საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.
მათვე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშა
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18
საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“.
„ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყ
ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.
ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:
ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში;
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ.
რ
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და სამ დღეს გასტანს.
კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
„სამი დღის განმავლობაში, ორბელ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს
საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრინცესა ვიქტორია საქართველოს დღეს, 29 მარტს ეწვია.
ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.
„შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა
მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.
„სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს.
ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „მადლობა, სალომე ზურაბიშვილს“.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა. დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ ნატოს სამი
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს აღნიშნა.
„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.
პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზ
ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
„ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ელჩებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.
„ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ბრიფინგის თემა უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა.
ipn
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.
„რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხი