმით აპირებენ. ლაზარე გრიგორიადისი ბრალდებულია აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში. ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ წერს, რომ საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ისროლა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი”. ამასთან, ირღვევა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა.“ რადიო თავისუფლება
  2. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა. მისი განმარტებით, პირველმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. ყოფილი მოსამართლის შეფასებით, განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. „მოსამართლე ვალდებულია, საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში (იხ. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE)დასკვნა N11(2008) სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხის შესახებ, §21-23). ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო“ იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ლაზარე გირგორიადისმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პუბლიკა
  3. 7-8 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ადვოკატის განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა შეაფასოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რა არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლიეს და იმსჯელოს წინასწარი პატიმრობის მართლზომიერებაზე. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივრის შეტანიდან 72 საათის განმავლობაში განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხს. ადვოკატს პრაქტიკიდან გამომდინარე დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. „პირდაპირ გპასუხობთ, პრაქტიკიდან გამომდინარე, მე არ მქონია შემთხვევა, სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლოდ შეეცვალოს რამე, მაქვს მოლოდინი, რომ დასაშვებად არ სცნობს“, – განუცხადა ლიკა ბითაძემ „TV პირველს“. ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინებაში დასაბუთება „შაბლონურად და ზოგადადაა“ განმარტებული. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო“ იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ლაზარე გირგორიადისმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 31 მარტს და პირველ აპრილს აქციები გაიმართა. მას სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი ჯგუფები, ორგანიზაციები, პარტიები და მოქალაქეები… 1 აპრილს აქციაზე მივიდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. სამოქალაქო აქტივისტის სალომე ბარკერის თქმით, მოქალაქეებმა ლაზარეს ოჯახის დასახმარებლად რამდენიმე საათში 20 000 ლარამდე შეაგროვეს. პუბლიკა
  4. " რესპუბლიკური ჩვენი სახლია"- ამ ლოზუნგით რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. როგორც მედიკოსი, ნინო ხაჭაპურიძე განმარტავს, ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება. "არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და რაც გასაკეთებელია, ის პარალელურად გაკეთდეს. ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება.ის რომ რეაბილიტაცია საჭირო, ეს ცალსახაა", - აღნიშნავს მედიკოსი. იპნ
  5. გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ქართველი ხალხი ხშირად და ხმამაღლა იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებასთან ერთად, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ევროდეპუტატი გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გაიმართა. “ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: "უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება, რომელსაც არ იყენებენ, ქრება". ქართველმა ხალხმა ეს ყველაზე კარგად იცის. ამიტომაც ისინი ხშირად და ხმამაღლა იყენებენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას!”, - განაცხადა კრამონმა. ინტერპრესნიუსი
  6. ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 560 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, რუსული ძალების საერთო საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 2 აპრილამდე შემდეგნაირია: დაახლოებით 174,550 ჯარისკაცი, 3,618 ტანკი, 6,986 ჯავშანმანქანა, 2,687 საარტილერიო სისტემა, 527 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 279 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 306 თვითმფრინავი, 291 ვერტმფრენი, 2,249 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5,537 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 296 სხვა სატრანსპორტო საშუალება და აღჭურვილობა. იპნ
