რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.
უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.
„ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.
„ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი, იურისტი საბა ბრაჭველი, რომელიც 2 მაისს პარლამენტთან დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღწერს, რატომ მივიდა 2 მაისს აქციაზე და როგორ დააკავეს ის.
ბრაჭველის თქმით, ის პარლამენტთან მას შემდეგ მივიდა, რაც სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, როგორ დააკავეს ადამიანი ხელში დაჭერილი ფურცლის გამო. მისი, როგორც იურისტის შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა.
„მე გავედი რუსთაველზე და დავიკავე თაბახის ფურცელი იმავე წარწერით, რადგან მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესი ქვეყანა, ვიდრე რუსეთი ან ბელორუსია. ჩემი ეს მოქმედება იყო ჩემი თანამოქალაქის გამოქომაგების, სოლიდარობის აქტი, რადგან არ შეიძლება პოლიციის მიერ ადამიანზე ძალადობას წესრიგის აღდგენას არქმევდნენ და ჩვენ ამას მშვიდად ვხვდებოდეთ.
ბრაჭველი წერს, რომ დაკავების შემდეგ 6 საათის განმავლობაში არ დაარეკინეს ოჯახთან, ადვოკატთან ან სახალხო დამცველთან. ბრაჭველის თქმით, მასთან ერთად იყო 19 წლის ბიჭი, რომელმაც თქვა, რომ პოლიციელმა შეაგინა და ხელი დაარტყა.
„როცა დაკავებული თელავში მივყავდი, მერე გურჯაანში და ბოლოს – ისევ თელავში (ქართული პოლიციის სანაქებო ორგანიზებულობის ნიშნად), ჩემმა მეწყვილეებმა აღმოაჩინეს, რომ პოლიცია, მისი ორგანიზაცია და კულტურა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ედინბურგის უნივერსიტეტში ჩემი სამაგისტროც ამ თემას შეეხებოდა. მე მათ ვუყვებოდი ყველა ქვეყნის პოლიციელებისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშან-თვისებებს და შემდეგ ვუთხარი იმ ნიშანზეც, რაც კონკრეტულად ქართულ პოლიციას ახასიათებს – სრული, ყოვლისმომცველი და ყველგან გაჟღენთილი სიცრუე. სიცრუე, რომელიც გახდა ქართული პოლიციის modus operandi და რომლის გარეშეც ის უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს.
და სანამ მეორე მხარე გააპროტესტებდეს, ეს ყველაფერი ამ საქმესთან რა შუაშიაო, ჩემი საქმიდან მოვყვები პოლიციის სამარცხვინო ტყუილების კასკადს:
მაგრამ ბატონი დავითი დაიფიცებს და მოიტყუება, რადგან ის ტყუილს მიეჩვია და ჩვენც, ყველამ, რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რომ პოლიციის ტყუილები ნორმალური და მისაღებია.
ბატონო მოსამართლევ, რატომ ეშინიათ პოლიციელებს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი კანონისმიერი უფლებებით ვისარგებლოთ?
– და ბოლოს, ბატონი დავითი, თუ ესეც არ მოიტყუა, არის ადამიანი, რომლის შვილიც სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტში. ხანდახან, ალბათ, აქციებზეც დადის ხოლმე. და ბატონ დავითს სულაც არ რცხვენია იმის, რომ მისი შვილის მეგობრებს უკანონოდ იჭერს.
სწორედ ეს არის, ბატონო მოსამართლევ, ამ საქმის მთავარი ტრაგედია, და არა ჩემი 48-საათიანი კარანტინი, რომლის დროსაც კარგად გამოვიძინე და მედიტაციებსაც მივმართე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი პროცესი არ შეეხება იმას, თაბახის ფურცლებით რუსთაველზე დგომა არის თუ არა ჩვენი უფლება. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან კონსტიტუცია, კანონმდებლობა და სტრასბურგის სამართალი უბრალოდ კითხვის ნიშანს არ ტოვებს. არა, ჩვენი სხდომის მთავარი კითხვა შემდეგია:
– როდის შევთანხმდით – ჩვენ, თქვენ, ყველა – რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ უკეთეს პოლიციას?
– როდის შევთანხმდით, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არა ქართული პოლიცია, რომელიც ხალხს და საქართველოს ემსახურება, არამედ ბელორუსული მილიცია, რომელიც თაბახის ფურცლებს დასდევს და საკუთარი მოვალეობა დავიწყებია?
– როდის გადაწყდა, რომ ქართველი პოლიციელი უნდა იქცეოდეს არა როგორც გმირი, რომელიც ის წესით უნდა იყოს, არამედ, როგორც რიგითი მატყუარა, რომელიც საკუთარ ღირსებასაც გადააბიჯებს, თუ უფროსმა უბრძანა?
– როდის გადაწყდა, რომ პოლიციის ძალადობას, კარვების წართმევას, წვიმაში მყოფი დედებისთვის თავშესაფრის მოშლას და სხვა უკანონობებს წესრიგის აღდგენა უნდა ერქვას?“, – წერს ის ვრცელ პოსტში, რომელიც, მისი თქმით, ის სიტყვაა, რომელსაც სასამართლოში იტყვის, როცა მისი პროცესი ჩაინიშნება.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლით (126-ე) დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.
„რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ, სადაც საჭიროა“, – დაწერა მან.
2 ივნისს აქციაზე დაკავებული საბა ბრაჭველი, ედო მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე თელავის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.
2 ივნისის აქციაზე სულ დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი და აქტივისტი, ნიკა რომანაძე.
