Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გვითხრეს რამდენი მათგანი რჩება ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში.
    განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იგულისხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე არავინ გათავისუფლებულა, შესაბამისად შვიდივე დაკავებული ამ დრომდე რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.
    შსს-ს ასევე ვკითხოთ, რჩებოდა თუ არა იზოლატორში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი, რაზეც უწყებაში განგვიცხადეს, რომ 7 დაკავებულს შორის არასრულწლოვანი არცერთი არაა.
    2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.
    ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.
    არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.
    2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
    პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.
    მთავარი ფოტო მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    უკრაინის ომთან დაკავშირებით შექმნილ უნგრეთის მთავრობის მშვიდობის მხარდამჭერ ვიდეორგოლში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    „ათიათასობით ბავშვი დარჩა ობოლი, ასობით ათასი სახლი დაინგრა, ათ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, მაგრამ ომი გრძელდება და შეიძლება, ადვილად გახდეს გლობალური. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია დაასრულოს განადგურება, მხოლოდ მშვიდობიანმა მოლაპარაკებებმა შეიძლება, გადაარჩინოს სიცოცხლე. მშვიდობის დროა“, – აღნიშნულია ვიდეორგოლში.
    ამ სიტყვებს ახლავს დევნილი ბავშვებისა და ქალების უსათაურო ვიდეოები, ტანკები და უკრაინის რუკა, რომელიც არ მოიცავს ყირიმის ტერიტორიას.
    ოფიციალურად, უნგრეთი, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა, არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას.
     

    ავტორი - გივი ბარამიძე
  3. tvati
    ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე თუ არ მივიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის შეძლებს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ იქ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს.
    „გვესმის, რომ ომის მიმდინარეობისას ჩვენ ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსში გამართულ სამიტზე ერთ ფრაზად – უკრაინა ნატო-ში შემოვა ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
  4. tvati
    თბილისის მერიამ მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება.
    მერიის ცნობით ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. „ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართულიანი შენობებისა, დაიგეგმა 6 შენობის განთავსება, სადაც 2 იქნება 14-სართულიანი და 4 კი, 12-სართულიანი“ - აცხადებს მერია. მათივე ცნობით, გეგმას დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის სარეკრეაციო ზონა.
    მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გობრონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილზე კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა. შეკრებილების თქმით, ამ მშენებლობას ისინი ერთი წელია ფიზიკურად აჩერებენ. მათი განცხადებითვე, თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე არ მისულა.

    რადიო თავისუფლება
  5. tvati
    3 ივნისს 21:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერებით შეიკრიბებიან:
    „30 მაისიდან მოყოლებული „ჯიუტებს“ ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს „ჯიუტის“ წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ,“ — ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
    2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.
    ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.
    არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.
    2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
    პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას.
    „სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
  7. tvati
    ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
    „დავშალეთ ისინი და, სამწუხაროდ, იქ აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება არც ირანში და არც რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა.
    მისი ვარაუდით, ნაწილები, შესაძლოა, შეძენილია რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც, რადგან დრონები, ძირითადად, 2019-2021 წლებშია ნაწარმოები.
    ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია გაირკვეს, როგორ ხვდება დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთის ფედერაციაში, მიუხედავად სანქციებისა.

    იპნ
  8. tvati
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეხმაურებიან პროსამთავრობო ტელევიზიების მიერ უნივერსიტეტის რექტორის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს და აცხადებენ, რომ აღნიშნული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას წარმოადგენს. გთავაზობთ განცხადებას:
    ხელმომწერთა სია იხილეთ ბმულზე.
    საკითხს სოციალურ ქსელში დღეს ასევე გამოეხმაურა ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

    აღნიშნულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში პლატფორმა ეთმობა ორგანიზაცია „სტუდენტები სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებს, რომლებიც უნივერსიტეტს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მათივე თქმით, რექტორმა უნდა განმარტოს, არის თუ არა ის ნასამართლევი.

    პუბლიკა
  9. tvati
    პარლამენტთან გამართული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეს პოლიციამ ცარიელი ფურცელი წაართვა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ძალოვნები შეკრების მონაწილეებს პლაკატებს ართმევდნენ და აკავებდნენ.
    2 ივნისს პარლამენტთან მოძრაობა “ჯიუტი” მორიგ ანტისამთავრობო აქციას  მართავდა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის კიბის საფეხურებზე ისხდნენ და სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირათ ხელში.
    პირველი ივნისის ღამის მსგავსად, პოლიციელები ამჯერადაც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაუწყეს პლაკატების წართმევა. პერიოდულად, ისინი ადგილზე მყოფებს აკავებდნენ.
    ერთ-ერთ შემთხვევაში, პოლიციელმა დემონსტრანტს წაართვა თეთრი ფურცელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს ჰაერში ჰქონდა აწეული.
    “ცარიელია, რატომ მართმევ?!” — ისმის OC Media-ს რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ახალგაზრდა დემონსტრანტის ხმა.

