-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. მისი თქმით, ამ კადრებმა შეახსენა მსოფლიოს, როგორი დანაშაულების ჩადენა შეუძლია უკონტროლო სამხედრო ძალას დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს სწორედ დაუსჯელობის განცდამ მისცა უკრაინაში ინტერვენციისკენ ბიძგი და მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობიანი, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე. მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო. თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა. პატივცემულო საზოგადოება, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა. საქართველოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. „დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. პუბლიკა
-
რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „სიგნალი, რომ რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე, მიუთითებს ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე. საჭირო იყო რაიმე სახის სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის, ხორვატიის, სლოვენიის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ კონფერენციაზე. ზელენსკის თქმით, იგივე ეხება ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც. „მე ვფიქრობ, რომ ის უკვე აღარ წყვეტს იმას, რა ტიპის იარაღი განთავსდება მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 1ტვ
-
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით. „ჩვენ ვიქნებით პირდაპირები საუბრის დროს და ვიტყვით, რომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს რუსეთთან დაახლოების ცდუნება, ჩინეთმა ეს ზღვარი არ უნდა გადალახოს“,- განაცხადა ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელსაც „როიტერი“ ციტირებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმყოფებოდა პეკინში. სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების საუბრის დეტალები ამ დრომდე მედიისთვის უცნობია. 1ტვ
-
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი და გელა აბულაძის უფლებადამცველი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, გელა აბულაძისა და აკაკი ბართაიას საქმის განხილვას ჩამოაშორეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, რაც პირდაპირი მინიშნებაა - პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ. ,,ჩვენი გუნდის პოლიტპატიმრების: გელა აბულაძის, აკაკი ბართაიას და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის საქმეებს არსებითად იხილავდა მოსამართლე დავით მგელიაშვილი. ვინც მართლმსაჯულების სისტემას ახლოს იცნობს, ყველამ იცის ამ მოსამართლის კეთილსინდისიერება, ჰუმანურობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. არსებითი განხილვის ეტაპზე, სწორედ მან გაათავისუფლა პატიმრობიდან გელა აბულაძე და აკაკი ბართაია, რისთვისაც ბატონ დავითს საჯაროდ ვუხდი მადლობას. ისე, რომ ამ საქმეების განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, ვიგებთ, რომ მათ განხილვას ჩამოაშორეს მოსამართლე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გადაიყვანეს, ამ საქმეების განხილვა და ყველა მტკიცებულების გამოკვლევა კი ხელახლა უნდა დაიწყოს. აღნიშნული ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს სასამართლოში “გავლენის ჯგუფების” გააქტიურებულ მოქმედებებზე, მაქსიმალურად შეავიწროვონ ყველა დამოუკიდებელი მოსამართლე და პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ.", - წერს სიჭინავა.
-
ისნის რაიონში, მეტრო სადგურ „ისანთან“ თბილისის მერიის მიერ გზის კეთილმოწყობის, უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო 2 აპრილის 10:00 სთ-დან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 7 500-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ. წამებულის გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-შიმდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15) 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 17), ჩოლოყაშვილის ქ. 57-1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 37), 57-2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 41), 57-3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 35), 57-4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 39), ჩოლოყაშვილის ქ. 1/1 (გაბრიელ სალოსის გამზ. 3), ჩოლოყაშვილის ქ. 1/2 (გაბრიელ სალოსის გამზ. 5), ჩოლოყაშვილის ქ. 1/3-ში (გაბრიელ სალოსის გამზ. 1), ჩოლოყაშვილის ქ. 1-7/1 (მიხეილ აბრამიშვილის ქ. 37), ჩოლოყაშვილის II კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 45) – (ზის გმპ # 438-ზე) ჩოლოყაშვილის ქ. 48ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 48ე), ბერი გაბრიელ სალოსის მოედ. 3-ში მდებარე შპს ,,ასორტი გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ბაღდადის(რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის ქ. 10-ში მდებარე შპს ,,პრაიმ არქი”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, ნავთლუღის ქ. 33-ში მდებარე შპს ,,ჯი ემ თი”-ს, საექიმოს გასავალის (ვლ. ლობჟანიძის), სოლომონ დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდჰოლბრუკის), ჰოსპიტალის შეს-ის, სამხედრო ქალაქის, ასევე ლერწმის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,თბილისი ჰაუსი”-ს, მეგობრობის, წერნაკის, II, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის (არტურ ლაისტის ქ. 3, 5, 6, 7, 9, 11-ის კორპუსების მოსახლეობა), არტურ ლაისტის ქ. 4-შიმდებარე შპს ,,ტიფლისი”-სა და შპს ,,ორთაჭალის თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიმდებარედ – ნიკოლა ბაჟანის, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიხეილ აბრამიშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, მეგობრობის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ-ზე, მალხაზოვის შესახვევებში, მანავის, ალექსანდრე ამილახვარის, ჩოლოყაშვილის, ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ, ლერწმის ქუჩის მიმდებარედ, ჩოლოყაშვილის (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი) ქუჩის მიმდებარედ – მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,ძველი უბანი 2”-ს, შპს ,,ლიონს”-ს, რესტორან ,,ასტორია“-ს, ბაგა-ბაღი # 215-ს, შპს ,,თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, შპს ,,მონიო”-ს, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს. ასევე, გაზმომარაგება შეუწყდათ დოდაშვილის მოედანზე მდებარე გაზგასამართ სადგურ ,,ვისოლს”, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – საცურაო აუზს ,,ოლიმპი” – შპს ,,მონიო”-ს, ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, ჩოლოყაშვილის ქ. 48-ში – ,,ფრესკო შოპინგ ცენტრს”, შპს ,,ჯნეს 777” – რესტორანი ,,Aასტორია”, #215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საექიმოს ქუჩაზე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი მოლს, სუპერმარკეტ ,,კარფურს” (შპს ,,ქროსი 2”), ქ. წამებულის გამზ. 69-ში – სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს”, ნავთლუღის ქ. 11-13-ში – შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ,,ინტელექტს”, დოდაშვილის ქუჩაზე – საკონდიტრო ,,ნარცისს”, ბაღდადის ქუჩაზე – შპს ,,რივერ ჰოლ თბილს”, ი/მ ელიზა კაპანაძეს და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ-კომუნალურ ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 3 აპრილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 21.00 საათზე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 1tv
-
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენელმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს. „სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი საქმის მიმდინარეობის პროცესში ზედამხედველობას გაუწევს როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს“, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში. დღეს საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. 1tv
-
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა. ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარდგა. „პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს. პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებებისა, რომლებიც შეიძლება, უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე – ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით. პატივცემულო საზოგადოებავ, ამ ფოტოებმა შოკში ჩააგდო მსოფლიო და ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა, შესაძლოა, თავიდან აცილებული ყოფილიყო. „მაშინ 2022 წლის 24 თებერვალი, შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო. თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. პატივცემულო საზოგადოებავ, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა. მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება, იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! სლავა უკრაინი!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 1tv
-
ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბუჩას დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დეკლარაციას ხელი 50-მდე სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა. სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოც გახდა. დეკლარაცია ასევე მხარს უჭერს სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში. „სამართლიანობა არის ჩვენი ფუნდამენტური დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, ჩვენი მშვიდობის ფორმულა, რომელიც შემოგთავაზეთ და სამართლიანობისთვის ჩვენ ვქმნით იურიდიული თანამშრომლობის გლობალურ ქსელს. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელებისთვის ყოველი დანგრეული სიცოცხლის საპასუხოდ ლეგალურ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 1tv
-
უპირობო სოლიდარობა ლაზარე გრიგორიადისის! - მაისის სტუდენტური მოძრაობა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მაისის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობას უცხადებს. „სისტემამ საპოლიციო დევნის მანქანა აამუშავა. ჯერ, აქციის მონაწილეებს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა რობოკოპებით. შემდეგ, მათი სახალხოდ დასჯა გადაწყვიტა საკუთარი საცეცებით, პოლიციითა და სასამართლოთი. ბრჭყალები ჯერ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის უსამართლოდ შესვლით გამოაჩინეს და ლაზარეს დაკავებით გააგრძელეს. დევნა ჯერ არ დასრულებულა! გისოსებს მიღმა შესაძლებელია, სხვებმაც ამოვყოთ თავი! ლაზარე რიგითი ჩვენგანია. მიეკუთვნება იმ ახალგაზრდათა ნაწილს, რომელმაც აკადემიური წელი აიღო, უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა, მაგრამ შრომა არ შეუწყვეტია. მუშაობა დაიწყო იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური სახსრები ჰქონოდა. ის ნაწილია ქვეყნის უმრავლესობის, მშრომელი ხალხის, რომელიც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის. დღეს მთავრობას საკუთარი უზნეო და უსირცხვილო განცხადებებით სურს, ის საპირისპიროდ დაგვანახოს, ჩირქი მოსცხოს მას ყალბი და გაცვეთილი პოპულიზმით. ცდილობენ, მაგრამ ვერ შეძლებენ! ჩვენი უპირობო სოლიდარობა ლაზარეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეეწინააღმდეგა და ახლაც მედგრად იბრძვის არსებული მჩაგვრელი და უთანასწორობის მომტანი სისტემის წინააღმდეგ! თუკი ეცდებით ერთი ჩვენგანის დასჯას, მიიღებთ ჩვენგან ათასს! ლაზარე თავისუფალი უნდა იყოს! ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ არსებული უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ, ხალხში იმედის გასაჩენად!” – ვკითხულობთ განცხადებაში. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. „ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. publika -
– წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”. ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა, მოქალაქეებმა. დღეს პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. „ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. publika
-
სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გააჩინა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების, ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. palitra -
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
-
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს. დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატებითი ჭურვები NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. პაკეტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარი, ფინანსდება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისგან“, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მწარმოებლებისგან შეიძინოს და არა აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას. 500 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ფონდებიდან დაფინანსდება, რომელიც აშშ-ის ლიდერს საშუალებას აძლევს, საგანგებო სიტუაციების დროს იარაღი ქვეყნის მარაგიდან გასცეს. ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა. ipn
-
პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს. "იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს ქართული ოცნება ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ნიშნით თვეობით გაჭიანურებას. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს სახელმწიფო სერვისების (სახელმწიფო პასპორტის აღება, ქორწინების/განქორწინების მოწმობის, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და სხვ.) მეტი ხელმისაწვდომობის ინიციატივა, კერძოდ: ეს საკანონმდებლო ცვლილება, გულისხმობდა მომსახურებაზე ქვეყნის შიგნით არსებული ტარიფის და ქვეყნის გარეთ არსებული საკონსულოების მიერ დაწესებული ტარიფის გათანაბრებას. წარმოდგენისთვის, საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული იგივე მომსახურებისთვის დაწესებული საფასურები საზღვარგარეთ არის 2-ჯერ(!) და ზოგჯერ 3-ჯერ (!) უფრო ძვირი ვიდრე აქ, საქართველოში. მაგალითისთვის: 1- საქართველოში საქართველოს პასპორტის გაცემის მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულების მეშვეობით - 130 აშშ დოლარს; 2 -საქართველოში განქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა - 45 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულოს მეშვეობით - 100 აშშ დოლარს; 3 - სახელის ან გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, რეგისტრაციის საფასური - 55 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულოს მეშვეობით - 50 აშშ დოლარს და სხვა.", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, იურიდიული კომიტეტი, უკვე მერამდენედ, დამატებითი განხილვისთვის 60 დღის ვადით განხილვის დროის გადაწევას აბსურდული არგუმენტით ითხოვს. "საკანონმდებლო ცვლილების წამყვანი კომიტეტია - იურიდიული კომიტეტი, რომელიც უკვე მერამდენედ დამატებითი განხილვისთვის ითხოვს 60 დღის ვადით, განხილვის დროის გადაწევას აბსურდული არგუმენტით (იხ. სურათი ქვემოთ) ამ ინიციატივის დამტკიცება, გარდა იმისა, რომ აღმოიფხვრება დისკრიმინაციული მიდგომა, ასევე ეხმიანება არჩევნებში ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მონაწილეობის საკითხს, რომლებიც ხშირად, სწორედ შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს: კანონის პროექტის ინიცირებიდან გავიდა 9 თვე! დაიწყეთ ამ კანონის პროექტის განხილვა და მიიღეთ დროულად. ნუ “წეწავთ” ემიგრაციას უსაფუძვლოდ, ნუ უზღუდავთ ხელოვნურად მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამასთან, მოახდინეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცესში ელექტრონულად მონაწილეობის უზრუნველყოფა, შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.", - წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.
-
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. "ამ წუთას გამოვედი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობიდან, სადაც შეხვედრა მქონდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში. ერთ-ერთი მთავარი, რაზეც პარტნიორებს ველაპარაკე ხელისუფლების მიერ იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ უბინძურესი მეთოდებით ბრძოლაა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის თავისუფალ ევროპულ მომავალს იცავენ - მათ შორის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მივაწოდე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.", - წერს სოციალურ ქსელში ანა ბუჩუკური. როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, მმართველი პარტია და მისი ბინძური პროპაგანდა ახდენს 21 წლის ადამიანის დემონიზებას იმისთვის, რომ გააშავოს მთლიანად ის აქცია, რომელმაც ამ ქვეყანაში რუსული კანონის მიღება არ დაუშვა.
