Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.036.802

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს

არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა. "ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალ

გასულ წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა

2023 წლის მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით [RPPI], 3%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 13.1% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 28.8%-ით არის გაზრდილი. საქსტატის განმარტებით, RPPI მოიცავს თბილისში უძრავი ქონების ახალ საცხოვრებელ ბაზარს, მათ შორის მრავალსართულიან სახლებსა და კერძო სახლების

შსს - სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნ

მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმში ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს

ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის საკითხზე კომენტირებისას პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ახალი ამბები “რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ემოციებს იწვევს.” „მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბევრი სამოქალაქო პირია, რომლებიც ასევე ოკუპანტები არიან, ისინი მოვიდნენ და უკრაინის მოქალაქეების საკუთრება და

იდენტიფიცირებულია შოვში ნაპოვნი ყველა ადამიანი — ეძებენ ზაზა მესხის 2 შვილს

29 აგვისტოს არაოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიის შემდეგ რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია. როგორც ერთ-ერთი დაღუპულის, ზაზა მესხის დის ქმარი, რაფაელ გოგიტიძე ფესიბუკზე წერს, “დნმ” ანალიზმა დაადასტურა, რომ ბოლოს ნაპოვნი კაცი სწორედ ზაზა მესხია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ბავშვს, ის ზაზა მესხის დაკარგული შვილი არაა. „დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ისინი ცელქად დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში“, — წერს რაფაელ

პრეზიდენტი მოქალაქეებს - მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში, ამაყი ვარ, რომ ამას დღეს ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი

თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპული პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში. „საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლო

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ „მორიგი ცილისმწამებლური“ კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 24 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობ

მიშა დაუშვილი - ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან (ვიდეო)

ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან.  ეს ის “ნაცებია”, რომლებმაც სასამართლო სისტემა გაუძლიერეს “ოცნებას”. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393383265_161497143641831_8447871072087648282_n.mp4

აბრამოვიჩმა წააგო სასამართლო ევროკავშირის სანქციების წინააღმდეგ

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა წააგო სამართლებრივი დავა, რომელიც ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად წამოიწყო. „როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის სასამართლომ ბრიუსელში უარყო აბრამოვიჩის სარჩელი და მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ, მიუთითა რა მის როლზე რუსული ფოლადის კომპანია Evraz-ში (EVRE.L) და ის ფაქტი, რომ ფოლადი წარმოადგენდა შემოსავლის ძირითად წყაროს რუსეთის მთავრობისთვის. „საერთო სასამართლო არ უარყოფს აბრამოვიჩის მიერ წამოყენებულ სარჩელს, რითაც მხარ

ეუთო - ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში და მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა

ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები

კიევის ცნობით, ჩაძირული რუსული გემის „ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 14 თებერვლის დილით ჩაძირული გემის, „ცეზარ კუნიკოვის“ ეკიპაჟის უმრავლესობა ვერ გადარჩა. „ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. შედეგი არის. მტრის გემი განადგურებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“, – ციტირებს უწყების პრესსპიკერ ანდრიი იუსოვს „უკრაინსკა პრავდა“. მისივე თქმით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. გემის ჩაძირვის შესახებ უკრაინამ 14 თებერვალს განაცხადა. არ

მოსკოვში Novaya Gazeta-ს რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობია, რომელ განყოფილებაში ჰყავთ ის გადაყვანილი. მედიის ცნობით, სოკოლოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციის” შესახებ და მას, შესაძლოა, 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს. Novaya Gazeta-ს ცნობით, მისი პროცესი პერკოვსკის სასამართლოში გაიმართება, თუმცა დრო უცნობია – მათივე განცხადებით, საქმე გამოცემის ერთ-ერთ მასალას ეხება

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის

დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 19 და 23 წლის პირები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე  დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით. უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება: შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინ

ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა. “1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახ

კითხვები უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ხმის უფლებასთან დაკავშირებით – “ჩემი ხმა” უწყებებისგან პასუხს ელის

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა” სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვს განმარტებებს, რატომ ვერ ახერხებს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ ორგანოებს – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დევნილთა სამინისტროს გაატარონ შესაბამისი ზომები ყველა ამომრჩევლის ხმის უფლების უზრუნველსაყოფად. “საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. მიუხედავად იმ

ბერდია სიჭინავა - ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მცოცავი ოკუპაციის შეჩერებისთვის ედავებიან

ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მცოცავი ოკუპაციის შეჩერებისთვის ედავებიან.   ბერდია სიჭინავა. სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/hIX3LaPm1NY

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკ

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.   ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული.   რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შო

კობახიძე „Азимут-ს“ ჟესტს უწონებს, კრიტიკის ავტორებს კი „სპეკულანტებს“ უწოდებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღეს ჟურნალისტებმა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ შესახებ დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის, იმის შესახებაც, რომ კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მითითებული. რამდენიმე საათის წინ კი კომპანიამ ქვეყნების გრაფიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაშალა. ოცნების თავმჯდომარე მხოლოდ „რადიკალურ ოპოზიციას“ მიაწერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების კრიტიკას და კვლავ იხსენებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უშედეგოდ ცდილობს არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე წერს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში სა

პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტს ცარიელი ფურცელი წაართვა [ვიდეო]

პარლამენტთან გამართული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეს პოლიციამ ცარიელი ფურცელი წაართვა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ძალოვნები შეკრების მონაწილეებს პლაკატებს ართმევდნენ და აკავებდნენ. 2 ივნისს პარლამენტთან მოძრაობა “ჯიუტი” მორიგ ანტისამთავრობო აქციას  მართავდა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის კიბის საფეხურებზე ისხდნენ და სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირათ ხელში. პირველი ივნისის ღამის მსგავსად, პოლიციელები ამჯერადაც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და ყოველგვარი განმარტების გარეშ

საია - უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა ბათუმში გრძელდება

საია ბათუმში საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. საია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა. "Საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ქ. Ბათუმში, ერას მოედანზე 3 ივნისს მიმდინარე აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2023 წლის 2 ივნისის ღამით ქ. Თბილისში, პარლამენტის წინ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული უფლებადამცველების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას, 6 პირი ადმინისტრაციული წეს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო. ამის შესახებ BBC-ი წერს. „პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ამოცანები. ეს აბსოლუტურად აშკარაა. მეორეც, უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე. ეს აბსოლუტურად აშკარაა" , - განაცხადა პუტინმ

„რა? სად? როდის?" - ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. მათივე ცნობით, თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება. „ევროკავშირი აქტუალურ
×
×
  • შექმენი...