Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.167

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს

უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომე

საქართველოს პრეზიდენტი - საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძ

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატო

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. „ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა  შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია. ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა. „ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები

საქართველოს პარლამენტის ხუთი ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს საკანონმდებლო ორგანოში კენჭს დღეს უყრიან

4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს. ისინი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ. ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს 4 აპრილის სხდომაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. პარტია ,,ქარ

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედ

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს. როგორც საქართველო

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს. როგორც საქართველო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტებმა ერთმანეთი ,,თავიანთ ქვეყნებში" დაპატიჟეს

კავკასიური საინვესტიციო გამოფენის ფარგლებში, რომელიც რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ მინვოდში პირველად ტარდება, ერთმანეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი შეხვდნენ. ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, აფხაზეთის წარმომადგენელმა ოს ,,კოლეგას“ სამხრეთ ოსეთში აფხაზური კულტურის დღეების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. მიმაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები უნდა გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მე

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ანგარიში გახსნა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქა

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში გავიდა

საქართველო-ლუქსემბურგს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში გავიდა. მატჩში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.   ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდა. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგე

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბე

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება. პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება. აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტე

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა

საქართველოს მოქალაქეობის ტესტში აღარ არის კითხვები ოკუპაციასა და სააკაშვილზე

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა და ოკუპაციის შესახებ. ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” რუსულენოვანმა გამოცემამ, Ekho Kavkaza-მ გაავრცელა. საუბარია საქართველოს ისტორიის ტესტებზე, რომლის ახალი წესები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით: – დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერი

საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში 45 წლის კაცი დაჭრა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ცნობილია, რომ დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივმა სასამართლომ კი საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შევიდა. 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამ დრომდე ტაილანდში უვიზო მიმოსვლა 57 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. ქვეყანამ ასევე აამოქმედა ვიზის ახალი კატეგორია DTV – Destination Thailand Visa, მათთვის, ვინც ტაილანდში სამუშაოდ წასვლას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, ტაილანდში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 17,5 მილიონი უცხოელი ტური

საქართველოს მოსახლეობის აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება: პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინას

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავს - საქსტატი

საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია - „ბორჯღალოსნების“ მე-100 მოგება და მე-15 ტიტული [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.     ფინალში გმარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია. შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თ

საქართველოს მომავალი ევროპაშია – ხვიჩა კვარაცხელია

“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე. საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ასე ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ. დღეს, 7 მარტს,  საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქა

საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, - ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა. „მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. „სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები.

საქართველოს მთავრობას არ სურს ან არ შეუძლია დაიცვას პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქრატველოს ხლეისუფებას არ სურს ან არ სეუძლია დაიცვას კონსტიტუციური უფლებები. „ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ, ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. საქართველოს მთავრობასა და პოლიციას კიდევ ერთხელ არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია” – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე. გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზები
×
×
  • შექმენი...