Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    509
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას ეხება. პარტის დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ სააკაშვილის დედის ფენომენს შეასუსტებს. „საქართველოში თითოეული მოქალაქისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური თანამდებობებით გამდიდრებული, პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების მიერ მოპარული ფულის დამალვის საშუალება ეს არის ამ ფულის სხვადასხვა ნათესავზე, მათ შორის მშობლებზე გადაფორმება. სწორედ ამ ხერხის გამოყენებით ქვეყანაში გვაქვს ღარიბაშვილის მამის და სააკაშვილის დედის ფენომენი. ამ თვალსაზრისითაც, კერძოდ, ფულის მოპარვის და შემდეგ მოპარული ფულის გადამალვის პრაქტიკით „ქართული ოცნება“ სრულად „განაცდა“. მოპარული ფული ეს არის მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხები, რომელიც არავის პერსონალურ ინტერესს არ უნდა ხმარდებოდეს. მოქმედი კანონით, დეკლარაცია შეეხება თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ხოლო ოჯახის წევრებში ერთ ჭერქვეშ მუდმივად მცხოვრები პირები იგულისხმებიან. მშობლები დეკლარაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიან, თუკი დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. „ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნულ ინიციატივაზე უარის თქმის შემთხვევაში დადასტურდება, რომ მოპარული ფულის დასაფარავად ნათესავებს იყენებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
  2. მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-ში მიღონ. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებას საგანგებოდ წარედგინება დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. „მე საერთოდ არ მინდა ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში საკითხების წრე მაქსიმალურად დავიწროვდა. ევროკავშირის საელჩო გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ, ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მეტიც, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში. ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ყველაფერი კეთდება და გაკეთდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე უპასუხა კითხვას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამიჯნა თუ არა ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან, როდესაც კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა. „ეს თუ იყო მიზანი, ძალიან სამწუხაროა, მე იმედი მაქვს რომ, ეს არის უბრალოდ ტექნიკური საკითხი. თუ ტექნიკური არ არის, რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო და დასანანია. მე რადგან არ წამიკითხავს [განცხადება] კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ ასეა, ეს იქნება სამწუხარო და დასანანი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, უბრალოდ, კონკრეტულად, რა იყო ნათქვამი განცხადებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
  3. ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად ,,კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და "ქართული ოცნება" ყველა მათ სამარცხვინო ნაბიჯზე წინა ხელისუფლებას იხსენებს. „11 წელი გავიდა. 11 წელია, რაც „ქართული ოცნება" ყველა მათ სამარცხვინო ნაბიჯზე წინა ხელისუფლებას იხსენებს, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს აღარ არის მოქალაქეებისთვის საინტერესო. მოქალაქეებისთვის საინტერესოა ის, თუ საიდან იშოვა 40 ათასი ევრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ჩინოვნიკის არეალში, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, ან მის მამას საიდან ჰქონდა, რომელიც არის პენსიონერი. ტყუილად ხდება წინა ხელისუფლებაზე დაყრდნობა," - განაცხადა დეკანოიძემ. მან ასევე საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ინიციატივა, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევიდეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთმანეთის ნდობა არ აქვს. "ეს ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს ერთმანეთის ნდობა და ძალიან ცუდად აისახება საქართველოს მოქალაქეების თვალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც მისცემს იმპიჩმენტს ხმას, იგი მონაწილეობს ანტიდასავლურ პოლიტიკაში, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს," - განაცხადა დეკანოიძემ.
