Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.109

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ დაუდგინა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დააჯარიმა სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს განცხადებ

საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს

საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს. უფრო ზუსტად, მსჯელობის საკითხს წარმოადგენს, პატრონიანი და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა: კერძო სახლი / მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინ

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი,

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეობას თბილისის იპოდრომის, ამბასადორი კაჭრეთის, ფოთის და მენესის საცხენოსნო კლუბის მხედრები მიიღებენ.     შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად იყოფა, მონაწილეები დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში  ზაფხულის თასის გამარჯვებული გამოვლინდება.   შეჯიბრის მიზანი მხედრების წახალისება და საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა.    

საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა

საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. „ჩვენ არაერთხელ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩვენი სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მივიღეთ შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში ხელს არ უწყობს საცირკო ხელოვნებასო. სულ ბოლოს ასეთი შენიშვნა ჩვენ მივიღეთ მინისტრის საათის დროს პარლამენტში. ვინაიდან,

საჩუქარი რუსეთს – ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე

„თვითნებური საჩუქარი რუსეთს“ – ასე აფასებს ჰელსინკის კომისია „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. საუბარია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგზე, რომელიც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან. „უცხოური აგენტების შესახებ წარმოდგენილი კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, ეს არის თვითნებური საჩუქარი რუსეთს და პირდაპირი გამოწვე

საქსტატი - იანვარში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.5 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 22.8 პროცენტით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმ

საქართველოში, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები დიდი წვეულებისთვის ემზადებიან | რუსული ქორწილი კახეთში

რუსული ქორწილი კახეთის შუაგულში - მაშინ, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირი ავიარეისების აღდგენას აპროტესტებს, გურჯაანში გრანდიოზული ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა სამოქალაქო ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია - ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას.  კიდევ უფრო

საქართველოში, მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური,

საქართველოში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად იყიდა ქვეყანამ ყველაზე გაძვირებული პროდუქტი

საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი. „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახ

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრ

საქართველოში წარმოებულ კვერცხში ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ კვერცხში, ლაბორატორიული  კვლევით, ანტიბიოტეიკები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის, ,,მომხმარებელი.გეს“ ვებ-საიტზე ვრცელდება. ,,კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმის მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და  სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე შევამოწმეთ. საბედნიეროდ, ა

საქართველოში ცოცხალი ღორების 100% რუსეთიდან შემოდის

საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების. გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცო

საქართველოში ჩეხეთის ელჩი ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მედიაში გავრცელებული მისი განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით

საქართველოში შესაძლოა, "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გამრავლება და ყოლა აიკრძალოს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება. გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენე

საქართველოში შემოუშვეს დაღესტნელი დები, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, საქართველოში შემოსვლა მოახერხეს დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირ

საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში[1] და დაადგინა, რომ:[2] ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო ა

საქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – კვლევა

კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს. კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ურბანულ ჭრილში კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლო

საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

სულ მცირე შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს, იუწყება რუსული მედია. როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია: „რედ ვინგზი“, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“, „პაბედა“. ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი აქვს „რედ ვინგზს“. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეის

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის,

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს - რამდენ პროცენტს შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გამო

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. საუბარია ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებზე - ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური პასუხია პარტია ,,საქართველოსთვის" დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე. უწყების ცნობით, 13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს 11.8%-ს - ფინან

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის - საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად რეფორმების განხორციელება აუცილებელი. „საქართველოში რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!“- წერს ელჩი „ტვიტერზე“.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ

პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს. „მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ - წერს ელჩი. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „რეპორტიორები სა

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი ბოლო 8-წლიან მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტის მოცულობა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და მიმდინარე წინასეზონურ პერიოდში, ანუ დეკემბერ-აპრილში ამავე თვეების ბოლო 8-წლიან საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აღემატება. ამის შესახებ პორტალ EastFruit-ის მონაცემებში არის ნათქვამი. საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი დეკემბერში იწყება, ხოლო აქტიური საიმპორტო თვეები თებერვალი, მარტი და აპრილია. იმპორტის პიკი აპრილშია, მაისში კი საგრძნობლად იკლებს და მომდევნო წლის დეკემბრამდე, პრაქტიკულად, ჩერდება. ვაჭ
×
×
  • შექმენი...