Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    509
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება. როგორც შარლ მიშელი წერს, დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები. „მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, შესრულდეს პრიორიტეტები, რომელიც არის გასაღები სტატუსის მისაღებად“, – აღნიშნავს შარლ მიშელი.
  2. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში – „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ – მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 2023 წლის იანვარ-ივლისში 7.2 პროცენტი დაფიქსირდა. „ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული. ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად. ამასთანავე, ჩვენი მთავრობა ცდილობს, განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის. ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. საქართველოს, როგორც პასუხისმგებელიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებასა და ეკომეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პარტნიორობის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეის ერთგულია საქართველო. შეხვედრაზე განვიხილეთ გლობალური პარტნიორობის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები. ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვა მეტად პროგრესული და მდგრადი სამყაროს შესახებ“, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
  4. საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო პერსპექტივები. ,,ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  5. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურნენ. როგორც „ხალხის ძალა“ აღნიშნავს, საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. მეტიც, სწორედ იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ასეთი მოშლილი და დასუსტებულია და საპარლამენტო არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, ის და მისი პატრონები არჩევნებამდე და მის შემდეგ ყველაფერ უკადრებელზე წავლენ. ისიც ლოგიკურია, რომ ისინი თავდაპირველად აქცენტს სწორედ ოქტომბერ-ნოემბერზე გააკეთებენ და ეცდებიან, ქვეყნის არევის საბაბად ევროკომისიის დასკვნა გამოიყენონ, რომლის შინაარსიც, როგორც ჩანს, ახლაც წინასწარ იციან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკის ხელისუფლებაში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები შესუსტდა, რაც მსოფლიო პოლიტიკაზეც დადებითად აისახა. 2016-20 წლები იყო გამონაკლისი, როდესაც ამერიკის ჩართულობით მსოფლიოში ომები არ მომხდარა და ამერიკისთვის საინტერესო (განსაკუთრებით, ნავთობით მდიდარ) ქვეყნებში რევოლუციური პროცესები შეჩერდა. თუმცა ტრამპის მარცხის შემდეგ, „გლობალურმა ომის პარტიამ“ ამერიკის ხელისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა დაიბრუნა და მსოფლიოც კიდევ ერთხელ საფუძვლიანად აირია. იმედი გვაქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში რესპუბლიკელები მოიგებენ, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააბრუნებს. საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი სწორედ ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. იმავე პერიოდში ჩაანაცვლა კელი დეგნანმა კარლ ჰარცელი „გლობალური ომის პარტიის“ ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მათ უწოდეს ოპოზიციის საბოტაჟს „პოლიტიკური კრიზისი“ და „ქართული ოცნება“ აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებულიყო და ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების რისკის წინაშე დაეყენებინა. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზი არა ერთი, არამედ ორი ქვეყნიდან უნდა გაშლილიყო. თუმცა „გლობალურ ომის პარტიას“ ყველა რევოლუციური გეგმა ჩაეშალა: არჩევნების გაყალბების ვერავითარი მტკიცებულება ვერ დადეს და პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება იქით გაუმჟღავნდათ, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები სწორად წაიყვანა და „ნაცმოძრაობას“ ცესკო, სასამართლო და პროკურატურა არ ჩააბარა, უკრაინის ხელისუფლების დახმარებით საქართველოში შემოპარებული სააკაშვილი ქართველმა ძალოვნებმა დაიჭირეს და საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიანი ბარიერიც დიდი სხვაობით გადალახა. რევოლუციური გეგმა შარშან ივნისშიც ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიო გმირად გამოცხადებულ ზელენსკის საქართველოდან ელჩი გააწვევინეს, ხოლო შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ათქმევინეს. იმ პირობებში, რომ ვერც ხელისუფლება შეცვალა და ომზე ვერც მოქმედი ხელისუფლება დაითანხმა, ბუნებრივია, „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ორი ფრონტის სცენარის ჩაშლისთვის ხელისუფლებაზე შური იძიოს და ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს. საქართველოდან კელი დეგნანის წასვლას ქართულ საზოგადოებაში ფართო სიხარული მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ახლა მაინც დამშვიდდებოდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან დალაგდებოდა. თუმცა სიხარული შესაძლოა ნაადრევი იყოს, რაზეც ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს. ორივე მათგანი ვიტორია ნულანდის კადრია, ნულანდი კი ის ქალბატონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში „გლობალური ომის პარტიის“ ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული „მაიდნის“ სულისჩამდგმელიც. თავის დროზე, ნულანდი იყო სააკაშვილის ყველაზე აქტიური ლობისტი, რომელსაც, როგორც ჩანს, 2008 წლის ომის გამო განსაკუთრებულად ემადლიერებოდა. თავად მომავალი ელჩი, რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების მთავარი ამსრულებლები არიან. რაც შეეხება ელჩის მოადგილეს, ალან პარსელს, ის „მაიდნის“ დროს ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აშკარაა, რომ საქართველოში ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს. რევოლუციური გეგმის ადგილობრივი სუბიექტები უკვე გამოკვეთილია: უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ რადიკალური ოპოზიციური პარტიები - „ნაცმოძრაობა-ვაშაძე“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი-დროა“, გახარიას და ლომჯარიას პარტიები; სალომე ზურაბიშვილი; 3 პარტიული ტელევიზია; ყველაზე მდიდარი ენჯეოები, განსაკუთრებით - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“; ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და სხვ. გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც. ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის ჩავარდნის მიუხედავად, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ექსტრემისტული პარტიების, ტელევიზიების, ენჯეოებისა და სხვა დაჯგუფებების საქმიანობა თავიდან ბოლომდე ამერიკული წყაროებიდან ფინანსდება. დაფინანსების ამერიკული წყაროა კეზერაშვილიც, რომელიც „გლობალურ ომის პარტიას“ ერთდროულად ორ საქმეს უკეთებს - საქართველოში რევოლუციას აფინანსებს და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, რითაც ისედაც დასუსტებულ ევროპას დამატებით პრობლემებს უქმნის. გარედან მართული რევოლუციები მარტივი სქემით წარიმართება - შემოგაქვს ხელისუფლების არალეგიტიმურობის „ნარატივი“, ახდენ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და წინასწარ მომზადებული აგრესიული ჯგუფების მეშვეობით აორგანიზებ აქციებს და დაუმორჩილებლობას. ამგვარი სქემებით, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების კარნახით მოქმედმა ამერიკულმა ადმინისტრაციებმა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს არაერთი ქვეყანა, მათ შორის სირია, ერაყი, ლიბია, იემენი და უკრაინა: - ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ, სირიის ეკონომიკა 21-ჯერ შემცირდა, ნახევარ მილიონზე მეტი სირიელი ომს შეეწირა, ხოლო 13 მილიონზე მეტი ლტოლვილად ან დევნილად იქცა; - ერაყის ორ ომს, ჯამში, მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე ერაყის ეკონომიკა 10 ათას დოლარზე მეტი იყო, რითაც ის საბერძნეთს, პორტუგალიას და ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებდა. დღეს ერაყი ღარიბი ქვეყანაა, მის ნავთობს კი „გლობალური ომის პარტია“ დაეპატრონა; - ლიბიის ომს 15 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ქვეყნის ეკონომიკა 94-დან 44 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და აქაც ქვეყნის ნავთობს „გლობალური ომის პარტია“ დაეპატრონა; - იემენის 2011-12 წლების ე.წ. ღირსების რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ შემცირდა და დღეს იემენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანაა; - „მაიდნის“ რევოლუციამდე უკრაინა იყო ერთიანი სახელმწიფო, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა და მან 2013 წელს 190 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რევოლუციიდან 10 წლის თავზე კი, უკრაინას ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს დაკარგული, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი დოლარითაა შემცირებული. რევოლუციის დასრულებასთან ერთად დაიწყო რუსეთ-უკრაინის პირველი ომი, რასაც 8 წელიწადში მეორე ომი მოჰყვა. „მაიდანს“ 100-ზე მეტი, ხოლო ომებს მრავალი ათეული ათასი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. ყველას გვახსოვს, რომ ზემოაღნიშნული რევოლუციები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ეწყობოდა. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაც დღეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც რევოლუციებამდე იყო. ისიც ყველას გვახსოვს, თუ როგორი დემოკრატია და ადამიანის უფლებები მოგვიტანა „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოში: სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების სრული მიტაცება ხელისუფლებაში მოსული უცხოური აგენტურის მიერ, ციხეების გადავსება, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა, ომს შეწირული 400-ზე მეტი ადამიანი და 30 ათასი ახალი დევნილი - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ უბედურებისა, რომელიც საქართველოს სააკაშვილის რეჟიმმა დამართა. დღეს კი, თავხედურად გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ. „გლობალური ომის პარტიის“ სურვილია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ხელისუფლებაში ის ძალა დაგვიბრუნოს, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საბოლოოდ დაასამარებს, რაზეც მას გარედან უპირობო მწვანე შუქი ექნება ანთებული. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ თვალდახუჭული შეასრულებს ყველა დავალებას და უკრაინული „მაიდნის“ ანალოგიურად, საქართველოს ომში რევოლუციის დასრულებისთანავე ჩართავს, რაც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანს. ბუნებრივია, „გლობალურ ომის პარტიას“ და მის აგენტურას საქართველოში რევოლუციის მოწყობის დიდი რესურსი არ აქვთ. ეს არც იანუკოვიჩის უკრაინაა, არც კადაფის ლიბია და არც შევარდნაძის საქართველო. თუმცა მომდევნო წელიწად ნახევრის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რომ ჩვენი ქვეყანა ბოროტი ძალების გლობალური და ლოკალური ინტერესების მსხვერპლად არ ვაქციოთ”, - ნათქვამია განცხადებაში. წყარო: IPN
  6. „სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, როგორც ჩანს. „ოცნება" დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს ეტყობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კობახიძეს, რომელიც სრულად არის მომსახურების ზონიდან გასული და უარი თქვა ამ განცხადებით კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. საბოლოო ჯამში, „ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და გასაცოდავებულია, ასე ვიტყოდი. როგორც ჩანს, უარესებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ეროვნული ბანკის შესახებ კობახიძის განცხადების შეფასებისას.