  4. „ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ, ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტიის წევრმა ლაშა ტყეშელაძემ და „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა ნანა ტოხვაძემ მეოთხე სკოლასთან ბრიფინგი გამართეს, სადაც ისაუბრეს, როგორი მოუმზადებელი ხვდება განათლების სამინისტრო სკოლის დაწყებას. „ხვალიდან დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენს ქვეყანაში არის გაჭირვება და სიღარიბე, უამრავ მშობელს არ აქვს იმის საშუალებაც კი, რომ თავის შვილს ერთი წყვილი ფეხსაცმელი უყიდოს, ერთი ჩანთა უყიდოს, ერთი ხელი ტანსაცმელი უყიდოს და ძალიან ბევრი მშობელი ხვდება მოუმზადებელი იმიტომ რომ, ვერ შეუწყო ხელი სახელმწიფომ, ჰქონდეს საშუალება, ბავშვი გაუშვას სკოლაში. ერთი პრობლემაა და ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება” ვერ ზრუნავს ამ ადამიანებზე, ვერ ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე, მათ დასაქმებაზე, ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური გარემო რომ შექმნას ქვეყანაში და მეორეა, რომ საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ არის მზად, ჩვენს შვილებს, ჩვენს ბავშვებს, შესაბამისი გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაახვედროს”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. მისი თქმით, დადიანს ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლა მდებარეობდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინგრა იმ პირობით, რომ სანაცვლოდ თანამედროვე, ევროპული ტიპის საჯარო სკოლა აშენდებოდა. „მაგრამ გასულია რამდენიმე წელიწადი, აქ თითი თითზე არ არის დადებული და რა მდგომარეობაშია ტერიტორია, როგორ არის გაჩანაგებული - ამოსული ბალახები, ნაგავსაყრელად არის ქცეული, ამას ყველა ერთად ვხედავთ. ეს არ არის ერთადერთი სკოლა, ერთადერთი ტერიტორია. მარტო ამ ქუჩის გაყოლებაზე ამ რაიონში 5 სკოლაა დანგრეული და მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ ბავშვები ატარონ თავისივე რაიონში და ბავშვები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სკოლებში“, - განაცხადა ნადირაძემ. ამასთან, ლაშა ტყეშელაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაგავსაყრელად გადააქცია 113-ე სკოლა. „არ შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ჩერდებოდეს და ინგრეოდეს ათობით სკოლა. აქედან გამომდინარე ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში, რადგან ამის უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
  5. პარტია ,,ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ იმ ჩარტერული რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში გაფრინდა, 110 000-დან 130 000 ევრომდეა. დათუნაშვილის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომლითაც სახელმწიფომ 80-90 ათასი ევრო იზარალა. ,,რეალურად, ის თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს პირველ პირებს ატარებს, არის, სადღაც 30-40 მგზავრიანი. მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი თვითმფრინავის, თბილისსა და მიუნხენს შორის ასეთი რეისის, ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა განახორციელეს - საბაზრო ფასი 110 000-დან 130 000-მდე ევროს ფარგლებში შეადგენს. საბოლოო ფასი მაშინ დგინდება, როცა იმ კონკრეტულ თარიღში აეროპორტის მიღების საფასური და ტარიფი ჯდება. ანზორ ჩუბინიძის ვერსია, რომ პრემიერმინისტრის ოჯახმა საქართველოს ბიუჯეტის ხაზინაში 34 000 ევრო შეიტანა, პრობლემურია და პირდაპირ კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. გამოდის, რომ სახელმწიფომ კომერციული მიზნით, თვითმფრინავი მიაქირავა კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ თვითმფრინავში არასაბაზრო ფასი გადაიხადა. მეტიც, საბაზრო ფასთან შედარებით 20-30%, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ 80-90 ათასი ევროს მოგება იზარალა. გამოდის, რომ ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, მოახერხა და ბორტი #1-ით იმგზავრა". - არნიშნა დათუნაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
  6. თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი. „საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
  7. ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია დაპაუზებულია, რაც მოსწავლეებსა და მშობლებს უდიდეს დისკომფორტს უქმნის. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წევრებს აღნიშნული ვითარება პრობლემას არ უქმნის, რადგან მათი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში იღებენ განათლებას „კორუფცია, უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სასკოლო განათლების მიმართ „ქართულ ოცნებას“ ტრადიციად ექცა. გასაგებია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თქვენი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში დაგყავთ და მსგავსი პრობლემები პირადად არ გაწუხებთ, მაგრამ, როცა სხვისი შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თაობები ასე გაწირეთ, როგორ გყოფნით თავხედობა, რომ მშობლებს მიმართოთ, გაგებით მოეკიდონ თქვენს უპასუხისმგებლობას. ბატონო მინისტრო, ვერ მოვეკიდებით გაგებით წლობით დაკეტილ და ნაგავსაყრელად ქცეულ სკოლის ტერიტორიებს! თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ ვერც მოსწავლეების, ვერც ოჯახების და ვერც მშობლების საჭიროებებს, თუმცა ძალიან კარგად ხედავთ საკუთარი პოლიტიკური გუნდის და გარემოცვის ბიზნეს ინტერესებს,მოგებულ მრავალმილიონიან ტენდერებსა და ჯიბის გასქელებას მომავალი თაობის გაუნათლებლობისთვის გაწირვის ხარჯზე. ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი სკოლა გვაქვს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა სკოლაშია გადანაწილებული! თბილისის საჯარო სკოლების გაჭიანურებული და ხშირად 4-5 წლით გადადებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 000-ზე მეტ მოსწავლეს დაარბენინებენ ტრანსპორტით სამ და 4 ცვლაში 30 წუთიან გაკვეთილებზე დასასწრებად. რა დააშავეს ამ ბავშვებმა? ან იმ მშობლებმა, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ სასკოლო ასაკის და ყველა სხვადასხვა ცვლაში უნდა ატარონ. ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი?! ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ჩაისეირნეთ უზნაძის ქუჩაზე და გაერკვიეთ ჩუღურეთის #23-ე 1300-ზე მეტ ბავშვიანი სკოლა გასულ წელს რომ დააცლევინეთ, რა ვადებში უნდა მოწესრიგდეს, დღემდე რატომ არ არის დაწყებული არანაირი სამუშაოები? ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა. თუ თავად არ იცით, მე მოგაწვდით დედაქალაქის ათეულობით გამოკეტილი და დანგრეული სკოლის მისამართს, რომ ადგილზე მიბრძანდეთ, გაერკვეთ ვითარებაში და პასუხი აღირსოთ წლობით მომლოდინე ბავშვებს და მშობლებს“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. წყარო: EPN
  8. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით“, - აღნიშნა ელჩმა. ამასთან, კითხვაზე, განიხილეს თუ არა იმპიჩმენტის თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა: „ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო“. წყარო:EPN
  9. ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება. ,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებითი პასუხის თქმა შევძლოთ. ვხედავთ, რომ მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა. ახლა, რა თქმა უნდა, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ანგარიში უკვე ოქტომბერში იქნება მზად. ასე რომ, ვიმედოვნებ, საქართველო ამას შეძლებს. რასაც ვხედავთ არის ის, რომ ქართველ ხალხს, ყველას უნდა ევროკავშირში შესვლა და კანდიდატ ქვეყნად გახდომა. ასე რომ, ვიმედოვნებ, მთავრობა შეძლებს პირობების შესრულებას, რათა ჩვენ მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ." – განაცხადა ვარჰეიმ. მანამდე, 22 ივნისს მან თქვა, რომ საქართველოს 12 პუნქტიდან სრულად შესრულებული ჰქონდა სამი, შვიდი კი - ნაწილობრივ. ვარჰეიმ მაშინ განმარტა, რომ სრულად შესრულებულია შემდეგი რეკომენდაციები: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ; სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვარჰეის ამ შეფასებას მანიპულაციას უწოდებდა. ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
  10. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი. „ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფელში ფაქტობრივად აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 514 ოჯახი. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ასევე, ,,სოკარ გაზის“ ჯგუფები და ინტენსიურად მუშაობენ, რათა მალე მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება, ეს არის ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლები. რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. ჩვენ დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პრემიერ -მინისტრმა დააანონსა. რეგიონში საკმაოდ ბევრი სკოლა აშენდება და გარემონტდება”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
  11. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა. უწყების ცნობით, სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. „სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული. პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება; უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის საშუალებები; დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება. განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში დაეხმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  12. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  13. სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა. „სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს მისი საქმეა. 