ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშა
სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და თურქ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს.
თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრ
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის, 1 140 ბოლო 24 საათში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 267 ტანკს, 6 474 ჯავშანტექნიკას, 2 279 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 295 საბრძოლო თვითმფრინავს და 286 ვერტმფრენს, 5 134 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 997 უპილოტო საფრენ აპარატს, 214 ერთეულ სპეცტექნიკას, 857 ფრთოსან რ
საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს - არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, „როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა“.
„საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს
რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა",
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად.
ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“.
შეგახსენებთ,
საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ გეგმავს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარი გამოუყოს.
„დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოსთვის რისკების შეფასების გადახდის გრაფიკი, რათა საქართველომ შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.
„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში.
ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა.
ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დე
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
„სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს.
გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მ
ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით ხუთმა სატვირთო ავტომობილმა თურქეთ-სომხეთის საზღვარი იღდირის პროვინციაში უკვე გადაკვეთა.
ბოლოს საზღვარი 1988 წელს გაიხსნა, მაშინაც მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
ავტორი - თამთა რუხაძე
თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, რაც ქალაქში შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს.
თურქეთში გაერო-ს სამოკავშირო ოფიცერმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობის დასასრულს უახლოვდებიან და ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის ალბათობა სულ უფრო მცირდება.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის
მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია. კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება.
ამის შესახებ წერს გამოცემა„ვედომოსტი“ - საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, ვიდეოსერვისების ტოპ-მენეჯერების და გარიგების პირობების მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით.
ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქც
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბერდია სიჭინავას რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ხელოვნურადაა წამოწეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, უპასუხა და აღნიშნა, რომ ბერდია სიჭინავა, 20 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ირაკლი ფა
ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა.
სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.
უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა.
თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგ
თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში ს
რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში.
მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის
ნიუ-იორკის Beacon Theatre-ის სცენაზე მონიკა ბელუჩიმ მარია კალასის კაბა და როლი ერთდროულად მოირგო – მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“.
2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო.
ჰოლივუდმა, როგორც ყოველთვის, კრეატიულობა და სიმარდე გამოიჩინა და ყველას დაასწრო: მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული
არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნულ
„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.
ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ავტორი - თამთა რუხაძე