  7. პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას უწოდებს. მისი თქმით, მაშინ როდესაც მხოლოდ ბრალდებები ჟღერდება და არ ქვეყნდება არანაირი მტკიცებულება ამ ბრალდებების დასამტკიცებლად, რთულია, რაიმე სახის რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა უმთავრესად საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ,,ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგეება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
  8. მამაკაცი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა. ,,შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში". - ამბობს კვარაცხელია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ,,ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს". - თქვა ბაჩო კვარაცხელიამ. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით თბილისში მოხდა, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა. ,,შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში". - ამბობს კვარაცხელია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ,,ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს". - თქვა ბაჩო კვარაცხელიამ. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით თბილისში მოხდა, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
  9. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აშშ-მა ფარცხალაძე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაასანქცირა. „გახსოვთ, პუტინმა პირადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა აღდგენილიყო საჰაერო მიმოსვლა და ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მაშინ მე, მათ შორის, პლენარულ სხდომაზე დავსვი მარტივი კითხვა - ვინ აწარმოებდა ქართველი ხალხის ზუგს უკან, მტერთან მალულად მოლაპარაკებებს და დღეს გვაქვს პასუხი (რუსი დეპუტატის კალაშინოკოვის განცხადება, რომ ამ საკითხზე ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა რუსულ მხარესთან). ქართველი ხალხის ზურგს უკან, მტერთან, მალულად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოთარ ფარცხალაძე და სწორედ ამიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა „რუს-ქართველ ოლიგარქად“ მოხსენიებული ფარცხალაძე, რომელმაც მათ შორის, პირადად შეკერა საქმეები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაასანქცირა აშშ-მა. ბიძინა დარწმუნებული ვარ, რომ ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის მასთან პირადად,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
  10. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტების განხორციელებაზე უარი. როგორც დოლიძემ სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს აზიანებს. „ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უთხრა საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი არის ქართველი ხალხის ნება, რომელსაც ყველა ერთად უნდა ასრულებდეს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ასევე, კონსტიტუცია ითხოვს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ ველოდებოდით ყველა სახელმწიფო ორგანოს ერთად მუშაობას ამ სტატუსის მიღების პროცესში. ამიტომ, ჩვენი აზრით, ეს იმპიჩმენტი პროცესს აზიანებს. ეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმაც, მათ შორის ჯოზეფ ბორელმაც თქვა ვიზიტის დროს, რომ შესაძლოა, ეს იყოს პირიქით, რისკი“ , - განაცხადა დოლიძემ. მისი განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე რა უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იყოს. „პრეზიდენტის შთაბეჭდილება არის ის, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ნამდვილად არიან მონდომებული,რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გადაწყვეტილება პოზიტიური იყოს, თუმცა, ცხადია, საქართველოდან რეკომენდაციების შესრულების ნაწილში პროგრესს ელოდებიან“, - განაცხადა დოლიძემ. წყარო: EPN
  11. მთავარია, რომ ყველას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო „ევროპის კართანაა მისული“ და ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. „ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კარებთან, ვიცით ყველამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, არ ვიტყვი, რომ „ან არ მოგვენიჭება“, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და მთავარი გზა, რაც არის დღეს გასავლელი, არის ჩვენი და თქვენი, ერთად გასავლელი და ქვეყნის მიერ გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ნაბიჯი, შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ. ყველას აქვს თავისი როლი, იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფეროო, საგარეო პოლიტიკა თუ ექსპერტების სფერო. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში შედის და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანესი იქნება. „მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, შეგხვდეთ აქ, სასახლეში. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის, ბოლოჯერ. ვნახავთ, როგორც იქნება, ისე იქნება, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს საშუალება გვეძლევა დღეს. რეალურად დღეს ჩვენ შევდივართ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში. თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი. მე ჩემ თავს ვთვლი პირველ რიგში, ხალხის წარმომადგენლად, მოსახლეობის, საზოგადოების და თქვენი ხართ ამ, საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ თქვენი ხმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. წყარო: IPN
  12. პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ამნისტიას ეხება. პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს. ,,ამნისტიის შესახებ“ პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა. პროექტის თანახმად, ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. ამავე პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. რაც შეეხება პროცედურას, კანონპროექტით, პირმა, მიწის ნაკვეთის ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს. ,,ამნისტიის შესახებ“ პროექტი მთავრობამ მოამზადა.