    2 ივნისის საღამოს აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს — ადვოკატ შოთა თუთბერიძეს — ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. კიდევ ერთ მათგანს, ლაშა ჯანჯღავას, მისი თანმხლები დემონსტრანტის ცნობით, რუპორი ეკავა ხელში.
    შსს-ს პრესსამსახურში ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ, რა მუხლით და რა მიზეზით დააკავეს აქციის მონაწილეები.
    “მართლა წარმოუდგენელია ის, რაც დღეს გააკეთეს მათ, ვინც საქართველოს პოლიცია უნდა იყვნენ, თუმცა გადაქცეულნი არიან რუსეთის მილიციად.
    ეს არის რუსეთის ხელწერა. იქ ზუსტად ასე ებრძვიან მოქალაქეებს, რომლებიც გარეთ გამოდიან და ყველა უსამართლობაზე ხმას იმაღლებენ”, — ამბობს აქციის მონაწილე, “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
    2 ივნისის საღამოს მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
    პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.
    გარეკანის ფოტო: ფოტოასლები მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

    netgazeti
  10. tvati
    სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
    გუშინ, 2 ივნისს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.
    „ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
    სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
    2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.
    ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.
    არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.
    2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
    პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

    netgazeti
     
     
  11. tvati
    თბილისში, პარლამენტის კიბესა და მიმდებარე ტროტუარზე, პოლიცია ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს. მიზეზი ისევ საპროტესტო პლაკატებია, რომლებსაც ძალოვნები დემონსტრანტებს ხელიდან გლეჯენ.
    2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში.
    პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”.
    აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.
    ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

    ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ამ პროცესში ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს.
    “წაგვაქციეს კიბეებზე და მერე იძულებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს [დაკავებულები]. სამმა ადამიანმა დაზიანება მიიღო. სასწრაფო გამოიძახეს და გადაიყვანეს. ორმა, როგორც ვიცი, ფეხზე მიიღო ტრავმები და მესამემ — არ ვიცი”, — აღნიშნავს ის.
    მისი მონაყოლის მიხედვით, პოლიცია ადამიანებს ნებისმიერი შინაარსის პლაკატს ართმევს. თავად მშვენიერაძეს წაართვეს პლაკატი, წარწერით “ვირაკლი”.
    “როგორც კი ადამიანი რაიმე ფურცელს დაიჭერს ხელში, თუნდაც სუფთას, ისე, როგორც გვინახავს ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის პოლიციის ქცევა, სამწუხაროდ, ასე იქცევიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
    ადამიანებს აკავებენ, მათ შორის, ცარიელი ფურცლების გამო. ზოგიერთს წარწერებიც აქვს ფურცლებზე, ზოგს არ აქვს. პლაკატებს გვართმევენ და ხევენ, თან აქტივისტებს აკავებენ”, — აღნიშნავს მშვენიერაძე.
    “ქალია, რას აკეთებთ?! გავიჭყლიტეთ, რას აკეთებთ?!” — ისმის ფეისბუკ-ლაივში, რომელიც აქტივისტ ნიკა რომანაძეს ჰქონდა ჩართული. მოგვიანებით ის დააკავეს.

    აქციის მონაწილეთა ცნობით, დაკავებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები — ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
    ედუარდ მარიკაშვილი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) თავმჯდომარეა. აქციაზე მყოფი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას ცნობით, მარიკაშვილი ცარიელი ფურცლის ხელში დაჭერის გამო დააკავეს.
    მანამდე მომხდარი ინციდენტების დროს დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, მოძრაობა “ჯიუტის” ლიდერი ლაშა ჯანჯღავა და აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლევან ნიშნიანიძე.
    შსს-ში ამ დრომდე მხოლოდ 3 ადამიანის დაკავებას ადასტურებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ისინი ადმინისტრაციულად დააკავეს და ერთი უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
    დაკავებების შემდეგ, პარლამენტთან აქცია გაგრძელდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები იმ წარწერებით, რომელთა გამოც მანამდე სხვა დემონსტრანტები დააკავეს. ზოგიერთს ცარიელი ფურცელიც ეკავა.

