Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.552

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აღმოჩენილია იმუნური უჯრედები, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა კიბოს ანადგურებს — #1tvმეცნიერება

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს. მსგავსი: მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გავრცელების ახალ, მოულოდნელ გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება „ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ. გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუს

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში მას ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ისრაელში მკაფიო გზავნილით ჩადის, რომ „ისრაელს შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს“. ბლინკენი პარასკე

ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო

ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით. 2021 წლის შემდეგ, თითქმის ნახევარმილიონ ლარად ღირებული კომერციული ობიექტი დაამატა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკუთარი უძრა

გურიელიძე: პიროტექნიკის გამო ზოოპარკში, ბოლო 5 წელში, ანტილოპის სახეობის 2 გნუ დაიღუპა

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წელში 2 ცხოველი დაიღუპა – ანტილოპის სახეობის 2 გნუ. მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელი და შესაბამისად, საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ეს პრობლემის ერთი ფორმაა, მეორე კი არის სტრესი, რომელსაც შეიძლება ცხოველები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ. პიროტექნიკა აშინებს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებსაც. გარდა ამისა, მისი გამოყენების დროს ზიან

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. ხ

„ნახევარი პური მაქვს" | ლარსთან რიგში მდგარი ტრაილერების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

ლარსის გამშვებ პუნქტთან, ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეწურებათ საკვებისა და საწვავის მარაგი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც უამინდობის გამო უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია. ლარსის გახსნას ელოდებიან რუსეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებიც. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუში

ოპერიდან 17 გაფიცული თანამშრომელი გაათავისუფლეს — პროფკავშირი

თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. ამ პასუხის

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დე

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის გოგო

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლულია 20 წლის გოგო. არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ

მოსკოვში Novaya Gazeta-ს რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობია, რომელ განყოფილებაში ჰყავთ ის გადაყვანილი. მედიის ცნობით, სოკოლოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციის” შესახებ და მას, შესაძლოა, 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს. Novaya Gazeta-ს ცნობით, მისი პროცესი პერკოვსკის სასამართლოში გაიმართება, თუმცა დრო უცნობია – მათივე განცხადებით, საქმე გამოცემის ერთ-ერთ მასალას ეხება

გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას

ბერდია სიჭინავა - მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს ველით

ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა. სიჭინავას თქმით, მამუკა ხაზარაძე უპასუხისმგებლო ინვესტორია, რომელმაც სა

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სა

Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება. ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს. შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვ

ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა. “1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახ

„ლავროვს შევახსენებ, ჩვენი იდენტობა არსად დაკარგულა" - სალომე ზურაბიშვილი

„მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება”. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვე

ცესკო: საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს

ცესკოს განცხადებით, უახლესი მონაცემით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება სხვადასხვა უწყებასთან. თუმცა, ცესკოს ცნობითვე, „განახლებული მონაცემების საფუძველზე ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი“. „ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წა

დღეს იუსტიციის საბჭოს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ - კანდიდატებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არიან წარდგენილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ. მოსამართლეთა რიგით 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი მოსამართლე წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. კანდიდატად მოსამართლეებმა დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

ნარკორეალიზაციის ბრალდებით საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. "დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე რეალ

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე. მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც. IPN

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც დონბასში ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენე

"ომის დანაშაულები" - რის საფუძველზე გასცა ჰააგამ პუტინის დაპატიმრების ორდერი?

ომის დანაშაულები, მოსახლეობის უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე - სწორედ ამ საფუძველზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. 

კენიის პარლამენტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის შესწავლა დაიწყო

კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის, ტყისა და მადნის კომიტეტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ადგილები, სადაც საექსპორტო მიზნებისთვის რვა ბაობაბი ამოიღეს მიწიდან. ხეები ამჟამად ამოთხრილია და საექსპორტოდაა გამზადებული. ფაქტების შესასწავლად კომიტეტის წინაშე კენიის სატყეო სამსახურის, კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც წარდგნენ. მათი მიზანია, გამოიკვლიონ თითოეული ამ უწყების როლი ბ

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებულებიდან ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ასევე, სამ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ორ მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათ
×
×
  • შექმენი...