  13. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“. ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. წყარო: IPN
  14. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს. პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა. „ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“ არ შესულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან ფარცხალაძის სანქცირებაზე შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს არ ითხოვს, რადგან ყველაფერი ნათელია, რომ გამოძიება ახლა სწორედ საქართველოშია ჩასატარებელი. პრეზიდენტი თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ვინც პასუხისმგებელია“ სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. „აქ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელი არის სად არის პასუხისმგებლობა. მე იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, - დასძინა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. წყარო:EPN
  15. ,,ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაციაა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია,“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობას არც შესაბამისი სამსახურები და არც საზოგადოება არ დაუშვებს. „ეს ყველაფერი უსუსური მცდელობა იქნება, რადგან შესაბამისი სამსახურები შესაბამის ზომებს მიიღებენ და რაც მთავარია, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ადრეც იყო საბურავების თემა და ასე შემდეგ. მაშინ გადატრიალება რომ არ მოხდა და ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის მცდელობა არ ჰქონდათ. პირიქით, ეს მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას. ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა". საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.
  16. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების ვარაუდებს ირიბად ადასტურებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ წინა თვეებში გაკეთებული განცხადებები. „შემაშფოთებელია, რომ გრძელდება მცდელობები სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის და სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და გამოძიების შესახებ ცნობები ძალიან საყურადღებოა. წინა თვეებში არაერთმა ადამიანმა გააკეთა განცხადებები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ირიბად ადასტურებს ამ გამოძიებაში გამოთქმულ ვარაუდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა ისინი არწმუნებდნენ თავის მოკავშირეებს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რომ ეს გარდაიქმნას არეულობაში და ამით შეძლონ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა. არ ვიცი, მხრები რატომ აქვს აჩეჩილი რადიკალურ ოპოზიციას, მათ ანგარიშზე არის თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორიცაა პარლამენტი და ცესკო, პირდაპირ იყო მცდელობები არეულობის, სახელმწიფოზე თავდასხმის და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები, შესაბამისად, საფუძველი რომ სუს-ის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს ვინმემ, არ არსებობს. პირიქით არსებობს ბევრი საჯარო ფაქტი, რაც ადასტურებს ლოგიკას, რაც ამ გამოძიებას დაედო საფუძვლად. მოველით, რომ უახლოეს პერიოდში მეტი ინფორმაცია იქნება გამოძიების ფარგლებში მოპოვებული კანონის შესაბამისად და საზოგადოება გაიგებს მეტს, რა გზებით და ვისი ორგანიზებით ხდება ასეთი მცდელობები. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
  17. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.
  18. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით შემოაპარეს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რაც აღკვეთეს და შესაბამის ადგილასაა, - ასე გამოეხმაურა სუსის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. „ვხედავთ, რომ ამ ყველაფრისთვის იდეოლოგიური მზადება მიმდინარეობს, როცა ხდება პარტიული კლიშეების დამკვიდრება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება" და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რათა შემდეგ სისხლიანი სცენარების გამართლებისთვის საბაბები ჰქონდეთ", - აღნიშნა ქადაგიშვილმა. სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
  19. ,,განცხადების ბოლომდე დამაკლდა, რომ იტყოდნენ, რომ თურმე ეხლა დაწყებული აქვთ ნაცმოძრაობაში საბურავების შეგროვება. სერიოზულად ამის კომენტირება უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს, როგორ გადაფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა და აი, მოიფიქრეს ეს.“ - ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.