-
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძლიერი, ემოციური გამოსვლა ჰქონდა, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებაზე იყო ორიენტირებული. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობის გზაზე. „პირადად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ქვეყანა არის გზაგასაყარზე და კეთდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ბორტზე ყველა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი. გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ერთად მუშაობა ინკლუზიურად, კონსტრუქციულად 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად. როგორც არაერთხელ ვთქვი, ევროკომისია მიღწეულ პროგრესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი წლის ბოლოსთვის კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მივესალმები პრეზიდენტის განზრახვას, იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული – მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას ყველა შესაძლო გზით, რათა გავზარდოთ შანსი, 27-მა წევრმა ქვეყანამ წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მონაწილეობით რეკომენდაციების შესრულებლად სამუშაო პროცესი ინკლუზიური და კონსტრუქციული იყოს. „მე ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტში სამუშაო მიმდინარეობს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, სადაც მონაწილეობენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული პროცესი. რაც საჭიროა და რაც აღნიშნა პრეზიდენტმაც, ეს არის ეროვნული კონსენსუსი, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რაც ბუნებრივია ყველა დემოკრატიაში, კონკრეტულ პრიორიტეტზე ყველამ ერთად იმუშაოს პროგრესის მისაღწევად. ჯერ კიდევ არის დროს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე ევროკომისიის შეფასებამდე და ვიდრე 27 წევრი ქვეყანა მიიღებს საბოლო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ოთხსართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ხანძარი სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. -
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მათივე ცნობით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. „საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებთ გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ უკრაინულ ცენტრს ეწვევიან და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში. -
აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“. მის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ასევე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის ფონზე. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ნატო-სთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და აშშ-ის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ასევე, დოკუმენტში საუბარია „სამი ზღვის“ ინიციატივის მხარდაჭერაზე. კანონპროექტის მიხედვით, მისი დამტკიცებდან 180 დღეში აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა წარმოადგინოს უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ, რომელიც ითვალისწინებს ნატო-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონის ქვეყნების დახმარების გაძლიერებას უსაფრთხოების სფეროში. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის დახმარების გაზრდას. საუბარია ერთობლივი მრავალეროვნული საკოორდინაციო შტაბის შექმნაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო სწავლებების დაგეგმვაზე, შავ ზღვაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო საქმიანობის კოორდინაციაზე, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე და ასე შემდეგ. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეისწავლოს, რამდენად ღირებული იქნება შავ ზღვაში ნატო-ს რეგულარული და როტაციული წარმომადგენლობის შექმნა. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს დიალოგის გააქტიურებას ამერიკელ და შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენელ ექსპერტებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქების საკითხზე. ამასთან, პროექტში საუბარია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაუყოვნებლივი ჩანაცვლებისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. პროექტის მიხედვით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს რეგიონის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მედიაინიციატივების გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება უცხოეთის მავნე ზეგავლენის დაძლევისკენ. ასევე, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე. ასევე, კანონპროექტში გაწერილი სტრატეგიის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შავი ზღვის რეგიონში, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩავიდნენ. „შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის აქტი“ ამჟამად განსახილველად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გადაგზავნილი.
