Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.169
  • comments
    0
  • views
    693.698

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაუშვილი - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1101368121086950/

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა. “საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი

ევროპელი მინისტრების პასუხი „გლობალური ომის პარტიის" შესახებ ნარატივზე

საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”. აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხ

სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის

USAID-ის ხელმძღვანელი: ეს კანონი პირდაპირი საფრთხეა აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო. “მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. საბ

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები: არ მიიღოთ კანონი, უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, საბოლოოდ არ მიიღონ რუსული კანონი და არ დაძლიოს ვეტო. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ დამოკიდებული არიან უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე. ორგანიზაციების ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალეა. მათი თქმით, შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმ

სალომე ზურაბიშვილი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“- წერს პრეზიდენტი. იპნ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის განცხადება - არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია - მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. „ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნა

შალვა პაპუაშვილი მაიკლ როთზე - 30-წლიან დახმარებას ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როცა ჩამოდიან და სამთავრობო პარტიას კოშმარს ეძახიან - სელფის გამო შეუძლიათ არეულობისთვის გაწირონ საზოგადოება

გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გარდა ამისა, პაპუაშვილი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტე

ბორელი და ვარჰეი: კანონის მიღება უარყოფითად აისახება EU-ის გზაზე, გაიწვიეთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე. დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესო

“ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის” – მარგუს ცახნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ურჩევს საქართვე

კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. “მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვ

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - პარტნიორების რჩევების მიუხედავად კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს - მოვუწოდებთ მთავრობას, გადაწყვეტილებას გადახედოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. „საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას

ნატო-ს პრესსპიკერი - კანონის მიღება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს

მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს“, - წერს ნატო-ს პრესსპიკერი X-ზე.

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” - წერს ცაჰკნა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა სახული არიან ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი,

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან.  საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი

ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ, მოლაპარაკებებში — არა და არასოდეს!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ რუსული კანონი, მისი საწინააღმდეგო პროტესტი და საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს აუხსნა, რომ „ვეტოს დადებით არ შევა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში”. მისივე განცხადებით, რუსული კანონის მიღება არის საქართველოს წარსულში დაბრუნე

გახარია - ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.  გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.  გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკური ძალები და პარტიებიც შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს." გიორჰი ჰახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, ეს იყო მისი არაერთგზის გამოყენებული ტაქტიკა, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად და ხალხი, რომელიც აშინებდა მოქალაქეებს ომის რიტორიკით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/987154829794861/

პრეზიდენტი - წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ პროდასავლური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები

მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. “ძალიან მსგავსი მეთოდები

გახარია - დღეს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან

"დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია, რაც გამოიხატა თუნდაც ამ კანონის მიღებით. ეს არის მცდელობა პირველ რიგში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების. , ჩვენ ყველაზე მძიმე შედეგებისთისაც უნდა მოვემზადოთ.  ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავიცვავთ ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამასთან ერთად, შევძლებთ და თავიდან ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება. ის გაბრაზება, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ

გმირთა მოედანზე არაერთი ადამიანი დააკავეს

გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა. გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა. ვიდეო: ტვ პირველი ნეტგაზეთი

კობახიძე: ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას

„ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შესახებ. კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა მიუღებელია და აჩვენებს იმას, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ერევიან”.   რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევრ

ო'ბრაიენი: თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა, იქნება შეზღუდვები

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას. თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძე

აქციაზე დაკავებული ქაცარავა სასტიკადაა ნაცემი

დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები. „გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმ
×
×
  • შექმენი...