დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო.
რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა.
რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. მან პოსტის დატოვების შესახებ უკვე მიმართა პარლამენტს. ინფორმაცია უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კულებას განცხადებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
ამასთან, როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, 4 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დაითხოვა რამდენიმე სხვა მინისტრიც და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი. 3 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი.
იპნ
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”.
“ამ აქციის მიზანია - სცადოს
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული, - ამის შესახებ განცხადებას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო ავრცელებს.
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლო
"დღეს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უწყობს ეკონომიკურ გენოციდს."
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1338155517528587/
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი 350 გენერატორის გადაცემის გეგმის შესახებ გამოაცხადა.
„დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰე
ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთ
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.
ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შო
"მოსაზრება, რომ მტრობა და შუღლი მხოლოდ ქართველებს ახასიათებს, არასწორია!"
"ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.
- ქალბატონო სოფო, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ინერტულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არა აქვს?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართველ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია აღარ აქვს. ამის დასტურია თუნდაც
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" აცხადებს, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და "ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი "f". მათი თქმით, ამერიკულ კანონის (FARA) ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია,
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერის ინტერვიუ ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა.
მისი თქმით, ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული კანონპროექტების „წინააღმდეგ“ ხმა არ მისცა და გააგრძელა აქტიური პროპაგანდა იდეის მხარდასაჭერად.
"ფაქტია, ოცნება რუსეთთან სინქრონში მოქმედებს. მომხდარზე პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრების ნაცვლად, დაიწყო რევანში, მუქარა და საზოგ
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს.
საკითხი უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და მასში შესაბამისად ცვლილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება.
პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და
რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს.
მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბ
წელს სასკოლო ექსკურსიების გამართვისას 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს.
აღნიშნული შეზღუდვა შარშან დაწესდა და სკოლებს უწევდათ, მარშრუტი ისე დაეგეგმათ, რომ მანძილი 150 კმ-ზე მეტი არ ყოფილიყო. მაშინ ფაქტს მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, რომ მანძილის შეზღუდვა მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით იყო განსაზღვრული და ამავდროულად, სკოლებისთვის სარეკომენდაციო ხასიათის გახლდათ. გათვალისწინებული იყო კო
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ასევე გორის მუნიციპალიტეტში.
ipn
აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა.
როგორც apsadgil.info წერს, გალის რაიონში მშენებარე ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ასევე უშიშროების საბჭოს მდივანის, სერგეი შამბას და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, რაულ ლოლუას მიერ განხორციელდა.
რა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურულ პროექტზეა საუბარი, აფხაზურ მედიაში დაკონკრეტებ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება.
აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.
"უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.
ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის ს
შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული. მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„ზაზა და მისი ოჯახი ჩამოსულები არიან ჰოლანდიიდან, ისვენებდნენ რაჭაში, უწერაში, ჩემს კოტეჯში, ორშაბათიდან. გუშინ 12 საათზე, ზაზა ცოლთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდნენ შოვში, დასათვალიერებლად და საღამოს აღარ მობრუნებულან. ვეღარც ტე
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო.
შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს.
დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველ
კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი”, რომელმაც ლაგუნა ვერე შეისყიდა განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება”.
„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იტყობინება, 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.
„ვინაიდან ხანგრძლივი დროის
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთა