Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    981.191

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებ

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა. „დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე.   თეა მაისურაძ

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში - დამერწმუნეთ, დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არსებობს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გააჟღერებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. „დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიები მუშაობს. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილ

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან - შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან - მაკა ბოჭორიშვილთან.

საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ხვდება. ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. იან ლიპავსკი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაშ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზ

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება _ ნახეთ ფასები

2024 წლის 1 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფასის მატების მიზეზად, სააგენტო ასახელებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, როგროც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარბეის კუთხით, შესაბამისად, მათივე თქმით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასთა შემდეგნაირი ცვლილება: 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იზმირის „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე, „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაშ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

საქართველოს  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ვრცელდება. „26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.   1ტვ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ქვეყნდება. 1ტვ

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

საქართველოს და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ნიუ იორკში, საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენელმა - ფილბერტ აარონმა. უწყების ცნობით, დოკუმ

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირა. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. გიორგი გაბიტაშვილის შესახებ გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. ის ჯერ სტაჟიორი იყო, სტაჟირების დასრულებისთანავე კი დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიებ

საქართველოს ბანკი და „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს. კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს

საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა - რამდენმა გახსნა ახალი საბანკო ანგარიში საქართველოში

საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ IDFI-ს ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ. ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2.87 მლრდ ლარის დეპოზიტები. ეს რიცხვი კი ომამდე პერიოდში 4-ჯერ ნაკლები იყო.   ავტორი: თაია არდოტელი

საქართველოს არც ერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება - საგარეო უწყება

საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსნდრე ხვთისიაშვილის ცნობით, ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში.

საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს. „ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი. მის

საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის ფა

საქართველოს 2 მოქალაქე თითქმის ორწლიანი ტყვეობის მერე ცხინვალიდან გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა. როგორც სუსი აცხადებს, კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მოლაპარაკებების შედეგად კი  დღეს გაათავისუფლეს. საქართველოს მოქალაქე

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია. ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. „პირველ

საქართველოს "საუკუნის მოცეკვავე" აღარ ჰყავს - გარდაიცვალა ომარ მხეიძე

88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ომარ მხე­ი­ძე. ამის თა­ო­ბა­ზე "ფე­ი­ბუს­ქის" პი­რად გევ­რდზე მისი შვი­ლიშ­ვი­ლი დე­ი­კო მხე­ი­ძე წერს:   "მე ბა­ბუა აღარ მყავს, სა­ქარ­თვე­ლოს - დიდი ადა­მი­ა­ნი. ახლა ნამ­დვი­ლად ბევ­რს იქე­ი­ფებს თა­ვის დიდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რს იცეკ­ვებს, ბევ­რს იმ­ღე­რებს..." ომარ მხე­ი­ძე ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სხვა­ვა­ში 1935 წლის 25 აპ­რილს და­ი­ბა­და.1975 წელს და­ამ­თავ­რა ი

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტ

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.     ფაქტები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა. 1960 წლიდან დღ
×
×
  • შექმენი...