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რა თქმა უნდა, დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მოღალატედ აცხადებდა, რეზიდენტად. ეს ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერ მორალურ კომპრომისზეც კი წახვიდე, შეიძლება იმის აღიარება მოგიწიოს, რომ თავის დროზე, 2018 წელს, სამ მილიონ ამომრჩეველს ატყუებდი. რა გამოდის? თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერენ, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს ტყუილი უთხრეს, ტყუილი იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი მოღალატე და რეზიდენტი იყო. ხვალ შეიძლება იმის აღიარებაც მოუწიოთ, რომ როდესაც ჩვენ გვეძახიან პრორუსულს, ესეც ცარიელი ტყუილია. იტყუებიან, შემდეგ აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა აგენტი ხარ, სხვა რესურსი არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე შეზღუდულია. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დეპუტატები მობილიზებულები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის. არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან ამ თემაზე მუშაობა. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან ეს აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში საკუთარი სახსრებით ჩავიდა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო და კონსტიტუციური, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული?“- აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი 12 სექტემბერს შევიდა. „კონსტიტუციით არის დადგენილი ვადები. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ წარდგენების შესვლიდან ერთ თვეში უნდა განიხილოს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლომ. 12- ში შევიდა, შესაბამისად 12 ოქტომბრამდე აქვს ვადა კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს. დაველოდოთ 12 ოქტომბერს. ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო განხილვა“,- აღნიშნა კობახიძემ.
  14. იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად, მისმა პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ. ამასთან, ბუჩუკური აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად აუცილებელია, გაფართოვდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ახლო ნათესავების წრე, რომელთაც ვალდებულება ექნებათ, დაადეკლარირონ, დაასაბუთონ საკუთარი ქონება და მისი წარმომავლობა. „სანამ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ამ ოფიციალურ ვერსიას შემოგვთავაზებდნენ, ვხუმრობდით, რომ ნებისმიერი ვერსია არის ძალიან დამაზიანებელი, კარგი ვერსია უბრალოდ არ არსებობს. თუ სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელდა პრობლემაა, თუ პირადი ხარჯით, ესეც პრობლემაა, რადგან ისმის კითხვა - საიდან ეს თანხა?!"- განაცხადა ბუჩუკურმა.
  15. ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს“, - ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
  16. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპროექტი ამ საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებს. „ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს", - განაცხადა ხატია წილოსანმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით განხილვის დროს ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდანაც. სხდომაზე კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე იმსჯელეს, მათ შორის, ტერმინთა განმარტებაში დაზუსტდა სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის განმარტება, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესოპერატორით შეიცვლება, რათა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობის განხორციელებაში პრობლემები არ შეექმნას. ამასთან დაკავშირებით, ხატია წილოსანმა გააკეთა განმარტება, რომ კანონპროექტით ფიზიკურ პირს არ ეკრძალება გარკვეული დონაციის განხორციელება, განსაკუთრებით როდესაც ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის არის განკუთვნილი. კანონპროექტი ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებს არ გაითვალისწინებს და არაფორსმაჟორულ სიტუაციაში არსებულ შემთხვევებს დაარეგულირებს. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას, ევროკავშირს, ექსპერტებს, კანონპროექტის ინიციატორებს აღნიშნულ თემაზე მუშაობის პროცესში დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საშემოდგომო სესიაზე მიღებული კანონპროექტი ამოქმედებისთანავე ხელს შეუწყობს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხდომაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ჯუმბერ მარუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღნიშნული კანონის მიღებით, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ. მანვე დააფიქსირა, რომ FAO მზად არის მხარდაჭერა გააგრძელოს უკვე კანონის აღსრულების ნაწილშიც, მათ შორის, ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. „მნიშვნელოვანი კანონპროექტია, საკმაოდ ბევრი ფილტრი გაიარა, ბევრი მოსაზრებაა გათვალისწინებული. პლენარულ სხდომაზე გატანამდე მასზე მუშაობას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ სრულყოფილ კანონპროექტს, რომელიც საბოლოოდ შეასრულებს იმ კეთილ მიზნებს, რომლებიც დასახული გვაქვს", - განაცხადა სხდომის წამყვანმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა სამხარაულმა. კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
