Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.111

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია. როგორც უწყებაში განმარტავენ, რაიმე სახის შეტყობინება ა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა. იპნ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში იყო და ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც. netgazeti

საქართველოში ლიმონი აფრიკიდან და თურქეთიდან შემოდის - რა ჯდება პროდუქტი

2024 წლის აგვისტოში წლიურად, ყველაზე გაძვირებულ 10 საკვებ პროდუქტს შორის ლიმონიც მოხვდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტის ფასი 18.4%-ით გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ლიმონის იმპორტის მაჩვენებლები და რა ჯდება 1 კგ პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში. სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 1.446 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 063 ტონა ლიმონი შეიძინა, რაც მცირედით ჩამორჩებ

საქართველოში კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა - TI-ის რეკომენდაციები

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია - ამის სესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელი

საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია

საქართველოში იაპონიის საელჩო - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, იმედს ვიტოვებთ, ყველა, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში

საქართველოში იაპონიის საელჩო უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. „იმედს ვიტოვებთ, ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო

თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციამ მოიგო როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, “ანადოლუს” პარალელური დათვლის შედეგებიდან ვიგებთ. სააგენტოს თანახმად, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. “ანადოლუს” ცნობით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, ჯამში, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა. ამ მონაცემებით, ამომრჩეველთა 63.58%-მა თურქეთის უმსხვილესი

საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია მოემგზავრება

საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. „კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - წინ, საქართველო!

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. "ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება

ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. „საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარა

საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა - hh.ru

საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა. რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქარ

საქართველოში დაბრუნების შემდეგ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან მიგრანტი ქალები | კვლევა

ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა”, რომელშიც განხილულია გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, კანონმდებლობაში, პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაც

საქართველოში და რეგიონში პირველად, სელფის 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს. სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს. ახალი ტექნოლოგია გამოირ

საქართველოში გერმანიის საელჩო - საელჩოში დროშა დაშვებულია - სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა

საქართველოში გერმანიის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, თბილისში მდებარე გერმანიის საელჩოში გლოვის ნიშნად დროშა დაეშვა. „დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი - 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი - 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. 2023 წელს დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 54, მოიძებნა 35; ქვემო ქართლი - 6, მოიძებნა 4; კახეთი - 21, მოიძებნა 17; შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1; სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2; გურია - 5, მოიძებნა 3; მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20, მოიძებნა 4; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24,

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის ვიზიტი დაიწყო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს

საქართველოში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით კრიმინალური ჯგუფის 15 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული 15 პირიდან შვიდს ბრალად ედება არასრულწლოვანების ჩართვა ტრეფიკინგში, რვას კი - ორგანიზებული ძარცვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაკავებულებიდან სამი წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დააკავა. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვ

საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტებმა მოიპარეს — ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა. „სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში. მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.   სა

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?

„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძ

საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, ზღვაზე კი შტორმი

20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოს
×
×
  • შექმენი...