2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.
ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. უკვე შემდგომ შსს-მ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ადგილზე 7 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.
ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა.
ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვალისწინებით დონორების მიერ დაწესებულ "ვალდებულების გადსახადს" წარმოადგენს. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა ორჯერ არის შემცირებული.
გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, 86 რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2022 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული 60%-ზე დაბალი ათვისების 7 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 2.4 მლნ ლარს შეადგენს
ამ 7 პროექტის ჩამონათვალია
1. თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0%, ვალდებულების გადასახადი - 351 ათასი ლარი;
2. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და კრიზისიდან გამოყვანის პროექტი - საკრედიტო საგარანტიო სქემა (WB) და საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (ეროვნული ბანკის კომპონენტი) (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 25 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0.5%, ვალდებულების გადასახადი - 707 ათასი ლარი;
3. თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 2.4%, ვალდებულების გადასახადი - 103 ათასი ლარი;
4. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 1 მილიონის დახარჯვა, ათვისება 11%, ვალდებულების გადასახადი - 4 ათასი ლარი;
5. აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 23 მილიონის დახარჯვა, ათვისება 16%, ვალდებულების გადასახადი - 279 ათასი ლარი;
6. ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) და გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 11 მილიონის დახარჯვა, ათვისება 37%, ვალდებულების გადასახადი - 866 ათასი ლარი;
7. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 40 მილიონის დახარჯვა, ათვისება 56%, ვალდებულების გადასახადი - 78 ათასი ლარი.
დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.
„სამაშველო ოპერაცია დნეპრის რეგიონში დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დევიდი, რომელიც ექვსი წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. 11 წლის დენისი ასევე მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. ათი წლის კირას ნაღმის აფეთქებისგან ტრავმა აქვს. რუსულმა რაკეტამ ორი წლის გოგონა, ლიზა მოკლა. მტკივნეულია ასეთი ცნობების მოსმენა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს. რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა. მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომის დროს, ვიცით, რომ 485 ბავშვი დაიღუპა. ეს არის რიცხვი, რომელიც შეგვიძლია, ოფიციალურად დავადასტუროთ, რეალური რიცხვები კი უფრო მაღალია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინის მიწაზე რუსული დანაშაულების გამოძიებაში, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანობისთვის.
ზელენსკის თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობის დაკისრებაა, რომლის სავალდებულო ნაწილიც სანქციებია.
„მსოფლიოს სანქციები, რომლებიც აიძულებს რუსეთს, გადაიხადოს ფასი იმისთვის, რასაც აკეთებს. სანქციები, რომლებმაც მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ რუსეთის ტერორის შესაძლებლობები. დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა სანქციების შესახებ. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ, როგორ იცილებს რუსეთი სანქციებს და ვინ ეხმარება მას. სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა კომპანია, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ აწარმოებდა ტერორისტულ იარაღს, მათ შორის რაკეტებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად განიხილეს ყველა გზა იმისთვის, რომ რუსული რაკეტები და იარაღი არ შეიცავდეს თავისუფალი სამყაროსგან მიწოდებულ ნაწილებს და ამისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ.
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.
ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა – 777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE. რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრად.
ნეტგაზეთმა კითხვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიმართა. უწყებებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ფოტოები სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება. ერთ-ერთ ვიდეოში, მაგალითად, ბათუმის ქუჩა ჩანს. სხვადასხვა ცნობით, ეს და სხვა ვიდეო/ვიდეო მასალა გადაღებულია 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში. ამ ინფორმაციის ოფიციალური გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დღეს შუადღეს ამ ადგილას ზემოხსენებული მანქანები უკვე აღარ იდგნენ.
ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა. გადაღებულია 4 ივნისს. ფოტო: ბათუმელები
იგივე სანომრე ნიშნები დაფიქსირდა თბილისშიც. სხვადასხვა ფეისბუკ გვერდები და თვითმხილველები წერენ, რომ ფოტო გადაღებულია მაისის ბოლოს.
მანქანა სანომრე ნიშნით C777CE ჩანს, ვიდეოში რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნდა. მას აქვეყნებს პროფილი, რომელსაც აწერია, რომ ეს ასლანბეკ ახმეტხანოვის ოფიციალური ანგარიშია. სავარაუდოდ, ახმეტხანოვთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ინსტაგრამ გვერდმა ამავე მანქანების ვიდეო 1 კვირის წინ გაასაჯაროვა, რომელიც უკვე საქართველოში – გუდაურთან ახლოსაა გადაღებული.
ითვლება, რომ ახმეტანოვი ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და კადიროვის ახლო წრის წარმომადგენელია. პანდემიისას, შეზღუდვების დროს, რამზან კადიროვმა ახმეტანოვი საჯაროდ, მკაცრად გალანძღა და დაემუქრა საჯარო ადგილას ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ჰაერში სროლის გამო. ეს კარანტინის გამო ხდებოდა.
„უფლის გამო, მაპატიე რამზან. მე სიტყვას გაძლევ, რომ თუ მსგავსს გავიმეორებ, კაცად აღარ ჩავითვლები,“ – „რადიო თავისუფლების“ ბიუროს თანახმად, უთხრა მაშინ ახმეტანოვმა კადიროვს.