  20. მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად პროგნოზებისა, რა იქნება, თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. უსუფაშვილი ამბობს, რომ ბორელი ერთი კვირის წინ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა ხელისუფლებას. „მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ ევროინტეგრაციის პროცესებს, სხვებმა გაცილებით უკეთესი პირობები მიიღონ და ჩვენ ჩამოვრჩეთ ძალიან ბევრი წლით და შესაძლოა, ათწლეულით. მმართველ პარტიას მიეცა ბოლო შანსი, ბორელი მათ აქ, ამ ოთახში ერთი კვირის წინ ძალიან კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა, რომ დარჩენილ დროში გადაიდგას სწორი ნაბიჯები და ჩვენ მივიღოთ სტატუსი. იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა მოხდება თუ ვერ მივიღეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ. მაგალითისთვის, ანტიკორუფციული მიმართულებით ბორელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა კონკრეტულად ჩამოთვალეს, რა ტიპის რეფორმას და კანონს ელოდნენ და რა მივიღეთ და რატომ არ ჩაითვალა ის შესრულებულად. იმ ტიპის კანონი, რასაც ევროპა ელოდა და საქართველოს სჭირდება „ლელოს“ ინიცირებული აქვს უკვე წელიწადზე მეტია. დღეს ახლა ბიუროზე რა იქნება იცით?! - იმ კანონპროექტის კომიტეტში განხილვის კიდევ ექვსი თვით გადავადება. ამ ნაბიჯებით ხდება არასწორი პოლიტიკის შექმნა, რომელმაც ქვეყანა შეიძლება კიდევ ერთხელ დააზარალოს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
  21. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება. ,,სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული ,,პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. გეგმის ავტორებს შორის სუს-ი ასახელებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრს, მიხეილ ბატურინს, უკრაინაში მოქმედ ქართული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილს. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ გეგმის განხროციელება უცხო ქვეყნის კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება, თუმცა, განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყანა იგულისხმება. სუს-ი ამტკიცებს, რომ გეგმის შესრულებაში ჩართული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება მოხდება სპეციალური ორგანიზაციების მიერ. "დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია ,,კანვასი,“ რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია ,,ოტპორი.“ სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით". – ვკითხულობთ განცხადებაში. სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ,,კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადების აღმართვას. სუს-ის მტკიცებით, ორგანიზატორები განიხილავენ საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ევრომაიდანის მსგავსი სცენარის განხორციელებს. ,,ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის". – აცხადებს სუს-ი.
  22. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას ჩინეთის პირველპირს, სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მან აშშ-ში ყოფნისას Fox News-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ ხედავს ბერლინი უკრაინაში ომის დასასრულს, უპასუხა, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება. ,,თუ ამ ომს პუტინი მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს". - თქვა ბერბოკმა, რომლის მწვანეთა პარტიაც ჩინეთისადმი გერმანიის უფრო მტკიცე მიდგომის მომხრეა. ბერბოკის კომენტარი ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მაგალითია. მიმდინარე კვირაში ჩინური ელექტრომანქანების სუბსიდიების საკითხის გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ილაპარაკა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის პირველი ვინც სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მიმდინარე წლის 21 ივნისს სი დიქტატორად აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მოიხსენია.
  23. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ კამინსკის განცხადებით, 17 სექტემბრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება. ,,ეს აკრძალვა რუსულნომრიან სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდება. ეს საქმე უკვე დახურულია. არც ერთი რუსული მანქანაც არ შევა პოლონეთში. ეს ეხება ყველა მანქანას, როგორც კომერციული, ისე პირადი მიზნებისთვის გამოყენებულს". - აღნიშნა კამინსკიმ. მისივე თქმით, ეს აკრძალვა ეხება როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსულნომრიანი მანქანებით მგზავრობენ. კამინსკიმ დასძინა, რომ ,,რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს პოლონეთში შესვლის უფლება არ აქვთ". რუსულნომრიანი მანქანების მათ ტერიტორიებზე შესვლა უკვე აკრძალეს ლატვიამ, ესტონეთმა, ლიტვამ და ფინეთმა. 8 სექტემბერს ევროკიმისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს. რეკომენდაცია ტურისტებსაც ეხება.