  7. ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს PSP-ს არგუმენტს, რომ „ონკოლოგიური პროდუქტი ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა, ამიტომ ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა და არა – გაძვირება“. „ჩვენ ზუსტად ვიცით შემოტანის დრო, როდის, რა ვადებში შემოვიდა და რა მედიკამენტები შემოვიდა. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ეს მედიკამენტები, რაც დღეს იყიდება, მაშინდელი, იმ პერიოდში შემოტანილია. რასაკვირველია, ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია. თუ თქვენ მათ განცხადებას არგუმენტად ჩათვლით, ყველას შეუძლია, სუბიექტური აზრი გამოხატოს, თუმცა ეს არგუმენტი არ არის. იგივე მედიკამენტები იყიდება სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებულ ფასად, სამწუხაროდ“, – განაცხადა აზარაშვილმა. მსგავსი: ინტერვიუ ზურაბ აზარაშვილთან მისი თქმით, რეფერენტული ფასწარმოქმნა და ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება ყველა ქვეყანამ წარმატებით გაიარა, თუმცა იქაც იყო სხვადასხვა ტიპის საბოტაჟის მცდელობები და დარღვევები, მაგრამ საქართველოს მაგალითი ალბათ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. „ერთიანად, შვიდიათასივე მედიკამენტზე შეუძლებელი იყო, ფასები დაგვეწესებინა ან კონტროლის მექანიზმები მიგვეყოლებინა. რეფერენტული ფასების გავრცელების გეგმას, რაც გაწერილი გვაქვს, წლის ბოლომდე ეტაპობრივად მივყვებით და, პარალელურად, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე პირდაპირი შესყიდვების პროცესი გვაქვს დაწყებული. პირველი კონტრაქტები აპრილის თვეში გვექნება, პირდაპირ მომწოდებელი სახელმწიფოს მიაწვდის ამ ძვირადღირებულ მედიკამენტებს და სადისტრიბუციოდ გამოვიყენებთ სააფთიაქო ქსელებში. ასე პირდაპირი შესყიდვის გამოცდილება ქვეყანაში არ არსებობდა და პრეცედენტულად, პირველად ვამკვიდრებთ. კომპანიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, უკვე ორი კვირის განმავლობაში ვიზიტები დაიგეგმება კონკრეტულ ქვეყნებში. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც 40-დან 50%-მდე მოხდება ამ მედიკამენტების ფასების გაიაფება და არა – იმ ფასების, რაც დღეს არის“, – განაცხადა აზარაშვილმა. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, 25 000-ლარიანი ლიმიტით ონკოპაციენტი გაძვირებამდე 10 კოლოფ მედიკამნტს ყიდულობდა, გაძვირების შემდეგ კი 3-4 კოლოფს ყიდულობს, რის გამოც ლიმიტი ძალიან სწრაფად ეწურება. „როცა პირდაპირი შეთანხმება გვექნება, რასაც აუცილებლად შევძლებთ, დავუბრუნდებით ძველ ნიშნულთან შედარებით კიდევ უფრო გაიაფებულ ფასებს, რაც, ერთი მხრივ, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ონკოლოგიურ პაციენტებს წლის განმავლობაში რა მედიკამენტებიც ესაჭიროებათ, სრულად დავუკმაყოფილოთ და ასევე, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ, რადგან ლიმიტის არსებობას აზრი არ ექნება. ამ ლიმიტით დღეს, ერთადერთი, ვაკონტროლებთ იმას, რომ ასე ხელოვნურად გაზრდილი ფასების პირობებში სწრაფად და მყისიერად მოხდეს რეაგირება. თუ განსაკუთრებული შემთხვევებია, ჩვენ მაინც არ დავტოვებთ ადამიანებს, მიუხედავად ასეთი სოციალურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და სხვადასხვა ტიპის პროგრამებიდან მაინც ვაფინანსებთ, თუმცა, როცა მოვაწესრიგებთ, უკვე სამართლიანი ფასით გადავუხდით პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
  8. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა და, დიდი ალბათობით, წინასწარი დასკვნა რაც იყო, იგივე დასკვნა იქნება საბოლოოდ, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „მე ვთხოვდი მეგობრებს და კოლეგებს, რომ დაველოდოთ ამ დასკვნებს. წინასწარ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ დასკვნების საფუძველზე უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რა კლინიკა უნდა აშენდეს, რა მოცულობის და ის ნაწილი უნდა დაინგრეს. პირველადი შეფასებით და დასკვნით, რაც გვაქვს, შეიძლება წინა ნაწილის მხოლოდ საოფისედ გამოყენება, თვითონ კლინიკის და ექიმების საოფისე ფართებად შეიძლება, გამოგვეყენებინა და მეორე ნაწილი სრულ დემონტაჟს ითვალისწინებდა. ეს დასკვნები როცა იქნება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ხარჯეფექტურობაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად მიზანშეწონილია, ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ 50 წელზე მეტხნიან შენობაში, სადაც, მინიმუმ, 25-30-წლიანი ინვესტიცია უნდა იყოს და მოგეხსენებათ, რა ვადებამდე ავდივართ. ასევე, ვადების ნაწილშიც გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ამის რეკონსტრუქციას, თან გაცილებით მეტ თანხასთან ერთად. მიზანშეწონილობაზე და ხარჯეფექტურობაზე ყველა ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა. მსგავსი: ინტერვიუ ზურაბ აზარაშვილთან მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ფრაგმენტულად რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის არსებობა, რომელიც დააკმაყოფილებს თუნდაც ერთ-ერთ სტანდარტს, რაც კლინიკებს 2025 წლიდან მოეთხოვებათ. „თუ შესაბამისი ხარჯვის ნაწილში შევადარებთ, ძალიან მარტივია და აქ სპეციალური ეკონომიკური განათლება არ არის საჭირო. ავიღოთ თუნდაც ის 11 მილიონი, რაც 6 000 კვადრატის გარემონტებაში დაიხარჯა, ჯამში თუ 63 000 კვ-ია, მის გარემონტებას ხომ 100 მილიონზე მეტი დასჭირდება? რამდენად მიზანშეწონილია, 100 მილიონზე მეტი დაიხარჯოს კლინიკაში, რომელიც იმავე ტიპის გარემონტებით ვერ შეესაბამება სტანდარტებს და კიდევ გადაკეთებას მოითხოვს, რაც კიდევ დამატებით ხარჯს იწვევს და შეიძლება, 100-ის ნაცვლად 200 მილიონი მივიღოთ ხარჯვა“, – განაცხადა აზარაშვილმა. აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში იგეგმებოდა ბავშვთა ონკოლოგიის დამატება, მაგრამ ისრაელიდან ჩამოსულმა დელეგაციამ რამდენიმედღიანი დათვალიერების შემდეგ კლინიკის ამ პირობებში პროცესში ჩართვაზე კატეგორიული უარი თქვა და პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აშენება. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საავადმყოფოს თანამშრომელთა ერთ-ერთი შეთავაზების განხილვა, რომ ახალი შენობა აშენდეს თავისუფალ ტერიტორიაზე და პარალელურ რეჟიმში, ახალი შენობის აგებამდე, ფუნქციონირება გააგრძელოს არსებულმა კლინიკამ, აზარაშვილმა განაცხადა, რომ ეს რომ რამდენიმემილიონიანი პროექტი იყოს, შეიძლება, ტერიტორიაზე ლავირება მომხდარიყო, შენობების გადანაცვლება და ა.შ., მაგრამ ეს არის საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი. „თუ მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება, ის აშენდეს და პარალელურად, აშენების პროცესში, იქვე, რამდენიმე მეტრში მოქმედი კლინიკა არსებობდეს და თეორიულად, რამენაირად შესრულდეს ის პირობები, რაც გვაქვს ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ამ ვერსიასაც განვიხილავთ, რამდენად ეფექტიანი და რამდენად სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა აზარაშვილმა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის დასაქმებაზე და მათთვის, მინიმუმ, დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, რაც ხელშეკრულებებით და ყველანაირად გარანტირებული იქნება, რაც, მისი აზრით, იდეალური შეთავაზებაა. 1ტვ
  9. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს. „Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით მოხდება“, – წერს მორავიეცკი Twitter-ზე. Rosomak თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე დაცული მრავალმოდულური ჯავშანტრანსპორტიორია, მასზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები ან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. რამდენიმე დღის წინ, სანამ პოლონეთის ხელისუფლება ჯავშანტრანსპორტიორებთან დაკავშირებულ შეთანხმებას გამოაცხადებდა, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები პოლონეთში ამერიკულ ჯავშანტექნიკასთან ერთად Rosomak-ებზეც გადიოდნენ წვრთნას. პუბლიკა
  10. ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. „მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წ####ბის არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში , ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა არაა სწორი. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე. „ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში, კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. იპნ
  11. ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მა­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ბექა გრი­გო­რი­ა­დი­სი აცხა­დებს, მისი შვი­ლი არ­ცერ­თი პარ­ტი­ის წევ­რი არ არის. „რა თქმა უნდა, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვ. ორი დღეა ცუ­დად ვარ, მაგ­რამ გავ­მაგრდე­ბი. ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი. ჩემ შვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნია, უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რად ვა­რი­გებ­დი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ია­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლა­დობ­და თუ არა ის პო­ლი­ცი­ელ­ზე, ჯერ არ ვი­ცით, ალ­ბათ, დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბენ. ჩემი შვი­ლი არ­ცერთ პარ­ტი­ა­ში არ იყო. როცა ნა­ხავ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ რო­ბო­კო­პე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ხალ­ხის და­სარ­ბე­ვად, იც­ვამ­და და მო­დი­ო­და, ხალ­ხის გვერ­დით დგე­ბო­და. იქ არ იყო მი­სუ­ლი ვი­ღა­ცის და­ძა­ხე­ბით, ნახა, რომ დარ­ბე­ვის ვა­რი­ან­ტი იყო, გა­მო­ვარ­და სახ­ლი­დან და დად­გა რუს­თა­ველ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბექა გრი­გო­რი­ა­დის­მა. ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გრი­გო­რი­ა­დი­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ და მის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ ფილ­მებს - „და­უს­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლი“ და „ქარ­თუ­ლი თუ რუ­სუ­ლი“ ოც­ნე­ბა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ედე­ბა ბრა­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 31 მარტს შე­ე­ფარ­და. ამბები
  12. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ილია გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც დღეს, 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე. ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა. მასალა ახლდება… აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ აქციაზე მისულები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარეს საჩვენებელი დასჯა გადაწყვიტა, რათა მისი თაობის ადამიანები დააშინოს და პროტესტის სურვილი გაუქროს. ნეტგაზეთი
  13. საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“. ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს, მათი მოლოდინი მხოლოდ ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს, თბილისი კი საწინააღმდეგოს აკეთებს. ასევე ვიოლა ფონ კრამონის თქმით, მიუხედავად გარკვეულ სფეროებში პროგრესისა, საქართველოში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციისა და მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. „ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება. გასულ კვირას, აქ იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელმაც ნათლად თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, სუვერენული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეეძლება აკონტროლოს და დააკვირდეს, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და რას აკეთებს მთავრობა“, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა [„ფორმულას“ თარგმანი]. პუბლიკა
  14. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა სილის გაწვნაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა - სილის გაწვნაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს ახლანდელ წევრებს მოვუწოდებ შეეწინააღმდეგონ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას ბოროტად ისარგებლოს საკუთარი თავმჯდომარეობით. ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკანონოდ არის გაეროს უშიშროების საბჭოში”, - წერს კულება.
  15. დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა. შესაბამისი დადგენილება (2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ინსულინის მედიკამენტები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: თბილისი - შპს ,,მედფარმა პლუსი"დიმიტრი უზნაძის ქ. N76 ; ორდე დგებუაძის ქ. N1. აჭარა - შპს "ბლექსი ფარმა" ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N165. გურია - შპს ,,პანაცეა"ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N2. იმერეთი - შპს ,,ფარმასპექტრი" ქ. საჩხერე, მაჭავარიანის ქ. N20; შპს ,,ფარმაცია"ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61ა; შპს ,,N4 აფთიაქი"; ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N14; ი/მ ,,რუსუდანი კაციტაძე'' ტყიბული, კ. გამსახურდიას ქ.N38; შპს „ფირმა ფარმაცია“ ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N21ა; შიდა ქართლი - ი.მ. ,,დავით გელაშვილი" ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. N206; კახეთი - შპს ,,იმედი-თელავი"ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი N41; მცხეთა-მთიანეთი - შპს „ჯეო ფარმა“ მცხეთა, მერაბ კოსტავას 17ბ; რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი შპს ,,ამბროლაურის აფთიაქი"; ამბროლაური, კოსტავას ქ. N14; სამეგრელო-ზემო სვანეთი - შპს ,,ზუგდიდის ფარმაცია''ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქ. N18; შპს ,,ალბინა'' ქ. ფოთი, კოსტავას ქუჩა N22; ი.მ. ,,ნათელა ჯაფარიძე" მესტია, სეტის მოედანი N17; სამცხე-ჯავახეთი - ი/მ „ლია გორელიშვილი“ ქ. ახალციხე, რუსთაველიქ ს. N97; შპს ,,ფარმამელინე" ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. N54; ი/მ ,,ნორაირ მერაბიან'' ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. N19; ქვემო ქართლი - შპს ,,ფარმავიტა'' ქ. რუსთავი, წერეთლის ქ. N9ა.