მედიაში წერდნენ, რომ ამ კადრების შემდეგ, ბიზნესმენი ჩეჩნეთიდან გაქრა. თუმცა, მალევე ჩეჩნეთში დაბრუნების უფლება მიეცა. როგორც რუსეთში „აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა „კავკაზკი უზელ“ წყაროებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით წერს – ეს მოხდა იმიტომ, რომ ახმეტანოვი კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრია.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ახმეტხანოვი ჩეჩნეთში ასევე ითვლება „კრიმინალურ ავტორიტეტად“.
საფრანგეთის ქალაქმა შალონ ან შამპანმა ხმალში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.
მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.
კრისტიან ბაუერის გუნდში სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.
საფრანგეთში გამართული პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი კლუბი „ორლეანი“ გახდა და ქართველმა მოფარიკავემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.
„შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი”, – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.
ორგანიზაციების თქმით, შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
რაც შეეხება 2 ივნისს თბილისში დაკავებულებს (მათ შორის სამი უფლებადამცველი), როგორც NGO-ები წერენ, დაკავებულების რეგიონულ იზოლატორებში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამ დრომდე განმარტების არ გაკეთება ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. აქციაზე, თავდაპირველად, ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
3 ივნისს კი ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ სოლიდარობის აქციაზე ბანერების გამო 6 პირი დააკავეს. აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნების ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი.
7-8 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის განცხადებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი მანამდე იქნება გაშლილი, სანამ ლაზარე თავისუფალი არ იქნება.
გრიგორიადისის თქმით, ლაზარე ძალიან მალე თავისუფალი იქნება, რადგან მას არაფერი დაუშავებია.
„პარლამენტთან მოვიტანე კარავი, პირველ დღეს კარვის გაშლის უფლება არ მომცეს, არც მეორე დღეს, მერე დამაკავეს. გუშინ, ხალხი გვერდით დამიდგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კარავი იდგება იქამდე, სანამ ლაზარე თავისუფალი არ იქნება.
ვგრძნობ, რომ ლაზარე ძალიან მალე თავისუფალი იქნება, იმიტომ, რომ იმ ბავშვს მართლა არაფერი დაუშავებია. რაც მთავარია მეგობრებო, ჩვენი სასამართლო თუ ნორმალური და პატიოსანი მოსამართლეებით დაკომპლექტებული იქნება, ჩემი ხელით ჩემს შვილს მივიყვან და გამოძიებას დავიწყებ“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი.
გუშინ, 3 ივნისს ბათუმში თბილისში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქტვისტების ცნობით, დაკავების მიზეზი ბანერებზე წარწერების შინაარსი გახდა.
„ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე ის, რისი დაწერაც სურთ.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.
ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი სამხედრო ჰაკან ფიდანი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და „აზოვსტალის“ დამცველების გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
თურქეთის ახალ კაბინეტში შეიცვალა თავდაცვის მინისტრიც. ქვეყნის თავდაცვის უწყება გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა იასარ გულერმა ჩაიბარა, რომელმაც პორტფელი ჰულუსი აკარისგან გადაიბარა. იასარ გულერი ხელმძღვანელობდა თურქეთის სამხედრო შეჭრას სირიაში და აკონტროლებდა შემდგომ სამხედრო ოპერაციებს სირიასა და ერაყში.
ერდოღანმა ახალი კაბინეტის წარდგენისას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დაასახელა. მეჰემეთ სიმსეკი ფინანსთა მინისტრად 2009-2015 წლებშიც მუშაობდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი დაიკავებს. ილმაზი 2020 წლის ნოემბრიდან თურქეთის პარლამენტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარეა.
პოლიტოლოგების შეფასებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებზე ისეთი ადამიანები წარადგინა, რომელთა მიმართაც მაღალი ნდობა აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს და არ დაელოდოს, სანამ უკრაინა ტერიტორიებს ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ლათინო ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"როცა კვარაცხელიას ვიფორმებდით, ბევრს ვფიქრობდით, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ვარჩევდით მოთამაშეებს, ვინც ინსინიეს ღირსეულად შეცვლიდან.
ჯუნტოლის ვუთხარი, რომ 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი და მასზე ბევრი ვიცოდი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით.
როცა კვარაცხელია მოვიდა, აშკარა იყო, რომ ბევრ რამეში ჰქონდა მოსამატებელი. ვუყურებდით, როგოც ვითარდებოდა და აუმჯობესებდა სირბილებსა თუ დარტყმებს მარჯვენა ფეხით, თავით, მარცხენა ფეხით.
ქართველებს მივმართავ - თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის დიდი დიეგო მარადონას გზას!", - განაცხადა სპალეტიმ.
დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 22 პირი კი დაშავდა.
დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს.
მისივე თქმით, დაშავებულთაგან ხუთი ბავშვია, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 209 940 რუსი სამხედროს ლიკვიდირება განახორციელეს, მათ შორის 470 მხოლოდ გასულ დღეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობითვე, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების დანაკარგები მოიცავს: 3837 ტანკს, 7512 ჯავშანტექნიკას, 3555 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 583 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 344 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს, 298 ვერტმფრენს, 3175 უპილოტო საფრენ აპარატს, 1132 ფრთოსან რაკეტას, 18 გემს/ნავს, 6305 ავტომობილსა და საწვავის ავზს და 479 ერთეულ სპეციალიზირებულ აღჭურვილობას.
გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, მოპარული და აღურიცხავი სახელმწიფო ქონება, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა და უნივერსიტეტში არამომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები, გარდაცვლილი ადამიანების თანამშრომლად აყვანის ფაქტები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი, დოკუმენტაციის არასწორად წარმოება, ერთი ავტომობილისთვის ავზზე მეტი მოცულობით საწვავით სარგებლობა, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოწმებისას გამოავლინა.