    2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
    პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.
    გარეკანის ფოტო: ფოტოასლები მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

    netgazeti
  12. tvati
    იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
    მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ.
    “საუკეთესოთა შორის საუკეთესო” — წერს სერია A კვარაცხელიაზე.



    ნეტგაზეთი
  13. tvati
    სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევას ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძე იყო.
    გრიგორიადისი გუშინ, 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    მის დაკავებას დღეს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის შეფასებით, კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია, როცა კარავი არ ბლოკავს შენობის შესასვლელს ან აფერხებს ტრანსპორტს.
    ლაზარე გრიგორიადისის მამას უწყვეტი პროტესტი ჰქონდა დაანონსებული. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”.

    პუბლიკა
  14. tvati
    პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. 

      როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

      "საქართველოში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წესდებასთან ერთად ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკის კოდექსი. დღეს პარტიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ეუთო/ოდირის თანამშრომლებთან და ექსპერტებთან გამართეს, სადაც შემუშავებული ე.წ. “გაიდლაინები” განიხილეს. პარტიისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური სტანდარტების შექმნაზე იმუშაოს. #საქართველოსთვის", - წერია განცხადებაში. 
  15. tvati
    ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს.
    როგორც სემეკში აცხადებენ, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.
    საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: 1501“, – აღნიშნულია სემეკის ინფორმაციაში.
    ასევე იხილეთ ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას - GWP

    პუბლიკა


    პუბლიკა
  16. tvati
    რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
    „ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა.
    მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა.
    „სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, მან გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა“, - აღნიშნა ბლინკენმა.

    იპნ
  17. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.
    მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.
    „ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება. თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს დანაკარგები, დაე, დაურეკოს თავის „მეგობარ პუტინს“ და სთხოვოს, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები გასცდნენ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.
    მისი თქმით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ომი დასრულდება და აღარ იქნება დანაკარგები და აღარავინ დაიღუპება.
    „ომის დასრულების წინაპირობა მხოლოდ ოკუპანტის შეიარაღებული კონტინგენტისა და აღჭურვილობის სრული გაყვანაა. ვინმეს გსმენიათ რუსეთის მიმართ ორბანის მსგავსი მოწოდებები?“- განაცხადა პოდოლიაკმა.
    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.
    „უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, - აღნიშნა ორბანმა.

    იპნ
  18. tvati
    ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
    მისივე თქმით, უკრაინის მიერ აღნიშნული ავიაკომპანიისთვის დაწესებული სანქცია არ არის საერთაშორისო სანქცია.
    კაკაურიძის განცხადებით, კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილების უკან არ იცის რა დგას, თუმცა, დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ორგანო აკეთებს ყველაფერს, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს არც ერთი კომპანიების მიერ.
    "უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. "ჯორჯიან ეარვეისის" ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საერთაშორისო სანქციების მიღებას აქვს თავის პროცედურები და წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" თუ არ დაარღვევს სანქციებს (მე დიდი იმედი მაქვს, არც ერთი კომპანია არ დაარღვევს და ყველა აღასრულებს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ისე ამერიკის მიერ), არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას," - განაცხადა კაკაურიძემ.
    ინფორმაციისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

    იპნ
  19. tvati
    არ გამკვირვებია ზელენსკიზე ღარიბაშვილის განცხადება, ომის დაწყებისთანავე მოვისმინეთ მისგან სამარცხვინო განცხადებები - შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
    მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა აზიანებს უკრაინის და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას.
    „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან მძიმე ომში იმყოფება და რომლის გვერდზე დგას მთელი თავისუფალი სამყარო. არ გამიკვირდა მართალი გითხრათ, რადგან უკრაინაში ომის დაწყებისთანავე პირველი მძიმე, სამარცხვინო განცხადებები სწორედაც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, მემორიალთან გააკეთა სამარცხვინო განცხადებები ომის დაწყებიდან 3-4 დღეში, რომ თითქოს „ომი უკრაინაშია, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს“, „უკრაინამ ომი ვერ აირიდა“, „სანქციები ვერ მუშაობს“ და ამავე ნარატივის გაგრძელებაა, დამძიმებულ ფორმებში. არ ვიცი, შეიძლება იეჭვიანა ბატონმა ღარიბაშვილმა, რომ მას ნორმალურად არც შეხვდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ ისე, როგორც შეხვდნენ, მაგრამ ეს არის სრულად მისი პირადი, მისი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
    ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან.
    „ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- დასძინა ღარიბაშვილმა.
    მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხედავენ რაც ხდება ბელარუსსა და საქართველოში.
    „ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ მოგვისმენია მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად უჩინარი ხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი“.

