Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.
    „ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით მე, რომ მივმართო ამ ასამბლეას. ეს არის ძალიან სერიოზული გზაგასაყარი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის პატივისცემა. ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ჩვენ საქართველოს ისტორიაში ვაწყდებით ასეთ მომენტს, სადაც საქართველოს მთავრობა, მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს, თუმცაღა საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია. ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისა, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას ვაკეთებ დაუღალავად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მუშაობს, რათა საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები, მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის.
    „მე დავიბადე საფრანგეთში, ემიგრანტ ოჯახში. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო, თავისუფალ ევროპაში, ერთადერთი გარანტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ყველა მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის სწრაფვის თვალსაზრისით, დაუღალავად ვმუშაობ. მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის მთავრობაში. ვმუშაობდი საქართველოს მეზობლებთან და რუსეთის ძალების გაყვანაზეც ვახორციელებდი მოლაპარაკებას. მახსოვს, როგორ გამოვიდნენ რუსული ხომალდები ფოთიდან და ბათუმიდან, მაგრამ სამი წლის შემდეგ ისევ შემოვიდნენ რუსული ძალები საქართველოში. ჩვენ დავამყარეთ კონკრეტული კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის. ამ გადამწყვეტ დროს ჩვენი მოგზაურობისა ევროპის მიმართულებით, მე ვმუშაობ იმისთვის, რომ საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები და მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ერთადერთი გზა არსებობს ამისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა სოლიდარულია უკრაინელი ხალხისადმი.
    „ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ტრაგიკული ისტორია აქვს. 200 წლის განმავლობაში ცარისტული იმპერიის, რუსიფიკაციის, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა, რეპრესიისა და კვლავ რუსული აგრესიის თვალსაზრისით, რუსული აგრესიისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. მინდა, გავიმეორო პრინციპული სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობისა უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიას, არამედ სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის – ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პირადი პატივისცემა და აღტაცება პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ორივე ჩვენს ქვეყანას ეყოლება წარმომადგენელი ამ ორგანოში, რომლებიც გვერდიგვერდ ისხდებიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მისი მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით იწყება საქართველოს წარსულიდან – ერთობლივი ღირებულების, ერთობლივი კულტურული საფუძვლებისა“.
    „საქართველოს გააჩნია სამი საყრდენი, რომელიც იყო ევროპული ცივილიზაციის, ბერძნული და რომაული მემკვიდრეობა, ქრისტიანობა. რომაულმა და ბერძნულმა ცივილიზაციამ დატოვა ძალიან დიდი კვალი ჩვენს მითოლოგიაში, არქეოლოგიაში და ქრისტიანობა იყო ჩვენი იდენტობის ცენტრალური ნაწილი და ერთ-ერთი პირველი სამეფო იყო, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა იმპერიებისა და დამპყრობლების წინააღმდეგ აღმოსავლეთ სანაპიროებზე შავი ზღვისა, როგორც პატარა საყრდენი ქრისტიანობისა, რომელიც ებრძოდა აზიის იმპერიებს. ამან მისცა დასაბამი ევროპულ იდეას. შეიძლება, ეს დამთხვევა არ არის, რომ ერთ-ერთი პირველი ფედერალისტური კონსტიტუცია საქართველოს მიერ, პროფესორ მიხეილ მუსხელის მიერ იყო დაწერილი. ტოლერანტობა, მხარდაჭერა ადამიანების უფლებებისა დიდი ხნის წინ იყო გამოცხადებული. საქართველოს ტოლერანტობა გადარჩა ჩვენს რეალობაში და საქართველომ შექმნა ისეთი სახელმწიფო, სადაც რელიგიებს იცავდა საუკუნეების განმავლობაში. თბილისის არქიტექტურა გახლავთ ამის დამამტკიცებელი. მუსულმანური მეჩეთები, სინაგოგები, სხვადასხვა დენომინაციის და კონფესიის ეკლესიები. ეს ხანგრძლივი ტრადიცია, მშვიდობიანი თანაარსებობა რელიგიებსა და კულტურებს შორის საუკეთესოდ არის გამოსახული იმით, რომ 16 საუკუნე ქართველები და ებრაელები ერთად ცხოვრობდნენ, დისკრიმინაციისა და სხვა წნეხის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
     

    ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  2. tvati
    პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
    პრეზიდენტის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოიყენოს ვეტო.
    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყველა მასობრივი დემონსტრაცია მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გადიოდა ქუჩაში, რათა დაეცვა თავისი იდეალები, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებოდა. 2019 წელს ივნისში რუსეთის დუმის წარმომადგენლის მიერ დაირღვა ოკუპაციის კანონი, კითხვა დაისვა იმ ადამიანების პროევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რომლებმაც ის მოიწვიეს; თებერვალში, 2022 წელს მოხდა უკრაინის მიმართ ჩვენი სრული დემონტრაციის სოლიდარობა, 2022 წლის ივნისში კი – ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა, ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე; მარტში, 2023 წელს საქართველოს მოსახლეობამ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით დაინახა საფრთხე სამოქალაქო საზოგადოებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი და ჩვენი ევროპული მისწრაფებებისადმი.
    როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია, ეროვნული შერიგება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ხელშეკრულება ბოლომდე რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა და შეთანხმება, რათა დადებულიყო, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტისა უნდა იყოს თანასწორად პატივმიგებული მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. შეიძლება, ჩემი ვეტო იყოს დაძლეული უმრავლესობის მხრიდან, მას მხარს დაუჭერს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს ეხება ძირითად პრინციპებს, რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
     

    ავტორი - თამარ წიკლაური
  3. tvati
    ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.
    ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    „ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში ვართ და უნდა შევინარჩუნოთ კურსი. უკრაინა ამ ომიდან უფრო ძლიერი გამოვა.
    მოლდოვასა და საქართველოში უამრავი ადამიანი აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, იღწვიან იმისთვის, რომ ევროკავშირში ადგილი დაიმკვიდრონ. დასავლეთ ბალკანეთი და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდება ერთამენთს. ეს არის მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა.
    თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის. რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებითა და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხოვთ, არის, ის, რომ საქართველო თავისი იდენტობის ერთგული დარჩება.“ 
    ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული სამყაროს კუთვნილებისთვის.
  5. tvati
    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო რუსეთს უნდა უმადლოდეს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას. აღნიშნულის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი.
    საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვიდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისევე, როგორც, შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

    ნეტგაზეთი

     
  6. tvati
    „უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
    მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
    „გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები, სცენაზე… ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელია, საერთოდ არ ახსოვდა არავის და უცებ ესეც კი გამოაგორეს სცენაზე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
    ასევე იხილეთ კობახიძე: გამოაგორეს ძველი, ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები სცენაზე, მაგალითად, ლორა თორტონი
    31 მაისი, 2023

    პუბლიკა

     
  7. tvati
    „ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-ზე წერს.
    ის ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას NATO-სთან და უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს რუსული ნარატივია და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
    პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.
    ღარიბაშვილის განცხადებას დასავლეთში პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და საერთაშორისო ურთიერთობის, უსაფრთხოების სპეციალისტების კრიტიკა მოჰყვა.

    publika
  8. tvati
    მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ასამბლეას. ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ქალბატონი პრეზიდენტო, 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი იდგა აქ და სიმბოლურია, რომ მე გამოვდივარ იმავე მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცა, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ არ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ipn
  9. tvati
    რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
    “როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს.
    მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის - წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ipn
  10. tvati
    ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ. გვინდა, უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე განაცხადა.
    რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის ნაწილში პირადი თავდადებისთვის მადლობა გადაუხდა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რომ მათ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.
    „ძვირფასო კოლეგებო, დღეს, ჩვენთან ერთად გახლავთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის პარლამენტში. ნება მიბოძეთ, დავიწყოთ მადლობის გადახდით თქვენი პირადი თავდადებისთვის ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კუთხით, რომელიც საქართველოს საზოგადოებას აქვს. ჩვენ გვინდა, რომ იყოს სწორი პირობები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მომავალს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ, გვინდა, უფრო მეტად ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. ამისათვის უნდა დავინახოთ ხელშესახები ნაბიჯები დემოკრატიის მიღწევის კუთხით, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, ზოგადად მართლმსაჯულების კუთხით და მინდა ვთქვა, რომ აქ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ გზას და სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერა შესთავაზოს ამ ტრანსფორმაციულ, გარდამტეხ გზაზე. საქართველოს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მომავალი აირჩიოს და მინდა, აღვნიშნო თქვენი სიძლიერე და გისურვოთ წარმატებები, გამოვხატო ჩემი სურვილი ერთად ვიმუშაოთ, რათა ევროპელი ხალხის წარმატება და კეთილდღეობა მომავალში მიღწეული იქნას“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

    IPN
  11. tvati
    ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩია. ის აქამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
    მედიის ცნობით, პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა.
    რინკევიჩსი ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს.