  17. დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანიისგან დახმარების ეს პაკეტი იქნება მე-12 და ყველაზე მასშტაბური. ,,იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის უკანონო შემოჭრისგან საკუთარი თავის დაცვა გააგრძელოს, აუცილებელია, დანიის მსგავსმა ქვეყნებმა უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა განაგრძონ." - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
  18. მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილისწამებას სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლები, მიუხედავად არაერთი საჯარო განმარტებისა, ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების ან ფაქტის გარეშე, აგრძელებენ ტყუილი ბრალდებების გავრცელებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყების დისკრედიტაციის მიზნით. საქმე ისაა, რომ მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. დაზიანებულ ხიდზე ჩასატარებელი საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ჩვენი ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა და დასკვნის მიღებისთანავე, შემუშავდება ხიდის საინჟინრო-სამშენებლო პროექტი, რაზეც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. ამასთან, ფაქტთან დაკავშირებით, პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 51 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც 4 მონაკვეთად არის დაყოფილი. აქედან, ორი მონაკვეთის, ჯამში, 28 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულებულია, ხოლო მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სამუშაოებს აგრძელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის წესებით ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია და მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადა 2024 წელია. პირველი, 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას კი, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ორ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულებების შემდეგ, აგრძელებს ქართული კომპანია, სადაც დასასრულებელია მხოლოდ ხიდის 800 მეტრიანი მონაკვეთი. ტყუილი და მანიპულაციაა ისიც, რომ თითქოს სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტის ღირებულება ოთხჯერ არის გაზრდილი. სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპონენტები პროექტით გათვალისწინებული ერთი მონაკვეთის ღირებულებას ადარებენ პროექტის ოთხივე მონაკვეთის ღირებულებასთან, რაც ბუნებრივია, მეტი იქნება ერთი მონაკვეთის ღირებულებაზე. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდა სამართლებრივ დავას პროექტის ორ მშენებელ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, კომპანიებს დაეკისრათ, ჯამში, დაახლოებით 120 მილიონი ლარის ანაზღაურება. მესამე კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი, მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია 18 მილიონი ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ ცილისწამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.
  19. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ახალი პლატფორმის ფარგლებში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. „ჩვენი სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პერმანენტულად ვხვდებით, უზრუნველყოფს ინკლუზიურ პროცესს და გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ და შევთანხმდეთ სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე. სწორედ დღეს, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ბოლო დროის განხორციელებული აქტივობების და სიახლეების შესახებ, ასევე ვიმსჯელეთ მათი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. გვქონდა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა პროცედურულ და ტექნოლოგიურ საკითხზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად გაითვალისწინებს და მიიღებს სათანადო ზომებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. საარჩევნო ელექტრონული აპარატებისა და მომსახურების შესაძენად ვენდორი კომპანიის შერჩევის პროცესისა და შესყიდვის პროცედურების, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების შესახებ დეტალურად ისაუბრა იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა. „საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ცაბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე განხორციელებული რეაგირებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების პროცესზე, რაც წელს პირველად ხორციელდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ლალი ლაშხმა კი 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  20. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ამასთან, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 1 ნოემბერს ჩაინიშნა.
