Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.169
  • comments
    0
  • views
    693.715

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია

ვერტმფრენს, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ინციდენტი შეემთხვა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვიზიტისას. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო იტყობინება და ინფორმაციას CNN ავრცელებს. “პრეზიდენტის თანმხლები პირების ნაწილმა შეძლო დაკავშირება ცენტრალურ შტაბთან, რაც იმედს იძლევა, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა”, – წერს ირანული წყარო. ირანელების დელეგაცია სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. ორ მათგანში მინისტრები და სხვა მაღა

სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში მოიწვია. „მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მომავალი დევს. „სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დევს, ეს არის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენის მენტალიტეტიდან

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, - წერს მინისტრი „ტვიტერზე“.  

პერსონალურ მონაცემთა სამსახური რუსულ კანონში შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე მიანიშნებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ეხმაურება ხელისუფლების მიერ დაანონსებული მონაცემთა ბაზების საკითხს, ასევე რუსულ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც კანონი მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც ეხება. განცხადებაში სამსახური მიანიშნებს შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე, თუმცა თავს არიდებს შეაფასოს დაანონსებული ზომებისა და კანონში შეტანილი ცვლილებების კანონიერება. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ის

სენაკში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხ

პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. პრეზიდენტი ამბობს იმას

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, - ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ა

ლაშხი გლობალური ომის პარტიაზე: მასონების მსგავსი ძალაა, გავლენა აქვთ მსოფლიო პოლიტიკაზე

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტს, The News Agents-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან საქართველოში  მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს მას ასევე ჰკითხეს ე.წ. „გლობალური ომის პარტიაზე”, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ხშირად ახსენებს. ლაშხმა „გლობალური ომის პარტია” მასონებს შეადარა. გთავაზობთ პოდკასტიდან ინტერვიუს ნაწყვეტს, რომლის თარგმანსაც გამოცემა „ტაბულა” ავრცელებს: publika

„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ

„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ პოლიტიკა პუბლიკა11:40, 19 მაისი, 2024   მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ; საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიცირებული, ე.წ “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად,

მაიკლ როთი - სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო - შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა - ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად

ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, - წერს როთი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო

მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს “უცხოელი აგენტების” კანონზე ვეტოს დადების გზით, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში წეეს. „მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, - აცხადებს ედრიენ უოტსონი.   ipn

შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს - ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურს

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ც

“აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ” – აქციაზე ნაცემი აშშ-ს მოქალაქე

13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. “ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და გონება დავკარგე […] ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ აშშ-ში უნდა დავბრუნდ

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. „დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია. მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ში სწავლის გად

ნატალია ყიფშიძე: სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს პროცესია დანიშნული

მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარე

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლა

The Wall Street Journal - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლო სანქციებსაც ითვალისწინებს

საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და

სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციაში დაიბარეს კიდევ ერთი აქტივისტი, ნინო დათაშვილი

აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით. პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა. 222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე ჯგუფური ძალადობის ორ

საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი - დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ძალები საქართველოდან

სტრასბურგში, 16-17 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილმა. „ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელ

საია - თსუ-სთან სტუდენტებს ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ - მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო

საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე. „2024 წლის 18 მაისს, თბილი

"გახარია საქართველოსთვის" - "რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია. რუსული კანონი რუსული მხოლოდ მისი ტექსტის გამო არ არის. ეს კანონი გვაშორებს ევროპას და მივყავართ რუსეთისკენ. რუსულ კანონზე ნებისმიერი კომპრომისი „ოცნებასთან“, როგორც ვეტოს განხილვის დროს, ისე შემდგომ პროცესში, იქნება საჩუქარი დასუსტებული ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ."

ბექა ლილუაშვილი - მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. ამის მიზანია - საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს

სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა ავიცილოთ და ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება, პირველ რიგში ხელისუფლებაზე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლოვაში ომის რიტორიკით აშინებდა ჩვენს მოქალაქეებს და ძალადობისგან დამცველის ნაცვლად ძალადობის მომწყობი გახდა თბილისის ქუჩებში. მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. მიზანია, რომ საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯ

სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - მიუღებელია, მოდიფიცირებას არ ექვემდებარება - გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე ა
×
×
  • შექმენი...