-
ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა. პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. „სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ვინაიდან სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე, სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები სასამართლომ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა", - აღნიშნა თამარ იაკობიძემ. იპნ
-
რატომ კლავს რუსეთი, რატომ დასცინის, აწამებს, ატერორებს? ის ცდილობს ხალხის ღირსების მოსპობას, იმისთვის, რომ კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მტვერი იყოს მათ ფეხქვეშ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში განაცხადა. მისი თქმით, ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება ნიღბის გარეშე დაინახა. „ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ დაინახა რუსული ბოროტება, ბოროტება შენიღბვის გარეშე. დაინახა ის, რის მოტანას ცდილობდა კრემლი უკრაინის სხვა ქუჩებში, ევროპის, მსოფლიოს ქუჩებში, რომელიც შეიძლება დაეპყრო რუს ოკუპანტებს, რომ არა თქვენ, რომ არა ჩვენ, რომ არა უკრაინელები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფალი სამყაროს საფუძვლების დასაცავად. "ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. რუსული ბოროტება დაემხობა სწორედ აქ - უკრაინაში და ვეღარ აღდგება. კაცობრიობა გაიმარჯვებს, მაგრამ კაცობრიობას უნდა ახსოვდეს ყველა უკრაინული ქალაქი, რომლის გმირობა და სიმტკიცე მომავალს აძლევს ყველას, ვინც აფასებს ყველაზე მნიშვნელოვანს - სიცოცხლეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად, ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას, იპნ
-
ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის შეფასებით, სახელისუფლო შტოთა შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ერთადერთი, რომელიც ძალიან მკაფიოდ პროევროპული კურსის მხარდაჭერით გამოირჩევა. „პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების, საკუთრების უფლების თვალსაზრისით აქტიურად აკეთებდა, ეს 2021 წლის შემდეგ ფაქტობრივად შეიცვალა. არ შეცლილა ქართველი ხალხის მისწრაფება და ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა - ქვეყნის პროდასავლური კურსი, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლების მოტივები და ის ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების დონეზე დავიდა. ეს არის არსებითი რეალობა, რადაც დღეს ქვეყანაში დგას. არანაირი პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა არ არსებობს. დღეს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. IPN -
როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. „მოლოტოვის“ კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მოძალადე ახალგაზრდები დაკავშირებულები არიან რადიკალურ ოპოზიციასთან. „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მოძალადე ახალგაზრდები პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულები რადიკალურ ოპოზიციასთან. ამ შემთხვევაში, ეს კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდა დაკავშირებული იყო ბოლშევიკურ „ტროიკასთან“ ეს არის ვაშაძე - გირჩი - ხოშტარიას სამეული. შეგახსენებთ, რომ ისინი არიან უცხოელი აგენტები. ხოშტარია იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არის აკრძალული. ასევე, „გირჩი“ იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, რაც ასევე არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა. ეს არის ის საკითხი, რაზეც საზოგადოებამ უნდა გაამახვილოს განსაკუთრებული ყურადღება თუ, რატომ აწყობდნენ უცხოელი აგენტები შეთქმულებას საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, რატომ ახორციელებდნენ შტურმს პარლამენტის შენობაზე, ასეთი მოძალადე ახალგაზრდები ვის, რას წარმოადგენენ. როცა ხდება ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენა, როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით. რაც შეეხება ამ ადამიანს, მე ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდებით, რომლებსაც აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული“, - განაცხადა კობახიძემ.
-
პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მექანიზმებს, ასევე შეწყალების მექანიზმს, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან კომუნიკაციაში მუდმივად ჩანს კითხვები გვარამიას ქეისთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების კომპონენტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და დააზიანებს სტატუსის მიღების პროცესს, ამდენად ამ მოცემულობაში კიდევ „უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება გამოსაყენებელი პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან“. მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია და აქვს მოლოდინი, რომ მას დღესაც ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები. „სამწუხაროდ, ქვეყანაში ერთადერთი სახელისუფლებო შტო და ინსტიტუტი დარჩა, რომელიც ინარჩუნებს ობიექტურ კრიტიკას ხელისუფლების მისამართით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით ვხედავთ. მოლოდინი გვაქვს რომ „ქართული ოცნება" როგორც გუშინ განაცხადეს რომ „ახია“ მათზე, დაიწყებს ამ ინსტიტუტზე შეტევის მორიგ ეტაპს, ამაში თითქმის დარწმუნებულები ვართ. ვეთანხმები იმას, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, ბუნებრივია, მან უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი, რაც მხარს დაუჭერს და იქნება გამოყენებული იმის დასადასტურებლად რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მექანიზმებს, ასევე შეწყალების, იგივე გვარამიასთან დაკავშირებით იყო საუბარი გარკვეულწილად. გვარამიას ქეისთან დაკავშირებით ყოველ ჯერზე ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში ვხვდებით კითხვის ნიშნებს“,- განაცხადა ლილუაშვილმა. ინტერპრესნიუსი
-
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. „განცხადება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის ამ განცხადებას და გვეცნობება რამდენიმე დღეში დაიწყება თუ არა გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდეგ, ბუნებრივია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის თათია სამხარაძის გამოკითხვა და ა.შ. ჯერ ვნახოთ დაიწყება თუ არა გამოძიება, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გვეცოდინება. ჩვენ მოგვმართა თათია სამხარაძემ და ჩვენ ვიცავთ მის ინტერესებს“, - განაცხადა ცენტრის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა. იპნ