„თაიმერმა“ უკვე გამოაქვეყნა თსუ-ის შემოწმების და იქ არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია. ამჯერად, დაპირებისამებრ, გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოწმების შედეგებს.
როგორც წესი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნას, არსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნების არსებობისას პროკურატურას გადასცემს. სკანდალური დასკვნა, რომელსაც ხელი მარტის თვეში მოეწერა და შესაბამისად „ძალაშიც შევიდა“, წესით უკვე მთავარ პროკურატურაში უნდა იყოს. რა ბედი ელის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას? თუ პროკურატურაშია, “По Закону Архимеда” დაწყებული გამოძიების შესახებ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მაგრამ, პროკურატურას ინფორმაცია არ განუთავსებია ოფიციალურ ვებ-გვერდზე – “значит не судьба”.
დიახ, რაკი პროკურატურაში სძინავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყუილად დაწერა დასკვნა, რომელსაც წესით, განგაში უნდა მოჰყოლოდა. პრინციპში ეს ბუნებრივიცაა, ირაკლი შოთაძე ქვეყნის მთავარი პროკურორი რომ გამხდარიყო ამისთვის იმჟამინდელმა რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიურმა საბჭომ ბევრი იწვალა. ქვეყნის მთავარ პროკურორად მეორედ შოთაძე ვერ მოევლინებოდა სამყაროს, რომ არა ტექნიკური უნივერსიტეტი – ის ამ დროს აქ კითხულობდა ლექციებს და უნივერსიტეტმა წარადგინა კანდიდატად. ახლა ძნელია იმის მტკიცება, რომ შოთაძის დასახელება „ზემოდან“ წამოვიდა თუ არა, თუმცა იმ პერიოდში დაკვეთაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. რამდენიმე დღის წინ, სამართლის ფაკულტეტის დღეზე სტუ-ის ამჟამინდელმა რექტორმა დავით გურგენიძემ „ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის გურამ ნაჭყებიას სახელობის საპატიო ჯილდო გადასცა სტუ-ის პროფესორს, ჰუმანიტარულ-სოციალური საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრ შენგელი ფიცხელაურს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ირაკლი შოთაძეს, იურიდიული კლინიკური განათლების ხელშეწყობისთვის კი პროფესორ მერაბ ტურავას“. წესიერ პროკურორს, რომელმაც ყველა ვარიანტში იცის სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, წესით, ჯილდოზე უარი უნდა ეთქვა. უარისთქმამდე კი საერთოდ არ უნდა მისულიყო ამ ღონისძიებაზე ინტერესთა კონფლიქტს რომ არ ჰქონოდა ადგილი. ოთაძე მივიდა და შოთაძე დაჯილდოვდა – ასეთ ვითარებაში რომელ სამართლიანობასა და გამოძიებაზე შეიძლება საუბარი?!
მოკლედ და კონკრეტულად – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი წეროს და… იკითხოს. პროკურატურა, მიუხედავად უნივერსიტეტში არსებული დარღვევებისა და შესაძლო კორუფციისა (ხაზგასმით, შესაძლო კორუფციისა. ვინც არსებული დანაშაული უნდა გამოკვეთიოს და სახელი დაარქვას, ის დუმს. ჩვენ კი მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია) კანონის იმპერატიულ მოთხოვნას არ დაიცავს. ირაკლი შოთაძე იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზედაც ზის!
„თაიმერი“ ყოველგვარი შეფასების გარეშე გთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას.
რა ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2021 წელს ასახული აქვს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2020 წელს მიღებული 6 153 965 ლარის აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულება 5 823 617ლარით. 2021 წელს არ აქვს ასახული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიღებული 179 741 ლარის ღირებულების აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საბოლოო საბალნსო ღირებულება 164 515 ლარით. 2021 წელს ცვეთის არ დარიცხვის გამო გაზრდილი აქვს ძირითადი აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება − 2 294 766 ლარით.
ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 64 კონდიციონერის დანაკლისი, პირვანდელი ღირებულებით − 57 754 ლარი, რომლის 2021წლის საბოლოო საბალანსო ღირებულებაა 33 435 ლარი, აღნიშნული აქტივები ნაცვლად „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისით“ მუხლისა, აღრიცხულია, როგორც ძირითადი აქტივები.
ტექნიკურ უნივერსიტეტს არ აქვს აღრიცხული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2021 წელს გადმოცემული არამატერიალური აქტივები, სულ−376 946 ლარი. შედეგად, შემცირებულია არამატერიალური აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება.
ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლის გადასახადიდან აღრიცხული აქვს მოთხოვნები 8 265 598 ლარი, ვალდებულებები − 2 569 936 ლარი და შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან 43 567 978 ლარი.
უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია მოცემული თანხების კალკულაციის შესახებ. უნივერსიტეტის განმარტებით, თანხები დაანგარიშდა ელექტრონული სტუდენტური პროგრამაVICI-ის ბაზის საფუძველზე, სადაც ასახულია სტუდენტების მონაცემები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მიერ. აღნიშნული ბაზიდან ძველი თარიღით ინფორმაციის ამოღება ვერ ხერხდება, ხოლო დაანგარიშებისთვის გამოყენებული ბაზები არ არის შენახული. ამასთანავე, ვალდებულების საბოლოო ნაშთი ემთხვევა საწყისს ნაშთს, რომელიც ორგანიზაციის განმარტებით, გადმოტანილია ძველი ბუღალტრული პროგრამიდან და გატარებების წარმომავლობა და სისწორე არ არის გარკვეული. ამასთანავე, მოთხოვნების საბოლოო ნაშთი წარმოიქმნა საწყისი ნაშთისა დადარიცხული/საკასო შემოსავლების გატარებების საფუძველზე, თუმცა მოცემული თანხების კალკულაციის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი.
2021 წელს ასახული აქვს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2020 წელს მიღებული 6 153 965 ლარის აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულება 5 823 617ლარით. 2021 წელს არ აქვს ასახული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიღებული 179 741 ლარის ღირებულების აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საბოლოო საბალნსო ღირებულება 164 515ლარით. 2021 წელს ცვეთის არ დარიცხვის გამო გაზრდილი აქვს ძირითადი აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება − 2 294 766 ლარით.
ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 64 კონდიციონერის დანაკლისი, პირვანდელი ღირებულებით 57 754 ლარი, რომლის 2021წლის საბოლოო საბალანსო ღირებულებაა 33 435 ლარი, აღნიშნული აქტივები ნაცვლად „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივებისდანაკლისით“ მუხლისა, აღრიცხულია, როგორც ძირითადი აქტივები.
ტექნიკურ უნივერსიტეტს არ აქვს აღრიცხული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2021 წელს გადმოცემული არამატერიალური აქტივები, სულ 376 946 ლარი. შედეგად, შემცირებულია არამატერიალური აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება.
ტექნიკურ უნივერსიტეტს სხვადასხვა წელს შეძენილ 43 439 ლარის არამატერიალურ აქტივებზე 2021 წელს არ აქვს დარიცხული ამორტიზაცია, მოცემული აქტივები მოიცავს სხვადასხვა სპორტსმენის ტრანსფერებს, ლიცენზიებს, პატენტებს და ა.შ. ორგანიზაციას არ შეუფასებია, რომელი მათგანი წარმოადგენს განსაზღვრული და რომელი განუსაზღვრელი ვადის მქონე აქტივების ჯგუფს. ასევე, უფლებამოსილი პირის განმარტებით, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ვადები არ გადასინჯულა.
ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2020 წელს გრანტის სახით მიღებული შემოსავალი 6 153 965 ლარი, ასახული აქვს 2021 წელს, ხოლო 2021 წელს მიღებული შემოსავალი 556 417ლარი, არ არის ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია შემოსავლები გრანტებით, სულ 5 597 548 ლარით.
ტექნიკურ უნივერსიტეტს ცვეთის არასწორად დარიცხვის/არ დარიცხვის გამო, 2021 წლისცვეთის ხარჯი შემცირებული აქვს 2 512 447 ლარით. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შემცირებულია ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 2 512 447 ლარით.
ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია მატერიალური მარაგები, რომლებიც 2021წლის საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის მიხედვით ჩამოსაწერია, ჯამური ღირებულებით − 43 742 ლარი. აღნიშნული მარაგებიდან 38 813 ლარის მარაგი ასახულია მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2 116 ლარის საცნობარო ანგარიშზე, ხოლო 2 813 ლარის ღირებულების მარაგის იდენტიფიცირება ვერმოხერხდა;
2020 წლის ინვენტარიზაციის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ჩამოსაწერი იყო 1 360 346 ლარის ძირითადი აქტივები და 627 636 ლარის მცირეფასიანი აქტივები. უფლებამოსილი პირის განმარტებით, 2022 წელს უნივერსიტეტმა ჩამოწერა აქტივები, რომელთაგან 627 636 ლარის მცირეფასიანი და 1 240 109 ლარისაქტივები ჩამოიწერა საცნობარო ანგარიშიდან, ხოლო ძირითადი აქტივებიდან 33 005 ლარი. სხვაობა ბრძანებით განსაზღვრულ და ჩამოწერილი აქტივებისღირებულებას შორის შეადგენს 87 232 ლარს, რომელიც უნივერსიტეტის განმარტებით, გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით.
2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საცნობარო ანგარიშებზე ასახული დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 747 924 ლარ იდა ზედმეტობა 2 686 ერთეული. 2021 წელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებითრეაგირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი.
2021 წელს 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო შესრულებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და მათ შესახებ ინფორმაცია არ არის გამჟღავნებული ახსნა-განმარტებით შენიშვნებში.
ტექნიკურ უნივერსიტეტს 2021 წელს ერთი და იმავე სარემონტო სამუშაოებიდან წარმოქმნილი მომსახურება ერთ შემთხვევაში აღიარებული აქვს აქტივად, ხოლო სხვა შემთხვევაში − ხარჯად.
ტექნიკურ უნივერსიტეტს მატერიალურ მარაგებში აღრიცხული აქვს 475 339 ლარის უძრავი ნაშთი. უნივერსიტეტის განმარტებით, ნაშთი წარმოადგენს წლების განმავლობაში კვლევით ცენტრებზე გაცემულ მარაგებს, რომლის ხარჯებში ჩამოწერის საკითხი პოლიტიკით არ არის დარეგულირებული. რიგ შემთხვევებში, მარაგები აღრიცხულია მხოლოდ თანხობრივად, რის შედეგადაცარ არის იდენტიფიცირებადი მარაგის სახეობა, რაოდენობა, მიმღები მხარე და ა.შ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში უძრავი ქონების ინვენტარიზაცია 2021 წელს არ დასრულებულა, არამატერიალური აქტივების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულისავალდებულო ინვენტარიზაცია ჩატარებულია არასრულად.