  24. ვფიქრობ, პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ და გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. „იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტში კენჭისყრა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ საკუთარი წინდაუხედავობით აჩვენებს, რომ ისინი თავადაც ეთანხმებიან ამ აზრს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, რადგან სხვა მხრივ, კენჭისყრა არცკი შედგება. სასამართლო თუ იტყვის, რომ არ არის კონსტიტუცია დარღვეული, პროცესი შეწყდება, კენჭისყრა არ იქნება. გამოდის, რომ თავიანთი წინსწრები შეფასებით, ოპოზიციამაც დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. თავად პრეზიდენტმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. მან თქვა, რომ კერძო თანხები გამოიყენა ვიზიტების განსახორციელებლად. ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას იმ ვიზიტისთვის, რომელზედაც თანხმობა არ ექნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება. რეალურად, ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა. თუ კონსტიტუცია დაირღვა, ვართ თუ არა სახელმწიფო, ვცემთ თუ არა პატივს იმ წესებს, რომელიც ხალხმა დაგვიდგინა კონსტიტუციის სახით, როცა ვსაუბრობთ ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორ უნდა მიგვიღონ ჩვენ, როგორც ბარბაროსები, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ ძირითად კანონსაც კი და რა ღირებულებებზე მივდივართ ევროკავშირში. თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს კონსტიტუციის დარღვევა, არ არსებობს. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა პრეზიდენტისთვის იქნებოდა, რომ მან აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და მან თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ, გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. მან იცოდა, რომ არღვევდა კონსტიტუციას და ეს უხეშია, ვინაიდან ხდება ფაქტობრივად, უზურპირება ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უფლებამოსილებისა, მითვისება კონსტიტუციური უფლებამოსილების, რომელიც ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
  25. ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც. საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, საზოგადოება რომ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებულებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება იმსახურებს პასუხს იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებებზეა საუბარი. „ამ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული თანამდებობა მცირე ხნით და ამის შემდგომ მისი რაიმე კავშირი სახელმწიფო სტრუქტურებთან არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რადგან საუბარია მისი მხრიდან შესაძლო გავლენაზე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, ლოგიკურია, ეს ამ თემას პოლიტიკურად აქტუალურს ხდის. ამას ემატება ისიც, რომ რადიკალური ოპოზიცია ამას იყენებს კონკრეტული პოლიტიკური და პარტიული ინტერესისთვის, რომ რაიმე სახით ეს საკითხი დაუკავშირონ „ქართულ ოცნებას", ამიტომ ლოგიკურია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად საკმარისია ინფორმაცია ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი. უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც, რომ საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან მიმართებაში არის კონკრეტულ კავშირებზე საუბარი, საუბარია მის შესაძლო გავლენაზე ქართულ პოლიტიკასა და ქართულ საზოგადოებაზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოება იმსახურებს პასუხს იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებებზეა საუბარი" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ამასთან, ოხანაშვილმა გაიხსენა მოსამართლეების სანქცირების საკითხი. „დღემდე არ არის არავითარი დამატებითი ახსნა, რა მტკიცებულებები არსებობს, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში იყოს დასანქცირების კონკრეტული საფუძველი. ეს საზოგადოების თვალში აჩენს კითხვის ნიშნებს. რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური, პარტიული ინტერესებისთვის, დეზინფორმაციად, ტყუილისთვის და ცდილობენ, ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი მტკიცებულება არ არის, ეს ინფორმაციაც რაიმე ფორმით დაუკავშირონ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას" და ამით სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამიტომ გვაქვს მომეტებული ინტერესი, ამას სჭირდება დამატებითი ახსნა, რომ ასეთ რადიკალურ და დესტრუქციულ ჯგუფებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ასეთი ინფორმაცია გამოიყენონ დეზინფორმაციისთვის. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებილებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. აქვე მან აღნიშნა, რომ როგორც პოლიტიკურ გუნდს, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს კომუნიკაციის სივრცეები აქვთ და ალბათ წარმოუდგენელია, არ იქნეს გაზიარებული კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ არსებობს. „თუ საუბარია შესაძლო რუსულ გავლენაზე კონკრეტული პირის მეშვეობით ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, ეს ისეთი საკითხია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მტკიცებულებით დონეზე კონკრეტულ სამსახურებთან ურთიერთობას, დაველოდოთ მოვლენებს" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
×
×
  • შექმენი...