ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.
მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმას, შესაძლოა, სხვა მაღაროელებმაც მიმართონ, თუ მოლაპარაკება დადებითი შედეგით არ დასრულდება.
"მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე პასუხის გაცემით დაიღალა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევანი დაძაბულობის გაღვივებაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
„მე უკვე დავიღალე ამაზე პასუხის გაცემით, გამონათქვამებზე, რომლებიც ეკუთვნის პარლამენტის სპიკერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ან პრემიერ-მინისტრს. ისინი აგრძელებენ ამაზე საუბარს, ეს მათი არჩევანია. მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება. რასაკვ
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს:
„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს.
„მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და სა
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფალნი და პოლიცია იუწყებიან.
ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თანახმად, 22 ივლისის ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოებში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვი.
კიპერის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. დაბომბვის შედეგად ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც დაზიანდა. ე
უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს.
კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543].
საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვე
“თბილისში მიმდინარე 5 ურთულესი პრობლემური პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ- პილიტიკური კორუფცია.
“ხალხის ძალის “ განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, “ოცნების” გზავნილებს აცნობს ქართულ საზოგადოებას, უკავშირდება არჩევნების გაყალბების უკვე დაწყებულ მტკივნეულ პროცესს. ვხედავთ, რომ სერიოზული შეტევა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სადამკვირვებლო მისიებზე, ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი. ხოლო არჩევნების გაყალბებას სჭი
"28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება.
ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა და ადრეულ ეტაპზე არ აღკვეთა - განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, შსს, პროკურატურა, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, სახელმწიფო, საზოგადოება."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ხუთშაბათს 26 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოქალაქეებს წარუდგენს.
თემები: კორუფცია თბილისის მერიაში. არაეფექტიანი მენეჯმენტი. სატრანსპორტო და ურბანული პრობლემები.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.
ამ პასუხის
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვევა და კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებ
პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერის თანამდებობა დაიკავა.
პოლონური მედია იუწყება, რომ დონალდ ტუსკი, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.
იპნ
რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
„28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სა
ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
გულიკო ჩაფიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა.
1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროს
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
იპნ
რომი-ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ და რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა.
იპნ
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892083308937038/
საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ გადაცემაში „Forbes Talks“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა და თქვა, რომ იაპონელებს საქართველოს აღმოჩენა შეუძლიათ.
„ვფიქრობ, იაპონელი ტურისტები ყოველთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმით ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ ლამაზი პეიზაჟები, თუმცა, მათ ასევე, მოსწონთ გამოსცადონ ისტორია, კულტურა, ხელოვნება და რა თქმა უნდა, სამზარეულო. საქართველოს ყველ
პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის,
ბულგარეთი სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის. შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც ბაზრის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ზომები ძალაში შევა, – ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ევროკომისიამ სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ახალი ზომები წარადგინა.
ევროკავშირის ზომები მოიცავ
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
მილოცვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა ავრცელებს.
„დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა.
როინ მეტრეველი 83 წლისაა. აქამდე, 2013 წლიდან, იგი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ასევე იყო პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004).
საბჭოთა დროს მუშაობდა პარტიულ სტრუქტურებშიც, ასევე იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტორი.
ნეტგაზეთი
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.
ipn
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-2
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა.
შოლცის თქმით, ბერლინი ამაზე დიდი ხანია საუბრობს მოკავშირეებთან და ეს ასევე ეხება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას.
შოლცმა კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის გაყინვაზე და რუსეთის მტაცებლური დარბევის ლეგიტიმაციაზე.
„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა. მას აქვს ასეთი