Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.242

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოდან თურქეთში მაშველთა დამატებითი ჯგუფი გაიგზავნება

საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთში, ქალაქ ადიამანში უკვე იმყოფება 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც

საქართველოდან თურქეთში მაშველთა დამატებითი ჯგუფი გაემგზავრება

საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთში, ქალაქ ადიამანში უკვე იმყოფება 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც

საქართველოდან თურქეთში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სექსუალური ძალადობის მიზნით 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. „თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა 2021 წელს 69%-ით გაიზარდა, წევრ სახელმწიფოებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 28%-ით

2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკომისიიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „ინტერპრესნიუსს“, შესაბამისი ინფორმაციით დაინტერესების საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის ოფისმა მიაწოდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო

საქართველოდან ბელარუსში დაბრუნებულ ქალს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება – Nexta

ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან ბელორუსიაში დაბრუნდა სისხლის სამართლის ორი მუხლით გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 28 წლის მარინა ლეონოვიჩი საქართველოში, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალმა ბელარუსში დაბრუნება, უცნობია. ის საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში მუშაობდა. მარინას ბელარუსში ბრალად ედება „

საქართველოდან აშშ-ში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს. უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მოთხოვნები 81%-ით გაიზარდა — ვიზალიბერალიზაციის ანგარიში

ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნები წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ასეთი იყო საქართველოს 14 635 მოქალაქე, 2022 წელს კი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წელს აღნიშნული განაცხადების 7%

საქართველო, სომხეთი, თურქეთი... - რომელი ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ ძირითადად რუსები

საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყ

საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, შაბათს, კოტროჩენის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ავრცელებს. შეთანხმებას ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. როგორც sportall.ge წერს, Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული. "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნება

საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ. „EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე 13:00 საათიდან შეუძლიათ. 1

საქართველო ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებით 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა — კვლევა

შვეიცარიული ორგანიზაცია IQAir მყარი ნაწილაკებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მოხვდა 134 ქვეყნის 7 812 ქალაქი, მათ შორის, თბილისი და რუსთავი. ანგარიშის მიხედვით, ჰაერის PM 2.5 ნაწილაკების დაბინძურებით, რომელიც ჰაერში 2,5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს, თბილისმა 7 812 ქალაქს შორის 1 658-ე ადგილი დაიკავა, რუსთავმა მასზე უარესი შედეგი აჩვენა – 909-ე. რეიტინგში პირველი ადგილი ყველაზე ცუდი შედეგია. კვლევა ჰაერის მონიტორ

საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო – გახარია ნატო-ზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება. გახარიას თქმით, საქართველო უკრაინას ჩამორჩა ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. „ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს მიაღწია. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. სანამ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – წერს გახ

საქართველო შეგვახსენებს, რომ დემოკრატია შეიძლება არჩეული ლიდერების ხელშიც ჩამოიშალოს - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და მის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების სპეცრაზმის მიერ დაშლას ეხმაურება. „შეწუხებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრებით. საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატია არჩეული ლიდერების ხელითაც შესაძლოა, თანდათანობით ჩამოიშალოს“, – წერს კაია კალასი და აზიარებს შარლ მიშელის „ტვიტს“, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს.

საქართველო უდიდესი კულტურის ტურისტული ქვეყანაა, პირდაპირი ფრენებია საჭირო - იაპონიის ელჩი

საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ გადაცემაში „Forbes Talks“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა და თქვა, რომ იაპონელებს საქართველოს აღმოჩენა შეუძლიათ. „ვფიქრობ, იაპონელი ტურისტები ყოველთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმით ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ ლამაზი პეიზაჟები, თუმცა, მათ ასევე, მოსწონთ გამოსცადონ ისტორია, კულტურა, ხელოვნება და რა თქმა უნდა, სამზარეულო. საქართველოს ყველ

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - საკონსტიტუციოში პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბურჯანაძე იქნება

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება. „შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე. მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ. ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტო

საქართველო ლუქსემბურგს 2:0 ამარცხებს - გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა

საქართველო ლუქსემბურგს ანგარიშით - 2:0 ამარცხებს, გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩში ანგარიშის გახსნა, სწორედ ზივზივაძემ მოახერხა და საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში პირველი გოლი მოუტანა. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალურ

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - რა ხდება შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე გახდა, მას მოგვიანებით უკრაინა და პოლონეთი შეუერთდნენ. საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია,  ბულგარეთი და გიბრალტარი იყვნენ. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საქართველომ

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვი

საქართველო დიდ ბრიტანეთში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზეა წარდგენილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობ

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები — ევროპარლამენტარები

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”. მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვი

საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება. ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გა

საქაერონავიგაცია - ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა - მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას

ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას. “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის
×
×
  • შექმენი...