    ინტერპრესნიუსი
  20. tvati
    სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
    ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს.
    სახალხო დამცველის თქმით, კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
    „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1-ელ ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა. მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება. განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება, ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე. ამავდროულად, 1-ელ ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
  21. tvati
    დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 დაღუპული და დაშავებული ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
    მისი განმარტებით, რაც შეეხება მხოლოდ დაღუპულებს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი, დასახელებული რაოდენობის დაახლოებით მესამედს შეადგენს.
    ამასთან, ჟურნალისტების წყაროს თქმით, ქალაქი სტრატეგიულად უმნიშვნელოა და დასძინა, რომ დასავლეთის შეფასებით, უკრაინული შენაერთები ქალაქის მთავარი აშენებული ნაწილიდან გავიდნენ.
    „ამასთან, ვხედავთ, რომ „ვაგნერის“ ძალები გაყვანის პროცესშია, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის. ამ ძალოვანი ელემენტების ჩანაცვლება მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რუსეთის ისედაც გადატვირთული რეგულარული ძალებისგან", - აღნიშნა წყარომ.

    იპნ
  22. tvati
    უკრაინაში, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოსთან არსებულ სანქციების მონაცემთა ბაზაში თამაზ და დავით გაიაშვილები, Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia შეიყვანეს.
    გაიაშვილების, ასევე Georgian Airways-ისა და Aero Handling Georgia-ს შესახებ მითითებულია, რომ ისინი ჯერ სანქცირებულები არ არიან. სიაში სანქცირებულ პირებსა და კომპანიებთან ერთად ხვდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირებიც, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არიან.
    მონაცემთა ბაზაში Aero Handling Georgia-ს შესახებ წერია, რომ კომპანია დაკავშირებულია პრორუსი პოლიტიკოსის და „რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრის“ დამფუძნებლის ვალერი კვარაცხელიას ოჯახთან და მომსახურებას უწევს უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს, რაც Aero Handling Georgia-ს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.
    Georgian Airways-ის შესახებ კი მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია, რომ ერთი მხრივ კომპანიის მიერ გაზრდილი აქტივობა რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, რუსული ბიზნესის წარმომადგენლების მიმართულებით, ზრდის რუსეთის მიერ სანქციებისგან თავის ასარიდებლად ახალი სქემების ჩამოყალიბების რისკს. ამავდროულად გაიაშვილები და მათი კომპანია დაკავშირებულია Aero Handling Georgia-ს წარმომადგენლებთან.

    publika
  23. tvati
    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI)  ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.
    ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშვებელია „გამოუქვეყნებელი კონტრაქტების“ არსებობა, რადგან ეს კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის“.

    „გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ“. – ამბობენ ორგანიზაციაში.
    განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, თუმცა „არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს“.
    გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა, TI-ს ცნობით ნაწილობრივ აღმოიფხვრა, თუმცა პრობლემა ისევ რჩება, რადგან „20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“.
  24. tvati
    თბილისში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, მარტის ანტირუსული აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, პოლიციამ კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა.
    ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ძალით და ჩასვა ავტომობილში ლაზარეს მამა მაშინ, როცა კარვის გაშლას ცდილობდა.
    განახლება: შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
    ბექა გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მისი შვილი პოლიციაზე თავდახმის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
    შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ის უკვე რამდენიმე დღეა, თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტთან აქციებს მართავს და კარვის გაშლას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. პოლიცია მას ამის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.
    ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარვის გაშლა ჯერ კიდევ 28 მაისს სცადა. მაშინ 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პოლიცია მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავს.
    პირად ფეისბუკგვერდზე ფაქტს დღესვე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები კარვის გაშლას შეკრების უფლების შემადგენელ ნაწილად პირდაპირ და ცალსახად აღიარებს.
  25. tvati
    ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა  პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია. პროექტი განხორციელების მესამე წელს ითვლის და მიწურულს უახლოვდება, თუმცა, მოსაყოლი ბევრიც დაგროვდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა უკეთესობისაკენ.
    პროექტი SECTORs ევროკავშირის დაფინანსებულია და მისი სრული სახელია „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), დემოკრატიის ინსტიტუტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ასოციაცია „ათინათი“ პროექტს საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ახორციელებს.
    ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 10 ქვე-გრანტი გაიცა და 17-მდე სტარტაპი დაფინანსდა. შეიქმნა და პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, განხორციელდა არაფორმალური პროფესიული კურსები და შეგირდობის პროგრამები, საერთო ჯამში 400-ზე მეტმა ადამიანმა პირდაპირ ისარგებლა პროექტის სხვადასხვა სიკეთით.
    ყველაზე მთავარი მიღწევა სხვცადასხვა სექტორის წარმომადგენელთა თანამშრომლობის ინოვაციური მოდელის, კლასტერული მუშაობის დანერგვაა.
    2023 წლის გაზაფხულზე გურიაში გურული ვაზისა და ღვინის, აჭარის მევენახეობისა და მეღვინეობის, ხოლო სამეგრელოში ზუგდიდის ტურიზმის კლასტერები დაარსდა:
    დავით კობიძე, გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „ჩვენი მისიაა კლასტერული გაერთიანების ძალისხმევით ვიზრუნოთ გურული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხელი შევუწყოთ რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მეღვინეობა-მევენახეობის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.“
    ვალერიან აფხაზავა აჭარის მევენახეობისა და მეღვინეობის კლასტერის წარმომადგენელი: „კლასტერული მუშაობა აჭარულ ღვინოს პოპულარულ და უნიკალურ პროდუქტად გახდის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შედეგად კი მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას და ეკონომიკურ წინსვლას შეეწყობა ხელი.“
    ლაშა ლოგუა, სამეგრელოს ტურიზმის კლასტერის წარმომადგენელი: „ჩვენი მისიაა კლასტერის ფარგლებში სექტორთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გადაქცევა სამეგრელოს ტურიზმის ჰაბად, მიმზიდველ ადგილად, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
    2023 წლის 9-12 მაისს კლასტერების წარმომადგენლებისთვის SECTORs პროექტმა სასწავლო ტური მოაწყო პოლონეთში. ტურში 12 ადამიანი მონაწილეობდა და მას პოლონურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „პრო-კარპატიამ“ უმასპინძლა. მონაწილეებმა მოინახულეს პოლონეთში უკვე დიდი გამოცდილების მქონე სხვადასხვა კლასტერები და მათი წევრები. საგულისხმოა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და შესაბამისად დიდია სახელმწიფოს მხარდაჭერაც კლასტერის წევრი ბიზნესების განვითარებისათვის.“
    ცირა აბსანძე ზუგდიდის ტურიზმის კლასტერის წევრია, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო პოლონეთის ტურიზმის კლასტერის ერთ-ერთი წევრის სახელოვნებო სკოლის მონახულება: „ჩემთვის როგორც, შემოქმედებითი ტურიზმის წარმომადგენლისთვის საინტერესო იყო კრეატიულად შემუშავებული კონცეფცია მეთუნეობის პოპულარიზაციისთვის და თიხისაგან სუვენირების წარმოების პროცესი, რომელიც პრიმიტიულად მზადდება, მაგრამ მიმზიდველადაა მიწოდებული მომხმარებლისთვის. ამ ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნის ჩვენი კლასტერის წევრებთან გაზიარებით ჩვენი კლასტერი საინტერესო და ხარისხიან სერვისს შეთავაზებს მომხმარებლებს.“
    „ამიმაღლდა მოტივაცია და თავდაჯერებულობა. დავრწმუნდი, რომ შრომით და ურთიერთთანადგომით ყველაფერი მიიღწევა. პოლონელი მეგობრების მიერ გაზიარებული გამოცდილების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ , ჩვენც შევძლებთ უკეთესი შედეგების მიღწევას“ – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სამეგრელოს ტურიზმის კლასტერის წევრი, SECTORs პროექტის სტარტაპერი ლაზარე ქორთუა.
    „ვიზიტის დროს ცხადად დავინახე, რომ ბევრად მეტია საჭირო ვიდრე წარმომედგინა. ძალა რომ ერთობაშია – ეს არ იყო სიახლე, თუმცა ძალის ერთობა კი არ აორმაგებს არამედ ბევრად მეტად ამრავლებს შედეგს. წინ დიდი შრომის და ჯაფის გზა გველოდება თუმცა თუ ყველა დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება ამ ვიზიტით, ვთვლი, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით.“ – ლაშა შაფაქიძე, გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის წევრი.
    თითოეული ზემოთხსენებული კლასტერი აერთიანებს SECTORs პროექტით მხარდაჭერილ საწარმოებს, სტარტაპებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამოქალაქო სექტორსა და მარკეტინგულ კომპანიებს. კლასტერები წევრობაზე დაფუძნებულია და მისი კარი ღიაა დაინტერესებული სუბიექტებისთვის.
    პროექტი SECTORs – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), დემოკრატიის ინსტიტუტთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაცისასთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ახორციელებს.
    სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

    netgazeti
×
×
  • შექმენი...