ტექნიკური უნივერსიტეტის 2021 წლის გადარიცხვებში ერთი საბანკო ანგარიშით ფიქსირდება რამდენიმე მიმღები, სულ მითითებულ ანგარიშებზე გადარიცხულია 115 647 ლარი. უნივერსიტეტის განმარტებით, არ იძებნება სახელფასო უწყისებში ასახული ის რეალური შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი გადარიცხვების განხორციელებისათვის. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელფასები ჩარიცხულია როგორც მათ პირად ანგარიშზე, ასევე სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე, რომელთა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება; ასევე უნივერსიტეტისთვის უცნობი პირი მიმღებად ფიქსირდება 2020 წლის გადარიცხვებში და გადარიცხული თანხა შეადგენს 7 861 ლარს.
ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოვლენილია შემდეგი: სამ პირს „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლიდან მიღებული აქვს ანაზღაურება, რომლის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, სულ − 1 724 ლარი. ერთ პირს მიღებული აქვს სხვა პირის სტიპენდია, სულ − 1 200 ლარი. აუდიტის მიმდინარეობის დროს მოცემული უზუსტობა არ იყო გასწორებული.
2021 წელს, რიგ შემთხვევებში კონკრეტულ პირებზე არ არის დეკლარირებული 25 890 ლარი, ხოლო რიგ შემთხვევებში, დეკლარირებულია განაცემთან შედარებით 19 596 ლარით მეტიოდენობის თანხა. ვერ დადასტურდა 7 პირის მიერ მიღებული 68 556 ლარის შრომის ანაზღაურება. კერძოდ, უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა გაცემული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021 წელს შრომის ანაზღაურების სახით, გარდაცვალების შემდგომ დასაქმებულ და ემერიტუსის სტატუსის მქონე პირებს ჩაერიცხათ 2021 წელს − 26 486 ლარი, ხოლო 2020 წელს − 13 545 ლარი.
რამდენიმე ავტომობილს კონკრეტულ თვეებში უფიქსირდება საწვავით სარგებლობა, სულ − 1 678 ლიტრი, თუმცა მოცემულ თვეებში ამ ავტომობილებისათვის არ იყო დადგენილი საწვავის ლიმიტები. უნივერსიტეტის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით. ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უფიქსირდება ავზზე მეტი მოცულობით საწვავით სარგებლობა. უნივერსიტეტის განმარტებით, ავტომობილი მოცემულ დღეებში იმყოფებოდა კონკრეტულ რეგიონში, ამიტომ დამატებით გაივსო ჭურჭელი (რკინის ავზი), თუმცა, უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა მივლინების ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა საწვავის ხარჯვის მიზნობრიობა.
ეს არის ის, რაც აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქვე ვიტყვით, რომ ტელეკომპანია მთავართან ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ თურმე, გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის ხელფასის დარიცხვა საგანგაშო არ ყოფილა. „ამ თანხას ხელს მაინც ვერავინ ახლებდაო“, – ბრძანა დეპუტატმა, რომელმაც საზოგადოებას თავი, სოციალურმა ქსელმა როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ყალბი გვერდები გააუქმა, აი, ამ სასაცილო, ერთი წინადადებით, დაამახსოვრა: „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში“…
კორუფცია, უფლება-მოვალეობების გადამეტება, დაკარგული მილიონები და გამქრალი, მილიონებად შეფასებული, სახელმწიფო ქონება – დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის შემოწმების შემდეგ, მსგავსად სკანდალური დასკვნა მას შემდეგ არ გამოქვეყნებულა, რაც თავის დროზე კონტროლის პალატის (ახლანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) იმჟამინდელი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ხელმოწერით იქნა გასაჯაროვებული, რომლიც იუსტიციის სამინისტროს შემოწმების შედეგებს ასახავდა.
სულხან მოლაშვილს რა ბედი ეწია, ამის მოსწრე ვართ. „ქართული ოცნება“ შეიძლება ასე „შორს“ არ წავიდეს, მაგრამ თუ „ზემოთ“ „თემა შეთანხმებული“ არაა, ასეთ შემთხვევაში, უახლეს მომავალში თანამდებობას აუცილებლად დატოვებს აუდიტის სამსახურის უფროსი და ის პირები, ვინც განათლების სისტემა შეამოწმა. ამ დასკვნის საფუძველზე კი სამუდამო თუ არა, ხანგრძლივი პატიმრობა არ ასცდება განათლების ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.
აქ კიდევ ნიშანდობლივია ერთი საკითხი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული საგანმანათლებლო სივრცე 2021 წელს შემაოწმა, თუმცა დასკვნა 2023 წლამდე არ გამოქვეყნებულა. რთული სათქმელია იხილავდა თუ არა დღის შუქს ეს დასკვნა ჩხენკელი ისევ მინისტრი რომ იყოს. თუმცა, აუდიტი ამ კითხვაზე გვიპასუხებდა, რომ ყველა დასკვნა ოფიციალურ საიტზე იტვირთება, როგორც კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორაა საგანმანათლებლო სისტემა ჭაობში ჩაფლული. მაგრამ 2 წლის წინანდელი 2 წლის შემდეგ რომ გასაჯაროვდა, ეს ფაქტი დაეჭვების საფუძველს ნამდვილად იძლევა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემაოწმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
დასკვნა იმდენად სკანდალურია და იმდენად საგანგაშო, რომ „თაიმერმა“ გადაწყვიტა თითოეული შემოწმებული ობიექტის შესახებ ცალ-ცალკე მოგაწოდოთ ინფორმაცია.
სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ საქართველოს ალმა-მატერის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შემოწმების მასალებს.
რა ხდება საქართველოს პირველ უნივერსიტეტში, თსუ-ში?!
ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, თავს მოიკლავდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დებს ფაქტებს, თუ როგორ ძარცვავენ 102 წლის უნივერსიტეტს თანამედროვე „წითელი კაციჭამიები“.
გაფრთხილება! – ქვემოთ მოყვანილი ყველა ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნიდანაა ამოწერილი! ამდენად, თუ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს ქვეყნის მთავარ აუდიტს!
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა საბუღალტრო გატარებების სრული ბაზა, რის საფუძველზეც მომზადებულია ფინანსური ანგარიშგება. უნივერსიტეტის მიერ სააღრიცხვო ჩანაწერებისთვის გამოიყენება პროგრამა MS Excel, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების, ასევე ინფორმაციის დაცვასთან და შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს. წარმოდგენილი ფაილების დამუშავება კი, მოითხოვს დიდ დროით და ადამიანურ რესურსს.
თსუ-ს სწავლის გადასახადიდან აღრიცხული აქვს მოთხოვნები − 7 674 645 ლარი, ვალდებულებები − 4 961 340 ლარი და შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან− 57 992 331 ლარი, საიდანაც ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წლის 31 დეკემბრის კურსით ასახულია 340 232 დოლარის კრედიტორული დავალიანება.
კრედიტორულ დავალიანებაში არ არის გამიჯნული ფულადი და არაფულადი მუხლები. მოცემული თანხების სრულად 31 დეკემბრის კურსით გადაანგარიშება არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული კურსით გადაანგარიშდება ფულადი მუხლები.
აღრიცხული აქვს 110 095 ლარის სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, 2010 წელს შემოერთებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აქტივია. აქტივის დოკუმენტაცია უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მოცემული აქტივი არ გამოიყენება.
2020 წელს მიღებული ერთი და იგივე აქტივი აღიარებული აქვს როგორც 2020წელს, ასევე 2021 წელს. შედეგად, გაზრდილია ძირითადი აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება − 123 250 ლარით.
ძირითად აქტივად აღრიცხული აქვს საბიბლიოთეკო ფონდი, სულ − 27 226 207ლარი. მოცემული აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტმავერ წარმოადგინა, ასევე ობიექტის განმარტებით აღრიცხული აქტივები, გარდა თანამედროვე და პოპულარული გამოცემებისა, ასევე მოიცავს რარიტეტულ და იშვიათ გამოცემებს, დაზიანებულ და ჩამოსაწერ წიგნებს, თუმცა ზუსტი თანხობრივი იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
2021 წელს მიღებული აქტივებისათვის არ აქვს გამოყენებული ცვეთის პროპორციულად დარიცხვის მეთოდი. შედეგად, გაზრდილია ცვეთის ხარჯი, სულ − 125 730 ლარით. ძირითად აქტივებში აღრიცხული აქვს: 122 515 ლარის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, განადგურებულია, არ ექვემდებარება აღდგენას, სრულად სარეაბილიტაციოა, დანგრეულია, სარეაბილიტაციოა ან/და სარემონტოა, საიდანაც 59 236 ლარის აქტივები არ არის რეგისტრირებული მის სახელზე ან უნივერსიტეტი საკადასტრო კოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს; 80 242 ლარის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, არ გამოიყენება და არის გადაცემის პროცესში, თუმცა, უნივერსიტეტი გადაცემის დოკუმენტაციას და საკადასტრო კოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს; 3 129 547 ლარის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, არ გამოიყენება იმის გამო, რომ უნივერსიტეტი ვერ ახორციელებს მათზე ფაქტობრივ კონტროლს. კერძოდ, მითითებულ შენობა-ნაგებობებში განსახლებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები/უნივერსიტეტის თანამშრომლები. ამასთანავე, 101 222 ლარის აქტივებზე უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია საკადასტრო კოდების შესახებ და განმარტა, რომ ქონება არარისრეგისტრირებული.
ასევემ, თსუ-ს: აღრიცხული აქვს 688 775 ლარის შენობა-ნაგებობები, რომლებიც არარის რეგისტრირებული მის სახელზე ან უნივერსიტეტი საკადასტრო კოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს; აღრიცხული აქვს 5 615 511 ლარის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი არ ფლობს. უნივერსიტეტმა რიგი აქტივების შესახებ გაკეთებული განმარტებების საფუძვლად წარმოადგინა 2016 წლის ქონების ინვენტარიზაციის უწყისი, რომელიც სრულად ვერ შედარდა უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. 2020-2021 წლებში კი, ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და უნივერსიტეტს არ განუხილავს გაუფასურების ინდიკატორების არსებობის საკითხი.
„შედეგად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კოლეჯის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების სისრულის შესახებ“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია ხარჯი და შემოსავალი, სულ − 24 594 478 ლარით.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია გრანტები, გარე ტრანსფერები, სხვა ხარჯები და სუბსიდიების ხარჯი 1 433 965 ლარით.