  16. „დაახლოებით 10 წლის ვიყავი, მშობლებმა რომ კომპიუტერი მიყიდეს და ინტერნეტში ვუყურე საკონდიტრო გადაცემას. ძალიან მომეწონა და მიზნად დავისახე, ამ პროფესიას გავყოლოდი. რადგან სმენის პრობლემა მაქვს და მეტყველებაც მიჭირს, ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გადავწყვიტე მესწავლა ხელობა და სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დამწყებმა კონდიტერმა, აკაკი ცანკაშვილმა. აკაკი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ის სმენადაქვეითებულია, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ ყოფილა, რათა საკუთარი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. სკოლის შემდეგ, აკაკიმ 2 წელი პროფესიულ სასწავლებელში იარა, სადაც თავის მომავალ პროფესიას დაეუფლა და ცოდნაც გაიღრმავა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით აღნიშნულ სასწავლებელში ის უკვე მასწავლებლის რანგში მოღვაწეობს და ცოდნას სხვებს უზიარებს. „ყველაზე რთულად კოვიდის პერიოდი მახსენდება, რომელმაც დააპაუზა ჩემი ცხოვრება და არამარტო ჩემი. ვეღარც ვსწავლობდი და ვეღარც ვმუშაობდი - ეს ყველაფერი ძალიან მრთგუნავდა. ძალიან შრომატევადი საქმეა, დიდი სიფრთხილეა საჭირო როგორც გემოების, ასევე ფერების შერჩევისას, ამიტომ კოვიდის პაუზამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა“, - იხსენებს დამწყები კონდიტერი. ცოტა ხნის წინ მან ონლაინ-საკონდიტრო გახსნა და ტკბილეულზე შეკვეთების მიღება დაიწყო. მისი თქმით, შეკვეთები აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ მათი რაოდენობა მოიმატებს. ამ ეტაპზე ახალბედა ბიზნესმენი სახლში მუშაობს, თუმცა სამომავლოდ საკუთარი საკონდიტროს გახსნას აპირებს და ამისთვის ნიადაგსაც ამზადებს: „ვსწავლობ ბუღალტერიას, ინგლისურ ენას, რათა მომავალში, როდესაც ჩემი საკუთარი საკონდიტრო მექნება, მაქსიმალურად ვიყო ჩართული მის მართვაში“- ამბობს აკაკი. მათ კი, ვინც თავისი ოცნების განხორციელებისთვის ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს, აკაკი ურჩევს, თავი არ დაზოგონ შრომაში, იმუშაონ საკუთარ თავზე და მაქსიმალურად მოინდომონ, შედეგი აუცილებლად იქნება. „შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, უბრალოდ ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - ამბობს ის. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  17. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზეა დაბარებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების არჩევის საკითხი დაკითხვის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მიტროპოლიტი პაველის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. უკრაინული მედია წერს, რომ პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი ორი მუხლის საფუძველზე, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობის უფლების დარღვევასა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლებასა და მისი მონაწილეების განდიდებას ეხება. IPN
  18. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაკარგული აქვს განცდა იმისა, თუ რა პოზიციას იჭერს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები მთავრობის მიმართ „ღია კარის მტვრევას“ ემსგავსება. „მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მსხდომი სხვა პოლიტიკოსებისაგან არაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარეს მყოფი ელექტორატის პოზიციას ის ნამდვილად არ გამოხატავდა. ერთი რამ თვალსაჩინო და ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს განცდა იმისა, თუ რა პოზიციაზეა თვითონ, დაკარგული აქვს. ეს პოზიცია ტენდენციურია და მას არ შეიძლება დაერქვას „ყველას პრეზიდენტის“ პოზიცია. რაც შეეხება მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მსგავსი განცხადებების აზრს მე საერთოდ ვერ ვხედავ. პრეზიდენტს აქამდე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იდეები გამოეხატა და მისთვის კარი არავის მიუხურავს. ახლა მთავრობის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება, რადგან 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ხელისუფლებამ დეპოლარიზაციისა და დერადიკალიზაციის მიმართულებითაც ყველაფერი გააკეთა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
  19. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული. განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას. იურიდიულ პირებზე სანქციები დაწესებულია ანალოგიური პერიოდის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 4 კომპანია : „ელექტრომაშინა“, "სიბპრიბორმაში", ნიჟნელომოვსკის ელექტრომექანიკური ქარხანა და სლავგოროდის რადიოტექნიკის ქარხანა, რომლებსაც სანქციები 5 წლით დაუწესდათ. ყველა სანქცირებულ კომპანიას ეკრძალება უკრაინის ტერიტორიის გავლით პროდუქციის ტრანზიტი, ქვეყნის ტერიტორიიდან კაპიტალის გატანა და მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების პრივატიზაცია. იპნ
