Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.738

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტიქიამ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის. ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები. სტიქიის ზონაშ

მეორე დღეა ზესტაფონში მდინარეში დაკარგულ 18 წლის ბიჭს ეძებენ

მეორე დღეა ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში 18 წლის ბიჭს ეძებენ.  არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დღეა ბიჭის საპოვნელად სამაშველო სამსახურის მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ფოტო: Georgian Travel Guide netgazeti

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუს

ირაკლი კობახიძე: რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მატთვის საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ობიექტურად იმუშავებს. „ეს არის სპეკულაციები, ისინი ცდილობენ, გადა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროცესი კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებული თვითდაზიანებების მიყენების გამოა მოთავსებული. როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებულმა პატიმრობა თავადაც მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ნადირაძის თქმით, კაცი ვერ იხსენებს შემთხვევის დეტალებს, „ვერ ყვება რა მოხდა”. – თქვა მან. „დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე არის გარ

2025 წლის აშშ-ის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოსთვის დახმარება 8 მლნ დოლარით მცირდება

სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტში საუბარია, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასე

სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან არსებული გარემოვაჭრეების დახლები მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები დაშალა. უწყების ცნობით, კონსტრუქციების აღებამდე მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს მოვაჭრეები, “უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ”. “ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადა

ვინ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს II მოსმენით - სია

რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე და ნიკა სამხარაძე. მხარდამჭერთა სიას შეემატნენ ფრიდონ ინჯია და გივი ჭიჭინაძე, რომლებსაც პირველ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბარვენაშვილი გიორგი ბენაშვილი გია ბერაია ირაკლი (დაჩი) ბერაძე რიმა ბითაძე მაია ბოლქვაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოჭორიშვილი მაკა გოცირიძე ელგუჯა დავითულაინი ბე

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892083308937038/

"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი

"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი  Add Tag "ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ რაიონს, სასმელი წყლით არალიცენზირებული იურიდიული პირები ამარაგებენ" - ამის შესახებ, წერია სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილში, რომელიც “გახარია საქართველოსთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მიიღო. ამაზე, სოფიო ხორგუანმა დღეს, ახალციხეში გამართულ

პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას ოთხი პარტია აწარმოებს. Jnews ცდილობს დააკვირდეს, როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 10 ოქტომბერს თვალყურს ვადევნებდით გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრებს სოფლებში კარწახსა და ბოზალში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოფლებში -  კარწახსა და ბოზალში, ზედიზედ მეორე იყ

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში აქციების დარბევისას გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით. ორგანიზაცია მოწუოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებსა და ჩაერთოს დიალოგში ძალადობის გარეშე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნეტგაზეთი

კლიჩკო: კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა, წყალმომარაგებაც აღდგა

კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მერის ცნობით, დედაქალაქში აღდგა წყალმომარაგებაც.  გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის, ვინაიდან ის თავს იკავებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისგან. კერძოდ, მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს რუსეთის ხელისუფლება დაგვიანებით ახორციელებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ. ისინი განმარტავენ, რომ კრემლი კადრების მობილიზებას და რეორგანიზაციას, რაც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით ახდენს. გარდა ამისა, აყოვნებენ მობილიზაციის მეორე ტალღის გამ

ვალერი ზალუჟნი - რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორ რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, –

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთის აგრესიისგან აღარაფერი დარჩება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი ნაბიჯები ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებაა და შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთის აგრესიისგან აღარაფერი დარჩება. ,,დღეს ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი დამტკიცდა. ცხადია, ეს უკანასკნელი პაკეტი არ იქნება. სანქციები გაგრძელდება მანამ

იენს სტოლტენბერგი - ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ნატო-ს 30-ვე მოკავშირემ განახორციელა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ფინეთი ბევრ სარგებელს მოუტანს ალიანსს. ამასთან, სტოლტენბერგმა ოპტიმიზმი გამოხატა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით. „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის განაცხადის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესში იქნება. მოუთმენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედიკოსები აქციას მართავენ

" რესპუბლიკური ჩვენი სახლია"- ამ ლოზუნგით რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. როგორც მედიკოსი, ნინო ხაჭაპურიძე განმარტავს, ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება. "არის იმის შესაძლებლობა

კენიის პარლამენტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის შესწავლა დაიწყო

კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის, ტყისა და მადნის კომიტეტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ადგილები, სადაც საექსპორტო მიზნებისთვის რვა ბაობაბი ამოიღეს მიწიდან. ხეები ამჟამად ამოთხრილია და საექსპორტოდაა გამზადებული. ფაქტების შესასწავლად კომიტეტის წინაშე კენიის სატყეო სამსახურის, კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც წარდგნენ. მათი მიზანია, გამოიკვლიონ თითოეული ამ უწყების როლი ბ

ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუ ფონდს მთავრობა შექმნის — მშობელი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მთავრობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შესაძენად სპეციალური ფონდის შექმნისკენ მოუწოდა და მზადყოფნა გამოთქვა, ფონდის დაფინანსებისთვის პირველი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით თავად გააკეთოს. „ხაზარაძის 1

დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს - NGO-ები პარლამენტს

12 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქმე ეხება Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-

სალომე ზურაბიშვილი ხვალ გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.

ვლადიმირ ვაისი - ხვიჩას თავი არ დაუკარგავს და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე. „ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა

EU: საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე. 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში." "ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსე

ანა მალიარი - ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მალიარმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. „მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი
×
×
  • შექმენი...