Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.747

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა

ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა კონტაქტზე გამოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. ამგვარად, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. primetime.ge

აკაკი გვიანიძე - ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია

"ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია. ავტორიტარულ რეჟიმებს განსაკუთრებით ეშინიათ გმირებისა და ავტორიტეტების. მათთვის მთავარი მხოლოდ მთავრობისადმი ლოალურობაა. რეჟიმისთვის "არასანქცირებული" გმირობა პრობლემაა და თუ ეს გმირობა სამთავრობო ხაზში არ ჯდება, მაშინ დანაშაულიცაა. ავტორიტარული რეჟიმი ანადგურებს რეალურს და თავად

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა შეწყდა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. ცნობისთვის, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დ

პედაგოგმა ფოთიდან სკოლას სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა. ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტა

3-5 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შეს

12 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ავარია ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ მოხდა და 7 იანვრის 23:45 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად 12 000-მდე აბონენტს შეუწყდა. კომპანიის განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 იანვარის 10:00საათიდან და დასრულდება 22:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს მოუწ

2023-ის I ნახევარში საქართველომ Meta-სგან პერსონალური ინფორმაცია 47-ჯერ გამოითხოვა

საქართველოს სამთავრობო უწყებებმა გასულ წელს Meta-ს პლატფორმებიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის რაოდენობა გაზარდეს. Meta-ს ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოთხოვნის მიზნით საქართველომ 47 განაცხადი გააკეთა. განაცხადები ჯამში 149 ანგარიშს შეეხებოდა. Meta-ს განცხადებით, კომპანიამ საქართველოდან შემოსული განაცხადების 94% დააკმაყოფილა და ხელისუფლებას მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში —

ოლაფ შოლცი - ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევ

გახარია: ჩვენი მოქალაქეების და პარტნიორების აღქმაში სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სადაც არის გავლენის ჯგუფები

„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასები

TI:ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილმა და მისმა პარტნიორებმა „ოცნებას“ ნახევარ მილიონამდე შეწირეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ  კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას”. – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. TI-ის ცნობით, გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლ

უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინა რომის წესდების რატიფიცირებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოებლად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ამ დროისთვის 137 ხელმომწერი და 124 წევრი სახელმწიფო ჰყავს. უკრაინა 125-ე იქნება. საქართველო ხელმომწერი 1998 წელს გახდა, წესდების რატიფიცირება კი 2003 წელს მოხდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლენივკაში ჩადენილი მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება

6 თვის წინ რუსეთმა ოლენივკაში საშინელი ტერაქტი განახორციელა. ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი წააგებს ამ ომს, რადგან ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება. „ჩვენ არ დავუშვებთ ამ დანაშაულის დავიწყებას, გვახსოვს ყველა მოკლული უკრაინელი მეომარი. ვმუშაობთ ყველა იმ პირის დასჯაზე, ვინც მათ სიკვდილზეა პასუხისმ

რუსმა ფრილანსერებმა უცხო ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული საქართველოში გაიტანეს

რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის კვლევის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს. კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლე

სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს. სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.

BBC-ის გამოძიების შემდეგ “ფორმულას” ტოვებს ტელეწამყვანი აკა ზარქუა

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით. ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარ

მოსკოვში, საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის თავშესაფრების მზადება დაიწყეს

როგორც ტელეგრამ არხი ,,სირენა“ იუწყება, მოსკოვის ხელისუფლებამ საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეებისთის თავშესაფრების მომზადება დაიწყო. თავშესაფრებში გათვალისწინებულია საძილე ადგილებიც, კედლებზე კი გაკრულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევაკუაციიის შემთხვევაში და როგორ შეაგროვონ აუცილებელი და საჭირო ნივთები. ,,უკვე დაწყებულია მოსკოვის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფების თავშესაფრებად გადაკეთება. ერთ-ერთი ასეთი სახლის მისამართია, ჩერტანოვსკაიას ქუჩა № 13.“ - ნათქვ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება. უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეც

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ქვეყნის მომავლისთვის (ვიდეო)

“ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის. არ იკმარეს ის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენეს  ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და სანქციების ბენეფიციარიც გახადეს.”   პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი -  ბექა ლილუაშვილი 356554572_246785534741807_7906175858497667879_n.mp4

ბერდია სიჭინავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ეს იქნება ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება გააკეთოს "ოცნების" ხელისუფლებამ (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით: დბეგრფბწ.mp4

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნას რადამ მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის დანიშვნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Telegram-ზე რადას დეპუტატები ავრცელებენ. უმეროვის კანდიდატურას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დეპუტატების განმარტებით, დანიშვნის პროცედურა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე ჩატარდა. სახელმწიფო მეთაურს რადაში მუდმივი წარმომადგენელი წარადგენდა. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში რუსტემ უმ

დაკავებულია პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელ

ანა ბუჩუკური - დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან (ვიდეო)

“დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4

აუტიზმის მქონე სრულწლოვან პირთა მშობლები კომიტეტებს მიმართავენ

აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, კომიტეტებს თხოვნით მიმართავენ, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას. მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით. განცხადებას ხელს 230 მშო

ამაზონის ჯუნგლებში 2500 წლის წინანდელი ქალაქები აღმოაჩინეს

ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით, ტროპიკული ტყეების ეკვადორის ნაწილში თიხის ბორცვებისა და დამარხული გზების ქსელი გამოავლინეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამაზონის ჯუნგლებქვეშ, ამ დაკარგულ ქალაქებში, 2000-ზე მეტი წლის, წინ სულ მცირე 10 000 ადამიანი ცხოვრობდა. ეს თიხის ბორცვები და დამარხული გზები ეკვადორში დაახლოებით 30 წლის წინ პირველად შეუმჩნევია საფრანგეთში კვლევების ეროვნული სააგენტოს არქეოლოგ სტივენ როსტეინს, რომელიც მაშინ ორ დასახლებაში აწარმოებდა გათხრებს. “მაგრამ მაშინ

თბილისში უკრაინისადმი სოლდარობის მარში იმართება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინისადმი სოლიდარობის მარში იმართება. აქციაში მონაწილეობენ როგორც  საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, „დიდება უკრაინას” ამ ტრანსფარანტებით მარშის მონაწილეები პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ. სოლიდარობის მარშს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.   პუბლიკა
×
×
  • შექმენი...