Jump to content
Planeta.Ge

უფლებადამცველები ბრაჭველი და მარიკაშვილი იზოლატორიდან გაათავისუფლეს


2 ივნისს აქციაზე დაკავებული საბა ბრაჭველი, ედო მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე თელავის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.

„გამოვედი თელავის იზოლატორიდან. ნიკა და ედოც მალე გამოვლენ, ჩემს მერე დააკავეს და რამდენიმე წუთის ამბავია.

უღრმესი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, ჩვენამდე აღწევდა, გულს გვითბობდა და გვაძლიერებდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალისხმევა ღირდა იმად, რომ საქართველო არ იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც ადამიანებს სუფთა ფურცლის გამო ციხეში უშვებენ.

48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია – მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არაუშავს, მე აქ დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ – საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც,“ – წერს საბა ბრაჭველი.

2 ივნისის აქციაზე სულ დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი და აქტივისტი, ნიკა რომანაძე.


2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. უკვე შემდგომ შსს-მ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ადგილზე 7 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.

ნეტგაზეთი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...