Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.121

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უმცროსმა მორაგბეებმა საფრანგეთი ბოლო წამებზე დაამარცხეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი  20-19 დაამარცხეს. პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5. netgazeti

პრეზიდენტი 5 აგვისტოს პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია. „პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

სასამართლომ ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის

ნათია მეზვრიშვილი - სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო...

სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, არჩევნები 2021-ის დეკემბერშიც ყალბდებოდა, როცა ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, რომ დღეს სახელმწიფოს დანაშაულები და პერსონალური მონაცემების დარღვევა არავის გამოეძიებინა.   "2022 წლის 15 დეკემბერს ყალბდებოდა, როცა ანტი-კორუფციული ბიურო შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი (ოპოზიციური პარ

ბექა ლილუაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს?

"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს? ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/719899334309840

ბერდია სიჭინავა ბესიკ დონაძეს - არ ჩამომათვლევინოთ, რა გაქვთ გაკეთებული თქვენი ხელისუფლების დროს (ვიდეო)

„თქვენი პოლიტიკური წარსული არ გამახსენებინოთ, თორემ გადმოგილაგებთ ახლა შედეგებს და არ ჩამომათვლევინოთ, რა გაქვთ გაკეთებული თქვენი ხელისუფლების დროს'' - ბერდია სიჭინავა „ევროპული საქართველოს'' წევრს, ბესიკ დონაძეს ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1574604699637901

ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი. 1ტვ

იენს სტოლტენბერგის, დმიტრო კულებასა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება

21 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. მოლაპარაკების შემდეგ სტოლტენბერგი, ბორელი და კულება ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც დმიტრო კულებამ აღნიშნა, ეს უკრაინის, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა სამმხრივ ფორმ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა. „ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გ

ლევან იოსელიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე. „დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვი

25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მისი მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს გმობენ. განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიიჩნევენ, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიზნად ისახავს, ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეო

თბილისის რომელ უბანში რა ღირს საცხოვრებელი უძრავი ქონება

2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ. Recov.

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მათივე ცნობით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. „საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფარ

„ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ - ბესო მეგრელიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს. როგორც მისი ახლობლები წერენ მან 1 აპრილს სპექტაკლი ითამაშა.  „პირველ აპრილს სპექტაკლი ითამაშა“; „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ ;„ოხ გული როგორ მეტკინა“ - წერენ კომენტარებში.  გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც მასთან ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტმა ჩაწერა. მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ცხოვრებაში ტაძრისკენ სავალი გზა მაშინ გამოჩნდა, როცა განსაცდელების წინაშე

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წ

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე მიულოცა. „ჩვენი დამცველები. ფრონტის ზონა ვუჰლედარში - მარინკას თავდაცვის ხაზი. დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მეომრებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!“- დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“. იპნ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურა მუშუქია დაიღუპა. ის დონეცკის ოლქში დაბომბვას ემსხვერპლა. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნეტგაზეთი

„ბოლო წლებში მედიის მდგომარეობა გაუარესდა“ — ევროსაბჭოს რეკომენდაციები

ევროპის საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე, მოამზადა კვლევა „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“. მიმოხილვა მოამზადა და წარადგინა ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნორლანდერმა. დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევათა გამოძიება;

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. "დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როც

საგანგაშოა, რომ პოლიცია ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ზღუდავს დემონსტრანტების უფლებებს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში რუსული კრუიზის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს. ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ამ საფუძველით ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს. საქართველოს ახა

ონის ავტოსადგური: „სტიქიის ზონიდან გადაადგილებაში ხალხს უსასყიდლოდ დავეხმარებით“

ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს. ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე. შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს

რუსული მედია - წუხელ, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც ისმოდა

რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული. თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია. „აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალ

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს

არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქის” პირად გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლო განცხადებების საპასუხოდ წერს. “რეალურად უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისკენ და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობ

სალომე ზურაბიშვილი: ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა - მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს. პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა. „ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი
×
×
  • შექმენი...