    ინტერპრესნიუსი
  12. tvati
    ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას. ცდილობენ საზოგადოებაში ნელ-ნელა დალექონ ყალბი მოლოდინები, რომ ოცნების „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად შესაძლოა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


    მისი თქმით, „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებენ.

      "რეალობა ისაა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოცნება ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე რუსეთის სპიკერად ჩამოყალიბდა, სასწორზე აქვს დადებული ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მშვიდობა, რომელთა განმტკიცება და დაცვა მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს წევრობითაა შესაძლებელი. არაკონსტიტუციური, ლეგიტიმაციის არმქონე ხელისუფლება ამგვარი ცრუ მოლოდინებით და შიშებით ეცდება ხალხის მხარდაჭერის მობილიზებას წინასაარჩევნოდ. მზად უნდა ვიყოთ, რომ ევროკავშირზე და ნატოზე ღია უარს, სათანადოდ ვუპასუხოთ არჩევნებამდეც და არჩევნებზეც.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  13. tvati
    უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
    „ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ უწყებაში.
    გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს.
    გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს ბახმუტის მიმართულებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ავდიივკას მიმართულებით, რუსებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. კუპიანსკის მიმართულებით კი წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხარკოვის ოლქის მასიუტოვკას დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის მიმართულებით.
    „მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოებში, აგრეთვე პობედას და ნოვომიხაილოვკას დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ უწყებაში.
    გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.
    „გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა Shahed-ის ტიპის 32 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიას, 4 საარტილერიო დანადგარს, საზენიტო სარაკეტო სისტემას და საწვავი და საპოხი მასალების 3 საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

    პალიტრანიუსი
  14. tvati
    სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
    „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.
    პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.
    სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.
    ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
    „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
    „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“
    „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“
    „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
    „მედიის განვითარების ფონდი“
    „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“
    „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
    „პრევენცია პროგრესისთვის“
    „რონდელის ფონდი“
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
    „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
    „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
    „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
    „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“
    „უფლებები საქართველო“
    „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“
    „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი“
  15. tvati
    თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სამართალი მალე იზეიმებს! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში წერს.  350650114_800183301333390_8202375985725727347_n.mp4
  16. tvati
    რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა 30 მაისის ღამითაც პარლამენტთან იმყოფებოდა. მას შვილის მეგობრები და მხარდამჭერები ახლდნენ.
    წინა ღამის მსგავსად, გრიგორიადისი ამჯერადაც პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე სკვერში გაჩერდა. იქვე იდგა პოლიციაც, რომელმაც 1 ღამით ადრე კარვის გაშლის საშუალება არ მისცა დაკავებული დემონსტრანტის მამას.
    ბექა გრიგორიადისმა შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ადრე თუ გვიან, კარავს მაინც გაშლის.
    “ფიცს ვდებ, მილიციელებს გეუბნებით: მაინც დაგიდებთ ამ კარავს. პოლიციელებს კიდევ ვეტყვი: მაპატიეთ, რომ გაწვალებთ”, — აღნიშნა მან. გრიგორიადისის თანახმად, მილიციელებს პოლიციელთა იმ კატეგორიას უწოდებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ წოდებას.
    29 მაისის ღამით, კარვის წართმევის გარდა, პოლიციამ ადგილზე მყოფი ერთი აქტივისტი დააკავა. შსს-ს ცნობით, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
    რამდენიმე დღეა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან აქციებს მართავს. მისი თქმით, მხოლოდ შვილის გათავისუფლებისთვის არ იბრძვის.
    “მე არ ვიბრძვი მხოლოდ ლაზარეს თავისუფლებისთვის/ საქართველოც დასახსნელია რუსული რეჟიმისგან. მე მაქვს ხალხის იმედი, რომ დამახსნევინებენ ლაზარეს ტყვეობიდან”, — წერს ის “ფეისბუკზე”.
    ბექა გრიგორიადისი ოპოზიციურ სპექტს მოუწოდებს 20 ივნისს მისი შვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის ჩატარებისკენ.

