პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.
ipn
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-2
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა.
შოლცის თქმით, ბერლინი ამაზე დიდი ხანია საუბრობს მოკავშირეებთან და ეს ასევე ეხება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას.
შოლცმა კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის გაყინვაზე და რუსეთის მტაცებლური დარბევის ლეგიტიმაციაზე.
„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა. მას აქვს ასეთი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით.
როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრე
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა.
გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყებ
ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი - საუკეთესო რეჟისორად.
ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომ
არსებული ინფორმაციით, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის.
შესაბამისად, საკითხი პარლამენტის ბიუროს მომავალი კვირის - 1-ელი აპრილის სხდომაზე ინიცირებისათვის არ წარედგინება, რადგან რეგლამენტის თანახმად, პროექტი ბიუროს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ის წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე.
საპარლამენტო უმრავლესობამ ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკ
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები დაშალა.
უწყების ცნობით, კონსტრუქციების აღებამდე მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს მოვაჭრეები, “უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ”.
“ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან (“სპუტნიკი”, “გავარიტ მასკვა” და “კომსომოლსკაია პრავდა”) ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების” შესახებ (ასე მოიხსენიებს ამ კანონპროექტს რუსული მედია და ლავროვი) ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა.
“საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი ა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით.
უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება:
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინ
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს.
ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სი
2 ივნისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის 14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე:
TBC ბანკი:
GEL: #GE41TB7249036080100001
USD/EUR: #GE85TB7249036180100001
საქართველოს ბანკი:
GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311
“მოედანზე ძალიან მეამბოხე ვიყავი"
ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, გულშემატკივრებს მსაჯი დადებითად დაამახსოვრდეს, თუმცა გამონაკლისია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების სამივე არბიტრი. საქართველო-პორტუგალიის მატჩზე ქართველი კომენტატორის შეძახილი - „მიდის სანახავააად“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზაა. სანდრო შარერი კი, ამ თამაშის არბიტრი, ქართველი ქალბატონების საყვარელ მსაჯად იქცა.
შვეიცარიელი სანდრო შარერი "ფიფას" პროფესიონალ არბი
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp გამოვლინდა, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.
მა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები.
უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდები
24 ნოემბერს თბილისში, 3 საათზე, ქალთა მარში გაიმართება.
მისი ორგანიზატორები არიან „ქალთა მოძრაობა“, პარტიების ქალთა ორგანიზაციები („ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“), ასევე, „საფარი“ და „ქალები საქართველოდან“.
მარში დაიწყება თავისუფლების მოედანთან და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.
„ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ
აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
„გაფარ ილმაზი შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა.
გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები
რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, თუმცა ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მდგრადობის გასაძლიერებლად და დარჩეს ერთიანი სწრაფვაში, რათა აღჭურვოს ჯარისკაცები საჭირო იარაღით.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, ყოველთვიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს გლობალური ზ
ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ იმეორებს რუსეთის პროპაგანდას.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი 4 აპრილს ბახმუტში საარტილერიო თავდასხმისას დაიღუპა.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 აპრილს, გამთენიისას, ჩამოფრინდა.
დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს ჩავიდა.
რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამის დღესასწაულს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განსაკუთრებული და გამორჩეულია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რაც საბოლოოდ მუსლიმებს და მართლმადიდებელ ქართველებს ერთად მოგვაპოვებინებს დიდ წარმატებას, თავისუფლებას, ეკონომიკურ სიძლიერეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და
რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინა ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერს, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შექმნია. შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა.
კრემლზე თავდასხმის ფოტო და ვიდეოკადრები გუშინ ინტერნეტსა და რუსულ მედიაში გავრცელდა. კადრებში ჩანს საფრენი აპარატი, კრემლის ნაწილში მომხდარი აფეთქება და კვამლი.
მოსკოვში ამ იერიშს „კრემლზე თავდას
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას.
მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს.
გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია.