Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.961

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver. გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მა

როგორ წაართვა კულტურის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდი მწერალთა სახლის შემოქმედებით ჯგუფს

გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა. 7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება,

გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე

ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ნინა ჯეჯელავა ადასტურებს. მწერალი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. ზურაბ ქარუმიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1983-2000 წლებში ის იყო თსუ-ს XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშა

გორში ძაღლი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით. ნეტგაზეთი

ფსოუზე აფხაზი აქტივისტების დაკითხვასთან დაკავშირებით, სოხუმი მოსკოვს მიმართავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ “რესპუბლიკის ზოგ მოქალაქეს აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას ინციდენტები ექმნება”.  ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ხაზს უსვამს “ინციდენტის ნეგატიური ინტერპრეტაციის მცდელობებს, რასთან დაკავშირებითაც საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტს არ აქვს კავშირი”.  აფხაზ აქტივისტებს, ოპოზიცინერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების

პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა. ორგანიზაცია მოუწოდებს Შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის & საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა. ორგანიზაცია მოუწოდებს Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: – დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირებაა

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელ

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რ

პრეზიდენტი ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრისას - ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდ

ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის

რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვე

TASS-ი -კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი. ipn

GWP: 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6773 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8283 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დმიტრო კულება - პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. "პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ახლა გვაქვს, ამ შეხვედრაზე კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედე

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი

სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია, მაგრამ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, ის, რასაც უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში აკეთებდა, არაკონსტიტუციურია. „ამ კომისიას როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია. ამას ადასტურებს ღიად „ქართული ოცნება“, მაგრამ კომისია რომ შეიქმნას, შეიძლება იმაზე უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება. „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავ

100 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროები დახვრიტა

100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა დახვრიტა ქართველი სამხედრო პირები, რომლებიც ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდნენ. ეს მოხდა საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოებიდან 2 წლის შემდეგ, 1923 წელს, როცა საოკუპაციო რეჟიმმა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელთა დაპატიმრება მოახერხა. “1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშალა. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ, ლეგიტიმურ მთავრობასთან კოორდინაციაში მოქმედი მოძრაობის მი

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა. „ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს. როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა

სტიქიამ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის. ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები. სტიქიის ზონაშ

მეორე დღეა ზესტაფონში მდინარეში დაკარგულ 18 წლის ბიჭს ეძებენ

მეორე დღეა ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში 18 წლის ბიჭს ეძებენ.  არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დღეა ბიჭის საპოვნელად სამაშველო სამსახურის მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ფოტო: Georgian Travel Guide netgazeti

ანა ბუჩუკური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - გახარიასთვის რომ დაეჯერებინათ, მელია იქნებოდა სწორი ფორმით დაკავებული და ხელისუფლებას მის გამოსაშვებად სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ამნისტირება არ მოუწევდა

"19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით იმეორებს, რასაც წლებია ჩვენი გუნდი ამბობს: ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შტურმს. გახარიასთვის რომ დაეჯერებინათ, მელია იქნებოდა სწორი ფორმით დაკავებული და ხელისუფლებას მის გამოსაშვებად სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ამნისტირება არ მოუწევდა. გაგრძელება იქნება…" ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროცესი კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებული თვითდაზიანებების მიყენების გამოა მოთავსებული. როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებულმა პატიმრობა თავადაც მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ნადირაძის თქმით, კაცი ვერ იხსენებს შემთხვევის დეტალებს, „ვერ ყვება რა მოხდა”. – თქვა მან. „დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე არის გარ

2025 წლის აშშ-ის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოსთვის დახმარება 8 მლნ დოლარით მცირდება

სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტში საუბარია, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასე

"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი

"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი  Add Tag "ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ რაიონს, სასმელი წყლით არალიცენზირებული იურიდიული პირები ამარაგებენ" - ამის შესახებ, წერია სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილში, რომელიც “გახარია საქართველოსთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მიიღო. ამაზე, სოფიო ხორგუანმა დღეს, ახალციხეში გამართულ
×
×
  • შექმენი...