  20. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ პარასკევს დაამტკიცა პაკეტი უკრაინისთვის დახმარების სახით, ოთხწლიანი ტრანშის, 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ტრანში 115 მილიარდი დოლარის მოცულობის უფრო დიდი საერთაშორისო პაკეტის ნაწილია. გამოყოფილმა თანხამ უნდა დააკმაყოფილოს გადაუდებელი საჭიროებები უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის კიევისთვის 2.7 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გადარიცხვას. უკრაინისთვის გაწეული აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გადაუდებელი დახმარების პირველი შემთხვევაა. "რუსეთის შეჭრა უკრაინაში დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე", - თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინატმა. ამის მიუხედავად, უკრაინის მთავრობამ შეძლო მაკროეკონომიკური და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება გამჭრიახი პოლიტიკისა და მნიშვნელოვანი საგარეო დახმარების წყალობით, - დასძინა მან. ომის დასრულების შემდეგ უკრაინის პროგრესისა და ევროკავშირში გაწევრიანების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესახებ, ფონდისა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა 21 მარტს მიიღეს. რადიო თავისუფლება
  21. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას კიევისთვის 15.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცებისთვის. „მადლობას ვიხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კრისტალინა გეორგიევას უკრაინისთვის ახალი ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცებისთვის, რომლის ღირებულება, საერთო ჯამში 15.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც 115 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის მთავარი მიზანია უკრაინაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უკრაინას ომისშემდგომ პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება. ინტერპრესნიუსი
  22. არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს. წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას. 6 თვე გადაწყვეტილებამდე - რა უნდა ვიცოდეთ თანამდებობის პირები ბრიუსელში, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები, ისე, როგორც წევრი ქვეყნები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მომხრენი არიან 2023 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში გახსნან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ეს გზა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. საქართველო მოლდოვას და უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ორი მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია: „პირველ რიგში, დროის - ჯერ მხოლოდ მარტია. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, - ესე იგი, ექვს თვეში. პოლიტიკაში ნახევარი წელი არის მთელი ცხოვრება, ძალიან დიდი დრო და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ პერიოდში; მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროკომისია [მოლდოვისა და უკრაინის] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა, საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც უნდა მიაღწიონ კონსენსუსს და დაამტკიცონ ეს რეკომენდაცია“. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დროშები ევროკავშირის დროშებზე. 2022 წლის 16 ივნისის დემონსტრაცია თბილისში. ჩვეულებრივ, EU-ში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და რთულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნისათვის ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარების შანსი გაჩნდა. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის და მოლდოვის კვალდაკვალ წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა კომისიამ, საკითხის უპრეცედენტო სისწრაფით განხილვების შემდეგ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12 რეკომენდაციის შესრულება. ანგარიშის მოლოდინში რეკომენდაციების შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, მნიშვნელოვანი როლი ექნება გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში. შეფასების მომზადება აპრილში დაიწყება. ამასთან, 2023 წლის მაისში ევროკომისია ასევე დახურულ ფორმატში ზეპირად წარადგენს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებაზე. საქარველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ნაწილის შესრულებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, - მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმას, დეოლიგარქიზაციას და ა.შ.. თუმცა რეკომენდაციებში იყო შედარებით მოკლე ვადაში შესრულებადი საკითხებიც. ასეთი იყო სახალხო დამცველის არჩევა კონსენსუსზე დაფუძნებით, რაც ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნეოდა. სახალხო დამცველად 7 მარტს პარლამენტარებმა 96 ხმით აირჩიეს ლევან იოსელიანი, პარლამენტარი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი. პარალელურად, „ქართულის ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, მთელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ, რასაც სტრატეგიული პარტნიორები ეწინააღმდეგებოდნენ. ოპონენტები მიუთითებდნენ, რომ რუსეთის „აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებით ქვეყანა უხვევდა კონსტიტუციით განმტკიცებული პროდასავლური კურსიდან. ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 13 მარტს განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით საქართველომ შესასრულებელი 12 პრიორიტეტიდან 2 დაარღვია. საბოლოოდ, 7-8-9 მარტს მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩააგდო. ევროკავშირი ამ ნაბიჯს მიესალმა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, განაგრძონ მუშაობა რეფორმებზე. რიკარდ იოზვიაკი, წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობამდე მივიდა, ერთი მხრივ, საზოგადოების ნათლად გამოხატული ნების დანახვის, მეორე მხრივ კი დემონსტრაციების გამო ხელისუფლების მიერ კანონპროექტის უკან გაწვევის, - როგორც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების, - ფონზე. შარლ მიშელი და მაია სანდუ მოლდოვაში. 2023 წლის 28 მარტი „მნიშვნელოვანი მომენტები“ - მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 28 მარტს მოლდოვის დედაქალაქ კიშიონივში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მოსალოდნელია „მნიშვნელოვანი მომენტები“ რამდენიმე ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. „ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან, ასევე დებატები [მიმდინარეობს] დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით“, - თქვა მან. „მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ საკითხის ხელახლა დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე წლის ბოლოსთვის ვაპირებ. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკომისის მიერ მომზადებილი ანგარიშის გათვალისწინებით“, - განაცხადა შარლ მიშელმა 28 მარტს. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება დადებითი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა. ბრიუსელის მზადყოფნა წყაროებთან საუბარი ცხადჰყოფს, რომ ამჟამად ბრიუსელში არსებობს პოლიტიკური ნება, დადებითი სიგნალი მიეცეთ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. მოლდოვისა და უკრაინისთვის ეს „შემდეგი ნაბიჯი“ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა იქნება, საქართველოსთვის კი - კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მეტიც, - არც მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია ნიშნავს ამას. ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება 2005 წლის შემდეგ არის ევროკავშირის დღის წესრიგში, - მას შემდეგ, რაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, - თუმცა გაწევრიანების მოლაპარაკებები, ევროკომისიის მრავალწლიანი რეკომენდაციების მიუხედავად, 2022 წლამდე არ გახსნილა. ამას ხელს უშლიდა ჯერ საბერძნეთის, შემდეგ კი ბულგარეთის მხრიდან პროცესის დაბლოკვა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამატებითი რეკომენდაციები მოჰყვეს. რაც შეეხება უკრაინა-მოლდოვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს - მოლაპარაკებების გასახსნელად საჭიროა ევროკავშირის საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, უნდა დაეყრდნოს ევროკომისიის დასკვნას. კომისიამ უნდა დაადასტუროს, რომ კანდიდატი ქვეყანა აკმაყოფილებს ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“. რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებაში პროცესის წინ წაწევის შესახებ გადაწყვეტილებისათვის მზაობას განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი: „ევროკომისია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს წელს, რადგან იცის, რომ მომავალი წელი არის საარჩევნო წელი [2024 წელს ევროპარლამენტის არჩევებია ჩანიშნული], ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად იმოქმედოს. ოფიციალური პირები ხვდებიან, რომ ისინი დროის გამო ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ [უკრაინის] ომის გამო, არამედ ევროკავშირის საარჩევნო კალენდრის გამოც“, - ამბობს იოზვიაკი. რადიო თავისუფლება
  23. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის, ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ
  24. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ
  25. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული გამოძიებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. შსს-ს განცხადებით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებულებიი არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „მოლა“). 1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად „ხონსკი“) კი „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული. 1977 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ვინაიდან ის, უწყების ცნობით, საზღვარგარეთ იმყოფება, „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა. თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“ უკავშირდებოდნენ“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კანონიერი ქურდობის“, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...