  21. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა. მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობას შეეხება. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა 9 აგვისტოს ბაიდენის ოჯახის საგარეო ბიზნესის შესახებ საბანკო ჩანაწერების მესამე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორები რუსი და ყაზახი ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი იყო. ,,მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი პირადად, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში ხვდებოდა ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს. მან (ჯო ბაიდენმა) ჰანტერ ბაიდენის უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან დაახლოებით 20 სატელეფონო ზარი განახორციელა და უცხოელ ოლიგარქებთან ერთად ვაშხმებს ესწრებოდა - ისინი იყვნენ პირები, რომლებმაც ჰანტერ ბაიდენს უზარმაზარი თანხები გადაუხადეს". - წერია ანგარიშში. ამას გარდა, გამოძიების სხვა ნაწილი ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში განსაზღვრულ ვადაში გადასახადების დაუფარაობასაც ეხება. ჰანტერ ბაიდენის პრობლემურ ბიზნესსაქმიანობასთან მრავალ სხვადასხვა ეტაპზე იკვეთება ჯო ბაიდენის ინტერვენცია, როდესაც ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
  22. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ აღნიშნა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. „ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.თ., 1995 წელს დაბადებული ლ.ს., 2000 წელს დაბადებული ნ.გ., 1991 წელს დაბადებული ე.მ., 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1978 წელს დაბადებული პ.ს., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1990 წელს დაბადებული დ.ტ., 2001 წელს დაბადებული ე.ა., 1984 წელს დაბადებული მ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ხ. და 2001 წელს დაბადებული ს.ნ. წარსულში ნასამართლევი -1984 წელს დაბადებული მ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ბ., 1985 წელს დაბადებული გ.ხ., 1995 წელს დაბადებული ო.მ., 1987 წელს დაბადებული გ.კ., 1986 წელს დაბადებული რ.ნ., 1972 წელს დაბადებული ზ.თ., 1979 წელს დაბადებული გ.ბ., 1974 წელს დაბადებული ა.ბ., 1984 წელს დაბადებული ა.კ., 1996 წელს დაბადებული ს.ა., 2002 წელს დაბადებული ლ.ვ., 1987 წელს დაბადებული რ.ა., 1999 წელს დაბადებული ტ.ტ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1965 წელს დაბადებული ი.დ., 1999 წელს დაბადებული ფ.ლ., 1991 წელს დაბადებული ჰ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული მ.ს., 1988 წელს დაბადებული ი.ი., 1996 წელს დაბადებული მ.თ. და წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ნ.დ.. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.ვ., 1980 წელს დაბადებული ა.ხ., 1970 წელს დაბადებული გ.ჯ., 2003 წელს დაბადებული რ.ა., 1971 წელს დაბადებული ბ.ქ., 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.თ., 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული რ.ფ., 1991 წელს დაბადებული ვ.ხ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - განაცხადა კუპატაძემ.
  23. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხინვალა, ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფელბში ახალშენი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ბურღულები და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე თიანეთის რაიონის სოფელბში მაგრანეთი, ნაქალაქარი, ზურაბები, ვეძათხევა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი, მუხრანი, ბაქაქურები და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპპალიტეტის სოფლებში ლისი, ზემო ლისი, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
  24. ,,ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო.“ - აცხადებს პარტია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებაზე. ბოკერია თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის ის ფაქტი, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პირებს ემსახურება, კანონებისა და წესების მიღმა. ,,ეს არა ეროვნული ამოცანებისთვის, არამედ პერსონალური კომფორტისთვის ხდება. ამას კი წარსულის არასწორი ნაბიჯებით ამართლებენ. აქედან დასკვნა ერთადერთია, რომ ამ ხელისუფლების ხელში ვერცერთი მიმართულებით წინსვლა ვერ იქნება და მხოლოდ უფრო ღრმა ჩიხში შევალთ.“- აღნიშნავს გიგა ბოკერია.
  25. ,,არ შეიძლება სხვა რაღაცით შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე.“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა და ამის შესახებ კითხვაც არ არსებობს. ,,დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, კითხვა არ არსებობს... აქ კომპეტენციური დავა ვერ წარმოიშობა, იმიტომ, რომ ნებართვის გარეშე პრეზიდენტს არ შეეძლო გამგზავრებულიყო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორციელებინა. მტკიცებულება ამისა თავად შექმნა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა საკუთარი ხარჯებით. ის რომ ყოფილიყო იმაში დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, მაშინ სახელმწიფო ხარჯებითაც გარისკავდა ამის გაკეთებას. შესაბამისად, ეს ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა თითქოს არაფერი.“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს ,,ქართულმა ოცნებამ“ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო წარდგინებას ხელს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს.
×
×
  • შექმენი...