    21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
    გარეკანის ფოტოები: Facebook/Irakli Qoridze


    ნეტგაზეთი
  17. tvati
    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
    უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა:
    „მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია“ — ნათქვამია განცხადებაში.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ახლოს, „ქართუ“ ცათამბჯენების აშენებას კვლავ გეგმავს. ამისთვის კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა თბილისის მერიას.
    მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ხელახალი პროექტი წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია — ნაცვლად 65 სართულისა.
    შედარებისთვის, ცვლილება გამოიყურება ასე:

    პროექტის შესახებ საჯარო ინფორმაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი, იურისტი, ანანო ცინცაბაძემ გამოითხოვა. სწორედ მისგან გავრცელდა ცვლილების შესახებ ინფორმაციაც.
    როგორც წინა შემთხვევაში, პროექტის ახალ ვერსიაშიც დამკვეთად კომპანია შპს “კოსტავას 69” მითითებული – მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება სწორედ მას უნდა შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა, ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.
    კომპანია „კოსტავას 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.
    პროექტს თან ახლავს რამდენიმე კვლევა და განმარტებითი დოკუმენტები. დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო ტერიტორია, „ლაგუნას“ საცურაო აუზის ჩათვლით, ჯამურად შეადგენს 44 255 მ²-ს.
    ამასთანავე, „კოსტავა 69“ და პროექტზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რაკი ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს, აუცილებელია, რომ ტერიტორიას გაუუქმდეს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი და ჩანაცვლდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით (სსზ-2) – „ამასთან პროექტის განხორციელებისთვის, ასევე აუცილებელია მასზე სპეციალური ზონალური ნებართვის რეჟიმის გავრცელება, საცხოვრებელი ფუნქციის ფართების შერევის ხარისხის დასარეგულირებლად,“
    „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი ცათამბჯენების ახალი პროექტი.
    მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო ქსელის ცვლილებას. თავად დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მოსახვედრად მოეწყობა 3 სამანქანო კავშირი, აქედან 2 გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი (არსებული) – კოსტავას ქუჩიდან.
    დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსი ითავსებს როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფუნქციებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ კომერციული სივრცეების ვიზიტორთა და მცხოვრებელთათვის იგეგმება ათასადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა.
    ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ელოდება თბილისის მერიისგან. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
    ცათამბჯენების ლაგუნა ვერესთან – საიდან დაიწყო ყველაფერი
    მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ 2023 წლის იანვარში გაავრცელა. პროექტი ატვირთული იყო მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და მასზე გადაწყვეტილება კი ჯერ არ იყო მიღებული.
    დაგეგმილი ცათამბჯენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე საზოგადოებისა და ასევე, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა“ დაწერა, რომ პროექტი „სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის“.
    ცათამბჯენების პროექტს ასევე გამოეხმაურა თავად თბილისის მერი, კახა კალაძეც.
    ნეტგაზეთი

     
  19. tvati
    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს.
    მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს.
    გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.


    პუბლიკა
  20. tvati
    ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი წერს, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებები არა დამახინჯებული, არამედ წინასწარ გათვლილი და ცინიკური იყო.
    ევროპარლამენტარი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ტვიტს, რომელშიც ის წერს, რომ ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას აღქმული.
    „პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის კომენტარები არ იყო დამახინჯებული. ის იყო გათვლილი, ცინიკური და მხოლოდ ემსახურებოდა ერთი კაცის ინტერესებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს.
    რა წვლილი შეაქვს ამ განცხადებებს 12 რეკომენდაციის შესრულებაში და კანდიდატის სტატუსის კუთხით წინსვლაში?“, – წერს ლექსმანი.
    პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი ინგლისურენოვანი განცხადება გამოქვეყნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ეხება. პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო დასავლეთისგან დაუმსახურებელ კრიტიკას იღებს და ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა გაიგონ.

    პუბლიკა
  21. tvati
    მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო სრულიად ლოგიკური და უწყინარი. მას უკვირს, რატომ გამოიწვია ამან ასეთი ვნებათაღელვა.
    ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
    გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.

    პუბლიკა
  22. tvati
    გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
    ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
    საქართველოს პირველი არხი ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.
  23. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
    როგორც პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში.
    „დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს. უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და, მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

  24. tvati
    „ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული, “- ასე განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრი მარტის აქციების ცნობილი ფოტოს კონკურსში არდაშვებას.
    ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.
    დღეს ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ თქვა, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.
    ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ წულეისკირია. ის უმრავლესობის დეპუტატის ლევან კობიაშვილის ცოლია და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახდა რუსული კანონის მხარდაჭერის გამო, მეგობრობიდან ამოეშალათ ის.

    პუბლიკა
  25. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი.
    მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
    როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, მიშელმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.
    „პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
    საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
    პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.
    პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

    netgazeti
×
×
  • შექმენი...