საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო.
თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ადგილობრივი მერიის ცნობით, რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდებოდა.
რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძუ
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.
Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკი
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ჟესტი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გამართა სატელეფონო საუბარი.
„ხაზს გავუსვამდი იმის მნიშვნელობას, ეს როგორი სიმბოლური პროტოკოლური ჟესტი იყო — ევროპის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსმა, მაკრონმა, მიზანშეწონილად ჩათვალა.. ის, რომ პრეზიდენტი ესაუბრება თუნდაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს არაორდინარულია. ეს მიუთითებს, რამდენად ახლოს აქვს გულთან მიტანილი მაკრონს საქართველოშ
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ეფემერულ პოლიტიკურ ეფექტზეა” გათვლილი, რომელთაც რუსეთი სათავისოდ იყენებს და დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.
ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა, რომელმაც პოსტი რუსული კანონის გამო დატოვა, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.
„სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დება
განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხ
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა პირად ფეისბუკგვერდზე 7 მარტს, რუსული კანონის გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი პოსტი წაშალა.
გოჩა ჯავახიშვილი წერდა:
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებე
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.
როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
„ამიტომ, დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ, არჩევანი არ გვექნე
საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ.
ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის. მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მაქსიმალური გაზრდა 26 ოქტომბრის არჩევნებში.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თამარა დემურია ნეტგაზეთთან ამბობს, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევ
დღეს, 7 ივლისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათში იქნება ცნობილი.
პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში
საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანის არმიამ და სწრაფი რეაგირების დაჯგუფებამ ფრანგულ მხარეს გარანტიები მისცეს, რომ ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სუდანში საფრანგეთის 250 მოქალაქე ცხოვრობდა. საფრანგეთთდან ერთად, სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც.
შეგახსნებთ, მანამდე დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელა ა
AFP-ის ცნობით, საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.
ქიმიური იარაღის გამოყენების გარდა, ასადს ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულები ედება, როდესაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს
"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის", – ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის 24 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ელჩების განცხადება არის მცდელობა, გააგზავნონ იმ
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გ
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა.
France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა.
ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყან
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა.
რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.
მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები
საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები.
„საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სე
საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუს
საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კატრინ კოლონას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველო და ევროპა არის ერთიანი.
„მე ჩამოვედი იმისთვის, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი. ჩვენ ამ ვიზიტით გვსურ
არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი.
ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გა
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგ
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ გააკეთა.
მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცი გადასცა.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებით შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. „სეზარი“ 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზე
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.
ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებ
მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს, დაკავებულის გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” - წერს გასრი.
იპნ