Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    981.189

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს საპატრიარქო - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი არ იგეგმება

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სე

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის საგანგებო მიმართვა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება: ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნიდან, საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას. „შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს კოლეგებს ვესაუბ

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა

საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.    

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალ

საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს ვიზიტით, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 28 აპრილს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთ

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები

საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა

საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „აგვისტოს ომის 15 წლისთავზე დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას“. დიმიტრი მედვედევმა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთები

საქართველოს საგარეო უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადე

საქართველოს საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტეს

საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და არ გაიზიარეს. კენჭისყრისას მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა. „ა

საქართველოს რომელ მაღალმთიან რეგიონებში გაიზარდა და შემცირდა მოსახლეობა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული. მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგ

საქართველოს რკინიგზა - ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა, რის გამოც დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. მათვე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშა

საქართველოს რკინიგზა - დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18

საქართველოს რაგბის კავშირი - წუხილს გამოვთქვამთ პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო

საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში. როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“. „ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყ

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო

ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვი

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:   ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში;

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა. შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ. რ

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და სამ დღეს გასტანს. კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. „სამი დღის განმავლობაში, ორბელ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა ილჰამ ალიევის ვიზიტზე, პრეზიდენტი გამოხატავს მზაობას, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს

საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის პრინცესას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პრინცესა ვიქტორია საქართველოს დღეს, 29 მარტს ეწვია. ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთ

საქართველოს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათ
×
×
  • შექმენი...