„უნივერსიტეტები სწავლის გადასახადის ოპერაციების აღრიცხვისთვის იყენებენგანსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას. არ არსებობს ერთიანი მიდგომა უცხოურვალუტაში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, თუ რომელი დღის კურსით უნდამოხდეს მოთხოვნის, ვალდებულების და შემოსავლის დარიცხვა. ამასთანავე, წარმოდგენილი ბაზებით არ არის იდენტიფიცირებადი, რომელი მუხლი წარმოადგენსფულად და არაფულად მუხლებს. ბუღალტრულად აღრიცხულ თანხებსა დაინდივიდუალურ დავალიანებებს შორის კი, ფიქსირდება სხვაობები“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
პ.ს. „თაიმერი“ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ამ სკანდალური დასკვნის სხვა ნაწილებს. შემდეგი სტატიით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე მოგითხრობთ.
საია ბათუმში საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. საია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა.
"Საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ქ. Ბათუმში, ერას მოედანზე 3 ივნისს მიმდინარე აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2023 წლის 2 ივნისის ღამით ქ. Თბილისში, პარლამენტის წინ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული უფლებადამცველების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
Შემაშფოთებელია, რომ თბილისის შემდგომ, ბათუმშიც გრძელდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეპრესიული საპოლიციო მექანიზმებით უკანონო შეზღუდვა. კადრებში ჩანს პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენება რამდენიმე პირის მიმართ (შეხლა-შემოხლა, ხელის კვრა https://www.facebook.com/temurgorgadze/videos/285290150589757/ 2:23-2:52), Ასევე, ჩანს, ძალადობრივი მეთოდით დაკავების ფაქტები (3:07 - 3:37) და მუქარა (“სამარცხვინო ვინ არის, განახებთ”). Როგორც კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილე პოლიციელისადმი “სამარცხვინოს” წოდების გამო დააკავეს. Მსგავსი საფუძვლით პირთა დაკავება ქართულ რეალობაში ახალი არ არის, თუმცა Მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო საზღვრებს, ვიდრე კერძო პირები. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე ადამიანის ქმედება არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით დაცულ გარანტიებს.
კადრებში ნათლად გარჩევადია, ასევე, როგორ უკრავენ ერთ-ერთ დაკავებულს (რომელიც, როგორც ხალხის შეძახილებით ირკვევა, არასრულწლოვანია) სავარაუდოდ ე.წ. Ხამუთებით (ცალუღით) ზურგსუკან ხელებს, რა დროსაც პირი მანქანის წინა ნაწილთან ჰყავთ მიმწყვდეული (2:09-2:23). Ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული დაკავებების დროს ფართოდ გავრცელებული მეთოდია რეზინის/პლასტმასის ხელბორკილების გამოყენება დემონსტრაციების დროს მიმდინარე საპოლიციო ოპერაციებისას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში პოლიციელმა დაკავებული პირი უნდა გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ ძალდატანებამ/წინააღმდეგობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხელბორკილის შევიწროება და შესაძლო დაზიანება. მჭიდროდ დადებულმა ხელბორკილმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება, დალურჯება, სიწითლე, ხელის დაბუჟება და სხვა ნერვული დაზიანება, რამაც, კონკრეტულ შემთხვევებში, შეიძლება, მიაღწიოს არასათანადო მოპყრობის ხარისხს. ამგვარი გაფრთხილება ვიდეო-მასალაში არ ჩანს.
Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, უნდა გავიდნენ და არ ელოდონ, სანამ ბევრი ხალხი მოკვდება და ძალით გავაგდებთ. ვთვლი, რომ ეს დიდი სხვაობაა. კი, შედეგი ერთნაირია, ერთის მხრივ. [მაგრამ] მე ვთვლი, რომ არა. ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოვახდენთ. ხოლო როგორ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ვკარგოთ ხალხი თუ დანაკარგები შევამციროთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია ძალით მოხდება თუ არა.
„დღეს ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ. და უკვე ის ქვეყნებიც, რომლებიც სკეპტიკურები იყვნენ, მაგალითად გერმანია. კანცლერი შოლცი, ღიად ამბობს: „ვთვლი, რომ რუსეთთან არაფერია სალაპარაკო, სანამ ტერიტორიებს არ დატოვებს“. ყურადღება მიაქციეთ, უკრაინა მოახდენს დეოკუპაციას კი არა, არამედ სანამ რუსეთი არ გავა, ვინაიდან ამაში ჩემთვის ლოგიკა არის. ჩემთან საუბარი და ცივილიზებულ სამყაროსთან საუბარი თუ გინდა, მაშინ არ უნდა ელოდო, სანამ ძალით გაგაგდებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის „ნებისმიერი სხვა“ ხელმძღვანელობა ამ ვითარებიდან გამოსავლის ძიებას დაიწყებს და უკვე რუსული საზოგადოებაც ხვდება, რომ „მათი შიდა აფეთქება - მხოლოდ დროის საკითხია“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.
ქურდოვანიძე განმარტავს რომ ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა და პარლამენტმა შსს-ს უფლება მისცა დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა:
„კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის.
ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა“ – ამბობს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი იყო მათგან აქტივისტი არ აქვს, თუმცა აღნიშნული პერიოდი 7-8 მარტის აქციებს ემთხვევა, რა დროსაც 100 დაკავებულიდან თითქმის ყველას დაკავების ვადა გაუხანგრძლივდათ:
„თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს“ – წერს საიას თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.
ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო.
„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე.
ერდოღანმა ფიცის დადებამდე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მანდატი მიიღო.
პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ცერემონია, რომელსაც 78 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა.
აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს
„მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
2023 წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 269%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4,801 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,299 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 4 თვეში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 109,087 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 74,797 ლარი.
ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.
ავტორი:
თაია არდოტელი